რა არის ფორექს ბონუსი და როგორ უნდა მიიღოთ ის

რა არის ფორექს ბონუსი და როგორ უნდა მიიღოთ ის post thumbnail image

თითქმის ყველა ინდუსტრიაში არის ბონუსები, რომელთაც კომპანიები სთავაზობენ მომხმარებლებს იმისთვის რომ მიიზიდონ ახალი ან შეინარჩუნონ ძველი კლიენტები, მათ შორის ფორექსის ბაზარზეც. ფორექს ბროკერები მომხმარებლებს სთავაზობენ ორი ტიპის ბონუსს – ბონუსს დეპოზიტის გარეშე და ბონუს დეპოზიტზე. ეს ბონუსები ტრეიდერებს საშუალებას აძლევს გაზარდონ მათი სავაჭრო კაპიტალი და შესაბამისად მიიღონ მეტი მოგება თუ წარმატებულად ივაჭრებენ. თუ თქვენც გსურთ გაზარდოთ კაპიტალი წაიკითხეთ რა არის ფორექს ბონუსი, როგორ შეგიძლიათ მიიღოთ და გამოიყენოთ ის.

რა არის ფორექს ბონუსი

რამდენადაც ფორექსის ბაზარი ძალიან კონკურენტულია საბროკერო კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია დამატებითი ბენეფიტები შესთავაზოს ტრეიდერებს რათა მიიქციოს მათი ყურადღება. ამისთვის ისინი ხშირად იყენებენ ბონუსებს.  ზოგიერთი ბროკერი მომხმარებელს სთავაზობს ბონუსს დეპოზიტის გარეშე, ბონუს დეპოზიტზე ან სულაც ორივეს.

ფორექს ბონუსი დეპოზიტის გარეშე

ფორექს ბონუსი დეპოზიტის გარეშე ხშირად მოიხსენიება როგორც მისასალმებელი ბონუსი ან უფასო ბონუსი. ბონუსის არსი მარტივია – საბროკერო კომპანია მომხმარებელს სთავაზობს თანხას იმისთვის რომ მასთან გახსნას სავაჭრო ანგარიში. როგორც წესი ბონუსი დეპოზიტის გარეშე მცირეა და მერყეობს 30-დან 50 დოლარამდე. თუმცა ეს თანხა სავსებით საკმარისია ფორექსზე ვაჭრობაში პირველი ნაბიჯის გადასადგმელად. ამ ბონუსის სავაჭრო ანგარიშიდან გამოტანა შეუძლებელია, რაგდან ის ექსკლუზიურად ვაჭრობისთვისაა განკუთვნილი.  სამწუხაროდ ის კომპანიები, რომლებიც საქართველოში მოქმედებენ ქართველ მომხმარებლებს არ სთავაზობენ ბონუსს დეპოზიტის გარეშე. თუმცა არიან ბროკერები რომლებიც ქართველ ტრეიდერებს სთავაზობს ფორექს ბონუსს დეპოზიტზე. სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში ყურადღებას გავამახვილებთ ამ ტიპის ბონუსზე.

ფორექს ბონუსი დეპოზიტზე

ფორექს ბონუსი დეპოზიტზე არის შესაძლებლობა გაზარდოთ თანხა სავაჭრო ანგარიშზე ან სულაც გააორმაგოთ ის. იმისთვის რომ სავაჭრო ბონუსი მიიღოთ უნდა იყოთ დარეგისტრირებული იმ საბროკერო კომპანიასთან, რომელიც ბონუსს სთავაზობს მომხმარებლებს. ბონუსის არსი ძალიან მარტივია. თუ თქვენ გახსნით ანგარიშს და შეიტანთ სავაჭრო ანგარიშზე გარკვეულ თანხას, საბროკერო კომპანია დაგიმატებთ ანგარიშზე შესაბამის ბონუსს.

ფორექს ბონუსის პირობები

როგორ მუშაობს ფორექს ბონუსი

საბროკერო კომპანიები სთავაზობენ მომხმარებლებს 20, 30, 50, 60, 80, და 100 პროცენტიან ბონუსებს. ზოგიერთ კომპანიას მხოლოდ ერთი ბონუს შეთავაზება აქვს, მაგალითად 20 პროცენტიანი ფორექს ბონუსი დეპოზიტზე, ზოგიერთი მომხმარებელს სთავაზობს ერთდროულად რამდენიმე ბონუსს. ბონუსის მიღების სქემა ძალიან მარტივია. თუ თქვენ გაქვთ 1000 დოლარი სავაჭრო ანგარიშზე და აირჩევთ 50 პროცენტიან ბონუსს საბროკერო კომპანია თქვენს სავაჭრო ანგარიშზე გადმორიცხავს თქვენი დეპოზიტის 50 პროცენტს. შესაბამისად სავაჭრო ანგარიშზე გექნებათ 1500 დოლარი 1000 ის ნაცვლად. ბონუსის თანხის გამოტანა სავაჭრო ანგარიშიდან შეუძლებელია, რადგან ბონუსი ექსკლუზიურად ვაჭრობისთვისაა განკუთვნილი. ბონუსის მიღება დეპოზიტზე შეუძლია ყველას, ვისთვისაც ნებადართულია სავაჭრო ანგარიშის გახსნა. როგორც წესი, ერთადერთი შეზღუდვა ასაკია, აუცილებელია რომ პირი იყოს სრულწლოვანი იმისთვის რომ ანგარიში გახსნას.  ასევე, არ უნდა გქონდეთ უარყოფითი ისტორია საბროკერო კომპანიასთან.

XM ფორექს ბონუსი დეპოზიტზე

ერთ-ერთი საბროკერო კომპანია რომელიც ქართველ მომხმარებელს საუკეთესო ფორექს ბონუსს სთავაზობს დეპოზიტზე არის XM ფორექს ბროკერი. XM-თან შეგიძლიათ აიღოთ 50% + 20% ბონუსი.  ორივე ბონუსის გამოყენების შემთხვევაში თქვენ შეძლებთ მიიღოთ დამატებით 5000 დოლარი ბროკერისაგან. ვნახოთ როგორ ხდება ეს.

რა არის ფორექს ბონუსი

მინიმალური თანხა რაც 50 პროცენტიანი XM ბონუსით შეგიძლიათ აიღოთ 2.5 დოლარია, ეს ნიშნავს, რომ ბონუსის აღება შეგიძლიათ იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენი სავაჭრო ანგარიშის ბალანსი 5 დოლარია. მაქსიმალური ბონუსი 500 დოლარია, ესეიგი, 50 პროცენტიანი ბონუსი შეგიძლიათ აიღოთ მაქსიმუმ 1000 დოლარისათვის.

იმ შემთხვევაში თუ სავაჭრო ანგარიშზე 1000 დოლარიანი დეპოზიტი გაქვთ და 50 პროცენტიან ბონუსს აიღებთ მიიღებთ 500 დოლარს ბროკერისაგან და თქვენი ანგარიში 1500 დოლარი იქნება. თუმცა, თუ თქვენი დეპოზიტი 1000 დოლარზე მაღალია შეგიძლიათ აიღოთ როგორც 50 ასევე 20 პროცენტიანი ბონუსიც.

მაგალითად შეიტანეთ ანგარიშზე 2 000 დოლარი და გსურთ ორივე ბონუსის აღება
1000 დოლარისთვის მიიღებთ 50 პროცენტიან ბონუსს, შესაბამისად ბროკერი სავაჭრო ანგარიშზე დაგირიცხავთ 500 დოლარს.
მეორე 1000 დოლარზე დაგერიცხებათ კიდევ 20 პროცენტიანი ბონუსი, ანუ 200 დოლარი.
შესაბამისად ორივე ბონუსის აღების შემთხვევაში სავაჭრო ანგარიშზე თქვენი პრიველადი დეპოზიტის 2 000 დოლარის ნაცვლად გექნებათ 2 700 დოლარი.

თუ თქვენ სავაჭრო ანგარიშზე გაქვთ 23 500 დოლარი შეძლებთ მიიღოთ მაქსიმალური დეპოზიტი 5000 დოლარი.
ასეთ შემთხევაში დაგერიცხებათ  50 პროცენტიანი ბონუსი (500 დოლარი) 1000 დოლარის დეპოზიტისათვის და 20 პროცენტიანი ბონუსი (4500 დოლარი) დარჩენილი 22 500 დოლარის დეპოზიტისათვის.

ფორექს ბონუსი დეპოზიტზე

მიიღე XM-ის ბონუსი!

როგორ მივიღოთ XM ბონუსი

იმისთვის რომ მიიღოთ XM ფორექს ბონუსი დეპოზიტზე საჭიროა გახსნათ სავაჭრო ანგარიში ბროკერთან.  სავაჭრო ანგარიშის გახსნას დაახლოებით ორი წუთი სჭირდება. თქვენ უნდა შეავსოთ 2 ნაწილიანი აპლიკაცია, რომლის შევსების დეტალურ ინსტრუქციასაც ქვემოთ იხილავთ. შეგიძლიათ გახსნათ ანგარიში ინგლისურ ან რუსულ ენაზე, თუმცა ინფორმაცია უნდა შეიყვანოთ ინგლისურად.

ნაბიჯი 1: პირადი მონაცემების შევსება

აპლიკაციაში უნდა შეიყვანოთ თქვენი სახელი და გვარი ისე, როგორც ესაა მოცემული თქვენს საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში (მაგ. პირადობის მოწმობაში). მიუთითეთ თქვენი საცხოვრებელი ქვეყანა და ენა, რა ენაზეც გსურთ გქონდეთ სავაჭრო ანგარიში. უნდა მიუთითოთ თქვენი აქტიური მობილურის ნომერი და იმეილის მისამართი.  მობილურის ნომერი/იმეილი დაგჭირდებათ თქვენი ანგარიშის და ბონუსის დასადასტურებლად, ამიტომ დარწმუნდით რომ სწორ ინფორმაციას უთითებთ. ამასთანავე გაითვალისწინეთ, რომ ერთი იმეილის მისამართით შეგიძლიათ შექმნათ მხოლოდ ერთი სავაჭრო ანგარიში.

რა არის ფორექს ბონუსი

ნაბიჯი 2: სავაჭრო ანგარიშის დეტალების შევსება

მიუთითეთ რომელ სავაჭრო პლატფორმაზე გსურთ ვაჭრობა. XM ფორექს ბროკერი მომხმარებელს სთავაზობს MetaTrader  4 და MetaTrader 5 სავაჭრო პლატფორმებს. ორივე პლატფორმა ერთიდაიმავე პროვაიდერს MetaQuotes ეკუთვნის. MT5 პლატფორმა MT4-ის გაუმჯობესებული ვარიანტია, თუმცა ბევრი ტრეიდერი მაინც MT4 ირჩევს. შესაბამისად პლატფორმის არჩევანი თქვენს სურვილზეა დამოკიდებული.

შეარჩიეთ სავაჭრო ანგარიშების ტიპები,  XM გთავაზობთ ხუთი ტიპის სავაჭრო ანგარიშს: Standard, Micro, XM Ultra low micro, XM Ultra low standard, XM Shares account. მათ შორის განსხვავებებს შეგიძლიათ XM-ის ოფიციალურ ვებ გვერდზე გაეცნოთ და შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი სავაჭრო ანგარიში, თუმცა გაითვალისწინეთ რომ ბონუსი განკუთვნილია მხოლოდ სტანდარტული და მიკრო ანგარიშებისათვის.

საუკეთესო ფორექს ბონუსი

 

ნაბიჯი 3: პერსონალური დეტალების შევსება

აპლიკაციის ფორმის მეორე ნაწილში უნდა მიუთითოთ პერსონალური დეტალები – თქვენი დაბადების თარიღი (თუ 18 წლამდე მიუღწეველი ხართ საბროკერო კომპანიასთან ანგარიშს ვერ გახსნით) და მისამართი. აუცილებელია მისამართი მიუთითოთ ისე, როგორც ესაა მითითებული თქვენს ოფიციალურ საიდენტიფიკაციო დოკუმენტში.
კითხვაზე ხართ თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე უნდა მიუთითოთ შესაბამისად კი ან არა.

ფორექს ბონუსი ანგარიშზე

ნაბიჯი 4: სავაჭრო პირობების შერჩევა

ამ ეტაპზე უნდა მიუთითოთ თქვენთვის სასურველი სავაჭრო პირობები. შეარჩიეთ სავაჭრო ანგარიშის ვალუტა. ანუ ის ვალუტა რომლითაც გააკეთებთ სავაჭრო ანგარიშზე დეპოზიტებს და ივაჭრებთ. შეგიძლიათ შეარჩიოთ დოლარი, ევრო, ფუნტ სტერლინგი ან სხვა ვალუტა (სულ მოცემულია 11 ვალუტა, მათ შორის ლარი არ არის).

შეარჩიეთ საკრედიტო მხარი რომლითაც გსურთ ვაჭრობა. შეგიძლიათ აიღოთ მინიმალური 1:1 საკრედიტო მხარი, მაქსიმალური 1:888 ან მათ შორის არსებული მხარი.

აქვე მოცემულია გრაფა “სავაჭრო ანაგარიშის ბონუსი” სადაც შეგიძლიათ მონიშნოთ “დიახ, მსურს ბონუსის მიღება”, ან “არა, არ მსურს ბონუსის მიღება” – მიუთითეთ დადებითი პასუხი და გადადით შემდეგ ეტაპზე.

ფორექს ბონუსი ანგარიშზე

ნაბიჯი 5: ინვესტორის ინფორმაციის შევსება

ამ ეტაპზე უნდა მიუთითოთ თქვენი როგორც ინვესტორის ინფორმაცია.
თქვენი საინვესტიციო კაპიტალი დოლარში – შეგიძლიათ მიუთითოთ 0-20 000, 20 001 – 50 000, 50 001 – 250 000 და აშ.
თქვენი სტატუსი: დასაქმებული, თვითდასაქმებული, სტუდენტი, პენსიაზე მყოფი ან უმუშევარი.
განათლების დონე: საშუალო განათლება, ბაკალავრის ხარისხი, მაგისტრის ხარისხი, დოქტორის ხარისხი, ან არც ერთი.
ყოველწლიური შემოსავალი დოლარში – 50 000-მდე, 50 001-დან 100 000-მდე და ა.შ
თქვენი ჯამური კაპიტალისა და აქტივების დაახლოებითი ღირებულება  (net worth) – 50 000-მდე, 50 001-დან 100 000-მდე და ა.შ
ტრანზაქციების/ვაჭრობის ძირითადი მიზანი – შეგიძლიათ აირჩიოთ შემდეგი პასუხებიდან – ინვესტიცია, რისკ-მენეჯმენტი, სპეკულაცია, ჰეჯინგი, დივერსიფიკაცია.

ფორექსის ბონუსის მიღების ინსტრუქცია

ნაბიჯი 6: პაროლის დაყენება, ანგარიშის შექმნა და ბონუსის მიღება

ეს ანგარიშის გახსნის ბოლო ეტაპია. თქვენ უნდა დააყენოთ პაროლი თქვენს ანგარიშზე და დაადასტუროთ ის. სავაჭრო ანგარიშის გახსნის შემდეგ, უნდა შეიტანოთ დეპოზიტი და ამის შემდეგ შეძლებთ ბონუსის მოთხოვნას, რომელიც თქვენი დადასტურების შემდეგ აისახება თქვენს ბალანსზე. სავაჭრო ანგარიშზე თანხის დარიცხვას 1 საათიდან – 24 საათამდე ჭირდება, შესაბამისად, არ იდარდოთ თუ ბონუსის თანხა მისი დადასტურებიდან რამდენიმე წუთშივე არ აისახა თქვენს ბალანსზე.

თანხის გაორმაგება ფორექსზე

მიიღე XM-ის ბონუსი!

ფორექს ბონუსის გამოყენების პირობები

სანამ იჩქარებთ ბონუსის აღებას უნდა გაითვალისწინოთ რომ ერთ ტრეიდერს ბონუსის გამოყენება შეუძლია მხოლოდ ერთხელ. ამიტომ თქვენთვის უმჯობესი იქნება თუ ბონუსს აიღებთ მაშინ, როდესაც უკვე გაქვთ წარმატებული ტრეიდინგის გამოცდილება და ამ თანხას არ დაკარგავთ, არამედ გამოიყენებთ მეტი მოგების მისაღებად.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოება რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ როდესაც ბონუსის აღებას გადაწყვეტთ, არის ბონუსით ვაჭრობის დროს თანხის სავაჭრო ანგარიშიდან გამოტანის პირობები. როგორც ზემოთ ავღნიშნე, თვითონ ბონუსის თანხას სავაჭრო ანგარიშიდან ვერასდროს ვერ გამოიტანთ, რადგან ის განკუთვნილია მხოლოდ და მხოლოდ ვაჭრობისათვის. შესაბამისად თუ თქვენ 1000 დოლარის დეპოზიტი გააკეთეთ და დაგერიცხათ 500 დოლარი, ამ 500 დოლარს ვერ გაანაღდებთ.

თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გაიტანოთ ანგარიშიდან თქვენი მოგება. მაგალითად თუ 1000+ ბონუსის 500 დოლარით ვაჭრობთ და მიიღეთ მოგება 200 დოლარი, ამ 200 დოლარს უპრობლემოდ გაიტანთ.

თუმცა, თუ გადაწყვიტეთ ანგარიშიდან გაიტანოთ თქვენი დეპოზიტი, ბონუსის თანხა გაქრება გატანილი დეპოზიტის პროპორციულად. მაგალითად თუ გაადწყვიტეთ დეპოზიტის 1000 დოლარიდან გაიტანოთ 200 დოლარი (დეპოზიტის 20 პროცენტი) 100 დოლარი (ბონუსის 20 პროცენტი) ავტომატურად გაქრება თქვენი ანგარიშიდან.

ამავე ლოგიკით, თუ თქვენ შეიტანთ 1000 დოლარს ანგარიშზე, მიიღებთ 500 დოლარიან ბონუსს და შემდეგ გადაწყეტთ თქვენი 1000 დოლარი უკან გაიტანოთ 500 დოლარიანი ბონუსი თქვენი ანგარიშიდან ავტომატურად გაქრება.  მეტი სიცხადისთვის, შეგიძლიათ ნახოთ ქვემოთ მოცემული ცხრილი:

როგორ ავიღო ფორექს ბონუსი

რა უნდა გაითვალისწინოთ ბონუსის მოთხოვნისას

სანამ ბონუსის აღებას გადაწყვეტთ აუცილებელია გაითვალისწინოთ რამდენიმე გარემოება.

ბონუსის შეთავაზება ერთ-ერთი საუკეთესო გზაა ბროკერებისათვის მიიზიდონ ახალი კლიენტები. თუმცა ყველა საბროკეროს არ შეუძლია ბონუსების შეთავაზება, ამისთვის მათ დიდი კაპიტალი ჭირდებათ. მიუხედავად ამისა, შეიძლება მრავლად შეხვდეთ ბონუსის შემოთავაზებას სხვადასხვა არც თუ ისე სანდო საბროკეროებთან. ბევრი თაღლითი ბროკერი ცდილობს ბონუსებით მიიზიდოს მსხვერპლი. სწორედ ამიტომ, დიდი დაკვირვება გმართებთ სანამ რომელიმე ბროკერთან გახსნით ანგარიშს ბონუსის მიღების მიზნით. კარგად გამოიკვლიეთ რამდენად სანდოა საბროკერო კომპანია, შეამოწმეთ მათი ლიცენზია და დარწმუნდით რომ არჩევანს აკეთებთ სანდო ბროკერზე რომელსაც აქვს არა ერთი არამედ რამდენიმე ლიცენზია რესპექტაბელური მარეგულირებელი ორგანოებისაგან. ამასთანავე შეამოწმეთ ბროკერის გამოცდილება – რამდენი ხანია ის ოპერირებს ფორექსის ბაზარზე და რამდენად კმაყოფილები არიან მისი მომხმარებლები.

ბონუსის გამოყენების პირობები

ყურადღებით წაიკითხეთ ბონუსის გამოყენების პირობები.  ბონუსის გვერდზე ბროკერს უნდა ჰქონდეს ლინკი ან ჰქონდეს თანდართული დოკუმენტი სადაც მოცემულია ბონუსის გამოყენების წესები და პირობები.  თუ მას ასეთი დოკუმენტი არ აქვს, ნუ დაიჭერთ საქმეს ასეთ ბროკერთან. ნუ დაგეზარებათ რამდენიმე გვერდიანი დოკუმენტის კითხვა, რადგან ამან შეიძლება თავიდან აგაცილოთ შემდგომი პრობლემები და თავის ტკივილი. პირველ რიგში ყურადღება მიაქციეთ რამდენად ნათლად და კონკრეტულად აქვს ბროკერს აღწერილი პირობები. თუ ეს დოკუმენტი ბუნდოვანია ან რთულად გასაგები ესეიგი ბროკერი ცდილობს ინფორმაცია დაგიმალოთ.

მოგების განაღდების პირობები

ბონუსის თანხის განაღდება არც ერთ ბროკერთან არ არის შესაძლებელი. რაც შეეხება მოგებას, ამისთვის ბროკერებს სხვადასხვა პირობები აქვთ. მაგალითად, ზოგიერთი ბროკერი ბონუსთან ერთად შეიძლება გაკისრებდეთ პასუხისმგებლობას შეასრულოთ გარკვეული სავაჭრო ბრუნვა გარკვეულ დროში. წინააღმდეგ შემთხვევაში არ გაძლევთ მოგების მიღების საშუალებას. შესაძლოა, ბროკერმა დააწესოს ადეკვატური სავაჭრო ბრუნვა და დრო, თუმცა ხშირ შემთხვევაში ასეთი პირობების არსებობის დროს მათი შესრულება თითქმის შეუძლებელია. განსაკუთრებით დამწყები ტრეიდერებისათვის, რომელთაც არ აქვთ ტრეიდინგის გამოცდილება. ამავე დროს, ზოგიერთ ბროკერთან (მაგალითად XM-თან) შეგიძლიათ მოგება ნებისმიერ დროს უპრობლემოდ გაიტანოთ. შესაბამისად, დარწმუნდით რომ ბროკერს კეთილსინდისიერი და თქვენთვის მოსახერხებელი განაღდების პირობები აქვს.

კიდევ ერთი რამ, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ სანამ ფორექს ბონუსის აღებას გადაწყვეტთ თქვენი გამოცდილებაა. დარწმუნდით, რომ შეგიძლიათ მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი სავაჭრო თანხის გაზრდით და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება. თუ ახლახანს დაიწყეთ ვაჭრობა ფორექსზე, სჯობს მოიცადოთ, მიიღოთ გამოცდილება, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ივაჭროთ წარმატებულად და შემდეგ აიღოთ ბონუსი.

მიიღე XM-ის ბონუსი!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *