ინფლაციაზე მოქმედი ფაქტორები – თურნავას განცხადება

ინფლაციაზე მოქმედი ფაქტორები – თურნავას განცხადება post thumbnail image

თუ ბოლოდროინდელ ოფიციალურ მონაცემებს დავაკვირდებით, ნათელია, რომ საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები, სტაბილურად პოზიტიურ ცვლილებას განიცდის. თუმცა ქვეყანაში კვლავ საყურადღებოა ინფლაციის დონე. სწორედ ამ ყოველივეზე ისაუბრა საჯაროდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა – ნათია თურნავამ. სწორედ მისი განცხადების დეტალებზე ვისაუბრებთ დღეს.

ნათია თურნავა – ინფლაციაზე მოქმედი გარე და შიდა ფაქტორები

მიმდინარე თვეში გამართულ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასასრულს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალოების შემსრულებელმა ისაუბრა ქვეყნის ცენტრალური ბანკის დღევანდელ სტრატეგიასა და პოზიციაზე. თურნავას განცხადებით, ბანკის გუნდი კვლავ ცდილობს შეინარჩუნს სიფრთხილე საჯარო ინსტიტუციის მხრივ, რათა მოხდეს მოქმედი ფაქტორების გავლენის მინიმიზება.  განცხადებისას, ჟურნალისტების მხრიდან აქცენტი გაკეთდა მონეტარული პოლიტიკის მიმართ ბოლო დროს გატარებულ ცვლილებებზე. თუმცა თურნავას პოზიციით იკვეთება რომ მონეტარული პოლიტიკის შემცირება სრულად არ ყოფილა სწრაფი ან ნაადრევი პროცესი. მისი თქმით, ბანკის ეს პოზიცია აიხსნება ფრთხილი ნაბიჯების აუცილებლობით, რომელიც ასევე მოიცავს მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლის პროცესს. ეს პროცესი კი გასული წლის გაზაფხულზე დაიწყო. სწორედ ამ გადაწყვეტილების შემდეგ, თუ გადავხედავთ 2023 წლის შემდგომ მაჩვენებელს, ცხადია, რომ ქვეყანაში შენარჩუნებულია დაბალი ინფლაცია. მაგალითად 2023 წლის ინფლაცია დაღმავალი ტენდენციით ხასიათდებოდა და ბოლო პერიოდში 1%-ზე ნაკლებ ნიშნულსაც მიაღწია. ამით ეროვნულ ბანკს საშუალება მიეცა დაეწყო მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლის პროცედურა უფრო აქტიურად, თუმცა ეს პროცესი საკმაოდ ნელია და ეფექტები მოსალოდნელია უფრო მკვეთრი გახდეს უახლოეს მომავალში. შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მონაცემებით, მონეტარული პოლიტიკის ნიშნული კვლავ მკაცრია და მისი პიკი 11%-ს უტოლდებოდა.

ეს პიკი აღნიშნული პროცესების დაწყების შემდეგ, 2%-ით შემცირდა, თუმცა ამით საქართველო კვლავ ინარჩუნებს რეგიონში ერთ-ერთი მაღალი განაკვეთის მქონე ქვეყნის პოზიციას. თურნავას განცხადებით საქართველო არაა ერთადერთი ქვეყანა რეგიონში ვინც ნელ-ნელა იწყებს მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლას. სხვა ქვეყნების ცენტრალურ ბანკებშიც მსგავსი ტენდენცია შეინიშნება.

რაც შეეხება ამ გარე ფაქტორის გავლენას ინფლაციაზე, ბიჯების ნელ-ნელა გაზრდის კვალობაზე ხდება ინფლაციის ნიშნულის შედარებით სტაბილურად შენარჩუნება რაც შემდგომში ასევე ამცირებს მთლიან ინფლაციურ მოლოდინებს. ცენტრალური ბანკისსთვის კი ეს არის შაშუალება გაზარდოს ბიჯები და ნელ-ნელა დააჩქაროს მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოების ცვლილება. მიუხედავად ამისა, თურნავას პოზიციით გამოიკვეთა რომ სიფრთხილე დღეს სებ-ისთვის მთავარი პრიორიტეტია.

ინფლაციაზე მოქმედი შიდა ფაქტორები

რაც შეეხება საქართველოში არსებული ინფლაციის დონეზე მოქმედ შიდა ფაქტორებს, ნათია თურნავას განცხადებით, მთავარი მოქმედი ფაქტორი ლარში აღებული სესხების პორტფელის შესაძლებელი სწრაფი ზრდაა. მიუხედავად ამ პირობის არსებობისა, თურნავას განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკი, ამ ყველაფერს თვალს ადევნებს და აკონტროლებს.

ლარის სესხების პორტფელის ზრდის გამომწვევ მიზეზს რაც შეეხება, ეს ნაკლებად სავარაუდოა რადგან მიზეზი შეიძლება იყოს სწრაფი და მაღალი ეკონომიკური ზრდა რომელიც არა პროდუქტიულობით არამედ ინფლაციური მოთხოვნის ზრდით იქნება გამოწვეული. დღევანდელი რეალობით, ამ ყოველივეს მოხდენის ალბათობა საკმაოდ დაბალია, რადგან 2023 წლის მაჩვენებლებით პროდუქტიულობის ზრდა მაღალი იყო და მიუხედავად ეკონომიკური გაუმჯობესების შესანიშნავი მაჩვენებლებისა, შენარჩუნდა შედარებით დაბალი ინფლაცია. შესაბამისად, დღევანდელი მდგრადი ტემპით მსგავსი ფაქტორების მოკლე დროში გავლენის მოხდენა ნაკლებად სავარაუდოა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *