სესხები განვადებით
განვადება და სესხი ქართველი მომხმარებლებისათვის ერთმანეთისგან განსხვავებული სერვისებია. სერვისი განვადება მომხმარებლების უდიდესი ნაწილისთვის არის ნივთის შეძენა და შემდეგ მისი საფასურის ბანკისთვის გადახდა. ხოლო სესხი არის ბანკიდან თანხის სესხება სხვადასხვა მიზნებისთვის. სინამდვილეში ნებისმიერ სესხი, რომელსაც განსაზღვრული გრაფიკით ვიხდით არის სესხი განვადებით.
როდესაც სესხის აღება გსურთ თქვენ გაქვთ ორი არჩევანი, აიღოთ სესხი განსაზღვრული ვადით და ვალდებულებით, რომ ამ თანხას სრულად დააბრუნებთ გარკვეულ დროში. მაგალითად, აიღოთ სესხი მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან 30 ან 60 დღის ვადით, იმ პირობით, რომ თანხას სრულად დააბრუნებთ. ან ისესხოთ თანხა მესამე პირისაგან ამავე პრიობით. ორივე შემთხვევაში თქვენ მოგიწევთ სრული თანხის ერთიანად გასტუმრება დათქმულ თარიღში. ხოლო სესხები განვადებით შესაძლებლობას გვაძლევს ვისესხოთ თანხა ერთიანად და შემდეგ ნაწილ-ნაწილ გადავიხადოთ გარკვეულ დროში. სესხები განვადებით ითვლება ყველაზე უსაფრთხო სესხის ტიპად სხვა სესხებთან შედარებით.
საბანკო სესხების უმრავლესობა სწორედ ასეთია. თქვენ იღებთ სესხს სხვადასხვა მიზნობრიობით და შემდეგ წინასწარ დადგენილი გრაფიკით იხდით მას თვეების განმავლობაში. როგორც წესი ამ ტიპის სესხებს იხდიან 2 და მეტი თვის განმავლობაში, თუმცა, ზოგიერთ ბანკს განსაზღვრული აქვს ვადის ქვედა ზღვარიც. მსგავსი სესხების აღება შესაძლებელია როგორც რამდენიმე თვით, ასევე რამდენიმე წლითაც. ეს დამოკიდებულია სესხის ტიპზე, მაგალითად სამომხმარებლო სესხის მინიმალური და მაქსიმალური ვადა შეიძლება განისაზღვრებოდეს 3-24 ან 3-48 თვით. ხოლო იპოთეკური სესხის მაქსიმალური ვადა კი 10 წლით. განვადებით სესების ყველაზე გავრცელებული სახეებია ნივთის შეძენა განვადებით, სამომხმარებლო სესხი, ავტოსესხი და იპოთეკური სესხი
Contents
ნივთის შეძენა განვადებით
სესხი განვადებით პირველ რიგში სწორედ ამ ტიპის სესხთან ასოცირდება. პირველად განვადებით სესხი საკერავი მანქანების მწარმოებელმა კომპანია ზინგერმა გამოიყენა 1850 წელს. შემდეგ სხვა კომპანიებმაც დაიწყეს ამ ტიპის სესხების გამოყენება, მათ შორის ყველაზე გავრცელებული იყო ავეჯის მაღაზიები. სულ მალე განვადება გავრცელდა სხვა კომერციულ მაღაზიებშიც და ადამიანები განვადებით ყიდულობდნენ ავეჯს, რადიოს, მაცივრებს, მტვერსასრუტებს, ტანსამცელს და რა თქმა უნდა, საკერავ მანქანებს. უკვე 1924 წელს ამერიკის შეეერთებულ შტატებში ნაყიდი მანქანების 75% განვადებით იყო შეძენილი.
განვადება საქართველოშიც ძალიან მოთხოვნადი სერვისია და მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის ხშირად ერთადერთი გზაა იყიდონ ესა თუ ის ნივთი. განვადებით ყველაზე ხშირად ყიდულობენ მსხვილ და წვრილ საყოფაცხოვრებო თუ არასაყოფაცხოვრებო ტექნიკას, ასევე ავეჯს და ზოგიერთ ძვირადღირებულ პროდუქციას, მაგალითად სამკაულებსა და აქსესუარებს.
განვადების პრიცნიცპი ძალიან მარტივია. ზოგიერთი ბანკი საშუალებას გვაძლევს შევიძინოთ ესა თუ ის ნივთი მომენატალურად და შემდეგ თვეების გამავლობაში ნივთის საფასური და სესხის პროცენტი გადავუხადით ბანკს. განვადებით ნივთის შეძენისას, ბანკი თანხას გვაძლევს არა ჩვენ, არამედ იმ მაღაზიას, რომელშიც განვადებით ვყიდულობთ ნივთს.
როგორ უნდა ისარგებლოთ განვადებით.
წარმოიდგინეთ, რომ გსურთ ტელევიოზორის შეძენა, რომელიც 1500 ლარი ღირს. როგორც წესი, იმ ნივთებს, რომელთა განვადებით შეძენაცაა შესაძლებელი აქვთ ორი ფასი – ფასი ერთიანად გადახდის შემთხვევაში და ფასი განვადებით შეძენის შემთხვევაში. შესაბამისად, თუ ნივთი ღირს 1500 ლარი, განვადებით მისი ფასი შესაძლოა 1600 ან 1700-იც იყოს. თუ ტელევიზორის ყიდვას გადაწყვეტთ, მაღაზიაში მომსახურე პერსონალი მოგიმზადებთ მიმართვას ბანკისათვის. თქვენ შეგიძლიათ ეს მიმართვა წარუდგინოთ ბანკის თანამშრომელს, რომელიც ამ მაღაზიაში ასრულებს განვადებებს. როგორც წესი, დიდ მაღაზიებსა და მოლებს ყოველთვის ყავთ იმ ბანკების წარმომადგენლები, რომლებიც განვადებით ნივთის შეძენის სერვისს გთავაზობენ. თუ თქვენთვის სასურველ მაღაზიაში ბანკის წარმომადგენელი არ არის, შეგიძლიათ მიმართოთ მოცემული ბანკის ფილიალს.
ბანკის წარმომადგენელი შეავსებს თქვენს მოთხოვნას ნივთის შეძენისათვის. რამდენადაც განვადება იგივეა რაც სესხი, ეს პროცედურაც სესხის აღების მსგავსია. განვადების ოფიცერი ავსებს თქვენს მოთხოვნას იმ თანხაზე, რაც ნივთი ღირს განვადებით და აფიქსირებს თქვენ მონაცემებს. ამ მონაცემებში შედის თქვენი პირადი ინფორმაცია, სამუშაო ადგილი, ხელფასის რაოდენობა, სხვა ფინანსური ვალდებულებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე თქვენს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე ამომწებს თქვენს საკრედიტო ისტორიას. მოთხოვნის შემთხვევაში ასევე უთითებს რიცხვს, როდესაც გსურთ თანხის გადახდა. მაგალითად, თუ მიუთითებთ 24 რიცხვს, თანხა გადასახდელი გექნებათ ყოველი თვის 24 რიცხვში.
ამ პროცედურის დასრულების შემდეგ, თქვენ მიიღებთ პასუხს დაგიმტკიცდათ თუ არა განვადება. აღსანიშნავია, რომ განვადება შეიძლება არ დაგიმტკიცდეთ სასურველი პირობებით. მაგალითად, თუ 1500 ლარიანი ტელევიზორის შეძენა გსურდათ 12 თვის ვადით, შესაძლოა განვადება დაგიმტკიცდეთ არა 12 არამედ 18 თვის ვადით. ან შესაძლოა ბანკმა მოგთხოვოთ წინასწარი შენატანი, მაგალითას 500 ლარის ოდენობით. თუ თქვენთვის ბანკის მიერ შემოთავაზებული პირობები სასურველი არაა, შეგიძლიათ უარი თქვათ განვადების აღებაზე, ხოლო თუ მისაღებია – აიღოთ განვადება მოცემული პირობებით და იყიდოთ სასურველი ნივთი.
თუ განვადება დაგიმტკიცდათ თქვენი თანხმობის შემდეგ თანხა მაშინვე გადაირიცხება არა თქვენს არამედ იმ მაღაზიის ანგარიშზე, რომელშიც ნივთს ყიდულობთ. ხოლო თქვენს საბანკო ანგარიშზე კი აისახება როგორც ვალდებულება. ამის შემდეგ, ბანკის წარმომადგენელი მოგცემთ დოკუმენტაციას, რომელსაც წარადგენთ მაღაზიის სალაროში და მის საფუძველზე გამოიტანთ თქვენთვის სასურველ ნივთს.
განვადებასთან დაკავშირებული ხარჯები
როგორც ავღნიშნე, განვადებით ნივთის შეძენა უფრო ძვირია, ვიდრე მისი ნაღდი ფულით ყიდვა. დავუბრუნდეთ ტელევიზორის მაგალითს. თუ ტელევიზორი ნაღდი ფულით და ერთიანი გადახდით 1500 ლარი ღირს, ხოლო განვადებით 1700, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენ მხოლოდ 1700 ლარს გადაიხდით. ამ თანხას ემატება ასევე ბანკის ხარჯები. ეს ხარჯები როგორც წესი არის წლიური საპროცენტო განაკვეთი (პროცენტი, რომლის გადახდაც გიწევთ სესხის სარგებლობისათვის), სესხის გაცემის საკომისიო, სიცოცხლის დაზღვევა და სხვა. საბოლოო ჯამში, ამ ხარჯების დაჯამებით იღებთ წლიურ საპროცენტო განაკვეთს, რომელიც ემატება 1700 ლარს. აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ რაც უფრო მეტია განვადების ვადა, მით უფრო მეტია დამატებითი ხარჯები.
განვადების დადებითი მხარეები
განვადების და მსგავსი ტიპის სესხების მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ისინი შესაძლებლობას გვაძლევენ სასურველი ნივთი თუ სერვისი შევიძინოთ დღეს და შემდეგ დროთა განმავლობაში გადავიხადოთ მისი საფასური. თუ თქვენ გუსრთ 1500 ლარიანი ტელევიზორი მაგრამ თქვენი ხელფასი 1500 ლარია, ან მთელი ხელფასი ერთ ტელევიზორში უნდა გადაიხადოთ, ან თანხა დროთა განმავლობაში შეაგროვოთ და შემდეგ შეიძინოთ ის, ან სულაც უარი თქვათ ახალ ტექნიკაზე. განვადება შესაძლებლობას გვაძლევს შევიძინოთ ნივთი და გადავიხადოთ თანხა შემდეგ.
ამგვარი სესხების შემთხვევაში თქვენ ზუსტად იცით როდის მორჩებით გადახდას და რამდენი გაქვთ გადასახდელი. რამდენადაც შენატანების როდენობა ფიქსირებულია თქვენ ზუსტად იცით რამდენი უნდა გადაიხადოთ. ეს ამარტივებს ბიუჯეტის დაგეგმვას და სხვა ხარჯებთან ერთად სესხის შენატანის გათვალისწინებას.
ამასთანავე, ზოგიერთი განვადება შესაძლებლობას გვაძლევს გადავიხადოთ თანხა მეტობით განვადების სრული პერიოდის განმავლობაში ან რამდენიმე გადახდის შემდეგ. ამით თქვენ შეგიძლიათ შეამციროთ დაფარვის ვადა ან შეამციროთ გადასახდელი თანხის რაოდენობა. მაგალითად, თუ თვეში 150 ლარს იხდით და ამ თვეში დამატებით თანხა გამოგითავისუფლდათ, შეგიძლიათ გადაიხადოთ 150 ის ნაცვლად 300 და ერთი თვით შეამციროთ სესხის ვადა დამატებით წინსწრების საკომისიოს გადახდის გარეშე. ეს ყველაფერი დამოკიდებულია განვადების სესხის პირობებზე.
განვადების უარყოფითი მხარეები
რა თქმა უნდა, განვადებას, როგორც ყველა ფინანსურ ვალდებულებას აქვს უარყოფითი მხარეები. განვადების ტიპის სესხის აღებისას (იქნება ეს ნივთის ყიდვა, სამომხმარებლო სესხის აღება, იპოთეკური სესხი თუ სხვა) თქვენ იღებთ ფიქსირებულ თანხას და მისი ლიმიტის გაზრდა არ შეგიძლიათ. მაგალითად აიღეთ 1500 ლარიანი სამომხმარებლო სესხი ტელევიზორის საყიდლად, მაღაზიაში კი ნახეთ, რომ თუ ტელევიზორთან ერთად ღუმელს შეიძენთ საჩუქრად დამატებით ტექნიკას მიიღებთ. ასეთ დროს შეიძლება მოისურვოთ აქციით სარგებლობა, თუმცა თქვენ ვერ შეძლებთ თქვენი სესხის რაოდენობის გაზრდას ამისთვის. რაც მაგალითად, შესაძლებელია თუ საკრედიტო ბარათი გაქვთ და ამ ტიპის სესხით სარგებლობთ.
როგორც ყოველთვის, ყველა სესხის უარყოფითი მხარე მაღალი საპროცენტო განაკვეთი და დამატებითი ხარჯებია. ამგვარი სესხების ეფექტური საპროცენტო განაკვეთი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული თქვენ საკრედიტო ისტორიაზე. ის არ არის ფიქსირებული და შესაბამისად, შეიძლება მიიღოთ სასურველი სესხი ან ნივთი განვადებით, თუმცა საკმაოდ მაღალი ეფექტური საპროცენტო განაკვეთით. ამგვარ სესხებზე ყურადღება უნდა მიაქციოთ დამატებით ხარჯებსაც, რომლებიც შესაძლოა დაგეკისროთ ჯარიმის ან საკომისიო ხარჯების სახით.
საბოლოო ჯამში, მიუხედავად უარყოფითი მხარეებისა, სესხი განვადებით ერთ-ერთ ყველაზე უასფრთხო, მომხმარებელზე მორგებულ და მოსახერხებელ სესხად ითვლება. თუმცა, როგორც ყველა სხვა ტიპის სესხის შემთხვევაში, აქაც აუცილებელია კარგად გაეცნოთ თითოეულ პირობას, რათა მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება.