მსოფლიო ბანკი: საქართველო ეკონომიკური განვითარების პროცესშია

მსოფლიო ბანკი: საქართველო ეკონომიკური განვითარების პროცესშია post thumbnail image

მსოფლიოს ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველო არის მოწინავე რეგიონი ეკონომიკური განვითარების პროგნოზით. ქვეყანაში მოსალოდნელია 8%-იანი ზრდა ამ წელს და ამ მაჩვენებლით საქართველო უსწრებს რეგიონში არსებულ ყველა სხვა ქვეყანას. მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ეკონომიკური გაუმჯობესების მაჩვენებელი სავარუდოდ 5.5%-მდე ჩამოვა 2022 წელს და 5%-მდე 2023 წელს, რადგანაც როგორც ვიცით, ქვეყანამ უარი თქვა მაკროეკონომიკურ დახმარებებზე უცხოეთიდან. ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მსოფლიო ბანკის თქმით, ისეთმა სუბრეგიონებმა, როგორებიც არის აღმოსავლეთ ევროპა, ცენტრალური აზია და სამხრეთ კავკასია, განიცადეს ძალიან ძლიერი ეკონომიკური კოლაფსი 2020 წელს, რაც პანდემიიდან გამომდინარე, გასაკვირი არც არის. გაიზარდა წარმოება სამხრეთ კავკასიაში, გარდა ამისა გაუმჯობესდა ექსპორტის მდგომარეობაც ქვეყანაში. მსოფლიო ბანკის განცხადებით, ამ მიმართულებით მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ზრდა დაახლოებით 5.8%-ით და ამ თვალსაზრისით საქართველო იქნება მოწინავე ქვეყანა ამ წელს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოს ეკონომიკა 2021 წლის აგვისტოს მონაცემებით გაიზარდა 10.3%-ით, რაც არის 2021 წლის პირველი რვა თვის მაშვენებელი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული სტატისტიკის ოფისი (ჯეოსტატი) აქვეყნებს.

მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში

მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს სამხრეთ კავკასიის რეგიონმა მძიმე რეცესია განიცადა ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით და ეს მაჩვენებელი 5%-ით შემცირდა. ეს გასაკვირი არც არის კოვიდ-19-ით გამოწვეული პანდემიის ფონზე და იმის ფონზეც, რომ ქვეყანაში არაერთი შეზღუდვების დააწესა მთავრობამ. ეს არის ის მონაკვეთი, როდესაც ჩაკეტილი იყო ქვეყნის საზღვრები და ქვეყანში დახურული იყო თითქმის ყველა მცირე თუ საშუალო ბიზნესი. 2021 წლისთვის დაფიქსირდა ეკონომიკური ზრდა, რომლის მაჩვენებელიც 5.8% გაიზარდა საერთო ჯამში. მიუხედავად ამისა, მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებლი განცხადების მიხედვით, 2022 წლისთვის მოსალოდნელია საქართველოს ეკონომიკური ზრდის 5.5%-მდე შემცირება, ხოლო 2023 წელს 5%-ს მიაღწევს ეს მაჩვენებელი ევროკავშირისგან მაკროეკონომიკური მხარდაჭერის შეწყვეტის პარალელურად.

გარდა ამისა, მსოფლიო ბანკი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ მოახდინოს კონცენტრირება  კონკურენტული ბიზნესგარემოს გამყარებაზე, რომელიც ,,სწრაფი აღდგენის, კრიზისების მიმართ მედეგობის და გრძელვადიანი მდგრადი ეკონომიკური განვითარების უმთავრესი ელემენტია”- ნათქვამია მათ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

შესაბამისად, შეიძლება დავასკვნათ, რომ 2020 წელს პანდემიისგან გამოწვეული მძიმე ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, საქართველო მაინც ახერხებს რომ იყოს ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლით ლიდერი რეგიონში, რადგანაც როგორც მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, ქვეყანაში მოსალოდნელია 8%-იანი ზრდა 2022 წლისთვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *