თურქული ლირა ისევ უფასურდება

თურქული ლირა ისევ უფასურდება post thumbnail image

თურქული ლირა ბოლო წლებია მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. პანდემიის დროს დაწყებული ლოგიკური გაუფასურება, პანდემიის ოფიციალურად დასრულების შემდეგაც გრძელდება. ცოტა ხნის წინ კი, ვალუტის ღირებულების შემცირებამ, ისტორიულ ნიშნულს მიაღწია და რეკორდიც კი მოხსნა. ამ ყოველივეს გამომწვევ მიზეზებზე ბევრი საუბრობს, თუმცა ერთიანი დასკვნა ჯერ არ არსებობს.

ლირის გაუფასურებას და მასზე მოქმედ ფაქტორებს ასევე ემატება, თურქეთის რესპუბლიკაში ცოტა ხნის წინ ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც უმეტესობის მოსალოდნელად, კვლავ რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, კვლავ გაიმარჯვა. სწორედ ამ და სხვა გამომწვევ ფაქტორებზე ვისაუბრებთ ქვემოთ.

ლირის გაუფასურებამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

თუ ჩვენ თურქული ლირის ფასის ცვალებადობის ბოლო ხუთი წლის პერიოდს დავაკვირდებით, აღმოჩნდება რომ დღეს თურქული ლირა 80%–ით არის გაუფასურებული. აქედან, მხოლოდ 25%–იანი გაუფასურება ვალუტამ ბოლო ერთი წლის მანძილზე განიცადა. სწორედ ეს დასკვნა გაასაჯაროვა  Goldman Sachs–მა რომელიც არც ისე სახარბიელო პროგნოზებს აქვეყნებს ლირის 2023 წლის მოსალოდნელ შედეგებზე. დღეს, ერთი ამერიკული დოლარის გაცვლითი კურსი 24 ლირას უდრის.

კვლევითი დაწესებულების მიხედვით, მოსალოდნელია რომ ეს გაუფასურება წლის ბოლომდე შენარჩუნდება და მცირე რყევებით იქნება დახასიათებული. კონკრეტულად, შესაძლებელია წლის ბოლომდე ერთი აშშ დოლარის ფასმა 28 ლირას, უკეთეს შემთხვევაში კი 35–ს მიაღწიოს, თუმცა ამის დანამდვილებით თქმა, ჯერ ძალიან ადრეა.

ეროვნული ვალუტის ისტორიულად გაუფასურება თავისთავად ნეგატიურად აისახა თურქეთის ეკონომიკურ მაჩვენებლებსა და მომავლის პროგნოზზე. სამწუხაროა, მაგრამ დღეს მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკების რეიტინგს შორის, თურქეთს ყველაზე დაბალი შედეგი აქვს დაფიქსირებული, რაც პანდემიის დასრულების შემდეგ, ეკონომიკური გარემოს გაჯანსაღებისა და აღდგენის ეფექტიანად ვერ განხორციელების უტყუარი ნიშანია.

ბუნებრივია ეს ყოველივე განსაკუთრებით უარყოფითად აისახება მოსახლეობაზე, და ზრდის დამატებითი შემოსავლების მიღების საჭიროებას. ამისთვის იდეალურია ლოკალურიდან საერთაშორისო ბაზარზე გადანაცლება, სადაც ნაკლებად შეეხება მომხმარებელს ლირის გაუფასურება. ამის კარგი მაგალითია გლობალური ტრეიდინგი, რომელიც ყველაზე კომფორტული და მომგებიანი XM–ის ცნობილ საბროკერო პლატოფრმაზეა. ამ ყოველივეზე დეტალურად იხილეთ ქვემოთ:

როგორ არის დაკავშირებული ერდოღანის კვლავ გამარჯვება თურქული ლირის გაუფასურებასთან?

მსოფლიოს და მათ შორის თურქეთის ანალიტიკოსების აზრით, თურქული ლირის მნიშვნელოვნად გაუფასურებაში ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი, თუმცა აქედან ყველაზე დიდი როლის მქონე ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებია, სადაც საკვირველად, კვლავ რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა გაიმარჯვა. ბევრის აზრით, მის კონკურენტს დიდი შანსები ჰქონდა გამარჯვების, რასაც მალევე მეორე ტურის დანიშვნაც მოჰყვა, თუმცა საბოლოოდ  კვლავ არსებული პრეზიდენტის არჩევა მოხდა.

ბუნებრივია პრეზიდენტის ახალი ვადით არჩევას, მთავრობის ახალი შემადგენლობაც მოჰყვება. გამომდინარე იქედან, რომ თურქეთის რესპუბლიკა, საქართველოსთან განსხვავებით საპრეზიდენტო მმართველობისაა, ერდოღანია პასუხისმგებელი იმაზე, თუ ვინ იქნება მართვით თანამდებობებზე. დანიშვნიდან მალევე, მთავრობის ახალი წევრების გაცნობის შემდეგ, ლირამ რეკორდულად სწრაფად დაიწყო გაუფასურება. ამასთან მთავარი სიახლე, თურქეთის ცენტრალური ბანკის ახალი ხელმძღვანელი იყო. თანამდებობაზე პირველად ისტორიაში, ქალი – ჰაფიზ ერკანი დაინიშნა.

აღსანიშნავია, რომ ერკანს საკმაოდ კარგი პორტფოლიო აქვს თანამდებობაზე დანიშვნისთვის. კონკრეტულად, მიღებული აქვს განათლება პრინსტონის უნივერსიტეტში და გამოცდილება აქვს უოლ–სტრიტზე მუშაობის. ასევე 2014–დან 2021 წლამდე,  იყო ვიცე პრეზიდენტი ამერიკული კომპანიის, First Republick Bank-ის, ხოლო მენეჯერის პოზიციას იკავებდა Goldman Sach–ში.

ერკანის ხედვებიდან და მართვის სტილიდან გამომდინარე, ექსპერტები ფიქრობენ რომ მისი დანიშვნით, ერდოღანის მიზანია ქვეყანაში არატრადიციული მაკროეკონომიკური პოლიტიკა დაასრულოს და ქვეყანა კვლავ ტრადიციულ ეკონომიკის პრინციპებზე გადართოს. ასევე მოსალოდნელია, რომ სწორედ ეს ნაბიჯები გაზრდის ცენტრალური ბანკის მიერ დაწესებულ რეფინანსირების განაკვეთს, რომელიც დღეს 8.5%–ია. მოსალოდნელია რომ ეს ნიშნული 25%–მდე გაიზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ინფლაცია საგრძნობლად შემცირდება. აღსანიშნავია, ერდოღანის ამ ყოველივეზე მოსაზრებაც. მისი თქმით, რეფინანსირების განაკვეთის მსგავსი ზრდა, ბუნებრივად ზრდის ინფლაციურ წნეზს.

თუმცა ამ ყოველივეს კლასიკური ეკონომიკური სკოლის მიმდევრები უარყოფენ. ამას ასევე თან მოჰყვება ერდოღანიზმით თეორია ინფლაციაზე, რომელიც აცხადებდა რომ 2022 წელ, ქვეყნის ოფიციალური ინფლაციის დონე 90% იყო, რომლის პარალელურად, დამოუკიდებელი ექსპერტები ამბობდნენ, რომ რეალური ნიშნული 200% იყო.

მორიგი მნიშვნელოვანი ცვლილება, რასაც ლირის გაუფასურებასა და სამომავლო ტენდენციას უკავშირებენ, თურქეთის ახალი ფინანსთა მინისტრია, რომელიც ერდოღანის განცხადებით ცნობილი ეკონომისტი, მეჰმეთ შიმშეკია. აღსანიშნავია, რომ ის უკვე იყო ამ თანამდებობაზე 2009–2015 წლებში. შიმშეკი ასევე იყო თურქეთის ვიცე–პრემიერი 2018 წლამდე. მისი მართვის სტილი სიმკაცრით და სტაბილურობით გამოირჩევა.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ შიმშეკი ტრადიციული ეკონომიკისა და კლასიკური ეკონომიკური სკოლის მიმდევარია. ეს კი ექსპერტებში აჩენს იმის მოლოდინს, რომ დღეიდან ფინანსთა სექტორის მთავარი მიზანი ინფლაციის დონის გაკონტროლება და მოენტარული პოლიტიკის დასტაბილურება იქნება, რაშიც ცენტრალური ბანკის აქტიურად იქნება ჩართული.

საბოლოოდ, გამომდინარ იქედან რომ ქვეყანა ნელ–ნელა იწყებს ტრადიციულ ეკონომიკაზე გადართვას, რაც ნიშნავს რომ ერდოღანის ექსპერიმენტული ერა სრულდება, ნავარაუდებია, რომ ლირის ფასის სტაბილურობა წლის ბოლომდე შენარჩუნდება. შემდეგ კი პროგნოზები თანდათანობით გაუმჯობესდება. თუმცა ამ ყოველივეს ფონზე, ყურადღება მისაქცეია რისკი, იმაზე რომ მოსახლეობაში უკმაყოფილების დონე მაღალია.

აქედან გამომდინარე, ნავარაუდებია ისიც, რომ პრეზიდენტი კვლავ პოპულისტურ სტრატეგიას დაუბრუნდეს. ეს კი იმას შეიძლება ნიშნავდეს, რომ საპროცენტო განაკვეთები ისევ ნულოვან ნიშნულს მიუახლოვდება, რაც მაკროეკონომიკურ ინვესტიციებს წარმოუდგენლად დააზარალებს. სწორედ ამიტომ თურქულ ლირასთან მიმართებით, სამომავლო ანტირეკორდები მეტ წილად ნავარაუდებია.

 

 

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *