საქართველოს პოზიცია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე
24 თებერვალს, რუსეთის ფედერაციამ სამხედრო ძალების მზადყოფნა გამოაცხადა და შეიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე. ოფიციალური საომარი მდგომარეობა ორ თვეზე მეტია რაც გრძელდება და ამ პერიოდის განმავლობაში, მსოფლიოს ლიდერი თუ განვითარებადი სახელმწიფოები თანდათანობით უერთდებიან რუსეთის წინააღმდეგ შექმნილი სანქციების პაკეტს, რომლის განახლება დამატებითი შემზღუდველი პირობებით, მიმდინარე პერიოდშიც აქტიურად ხორციელდება.
ომის დაწყებიდან ორი თვის თავზე, რუსეთის მთავრობის, ცალკეული პირებისა და ზოგადი მოსახლეობის წინააღმდეგ ამოქმედებულია ფინანსური, ეკონომიკური, სატრანსპორტო და სამხედრო სანქციების პაკეტი, შემდგარი 6 ძირითადი ეტაპისგან, რომლის ბოლო ეტაპის რეგულაციებზე მუშაობა მიმდინარე პერიოდშიც აქტიურად ხდება.
დიდი შვიდეულის დაზღვევა ქვეყნების მიმართ, რომლებიც არ უერთდებიან სანქციებს
დიდი შვიდეულის და ევროკავშირის ერთობლივი სანქციების პაკეტის შესახებ, საქართველოს მთავრობამ პირველი ოფიციალური განცხადება ომის დაწყებიდან მეორე დღეს, 25 თებერვალს გააკეთა, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო არ შეუერთდება სანქციების პაკეტს და გამოხატავს ნეიტრალურ პოზიციას ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე.
პრემიერის პოზიციას ეთანხმებოდა “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის 16 მარტის განცხადებაც, სადაც მან საქართველოს მიერ სანქციების პაკეტთან შეერთების უარყოფა, საბოლოო და უცვლელ პოზიციად მოიხსენია.
ბრიუსელში, დიდი შვიდეულის 24 მარტის შეხვედრის გადაწყვეტილებით, რუსეთთან მიმართებით დაწესებულ სანქციებს დაემატა სავაჭრო რეგულაციების ახალი პაკეტი, რათა ქვეყნებს არ ჰქონდეთ საშუალება ამ კუთხით თავი აარიდონ სანქციების მხარდაჭერას და მოახდინონ გვერდის ავლა. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო იმ უმცირესობის წევრია, რომელიც ოფიციალურად არ უერთდება სანქციებს, საინტერესოა რამდენად მოახდენს კონკრეტული უწყებები, სანქციების საერთაშორისო პოლიტიკაში გათვალისწინებას და რა გავლენას იქონიებს ეს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე.
მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური განცხადებით, საქართველო არ უერთდება ერთიან, დაწესებულ სანქციებს, შეზღუდული ფინანსური არეალისა და ახალი რეგულაციების ფონზე, მას მაინც უწევს შეასრულოს გარკვეული რეგულაციები.
რა სანქციები დაწესდა რუსეთის წინააღმდეგ?
ევროკავშირის სანქციების პაკეტი მოიცავს რამდენიმე ძირითად სფეროს რაც საბოლოოდ, მნიშვნელოვან ზიანს აყენებს რუსეთის ეკონომიკურ მდგომარეობას და სამომავლო პოტენციალს. კონკრეტულად, დაწესებული სანქციების პაკეტი მოიცავს:
- თავდაცვის სექტორი: აკრძალულია ნებისმიერი ტიპის იარაღის და სამხედრო ტექნიკის რუსეთისთვის მიწოდება, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში.
- ენერგეტიკულ რესურსებთან დაკავშირებული ვაჭრობა: აიკრძალა აღნიშნულ სექტორში ინვესტიციების განხორციელება. ძირითადი ენერგეტიკული რესურსების და მასთან დაკავშირებულ დანადგარების რუსეთთან ექსპორტი და იმპორტი. აიკრძალა ქვანახშირის იმპორტი.
- ეკონომიკური სექტორი: აიკრძალა ნაწილობრივი პროგრამული სერვისების მიწოდება, კომპიუტერული დანადგარების ექსპორტ-იმპორტი, ფუფუნების საგნების ექსპორტი.
- სატრანსპორტო სექტორი: აკრძალულია რუსული ავიახაზების გამოყენება და მათთვის დაიკეტა ევროკავშირის საჰაერო სივრცე. შეზღუდულია რუსეთში აღნიშნულ სექტორთნ ნებისმიერი სახის თანამშრომლობა და საქმიანობა. შეზღუდულია სატრანსპორტო მოწყობილობებით ვაჭრობა და რუსული დროშის ქვეშ მცურავი საშუალებების, ევროკავშირის პორტებში გადაადგილება.
- ფინანსური სექტორი: მოხდა რუსეთის რამდენიმე ბანკის SWIFT-დან გარიცხვა, რითიც ბანკებს შეეზღუდათ ევროკავშირის ბაზრებთან წვდომა. შეზღუდულია რუსეთის მხრიდან ინვესტიციების განხორციელება, უცხოურ ვალუტაზე წვდომა და ქვეყნის ცენტრალური ბანკის რეზერვების აქტივაცია.
- ინდივიდუალური სანქციები: 1000-ზე მეტ ფიზიკურ პირს შეეზღუდა ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილება, საფინანსო სერვისების განხორციელება და მათი სარგებლობა.
საქართველოს პოზიცია – მხარდაჭერა თუ ორაზროვანი განცხადება?
ორ თვიანი საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ახალი პრევენციული რეგულაციების გატარების ფონზე, საქართველოს ოფიციალური განცხადებები მცირედი დეტალებით იცვლებოდა, თუმცა ძირითადი პოზიცია, სანქციებთან მიმართებით ნეიტრალიზმი და შეერთებაზე უარის თქმა უცვლელი რჩება.
აღნიშნულთნ დაკავშირებით, მსოფლიოს საერთაშორისო ლიდერებისა და უკრაინის პრეზიდენტის პოზიცია იყო ნეგატიური და რადიკალური. კონკრეტულად, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობის პოზიცია შეფასდა, როგორც არაადეკვატური და მოხდა უკრაინის ელჩის სახელმწიფოდან საბოლოო გაწვევა.
ევროკავშირის და აშშ-ს ლიდერთა განცხადებით საქართველომ მხარი უნდა დაუჭეროს სანქციების პაკეტს, რადგან წინაღმდეგ შემთხევაში, სახელმწიფო გახდება სატრანზიტო არეალი ფინანსური და სამხედრო კუთხით, რაც ირიბად გულისხმობს უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში ჩაბმას.
აღნიშნულ საერთაშორისო შეფასებებთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრისაგან განხვავებით, რადიკალური პოზიცია დააფიქსირა CNN-თან ინტერვიუში. საქართველოს ქმედებები სრულ შესაბამისობაშია დაწესებულ საფინანსო სანქციებთან, რადგან რუსეთთან ბოლო ორ საუკუნოვანი, აგრესიული ისტორიის ფონზე, საქართველო მხარს უჭერს უკრაინას – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის აღნიშნულ განცხადებას მხარი დაუჭირა დავით ზალკანიანმა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პოზიცია ნათლად გამოხატავს უკრაინის მიმართ ქვეყნის მხარდაჭერას. ამასთან ეროვნული ბანკის გვერდზე გაკეთდა ოფიციალური განცხადება, საზოგადოების ინფორმირების მიზნით, სადაც ნათქვამია, რომ ბანკი იცავს განახლებულ საერთაშორისო რეზოლუციებს და არ უწყობს ხელს რუსეთს, მათი ინტერსების დაცვაში.
ამას ადასტურებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საფინანსო სერვისების და ოპერაციების განხორციელების შეზღუდვა საერთაშორისო სანქცირებულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებთან მიმართებით.
საერთაშორისო შეფასებები საქართველოს პოზიციაზე და გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე
აღნიშნული განცხადებების მიუხედავად, უკრაინის წარმომადგენელთა პოზიცია საქართველოსთან მიმართებით კვლავ ნეგატიურია, რასაც ემატება ე.წ “შავ ხვრელებთან” დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელება, რომელსაც საქართველოს ოფიცალური მხარე არ ადასტურებს.
კონკრეტულად, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, საქართველო წარმოადგენს რუსეთისთვის სატრანზიტო დერეფანს, სადაც ხდება სამოქალაქო და სამხედრო ორმაგი დანიშნულების სხვადასხვა პროდუქციის გადაადგილება. აღნიშნული კი ეწინააღდეგება საერთაშორისოდ დაწესებულ სანქციებს.
საქართველოს მთავრობის განცხადებით, ეს ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას და დეზინფორმირებაში ბრალი ოპოზიციის წარმომადგნლებს მიუძღვის, მათივე ინტერესების რელევანტურობიდან გამომინარე.
რაც შეეხება საქართველოს ოფიცილური პოზიციის და დაწესებული საერთაშოისო სანქციების გავლენას ქვეყნის შიდა პროცესებზე, მკვლევარების განცხადებით, აღნიშნულს მნივნელოვანი გავლენა ექნება საქართველოს საფინანსო-ეკონომიკურ სექტორზე. კონკრეტულად, აღნიშნული იმოქმედებს ქვეყნის შიდა საფასო პოლიტიკაზე, რაც გამოიწვევს ექსპორტსა და იმპორტზე დამოკიდებული პროდუქციის ფასების ზრდას, რაოდენობირივი ხელმისწვდომობის შეზღუდვას და რაც მთავარია, ინფლაციის ზრადას. ეს თავისთავად გულისხმობს ეროვნული ვალუტის გაუფასურებას და მნიშნელოვან გავლენას საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობის არეალზე, რომლის არსებითი წილი, რუსეთთან თანამშრომლობას მოიცავდა.