სწრაფი სესხები
გაუთვალისწინებელი შემთხვევები არასდროს ხდება მოსახერხებელ დროს. პირიქით, თითქოს ყველა პრობლემა ჩასაფრებულია და ყველაზე ცუდ დროს იჩენს თავს. ხშირად ხდება, რომ თითქოს განგებ, ყველა პრობლემა დომინოს ეფექტით ხდება და სასოწარკვეთილებაში გვაგდებს. ასეთ დროს, რთულია გამოსავალის მოძიება, განსაკუთრებუთ თუ ეს პრობლემები ფინანსებთანაა დაკავშირებული. ხშირად გამოსავალი სესხის აღებაა, რათა ეს პრობლემები რაც შეიძლება მალე მოაგვარო და შემდეგ იფიქრო როგორ გაუმკლავდები ახალ ფინანსურ ვალდებულებას. ასეთ შემთხვევებში დრო ხშირად გადამწყვეტი ფაქტორია, თქვენ ფიქრობთ “სად ვისესხო ფული რაც შეიძლება სწრაფად” – რა თქმა უნდა, იმ ბანკებთან თუ ორგანიზაციებთან, რომლებიც სწრაფ სესხებს გთავაზობენ რამდენიმე წუთში. სამწუხაროდ, სწრაფი სესხები არამარტო ყველაზე სწრაფი, არამედ ხშირად ყველაზე ძვირიცაა.
Contents
რა არის სწრაფი სესხი
სესხების რამდენიმე კატეგორია არსებობს, თქვენ შეგიძლიათ აიღოთ გრძელვადიანი, უზრუნველყოფილი სესხი, გახსნათ საკრედიტო ბარათი და ა.შ, თუმცა, თითოეული ეს მომსახურეობა ითვალისწინებს დროს. ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება დაგჭირდეთ დამატებითი დოკუმენტაცია სესხის ასაღებად (ეს დამოკიდებულია სესხის ტიპზე) და ორი ან მეტი სამუშაო დღე თანხის მისაღებად. თუ თქვენ თანხა სასწრაფოდ გჭირდებათ და არ გაქვთ იმის შესაძლებლობა და სურვილი რომ ეს ნაბიჯები გაიაროთ თანხის მიღებამდე, შეგიძლიათ მიმართოთ სწრაფ სესხს.
სწრაფი სესხი არის სესხების ერთ-ერთი კატეგორია. როგორც სახელი გვთავაზობს, ეს არის იმ ტიპის ფინანსური ვალდებულება, რომლის აღებაც ძალიან სწრაფად, რამდენიმე წუთში შეგიძლიათ. მაგალითად, თუ დღეს არმოაჩინეთ, რომ საღამოს გარკვეული რაოდენობის თანხა გჭირდებათ, შეგიძლიათ აიღოთ საწრაფი სესხი და ეს თანხა სასურველ დრომდე მიიღოთ.
რა ტიპის სწრაფი სესხები არსებობს
თქვენ ალბათ ხშირად გხვდებათ სხვადასხვა სწრაფი სესხების რეკლამა, რომელთა პირობები ერთმანეთისაგან განსხვავებულია. ეს იმიტომ, რომ სწრაფი სესხის რამდენიმე ტიპი არსებობს. როგორც განვმარტეთ, სწრაფი სესხი არის ისეთი სესხი, რომლის აღებაც სწრაფად შეგიძლიათ. სწრაფად კი რამდენიმე შემთხვევაში შეგიძლიათ სესხის აღება:
შეგიძლიათ აიღოთ მოკლევადიანი ონალინ სესხი, ეგრეთწოდებული სახელფასო სესხი. შეგიძლიათ აიღოთ გრძელვადიანი ონლაინ სესხი ან ისარგებლოთ საბანკო სწრაფი სესხით. სამივე შემთხვევაში თქვენ სწრაფად მიიღებთ თანხას. მოდით განვიხილოთ თითოეული სწრაფი სესხი.
მოკლევადიანი სწრაფი სესხი:
ამ ტიპის სესხებს სახელფასოსაც უწოდებენ რადგან მისი გადახდის ვადად დაგენილია ერთი თვე. ეს ნიშნავს, რომ თუ ხელფასამდე ფული დაგჭირდათ, შეგიძლიათ აიღოთ ამ ტიპის სესხი და შემდეგ, მომდევნო ხელფასიდან გაისტუმროთ. როგორც წესი, ამ ტიპის სესხები ერთი შეხედვით ძვირი არ არის. მაგალითად, თუ თქვენ გჭირდებათ 300 ლარი ხელფასამდე, შესაძლო თანხის სესხების საკომისიო სულ რაღაც 20-12 ლარი იყოს. რაც თითქოს სულ არ არის ბევრი. ამასთანავე, ხშირად ბევრი ონლაინ სესხის პროვაიდერი სთავაზობს მომხმარებელს პირველ ასეთ სესხს საკომისიოს გარეშე. რაც მიმზიდველად შეიძლება ჟღერდეს. თქვენ სესხულობთ 300 ლარს, ერთ თვეში აღებული ხელფასიდან იხდით 300 ლარს და ხურავთ კრედიტს, არავითარი პროცენტები და დამატებითი გადასახადები. თუმცა, ამ ისტორიას ყოველთვის კარგი დასასრული არ აქვს. მსესხებლების დიდი ნაწილი ვერ ახერხებს თანხის გადახდას დადგენილ ვადაში, რის გამოც ან ეკისრება დამატებითი გადასახადები ჯარიმის სახით ან იძულებულია გდააავადოს სესხის გადახდა. საბოლოოდ კი ხშირად უწევს სესხის თანხაზე გაცილებით მეტის გადახდა. ამ ტიპის სესხების ეფექტური საპროცენტო განაკვეთი შეიძლება 99%-მდეც კი ავიდეს.
მოკლევადიან სწრაფ სესხებს გასცემენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. მათი აღება ძალიან მარტივადაა შესაძლებელი მათ ვებსაიტებზევე. სწრაფი ონლაინ სესხები მარტივად ხელმისაწვდომია, თუმცა, მის აღებამდე უნდა გაითვალისწინოთ მაღალი საპროცენტო განაკვეთი და თქვენი გადახდისუნარიანობა.
გრძელვადიანი სწრაფი სესხი
გრძელვადიანი სწრაფი სესხი ძალიან ჰგავს მოკლევადიან სწრაფ სესხს, მათ შორის მთავარი განსხვავება ვადა და გადახდის ფორმაა. მოკლევადიანი ონლაინ სესხი უნდა დაიფაროს ერთიანად დათქმულ ვადაში, ხოლო გრძელვადიანი სესხის დაფარვა შესაძლებელია ნაწილ-ნაწილ დადგენილი საგადასახადო გრაფიკის მიხედვით. ასეთი ონლაინს სესხის აღება 15 წუთშიც კია შესაძლებელი ამა თუ იმ მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან. თანოხბრივი და დროის ლიმიტი ყველგან განსხვავებულია და დამოკიდებულია თავად მიკროსაფინანსოზე. მაგალითად, ერთი მათგანი შეიძლება გთავაზობდეთ მაქსიმუმ 4000 ლარს 4 თვის ვადით, ხოლო მეორე მაქსიმუმ 10000 ლარს 12 თვის ვადით. ისევე, როგორც მოკლევადიანი სწრაფი სესხები, გრძელვადიანი სესხებიც მაღალი ეფექტური საპროცენტო განაკვეთით გამოირჩევა. თქვენ შეიძლება სესხი შემოგთავაზონ ეფექტური 46 და მეტი პროცენტით.
საბანკო სწრაფი სესხები
სწრაფი სესხების სერვისი საქართველოში საკმაოდ სწრაფად დამკვიდრდა და მათი დიდი წილი ბაზარზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ეკავა. სერვისზე მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, მალე კომერციულმა ბნაკებმაც დაიწყეს მსგავსი სესხების შეთავაზება. შესაბამისად, თუ სწრაფი სესხის აღება გსურთ და არ გინდათ მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან დაიჭიროთ საქმე, უკვე შეგიძლიათ სწრაფი სესხი ბანკისგან მოითხოვოთ. თუმცა, ამ სერვისის ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია ბანკებზე, რადგან ყველა მათგანი არ სთავაზობს მომხმარებელს სესხის ამ ტიპს.
სწრაფი სესხის აღების პროცედურა ბანკთანაც თითქმის იმავე ეტაპებთან არის დაკავშირებული, რისი გავლაც საჭიროა მიკროსაფინანსო ორგანიცაზიაში სესხის აღებისას. თქვენ უნდა შეავსოთ განაცხადი ონლაინ, მიუთითოთ მოთხოვინილი ინფორმაცია, მათ შორის სესხის თანხის რაოდენობა და სასურველი ვადა. ბანკი ავტომატურ რეჟიმში დაამუშავებს თქვენს მოთხოვნასა და ინფორმაციას და მითითებულ ტელეფონის ნომერზე მოგწერთ პასუხს. პასუხი შეიძლება ოთხგვარი იყოს – თქვენ დაგიმტკიცდათ თანხა, თქვენ არ დაგიმტკიცდათ თანხა, დაგიმტკიცდათ მოთხოვნილ თანხაზე მეტი ან პირიქით, მოთხოვნილ თანხაზე ნაკლები. ასევე ბანკმა შეიძლება მოგთხოვოთ დამატებითი დოკუმენტაცია, რომელთა ატვირთვა საიტზევეა შესაძლებელი. ამის მიხედვით შეგიძლიათ მიიღოთ თანხა ბანკისგან რამდენიმე წუთში.
სწრაფი სესხის გადახდა მიმდინარეობს ნაწილ-ნაწილი დადგენილი გრაფიკის მიხედვით. ის სესხის ვადის ბოლოს ავტომატურად ნულდება, რაც ნიშნავს, რომ თქვენ ერთდოულად იხდით სესხის ძირსა და პროცენტს. რაც შეეხება ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს, ის დაბალია იმასთან შედარებით, რასაც გთავაზობენ მიკროსფაინანსო ორგანიზაციები, თუმცა მაღალია სესხის სხვა ტიპებთან შედარებით და შეიძლება განისაზღვროს 20 დან 47%-მდე.
სად შეიძლება სწრაფი სესხის აღება
როგორც უკვე მიხვდით, სესხის აღება შეიძლება როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან, ასევე კომერციულ ბანკებში. სწრაფი სესხის ასაღებად არ არის საჭირო ფილიალში სტუმრობა, განაცხადი შეგიძლიათ შეავსოთ პირდაპირ საიტზე და თანხაც დისტანციურად მიიღოთ.
ის თუ სად გსურთ სესხის აღება ბანკში თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში დამოკიდებულია თქვენზე. თუმცა, არჩევანის გაკეთებისას რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ.
რამდენად ენდობით ამა თუ იმ საკრედიტო ორგანიზაციას. ბანკების შემთხვევაში საქმე უფრო იოლადაა, თქვენ ასე თუ ისე იცნობთ ბანკებს და ენდობით მათ. იმის შესაძლებლობა, რომ ბანკი უეცრად გაკოტრდება ან ფინანსური პრობლემები შეექმნება გაცილებით დაბალია. მიკროსაფინანსო კომპანიების შემთხვევაში მეტი სიფრთხილე გმართებთ, ისინი უფრო პატარა ფინანსური ორგანიზაციებია ვიდრე ბანკები, ამიტომ მათი გაკოტრება, დახურვა ან სხვა კომპანიისთვის მიყიდვა უფრო მოსალოდნელია.
აუცილებლად უნდა გაითვლაისწინოთ ეფექტური საპროცენტო განაკვეთი. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ მიკროსაფინანსო კომპანიაში სესხის აღება უფრო მარტივია, ვიდრე კომერციულ ბანკში, ამიტომ პირდაპირ მას მიმართავს სესხის მოთხოვნის მიზნით. ამავე მიზეზით თანხმდება სესხს უფრო მაღალი პროცენტით. უმჯობესია გაარკვიოთ ყველა პირობა და მხოლოდ შემდეგ გადაწყვიტოთ ვის მიმართავთ სესხისთვის.
ვის შეუძლია სწრაფი სესხის აღება
როგორც წესი, სწრაფი სესხის აღებისათვის, ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ერთი ტიპის მოთხოვნები აქვთ, რომლებიც მცირედ შეიძლება განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. სტანდარტულ მოთხოვნებში გათვალისწინებულია მსესხებლის ასაკი, ზოგიერთ შემთხვევაში ასაკობრივი ზღვარის მინიმუმი 20 წელია, ზოგიერთ შემთხვევაში 21. როგორც წესი, ზედა ზღვარი 65 წელია. კიდევ ერთი აუცილებელი მოთხოვნა სამსახურია. მსესხებელი უნდა იყოს დასქმებული პირი, რათა სესხის გამცემმა კომპანიამ ჩათვალოს ის გადახდისუნარიანად. ზოგიერთ შემთხვევაში, ხელფასად შეიძლება ჩაითვალოს ასევე გზავნილებიც. თუ ცუდი საკრედიტო ისტორია გაქვთ ან ბევრი აქტიური ფინანსური ვალდებულება გაქვთ სესხების სახით, შესაძლოა სესხი ვერ მიიღოთ როგორც ბანკიდან, ასვეე მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან.
რა უნდა გაითვალისწინოთ სწრაფი სესხის აღებისას
როგორც უკვე ნახეთ, სწრაფი სესხები ერთმანეთისაგან განსხვავდება რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორით:
სესხის თანხა
მოკლევადიანი სწრაფი სესხების თანხობრივი ლიმიტი ყველაზე დაბალია, გრძელვადიანი ონლაინ სესხები და გრძელვადიანი საბანკო ონლაინ სესხების თანხობრივი ლიმიტი უფრო მაღალია.
სესხის ვადა
მოკლევადიანი სწრაფი სესხის ვადა როგორც წესი 30 დღეა. მიკროსაფინანსოს გრძელვადიანი სწრაფი სესხების ვადა შესაძლოა იყოს როგორც 3 თვე, ასევე მეტიც. საბანკო ონლაინ სესხების ვადის ლიმიტი როგორც წესი, 48 თვემდეა.
გადახდის წესი
მიკროსაფინანსო ორგანიზაციდან მოკლევადიანი სესხის აღებისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ მოგიწევთ ამ თანხის სრულად დაბრუნება დათქმულ ვადაში. მაგალითად, თუ 300 ლარი აიღეთ 20 ნოემბერს და გადახდის თარიღი 20 დეკემბერია ამ თანხას ნაწილ-ნაწილ ვერ გადაიხდით. 20 დეკემბერს სრულად უნდა შეიტანოთ თანხა და სესხის გაცემის საკომისიო. თუ სესხის დასაფარად საკმარისი ფული არ გაქვთ უნდა გადაავადოთ სესხი, რაც დამატებითი თანხა ღირს, სხვა შემთხვევაში გექნებათ სესხზე ვადაგადაცილება და დაგეკისრებათ შესაბამისი ჯარიმები. გრძელვადიანი ონალინ სესხის აღების შემთხვევაში, სულ ერთია ეს იქნება მიკროსაფინანსო ორგანიზაცია თუ კომერციული ბანკი, თქვენ თანხას იხდით ყოველთვიურად დათქმულ დროში.
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი
რაც უფრო მოკლევადიანია სესხი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში, მით უფრო მაღალია პროცენტი. როგორც წესი, ერთთვიანი სესხის აღებისას საპროცენტო განაკვეთი მაღალი არ არის თუ თანხას დროულად დაფარავთ. მაგრამ, თუ მას სხვა ხარჯებიც დაემატება შესაძლოა ბოლოს ორჯერ მეტი გადაიხადოთ ვიდრე თავად ნასესხები თანხის ღირებულებაა. საპროცენტო განაკვეთი მაღალია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სესხების შემთხვევაში. სწრაფი სესხების საპროცენტო განაკვეთი ხშირად მაღალი სხვა ტიპის სესხებთან შედარებით კომერციულ ბანკებში.
შესაბამისად, როდესაც მოისურვებთ დათანხმდეთ შემოთავაზებას და აიღოთ სწრაფი სესხი 1 წუთში გაითვალისწინეთ ყველა ეს პირობა და შემდეგ შეავსეთ მოთხოვნა სესხზე. სწრაფი სესხები ნამდვილად გვეჩვენება საუკეთესო გამოსავლად ზოგიერთ შემთხვევაში თუმცა აუცილებელია გაითვალისწინოთ მათი გრძელვადიანი ეფექტი თქვენს ფინანსებზე და შემდეგ გააკეთოთ არჩევანი.
ეს არ ნიშნავს, რომ თანხა არასდროს და არავისგან უნდა ისესხოთ. ეს ნიშნავს, რომ თანხის სესხებისას ყურადღებით უნდა გაეცნოთ შემოთავაზებას, შეადაროთ სხვადასხვა შემოთავაზებები ერთმანეთს, სრულად და სწორად სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, სესხს იღებდეთ სწორი მიზნობრიობით და რაც მთავარია, გათვალისწინებული გქონდეთ თუ როგორ გადაიხდით მას.