რა არის MetaTrader 4

რა არის MetaTrader 4 post thumbnail image

რამდენადაც ფორექსი საეთაშორისო ბაზარია და არ აქვს ლოკაცია, ფორექსზე ვაჭრობა შესაძლებელია ონლაინ. ონლაინ ტრეიდინგისათვის გამოიყენება სავაჭრო პლატფორმები, რომელთაც ხშირად სავაჭრო ტერმინალებსაც უწოდებენ. ამ პლატფორმების საშუალებით ადამიანს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში აქვს საშუალება შეუერთდეს ფორექსის ბაზარს და ივაჭროს მისთვის სასურველი ინსტრუმენტით. ამისთვის მხოლოდ ინტერნეტი და კომპიუტერია საჭირო.

თითოეული საბროკერო კომპანია თავად ირჩევს რომელი სავაჭრო პლატფორმა შესთავაზოს მომხმარებელს. შესაძლოა ერთ ბროკერთან გქონდეთ მოცემული რამდენიმე სავაჭრო პლატფორმა და შეგეძლოთ აირჩიოთ თქვენთვის ოპტიმალური პლატფორმა. ხშირ შემთხვევაში ბროკერებს თავიანთი პლატფორმაც აქვთ, თუმცა უშუალოდ ბროკერების მიერ შექმნილ პლატფრმაზე ვაჭრობა რეკომენდირებული არ არის.

რა არის MetaTrader 4?

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კომპანია, რომელიც ქმნის სავაჭრო პლატფორმებს არის MetaQuotes. კომპანია 2000 წელს შეიქმნა, როცა დამფუძნებლებმა აღმოაჩინეს, რომ ფორექსზე ვაჭრობა პოპულარული ხდებოდა, მაგრამ არ არსებობდა შესაბამისი პლატფორმა, რომელიც ტრეიდერებს მარტივად და კომფორტულად ვაჭრობის შესაძლებლობას მისცემდა. კომპანიამ 2 წლის განმავლობაში რამდენიმე სავაჭრო პლატფორმა შექმნა, თუმცა პოპულარობა 2002 წელს შექმნილმა MetaTrader 4-მა მოუტანა, მოგვიანებით მათ განახლებული პლატფორმა MetaTrader 5-იც გამოუშვეს.

MetaTrader 4 იგივე MT4 ბროკერების მიერ ყველაზე ხშირად შემოთავაზებული სავაჭრო პლატფორმაა და შესაბამისად ყველაზე გავცრელებულია ფორექს ტრეიდერებს შორის. როგორც კი MT4 შეიქმნა, მაშინვე დაიმსახურა ბროკერების ყურადღება და მალე საბროკერო კომპანიებმა დაიწყეს სავაჭრო პლატფორმის ათვისება და შეთავაზება მომხმარებლებისათვის. დღეს იშვიათად შეხვდებით საბროკერო კომპანიას რომელიც სავაჭრო პლატფორმად MT4-ს არ გთავაზობთ.

MetaTrader 4-ის აღწერა

მეტატრეიდერ 4-ზე შეგიძლიათ ივაჭროთ თითქმის ყველა სავაჭრო ინსტრუმენტით. მისი გამოყენება ძალიან მარტივი და მოსახერხებელია. შეგიძლიათ გამოიყენოთ მეტატრეიდერ 4-ის გადმოსაწერი ვერსია რომელსაც ინსტალაცია სჭირდება, ასევე შეგიძლია გამოიყენოთ ვებ-ტრეიდინგის პლატფორმა და ივაჭროთ პროგრამის გადმოწერის გარეშე. ამასთანავე მეტატრეიდერი შესაძლებლობას გაძლევთ ივაჭროთ სხვა ელექტრონული მოწყობილობებით. მას აქვს ვერსიები iOS და ანდროიდისათვის, სავაჭრო პლატფორმით სარგებლობა შეგიძლიათ ტაბლეტითაც კი. განსხვავებულია ვერსიები ვინდოუსისა და Mac-ისთვის რაც მეტატრეიდერის გამოყენებას კიდევ უფრო კომფორტულს ქმნის, რადგან ის მთლიანადაა მორგებული თქვენს მოწყობილობას.

მეტა ტრეიდერის სავაჭრო პლატფორმის გამოყენებით შეგიძლიათ სრულად აკონტროლოთ თქვენი სავაჭრო ანგარიში და გქონდეთ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია თავმოყრილი და დახარისხებული თქვენს პროფილში. რამდენადაც მეტატრეიდერ 4 ხელმისაწვდომია ყველა ელექტრონულ მოწყობილობაზე თქვენ შეგიძლიათ წვდომა გქონდეთ თქვენს სავაჭრო ანგარიშზე ნებისმიერ დროს და ადგილას.

MetaTrader 4 გამოირჩევა ხელსაწყოებით რომლებიც ჩაშენებულია სავაჭრო პლატფორმაში და ეხმარება ტრეიდერებს ტრეიდინგში. მეტატრეიდერ 4-ზე ვაჭრობისას წვდომა გაქვთ შემდეგ ხელსაწყოებზე:

  • სამი ტიპის სქემა Bars, Japanese Candlesticks, broken line
  • ცხრა ტიპის დროის ჩარჩო  M1, M5, M15, M30, H1, H4, D1, W1, MN
  • 30 ტექნიკური ინდიკატორი
  • 24 ანალიტიკური ობიექტი

ასევე მეტატრეიდერზე შეგიძლიათ ნახოთ ფინანსური ბაზრების სიახლეები და პლატფორმაში ჩაშენებული ჩატის საშუალაბით ესაუბროთ სხვა ტრეიდერებს.

MetaTrader 4-ის უპირატესობები

შემთხვევითი არაა რომ MetaTrader  4 ყველაზე გავრცელებული სავაჭრო პლატფორმაა. მას აქვს ის უპირატესობები რის გამოც მეტატრეიდერს ირჩევენ როგორც საცალო ბროკერები ასევე ტრეიდერები.

  • ხელმისაწვდომობა – რამდენადაც საბროკერო კომპანიების უმრავლესობა გთავაზობთ მეტატრეიდერ 4-ის პლატფორმას თქვენ შეგიძლიათ შეიცვალოთ საბროკერო კომპანია ისე, რომ არ მოგიწიოთ მათი სავაჭრო პლატფორმის თავისებურებების ხელახლა შესწავლა.
  • სტაბილურობა – მეტატრეიდერ 4 სავაჭრო პლატფორმა უკვე 17 წელია არსებობს. ამ დროის განმავლობაში მან დაამტკიცა რომ გამძლე, სტაბილური პლატფორმაა. მეტატრეიდერ 4 ზე ვაჭრობისას თქვენ არ გექნებათ არავითარი ტექნიკური პრობლემები და ტექნიკური ხარვეზების გამო ვაჭრობაში ხელი არ შეგეშლებათ, რაც ძალიან ხშირია მაშინ, როდესაც უშუალოდ ბროკერის მიერ შექმნილ სავაჭრო პლატფორმას იყენებთ.
  • თავსებადობა – როგორც ავღნიშნე, მეტატრეიდერ 4-ის გამოყენება შეიძლება თითქმის ყველა ელექტრონულ დივაისზე რომელსაც  ყოველდღიურად ვიყენებთ – სმარტფონი, ლეპტოტი და ტაბლეტი. შესაბამისად თქვენ დროის ნებისმიერ მომენტში შეგიძლიათ გქონდეთ წვდომა თქვენს სავაჭრო ანგარიშთან რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
  • სიმარტივე – მეტატრეიდერ 4-ის გამოყენება ძალიან მარტივია. სავაჭრო პლატფორმას მარტივი დიზაინი აქვს და საშუალებას გაძლევთ მოარგოთ ფუნქციები თქვენი ვაჭრობის სტილსა თუ სტრატეგიას. ეს გაცილებით მარტივს ხდის ვაჭრობის პროცესს.

MetaTrader 4-ის უარყოფითი მხარეები

როგორც წესი MetaTrader 4-ის უარყოფითი მხარეებზე არ საუბრობენ, რადგან მომხმარებელს ამ სავაჭრო პლატფორმის მიმართ პრეტენზიები დიდად არ აქვთ. ერთადერთი რასაც ისინი აღნიშნავენ არის რომ პლატფორმა ნელია. თუმცა, რამდენადაც სისწრაფე ფორექსზე ვაჭრობისას ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ჩანს პრობლემა დიდი არაა რადგან ბროკერები კვლავ განაგრძობენ MT4-ის შემოთავაზებას, ხოლო ტრეიდერები მასზე ვაჭრობას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *