სებ: ინფლაცია საქართველოს მთავარ გამოწვევად რჩება

სებ: ინფლაცია საქართველოს მთავარ გამოწვევად რჩება post thumbnail image

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომის შემდეგ გამართულ ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოსთვის ინფლაცია რჩება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ქვეყნისთვის. მან ამავე პრესკონფერენციაზე ასევე ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ ქვეყანამ ინფლაციის მაღალი დონის შესაჩერებლად აირჩია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გამკაცრების სწრაფი, თუმცა ამავდროულად რთული გზა. გარდა ამისა, საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, საქართველოში სხვადასხვა პროდუქტზე ღირებულება საერთაშორისო ბაზრებზე ინფლაციის ტენდენციების გამო იზრდება.

ასევე პაპუნა ლეჟვას თქმით, მათ გაზარდეს მონეტარული პოლიტიკა რის შედეგადაც, ეცადნენ ქვეყანაში არსებული ინფლაციის მაღალი დონე შეეჩერებინათ. მათ ჯამში მონეტარული პოლიტიკის მასშტაბი დაახლოებით, 2 პპ-ით გაზარდეს და ახლა ეს უკანასკნელი 10%-ს შეადგენს. ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ ინფლაცია ძირითადად განპირობებულია საერთაშორისო ბაზრებზე სხვადასხვა პროდუქტებზე ფასების ზრდით, როგორიც არის მაგალითად, სხვადასხვა სოფლის მეურნეობის პროდუქტი, ნავთობი და სხვა, ანუ იქ, სადაც მონეტარული პოლიტიკის მასშტაბის ეფექტი ბევრად ნაკლებია.

საქართველოს ეროვნული ბანკის აზრით, ამ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის მთავარი მოტივი არის ის, რომ ამჯამად არსებული ფაქტორები, როგორიც არის საერთაშორისო ბაზრებზე ფასების ზრდა, ინფლაციის გრძელვადიან ფაქტორებად არ მოგვევლინოს ახლო მომავალში, რაც თავის მხრივ, კიდევ უფრო დიდ პრობლემებს გამოიწვევს ქვეყნის ეკონომიკაში. მათი თქმით, საქართველომ კოვიდ-19-ის პანდემიის პერიოდი გაცილებით უფრო მაღალი ინფლაცის დონით დაიწყო, რაც გამოწვეული იყო 2019 წელს მიღებული ფინანსური შოკებით. სწორედ ეს გახლავთ ის მიზეზი, რატომაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტდა, რომ რაც შეიძლებოდა სწრაფად დაეწყო მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ქვეყანაში.

ამის კონტრასტულად კი, დღეს ვხედავთ იმ რეალობას, რომ ინფლაცია მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში უფრო და უფრო იზრდება, და თითქმის ყველგან ვხვდებით საპროცენტო განაკვეთების და ზოგადად, მონეტარული პოლიტკის გამკაცრებას, ვიდრე ეს აქამდე იყო, რასაც ცხადია, საბაზრო საპროცენტო განაკვეთებზე ზოგადი ზეგავლენა აქვს.

ინფლაციის ზოგადი ფონი ქვეყანაში

ინფლაციის ზოგად ფონზე საუბრისას, აუცილებელია ვახსენოთ ფაქტი, რომ საქართველოს სტატისტიკის ოფისის (ჯეოსტატის) ბოლო მონაცემების მიხედვით, 2021 წლის აპრილში სამომხმარებლო ფასების ინდექსი 0.9%-ით გაიზარდა წინა თვესთან შედარებით, მაშინ, როცა წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 7.2% შეადგინა. ჯეოსტატის განცხადებით, წლიური ინფლაციის გათვალისწინებით, ფასები ჯამში 6.9%-ით გაიზარდა, მაშინ, როცა წლიური ძირითადი ინფლაცია თამბაქოს გარეშე 6.8% იყო.

იქიდან გამომდინარე, რომ ინფლაციის მაჩვენებელმა დიდი ხანია გადაიხარა თავისი მიზნიდან და გამწვავდა ინფლაციის ზემოქმედებები, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა, რომ გაზარდოს მონეტარული პოლიტიკის მაჩვენებელი 1 პროცენტით. თუ გავითვალისწინებთ შეცვლილ მდომარეობას, რომელიც წინა შეხვედრის შემდეგ განვითარდა, ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი დაახლოებით 6.5% იქნება 2021 წლისთვის, ხოლო შემდეგ ნელ-ნელა მიაღწევს მიზნობრივ ნიშნულს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *