რა არის საქართველოს პოტენციალი ბიზნესის აუთსორსში?

რა არის საქართველოს პოტენციალი ბიზნესის აუთსორსში? post thumbnail image

Ryan Strategic Advisory-მ გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოში ბიზნეს სერვისების აუთსორსინგის პოტენციალის შესახებ, რომლის მიხედვითაც ქვეყანას აქვს მჭიდრო და მიზანმიმართული ბიზნეს სერვისები, რომლებიც სხვადასხვა კომპანიების ყურადღებას იპყრობენ დასავლეთის ქვეყნების ბაზრებზე.

ანგარიშის მიხედვით, უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ შეძლო განევითარებინა მზარდი და კონკურენტუნარიანი ბიზნეს სერვისები, ამ ყოველივეს კი სხვადასხვა მიზეზები აქვს კერძოდ კი მათგან მნიშვნელოვანია შემდეგი:

  • ძლიერი ეკონომიკა
  • კონკურენტუნარიანი საგადასახადო სისტემა –  ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პირობა იმისათვის, რომ ხელი შეეწყოს საქართველოში ბიზნეს სერვისების აუთსორსინგს. ეს უკანასკნელი ინვესტიცია თავისუფალი უნდა იყოს გადასახადებისგან (მოგების თვალსაზრისით), უნდა მოიცავდენს. დაბალ საშემოსავლო გადასახადს  (ამჟამად 20%) და მოგების კორპორაციულ გადასახადს – 15%.
  • ასევე, რეგულაციური ხედვიდან გამომდინარე, საქართველო არის იმ ქვეყნებს შორის, სადაც ინვესტორებისთვის გადაადგილება ძალიან მარტივია.
  • სხვადასხვა სტიმული, რომლებიც ხელს უწყობს აუთსორს კომპანიებს- მაგალითად, საქართველომ გაატარა გარკვეული ზომები იმისათვის, რომ დახმარებოდა სხვადასხვა აუთსორს პროექტებს. ამის მაგალითია ის, რომ საქართველომ გამოყო დაახლოებით $230,000 დოლარამდე რაოდენობის გრანტი ახალი ბიზნეს სერვისების აუთროსრს პროექტებისთვის.

გამოქვეყნებული ანგარიშის შესახებ

Ryan Strategic Advisory-ს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ყველა ზემოთ ნახსენებმა ფაქტორებმა ხელი შეუწყო ბიზნეს სერვისების აუთსორსინგის განვითარებას საქართველოში. ამის ნათელი მაგალითია ის, რომ უკვე რამდენიმე ისეთმა გლობალურმა კომპანიამ დაიწყო მუშაობა საქართველოში, როგორებიცა არის „Concentrix“; „Majorel“ და „EPAM“, – ნათქვამი მათ მიერ გამოქვეყნებული ანგარიშში.

გარდა ამისა, Ryan Strategic Advisory-ს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ უკვე ძალიან ბევრი კომპანია ცდილობს, რომ სწორედ საქართველოში აწარმოონ თავიანთი სერვისები, არის ის, რომ საქართველოში განსაკუთრებით მაღალია მოსახლეობის ლინგვისტური ნიჭი. რეალურად, ქვეყანაში არის დაახლოებით 600 ათასი ადამიანი, რომელსაც შეუძლია უცხო ენაზე საუბარი და ისინი ძირითადად ქვეყნის მთავარ ქალაქებში ცხოვრობენ. აუთსორს კომპანიები კი ამბობენ, რომ საქართველოს შეუძლია იყოს მრავალენოვანი ჰაბი, რომელიც მიმზიდველი იქნება მრავალი კომპანიისთვის.

„Invest in Georgia“-ს თანამშრომლობით, ცნობილმა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიამ, „Ryan Strategic Advisory“ ევროპის ბიზნეს სერვისების აუტსორსინგის პოტენციალის შესახებ ანგარიშში საქართველოს პოტენციალს გაესვა ხაზი. „Invest in Georgia“-ს თქმით, საქართველოს სტუდენტების მიერ ჩაბარებული ეროვნული გამოცდების მიხედვით, მათ აქვთ ფართო მასშტაბის ცოდნა ისეთ ენებში, როგორებიც არის ინგლისური, რუსული და გერმანული.

გარდა ამისა, საყურადღებოა ასევე ის ფაქტიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ ენებზე მოსაუბრეთა რაოდენობა შედარებით ცოტაა, მაინც მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას, რომ იტალიურად, ფრანგულა და თურქულად მოლაპარაკე ადამიანების მრავლადაა საქართველოში. ამის შესახებ ინფორმაცია Ryan Strategic Advisory-ს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშში არის მოცემული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *