რა არის ლარის 2021 წელს უეცარი გამყარების მიზეზები?

რა არის ლარის 2021 წელს უეცარი გამყარების მიზეზები? post thumbnail image

როგორც იცით, 2020 წელს ლარის კურსმა თავის ანტირეკორდს მიაღწია დოლართან და ევროსთან გაუფასურების თვალსაზრისით. ამის მიზეზი კი ყველასათვის კარგად ცნობილია, პანდემიამ თითქმის ყველა სფეროში შეაღწია, და ამიტომაც გასაკვირი ნამდვილად არაა, რომ მსოფლიო კრიზისის ფონზე, ქართული ეროვნული ვალუტაც არ იყო სახარბიელო მდგომარეობაში. მან ვარდნა დაიწყო 9 მარტს, როდესაც კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ გაურკვევლობას დაემატა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის მკვეთრი დაცემა. ამ ყველაფერმა კი გამოიწვია ის, რომ ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 3.46-ზეც კი ავიდა, რაც ყველა დროს ანტირეკორდია.

თუმცა, მიუხედავად ამისა, 2021 წლის დასაწყისიდან მოყოლებული შეიმჩნევა ეროვნული ვალუტის ნელ-ნელა გამყარების ტენდენცია. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი ამერიკული დოლარი დღეს ოფიციალური კურსით 3.12 ლარი ღირს. ეს საკმაოდ დიდი წინსვლაა იქედან გამომდინარე, რომ სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ ეს მონაცემი ბევრად უფრო არასტაბილური იყო.

ეკონომისტებისთვის და მათ შორის ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვისაც ძალიან საინტერესოა ის, თუ რამ გამოიწვია ლარის კურსის ასეთი უეცარი გამყარება. მიუხედავად იმისა, რომ მოკლე ვადაში ძალიან რთულია ზუსტ გამომწვევ მიზეზებზე საუბარი, მაინც შეიძლება ითქვას, რომ არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელიც ყველაზე კარგად აღწერს მოცემულ პროცესს, ამ სტატიაში კი სწორედ ამ უკანასკნელ გამომწვევ ფაქტორებზე ვისაუბრებთ. შესაბამისად, თუ თვლი, რომ შენთვის მოცემული თემა საინტერესოა, ჩვენ გირჩევთ, რომ აღნიშნულ სტატიას ბოლომდე გაეცნო, რათა უფრო მეტი შეიტყო არა მხოლოდ ზოგადად ლარის კურსის ბოლოდროინდელ ტენდენციებზე, არამედ იმ გარემოებზე, რამაც მისი ბოლო დროინდელი გამყარება გამოიწვია.

რამ გამოიწვია ეროვნული ვალუტის უეცარი გამყარება?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2021 წელს ეროვნული ვალუტა სულ მოკლე ხანში ძალიან გამყარდა.ამერიკული დოლარის მიმართ ვალუტა სტაბილურობას მეტ-ნაკლებად ინარჩუნებდა. კერძოდ კი,  ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 3.42-3.46 ლარის ფარგლებში მერყეობდა, ზოგადი ეკონომიკური ფონი კი იმას აჩვენებდა, რომ ეს ტენდენცია კიდევ დიდ ხანს უნდა შენარჩუნებულიყო, რაც სავარაუდოდ, იმ დროს არსებული სიტუაციის ყველაზე საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა. თუმცა მოხდე ისე, რომ ეს სცენარი არ გამართლდა და ეროვნულმა ვალუტამ ძალიან მალე დაიწყო გამყარების პროცესი.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მაისის თვის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, სულ რამდენიმე დღეში ამერიკული დოლარის მიმართ ეროვნული ვალუტა 11,3 ერთეულით გამყარდა. მართალია, რომ შემდეგი კვირა ლარმა მცირე გაუფასურებით დაიწყო, თუმცა, მიუხედავად ამისა, მეორე დღესვე ეროვნული ვალუტა ისევ პოზიტიურ გამყარების ტენდენციას დაუბრუნდა. ეკონომისტები და პოლიტიკოსები ამ მოვლენას სხვადასხვა მიზეზით ხსნიან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით ეს ყოველივე დაკავშირებულია უკანასნკელი თვეების განმავლობაში საქართველოში ტურისტების რაოდენობის ზრდასთან და ზოგადად, სხვადასხვა ტიპის ეკონომიკური აქტივობების რაოდენობის მატებასთან. გარდა ამისა, უნდა აღნიშნოს ისიც, რომ იგი ვალუტის გამყარებას ასევე ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის წარმატებით დაწყებას უკავშირებს და ამბობს, რომ ამ უკანასკნელის ტემპი სტაბილური და იმედისმომცემია, რაც დადებით გავლენას ახდენს ქვეყნის ზოგად ეკონომიკურ მდგომარეობაზე, მათ შორის კი ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციაზეც.

პანდემიისა და სახელმწიფოს შეზღუდვების გავლენა

გარდა ამისა, ვალუტის გამყარების მიზეზებზე საუბრისას ასევე აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ლარის გამყარების პროცესი სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც სახელმწიფომ პანდემიის გამო დაწესებული მკაცრი შეხღუდვებით ნელ-ნელა მოხსნა დაიწყო. როგორც მოგეხსენებათ, 2020 წელს დაკეტილი იყო თითქმის ყველა მცირე თუ საშუალო ბიზნესი, ქვეყანაში არ ფუნქციონირებდა თითქმის არცერთი სახის დაწესებულება და ზოგადად, საქართველოს ეკონომიკური აქტივობების რაოდენობა თითქმის ნულამდე იყო შემცირებული. ამ ყველაფერმა ცხადია, ლარის გაუფასურებაზე პირდაპირი გავლენა იქონია და ძალიან ბევრი ეკონომისტის აზრით, სწორედ სახელმწიფოს მიერ დაწესებული მკაცრი შეზღუდვები, მათ შორის კომენდანტის საათი, იყო ის მთავარი მიზეზი, რომელიც ეროვნული ვალუტის დესტაბილიზაციასა და გაუფასურებას იწვევდა ქვეყანაში როგორც დოლართან, ასევე ევროსთან მიმართებით.

თუმცა დროთა განმავლობაში მოხდა ისე, რომ ლარმა გამყარება სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც სახელმწიფომ გადწყვიტა, რომ მკაცრი შეზღუდვები შეემსუბუქებინა, კერძოდ კი, მოეხსნა კომენდანტის საათი, გაეხსნა რესტორნები და სხვადასხვა გასართობი სივრცეები. საერთო ჯამში კი ბუნებრივია, ამ ყველაფერმა აამოქმედა ქვეყნის ეკონომიკა რამაც ცალსახად დადებითან იმოქმედა ეროვნული ვალუტის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. ზოგიერთი ანალიტიკოსების აზრით, ეს სწორედ ის მთავარი მასტიმულირებელი ფაქტორი იყო, რამაც ეროვნული ვალუტა ანტირეკორდიდან (3.4 ნიშნულიდან) 3,1 ნიშნულამდე ჩამოიყვანა. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ქვეყნის ეკონომიკის რეცესიიდან ძალიან უცაბედად გამოდისვლის ერთ-ერთი განმაპირობებელი მიზეზი არის ის, ანტიკრიზისული პროგრამა, რომელსაც ხელისუფლება 2021 წლის განმავლობაში ახორციელდებდა.

ფულადი გზავნილების გავლენა

კიდევ ერთი მიზეზი, რომელმაც ეკონომისტების აზრით ცალსახად დადებითი გავლენა მოახდინა ეროვნული ვალუტის გამყარებაზე 2021 წელს არის ის დიდი რაოდენობით ფულადი გზავნილები, რომლებიც ბოლოს პერიოდის განმავლობაში დაფიქსირდა ქვეყანაში. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში გაუმჯობედა სავაჭრო ბრუნვა, რამაც უდაოდ დადებითი გავლენა იქონია საქართველოს ზოგად ეკონმიკურ მდგომარეობაზე და მათ შორის შეეხო ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციასაც.

ეს ყოველივე კი დიდად სავარაუდოდ, გამოწვეული იყო იქიდან გამომდინარე, რომ 2020 წელს პანდემიის პირობებში ძალიან ბევრა ადამიანმა დაკარგა სამსახური და დარჩა შემოსავლის გარეშე. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი, დაახლოებით 1,5 მილიონამდე ადამიანი არის წასული საზღვარგარეთ სამუშაოდ და შესაბამისად, ქვეყანაში ფულადი გზავნილების რაოდენობა ყოველთვის ძალიან დიდია, თუმცა ეს რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა პანდემიის პირობებში და ეს ბუნებრივიც არის, თუ გავითვალისწინებთ ქვეყნის ზოგად არასტაბილურ მდგომარეობას, უმუშევრობის მაჩვენებლის ზრდას და შეუჩერებელ ეკონომიკურ კრიზისს.

ფულადი გზავნილების ზრდა ნიშნავს იმას, რომ ქვეყნაში უფრო მეტი უცხოური ვალუტა შემოედინება, მათ შორის როგორც აშშ დოლარი ასევე ევრო, რაც საერთო ჯამში ბუნევირია, რომ იწვევს ეროვული ვალუტის გამყარებას. 2021 აპრილში წინა თვესთან შედარებით საქართველოში შემოსული უცხოური ფულადი გზავნილების მოცულობამ 194,1 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა თვის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით 3%-ით მეტია. ერთ თვეში ასეთი დიდი რაოდენობით უცხოური ვალუტის ჯამური მოცულების მატებამ კი ბუნებრივია, რომ პირდაპირი გავლენა იქონია ეროვნული ვალუტის დასტაბილურებაზე, კერძოდ კი, მაისის ბოლოსთვის ლარმა დოლართან და ევროსთან მიმართებაში შესაბამისად, 3.3 და 4.0 შეადგინა. ეს მაჩვენებელი კი ზაფხულში კიდევ უფრო პოზიტიური მიმართულებით შეიცვალა, რაც სავარაუდოდ, ქვეყნაში ტურისტების რაოდენობის ზრდითაც იყო განპირობებული, რაზეც შემდეგ ნაწილში უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ.

ტურისტების შემოდინების გავლენა

კიდევ ერთი მიზეზი, რამაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა ქვეყანაში ლარის კურსის დასტაბილურება 2021 წელს ასეთი ჩქარი ტემპით იყო ზაფხულის დასაწყისში ტურისტების რაოდენობის მკვეთრი ზრდა ქვეყანაში. 2021 წლის მოცემულ პერიოდში მკვეთრად გააქტიურდა ავიამიმოსვლები და ზოგადად, ტურისტების ნაკადმაც სწრაფად იწყო აღმასვლა. ეს მოვლენა კი რამდენიმე ფაქტორით იყო განპირობებული. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმის ხელახალი აღნიშვნა, რომ სახელმწიფომ სწორედ ამ პერიოდში დაიწყო უკმაცრესი რეგულაციების გაუქმება ქვეყანაში, მათ შორის არის კომენდანტის საათის მოხსნა და მცირე და საშუალო ბიზნესების ამოქმედება (რესტორნები და სხვა სარეკრეაციო თუ გასართობი სივრცეეები). ამან კი ბუნებრივია ხელი შეუწყო ტურისტების მიმოსვლის გააქტიურებას.

ზოგადად, უნდა აღინიშნოს ის, რომ ტურისტები იმიტომ ახდენენ ასეთ დიდ გავლენას ეროვნული ვალუტის დასტაბილურებაზე, რომ ასეთ დროს ქვეყანაში ყველაზე დიდი რაოდენობით უცხოური ვალუტა შემოდის. ეკონომიკური კანონი კი მოქმედებს ისე, რომ რაც უფრო მეტი დოლარი და ევრო დაიხარჯება ქვეყნის საზღვრებში, ლარიც უფრო მალე იწყებს სტაბილიზაციის პროცესს.

ამასთან, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაზეც არაერთი ანალიტიკოსი საუბრობს არის ვაქცინაციის გააქტიურებული პროცესი ქვეყანაში, რაც ფსიქოლოგიურად ძალიან დიდ გავლენას ახდენს ტურისტებზე და მათ უფრო და უფრო მეტი მოტივაცია უჩნდებათ რომ სწორედ საქართველოში დაიწყონ მოგზაურობა. ვაქცინირებული ადამიანების დიდი რაოდენობა ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა არის სრულიად უსაფრთხო, ეს კი, 2021 წელს, პანდემიის პირობებში, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ფაქტორია. გარდა ამისა, თუ შევხედავთ მომავლის პერსპექტივებს, თამამად შეიძლება ითქვას ისიც, რომ თუ ვაქცინაციის პროცესი ასეთი ტემპებით გაგრძელდა, საქართველო სულ მალე გამოვა წითელი ზონიდან და მოგზაურობისთვის კიდევ უფრო უსაფრთხო ქვეყანად იქცევა. ეს უკანასკნელი ფაქტორი კი ცხადია, გაზრდის ტურისტების რაოდენობას ქვეყანაში, გაამარტივებს ავიამიმოსვლებს და ხელს შეუწყობს ეკონომიკის გახსნას. გახსნილი ეკონომიკა კი ყველას მოგეხსენებათ, რამდენად დიდ როლს თამაშობს ეროვნული ვალუტის დასტაბილურების პროცესში.

არის საფრთხე რომ პროგრესი შეიძლება შეჩერდეს? მოსალოდნელი პროგნოზები

2021 წლის სექტემბრის თვის მონაცემებით ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში უკვე 3.12 ლარს შეადგენს, რაც ბოლო დროისთვის საკმაოდ პოზიტიური მაჩვენებელია. თუმცა ლარის გამყარებაზე საუბრისას აუცილებლად აღსანიშნავია იმის გამოკვეთა, თუ რამდენად არის ეს მდგომარეობა სტაბილური და თუ რა პროგნოზებს აკეთებენ როგორც ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა ეკონომისტები თუ ანალიტიკოსები.

რაც შეეხება მომავლის პროგნოზებს, Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსის აზრით, თუ ამჟამინდელი პოზიტიური ფაქტორებიდან უარყოფითი მიმართულებით არაფერი შეიცვალა, ეროვნული ვალუტის ეს გამყარების ტენდენცია კიდევ დიდ ხანს გაგრძელდება. მისი თქმით, ახლა იმდენად ძლიერია პოზიტიური ფაქტორები, რომ მთლიანად გადაწონა ის ნეგატიური გარემოებები, რაც ბოლო დროს არსებობდა ქვეყნის ეკონომიკურ ნარატივში.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსი არ ელოდება ეროვნული ბანკისგან რაიმე ფორმით ინტერვენციას, ლარის კურსის სწრაფი სტაბილიზაციის შესაჩერებლად, რადგანაც, უკანასკნელ ორ წელიწადში ვალუტა ძალიან იყო გაუფასურებული და შესაძლო ინტერვენცია, დიდად სავარაუდოდ, არ იქნება მიზანშეწონილი.

ამასთან ერთად, ლარის კურსის მდგომარეობისა და მომავლის პროგნოზზე საუბრისას აუცილებელია კიდევ ერთხელ აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ქვეყანაში დღემდე აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი. 2021 წლის აგვისტოს თვის მონაცემებით საქართველოში უკვე მილიონზე მეტი ადამიანი არის აცრილი მინიმუმ ერთი დოზით. ხოლო ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი უკვე ორივე დოზით არის აცრილი.

ეს მონაცემები იძლევა ძალიან დამაიმედებელ შედეგს მომავალისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ტემპი შეიძლება ითქვას, რომ საშუალოზე ოდნავ მაღალია, ის მაინც გამოიწვევს საბოლოო ჯამში იმას, რომ საქართველო სულ მალე ძალიან უსაფრთხო ქვეყანა გახდება, გაიზრდება უცხოური ინვესტიციები და უფრო და უფრო მეტ ტურისტს მიეცემა მოტივაცია სამოგზაუროდ სწორედ ჩვენი ქვეყანა აირჩიოს. ამ ყველაფერს კი საბოლოოდ პოზიტიური მოვლენებისკენ მივყავართ. კერძოდ კი, ბევრი ანალიტიკოსის აზრით, მომავალში საქართველო შეძლებს ეკონომიკის კიდევ უფრო გახსნას. ყველაზე ცუდი ვარიანტი კი რაც მათი აზრით ამ პირობებში შეიძლება მოხდეს არის ის, რომ ეროვნულმა ვალუტამ შეინარჩუნოს დღევანდელი მდგომარეობა, ხოლო საუკეთესო სცენარში ის გააგრძელებს გამყარებისა და სტაბილიზაციის პროცესს და შესაძლოა 3.0 ნიშნულზე ქვემოთ ჩამოსვლაც სულ მალე მოახერხოს.

მიუხედავად ამისა, ამ ყველაფერზე საუბარი ჯერ ძალიან ნაადრევია და თითქმის შეუძლებელია ამჟამად ყველა ფაქტორის ზუსტად გათვალისწინება. ამიტომაც უნდა გვახსოვდეს, რომ ზემოთ ნახსენები არგუმენტები მხოლოდ და მხოლოდ სავარუდო პროგნოზებია, რომელიც შეიძლება არ გამართლდეს მომავალში. თუმცა ჩვენ მაინც ვიტოვებთ იმედს, რომ ყველაფერი პოზიტიური კუთხით შეიცვლება და სულ მალე ვნახავთ კიდევ უფრო დასტაბილურებულ ეკონომიკას და გამყარებულ ეროვნულ ვალუტას როგორც ევროსთან, ასევე დოლართან მიმართებით.

შეჯამება

როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2021 წლის დასაწყისიდან მოყოლებული შეიმჩნევა ეროვნული ვალუტის ნელ-ნელა გამყარების ტენდენცია. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ბოლო დროინდელი მონაცემების თანახმად, ერთი ამერიკული დოლარი დღეს ოფიციალური კურსით 3.12 ლარი ღირს. საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით ეს ყოველივე დაკავშირებულია უკანასნკელი თვეების განმავლობაში საქართველოში ტურისტების რაოდენობის ზრდასთან და ზოგადად, სხვადასხვა ტიპის ეკონომიკური აქტივობების რაოდენობის მატებასთან. გარდა ამისა, უნდა აღნიშნოს ისიც, რომ იგი ვალუტის გამყარებას ასევე ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის წარმატებით დაწყებას უკავშირებს.

გარდა ამისა, ვალუტის გამყარების მიზეზებზე საუბრისას ასევე აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ლარის გამყარების პროცესი სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც სახელმწიფომ პანდემიის გამო დაწესებული მკაცრი შეხღუდვებით ნელ-ნელა მოხსნა დააანონსა. კერძოდ კი, მოეხსნა კომენდანტის საათი, გაეხსნა რესტორნები და სხვადასხვა გასართობი სივრცეები. საერთო ჯამში კი ბუნებრივია, ამ ყველაფერმა აამოქმედა ქვეყნის ეკონომიკა რამაც ცალსახად დადებითან იმოქმედა ეროვნული ვალუტის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელმაც ეკონომისტების აზრით ცალსახად დადებითი გავლენა მოახდინა ეროვნული ვალუტის გამყარებაზე 2021 წელს არის ის დიდი რაოდენობით ფულადი გზავნილები, რომლებიც ბოლოს პერიოდის განმავლობაში დაფიქსირდა ქვეყანაში. 2021 აპრილში წინა თვესთან შედარებით საქართველოში შემოსული უცხოური ფულადი გზავნილების მოცულობამ 194,1 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა თვის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით 3%-ით მეტია. ერთ თვეში ასეთი დიდი რაოდენობით უცხოური ვალუტის ჯამური მოცულების მატებამ კი ბუნებრივია, რომ პირდაპირი გავლენა იქონია ეროვნული ვალუტის დასტაბილურებაზე.

გარდა ამისა, კიდევ ერთი მიზეზი, რამაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა ქვეყანაში ლარის კურსის დასტაბილურება 2021 წელს ასეთი ჩქარი ტემპით იყო ზაფხულის დასაწყისში ტურისტების რაოდენობის მკვეთრი ზრდა ქვეყანაში. 2021 წლის მოცემულ პერიოდში ძალიან გააქტიურდა ავიამიმოსვლები და ზოგადად, ტურისტების ნაკადმაც სწრაფად იწყო აღმასვლა. ასეთ დროს კი ქვეყანაში ყველაზე დიდი რაოდენობით უცხოური ვალუტა შემოდის, რაც ბუნებრივია, ხელს უწყობს ეროვნული ვალუტის გამყარებას როგორც ევროსთან, ასევე აშშ დოლართან მიმართებით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *