მსოფლიო ბანკი საქართველოს ეკონომიკაზე დადებით პროგნოზებს აქვეყნებს

მსოფლიო ბანკი საქართველოს ეკონომიკაზე დადებით პროგნოზებს აქვეყნებს post thumbnail image

მსოფლიო ბანკი ერთ–ერთი მთავარი ინდიკატორია იმისა, თუ როგორ შეიძლება აღიქმებოდეს ამა თუ იმ ქვეყნის შიდა ეკონომიკა და მისი პოტენციალი, მსოფლიო ბაზარზე. ბოლო თვეების მანძილზე, საქართველოს მთავრობა აქტიურად აქვეყნებს პოზიტიურ შედეგებს, ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებასთან მიმართებით. ამ ყოველივეს დასტური კი მსოფლიო ბანკის მიერ დადებითი გამოხმაურებაა, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი გაზარდა. სწორედ ამ ყოველივეზე ვისაუბრებთ ქვემოთ.

მსოფლიო ბანკის აზრით, ქვეყნის ეკონომიკა 4.4%–ით კიდევ გაიზრდება

მსოფლიო ბანკის ბოლო, ოფიციალური განცხადების თანახმად, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, იანვრის პროგნოზთან შედარებით ბევრად მზარდია და 4.4%–იან ნიშნულს უახლოვდება. ეს კი მსოფლიო ბანკის მიერ წლის დასაწყისში გაცხადებული პროგნოზის ნიშნულს 0.4%–ით აღემატება. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ საქართველოს ეკონომიკა 2024–2025 წლებში 5%–იან ეკონომიკურ ზრდასაც მიაღწევს.

მსოფლიო ბანკის გლობალურ ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ აღმოსავლეტ ევროპის რეგიონში და მათ შორის საქართველოშიც, ბევრად მეტი იქნებოდა ეკონომიკური ზრდისა და გაუმჯობესების სხვა მაჩვენებლების ინდექსები, რომ არა რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომი და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური ფაქტორები თუ სანქციები. სწორედ ამიტომ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საშუალოდ, წლიური ეკონომიკური ზრდა 1.4%–ს აღწევს. თუმცა ბანკი ასევე იმასაც აღნიშნავს, რომ მხოლოდ ომი არ არის მთავარი ინდიკატორი და არანაკლებ როლს თამაშობს მაღალი ინფლაცია, რაც გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდანაც გამომდინარეობს. ამ პროცესებმა დროთა განმავლობაში შეამცირა გარე მოთხოვნა და შეანელა ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდის ტემპიც. აქედან გამომდინარე, მთავარი დასკვნა მსოფლიო ბანკის მიერ, არის ის რომ სანამ რეგიონში ომის სრული ესკალაცია არ მოხდება და აღდგენითი პერიოდიც წარმატებით არ ჩაივლის, საქართველოსა და რეგიონში შემავალ სხვა ქვეყნებში ნელი თუმცა სტაბილური გაუმჯობესებაა მოსალოდნელი და არა განსაკუთრებული ზრდის მიღწევა.

საქართველო კავკასიის რეგიონში კვლავ ლიდერობს

დადებითი ტრენდია ის რომ როდესაც საქმე ეკონომიკურ მაჩვენებლებსა და მათი ზრდის ტენდენციას შეეხება საქართველო, უმეტეს წილად რეგიონში ლიდერის პოზიციას იკავებს. ეს მსოფლიო ბანკის უახლეს პროგნოზსა და ეკონომიკური ზრდის წლევანდელ მაჩვენებლებსაც შეეხება. კონკრეტულად, მიუხედავად მრავალი გარე ფაქტორისა რომელიც ანელებს ეკონომიკურ ზრდას, სომხეთთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან შედარებით საქართველოში ზრდა ბევრად მეტია. მსოფლიო ბანკის განცხადებით, ამის მიზეზი მიგრანტების მაღალი შემოდინებაა რუსეთის მხრიდან, რაც თავისთავად კაპიტალის ზრდას უწყობს ხელს. სწორედ ამ ყოველივეს გათვალისწინებით, მსოფლიო ბანკი ვარაუდობს რომ ცენტრალური კავკასიის ქვეყნებში მომდევნო წლების მანძილზე, საშუალოდ 3.5 %–იანი ეკონომიკური წლიური ზრდა იქნება.

ეს დადებითან აისახება თავისთავად მოსახლეობის ფინანსურ შესაძლებლობებზეც. კონკრეტულად, დადებითი პროგნოზები საქართველოს ეკონომიკაზე, მოსახლეობას აძლევს საშუალებას უფრო ხელმისაწვდომი გახადონ დამატებითი შემოსავლის წყაროების მოძიება და შენარჩუნება. ეს განსაკუთრებით ეხება მათ ვინც უშუალოდ ფინანსებისა და სავალუტო ბაზრის მარკეტზე ცდის ოპერირებას. მათ შორის აღსანიშნავია ტრეიდინგი, ცნობილ ფინანსურ მარკეტებზე XM–ისა თუ სხვა ბროკერების საშუალებით, რომლებზე ვაჭრობაც ძლიერი ვალუტისა და დადებითი პროგნოზების ფონზე ბევრად უფრო მომგებიანი იქნება.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *