მოსალოდნელი ეკონომიკური ცვლილებები კოვიდ-19-ის დამარცხების შემდეგ
დიდხნიანი ლოქდაუნის, შეზღუდვების, ტრაგიკული შემთხვევებისა თუ გლობალური ეკონომიკის ჩაკეტვის ფონზე ჩნდება ძალიან ბევრი კითხვა, მათ შორის, გაიხსნება თუ არა ბიზნესები? შევძლებთ თუ არა ისევ მოგზაურობას? იქნება თუ არა ცენტრალურ ბანკში არსებული ფული საკმარისი იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ღრმა და ხანგრძლვი რეცესია ეკონომიკაში? ეს ყველაფერი ის რაციონალური და ლოგიკური კითხვებია, რომლებიც დღევანდელ დღეს, ერთ წლიანი პანდემიის მერე ჯერ კიდევ ძალიან აქტუალურია.
ერთი რამ ნამდვილად ცხადია: პანდემია გამოიწვევს მუდმივ და გარდამტეხ ცვლილებას მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაზე. მრავლისმომცველი შეზღუდვების ფონზე ქვეყნების უმეტესობაში შეიქმნა ძლიერი ეკონომიკური კრიზისი, ბევრი მათგანი ვეღარ ახერხებდა ეკონომიკურ განვითარებას, რადგანაც თითქმის ყველა მცირე თუ საშუალო ბიზნესმა მოქმედება სრულიად გააჩერა. კოვიდ-19-მა მოიცვა ყველა სოციალური ფენა და ის შეეხო თითქმის ყველა სფეროსა თუ სექტორს და მნიშვნელოვნად შეაფერხა ამ უკანასკნელის განვითარება. ეს ბუნებრივიცაა, რადგანაც პანდემიის პირობებში ერთადერთი რამ, რასაც მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი აკეთებდა, იყო სახლში ყოფნა.
ამ ყველაფერმა ცხადია, საქართველოზეც უდიდესი გავლენა იქონია. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო ჯერ კიდევ განვითარებადი ქვეყანაა, ეს ნიშნავს იმას, რომ პანდემიამ მასზე ბევრად უფრო დიდი გავლენა იქონია, რაც ქვეყნის ეკონომიკაზეც პირდაპირ ნეგატიურად აისახა. 2020 წლის მარტის თვიდან მოყოლებული ქვეყანაში აღარ ფუნქციონირებდა თითქმის არცერთი მცირე თუ საშუალო ბიზნესი, ჩაიკეტა ქვეყნის საზღვრები, ფუნქციონირება შეწყვიტა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმაც კი, გამოცხადდა კომენტანტის საათი. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში უკვე ერთ წელზე მეტია მთავრობა უმკაცრეს ზომებს იღებს იმისთვის, რომ თავიდან აიცილოს პანდემიის შედეგად გამოწვეული ლეტალური შედეგები. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში დაინფიცირებულთა რაოდენობა მაინც სამასი ათასს აჭარბებს, ხოლო გარცვლილთა რაოდენობა კი ოთხიათასს. ამ მიზეზის გამო, მთავრობა ვერ იღებს იმის გადაწყვეტილებას, რომ ბოლომდე გახსნას ეკონომიკა და დააბრუნოს ქვეყანაში ის სიტუაცია, რომელიც ჯერ კიდევ პანდემიის დაწყებამდე არსებობდა.
ამ ყველაფრის ფონზე, ძალიან რთული ხდება იმის თქმა, თუ როდის დადგება ის დრო, როდესაც მსოფლიო და მათ შორის საქართველო კოვიდ-19-ის დამარცხებას შეძლებს. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ 2021 წლის დასაწყისიდან ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, ეს ყოველივე გვაძლევს იმის იმედს, რომ ეს ნანატრი დრო სულ მალე დადგება. შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკაში ძალიან ბევრი გარდამტეხი ცვლილებები არის მოსალოდნელი, რომელიც ყველა სექტორს განურჩევლად შეეხება, მათ შორის ტურიზმს, სარესტორნო სექტორს, გართობის სფერო, ვაჭრობა, მრეწველობა და სხვა. სტატიის შემდეგ ნაწილში განვიხილავთ იმას, თუ რა ცვლილებები შეიძლება წარმოიშვას ქვეყნის ეკონომიკაში, როცა ის კოვიდ-19-ს დამარცხებას შეძლებს უახლოეს მომავალში.
რა ზარალი მიიღო ეკონომიკამ პანდემიის პირობებში?
როგორც ვიცით, როგორც კი პირველი დაინფიცირებული ადამიანი დაფიქსირდა ქვეყანაში, სახელმწიფომ მალევე გადაწყვიტა, რომ მკაცრი ზომები მიეღო და მასიურად ჩაეკეტა ქვეყანა. მთავრობამ ჩაკეტა ქვეყნის საზღვრები, რაც იმას ნიშნავდა, რომ ტურისტებს აღარ შეეძლოთ ქვეყანაში შემოსვლა. ამან ძალიან ცუდად იმოქმედა ქვეყნის ეკონომიკაზე და ბუნებრივია, დააზარალა საქართველოში არსებული ძალიან ბევრი მცირე თუ საშუალო ბიზნესი.
აღსანიშნავია ის, რომ მთავრობის ეს შეზღუდვები ითვალისწინებდა სკოლების, უნივერსიტეტების, სავაჭრო ცენტრებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის შეჩერებას, რაც ფაქტობრივად, ქვეყნის მასობრივ გაჩერებას გულისხმობს. ეს სწორედ ის შეზღუდვებია, რომლებიც განსაკუთრებულად დიდ გავლენას ახდენს საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებლის ზრდაზე და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებაზე.
ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ტემპი 2020 წელს, პანდემის დაწყებასთან ერთად, მნიშვნელოვნად შემცირდა და ამას არაერთი სტატისტიკური მონაცემი ადასტურებს, მაგრამ ამ ფაქტის ყველაზე ნათელი მაგალითი მაინც მოსახლეობის ფინანსური და ეკონომიკური მდგომარეობაა, რომელიც ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებლის ზრდის გამო განსაკუთრებით გაუარესდა. საქართველოში გასულ წელს უმუშევრად დარჩა არა მხოლოდ დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლები, არამედ თითქმის ყველა ადამიანი, რომელიც კერძო თუ საჯარო სამსახურში იყო დასაქმებული. სწორედ ქვეყანაში არსებული ამ მასობრივი უმუშევრობის გამო 2020 წელს, უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისთვის მთავრობამ გარკვეული ფინანსები გამოყო მოსახლების ასეთი ნაწილისთვის. ეს რესურსი ისეთ ადამიანებზე გადანაწილდა, რომლებსაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საბანკო ანგარიშზე არ უფიქსირდებოდათ სახელფასო ჩარიცხვა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მთავრობის მიერ გამოყფილი ეს რესურსი, რომელიც სულ რაღაც 200 ლარს შეადგენდა, არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ მოსახლეობის მოთხოვნების მინიმუმი მაინც დაეკმაყოფილებინა.
ამ ყველაფერის გარდა, აუცილებლად აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პირველი, რამაც განსაკუთრებით დიდი დარტყმა მიაყენა ქვეყნის ეკონომიკას იყო საზღვრების ჩაკეტვა, რამას ტურიზმის სრული შეჩერება გამოიწვია. 2020 წელს მთავრობა უკვე აღარ უშვებდა უცხოელ მოქალაქეებს ქვეყანაში თუ ისინი ორ კვირიან კარანტინს არ გაივლიდნენ. ამან მრავალმხრივი ნეგატიური ეფექტი იქონია ქვეყანაზე. პირველ რიგში, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ქვეყანაში ტურისტების ნაკლებობამ გამოიწვია ლარის კურსის მნიშვნელოვანი დაცემა. ლარი იმდენად გაუფასურდა დოლართან და ევროსთან მიმართებით, რომ მან ყველა დროს ანტირეკორდს მიაღწია და დოლართან მიმართებით 3.46-ზე ხოლო ევროსთან მიმართებით 4.2-ზეც კი ავიდა. ეს კი ცხადია, ქვეყანაში პროდუქცების ფასებზეც პირდაპირ აისახა, რამაც კიდევ ერთხელ, ცალსახად გამოკვეთა ქვეყნის სიღარიბის მაღალი დონე და ეკონომიკური განვითარების უნელესი ტეპმი.
მეორე მხრივ, ტურიზმის შეჩერებამ საქართველოში გამოიწვია ის, რომ სარესტორნო სექტორი და სასტუმროები ვეღარ ახერხებდნენ საჭირო რაოდენობით სტუმრების მიღებას. ამის ყველაზე კარგი და ნათელი მაგალითია 2020-2021 წლის ზამთრის სეზონი, რომელიც სულ რაღაც ერთი თვით, მარტის თვეში გაიხსნა და ისიც ძალიან შეზღუდული პირობებით. ამან გამოიწვია ის, რომ დაზარალდა როგორც გუდაურის, ასევე ბაკურიანისა და გოდერძის კურორტების ადგილობრივი მოსახლეობა და იქ არსებული მცირე თუ საშუალო ბიზნესი. ძალიან ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდნენ ის ადამიანები, რომელთა ერთადერთი შემოსავლის წყარო ოჯახური სასტუმრო ან თხილამურების გაქირავების სერვისი იყო, რადგნაც მათ თითქმის საერთოდ არ ვერ შეძლეს ფუნქციონირება აღნიშნულ სეზონზე. ერთადერთი, რის იმედადად ეს ადამიანები იყვნენ, იყო სახელმწიფო დახმარება, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნე, მხოლოდ 200 ლარს შეადგენდა, რაც ცხადია, მათ მინიმალურ საჭიროებებსაც კი ვერ აკმაყოფილებდა.
ამ უაღრესად დიდი ზარალის გამო, რომელიც ქვეყანას პანდემიის პირობებში მიადგა, 2021 წლის აპრილში სამომხმარებლო ფასების ინდექსი 0.9%-ით გაიზარდა წინა თვესთან შედარებით, მაშინ, როცა წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 7.2% შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ პანდემია ჯერ კიდევ არ არის ახლოს დამარცხებასთან, ქვეყნის ეკონომიკა ნელ-ნელა გამოცოცხლებასა და გაჯანსაღებას იწყებს. ამას მოწმობს ისიც, რომ საქართველოში 2021 წლის მარტიდან აქტიურად დაიწყო ვაქცინაციის პროცესი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, ვაქცინაცია საქართველოში არის ერთადერთი გზა, რათა სწრაფად აღდგეს ეკონომიკა და ტურიზმი. ეს კი ვიმედოვნებთ, რომ სულ მალე მოხდება და ქვეყანა ახლო მომავალში შეძლებს აღიდგინოს ძალები.
მოსალოდნელი ეკონომიკური ცვლილებები სარესტორნო და გართობის სფეროში
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სარესტორნო და გართობის სფერო პანდემიის პირობებში მნიშვნელოვნად დაზარალდა. 2020 წლის მარტიდან მოყოლებული მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები პირველ რიგში სწორედ აღნიშნულ სექტორებს შეეხო რაც ნიშნავს იმას, რომ თითქმის ერთი სრული წლის განმავლობაში ეს სფერო სრულიად გაჩერებული იყო. ტურიზმის შეჩერების გამო მნიშვნელოვნად დაზარალდა სარესტორნო სფერო, რადგანაც ადგილობრივი მოსახლეობა უმუშევრობისა და დაბალი შემოსავლის გამო ვეღარ აკმაყოფილებდა ბაზრის მოთხოვნებს.
აქედან გამომდინარე, ბუნებრივი ხდება, რომ ვაქცინაციის აქტიური პროცესისა და შეზღუდვების მოხსნის ფონზე, ამ სექტორში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდება უახლოეს მომავალში. ეს ცვლილებები ნელ-ნელა უკვე შესამჩნევი ხდება, რადგანაც 2021 წელს დაიწყო რესტორნების ფუნქციონირება. ეს ჯერ ღია სივრცეებისთვის გახდა დასაშვები, ხოლო შემდეგ კი, კვირის დღეების განმავლობაში, მთავრობამ სრულიად მოიხსნა მათ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული შეზღუდვები. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მოცემული სექტორის გაჯანსაღებისა და განვითარებისთვის, არამედ ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკისთვის, რადგანაც ზოგად ეკონომიკურ ფონზე სარესტორნო სფერო ძალიან დიდ გავლენას ახდენს, ასეთი ობიექტების შეჩერებამ კი პირდაპირი გავლენა იქონია ეკონომიკის შესუსტებაზე.
ამასთან, აუცილებლად აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გართობის სფეროში შემავალი ისეთი ობიექტები, როგორებიცაა კინო, თეატრი, სავაჭრო მოლები და სხვა გასართობი სივრცეები, ის ბიზნესებია, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ პანდემიის პირობებში. კინო და თეატრი საერთოდ ვერ ფუნქციონირებდა ერთ წელზე მეტი, რამაც ეს სექტორი კრიტიკულად მძიმე მდომარეობაში ჩააგდო. დაზარალდნენ მსახიობები, რადგანაც შემოსავლის ერთადერთი წყაროს გარეშე ძალიან დიდხანს უწევდათ ცხოვრება. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ კოვიდ-19-ის დამარცხების შემდეგ და მას შემდეგ, რაც ეს ბიზნესები შეძლებენ სრულყოფილად ფუნქციონირებას, მოსახლეობის მინიშვნელოვნად დიდი ნაწილი დაუბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს, გაჩნდება ბევრად მეტი სამუშაო ადგილი და ქვეყანა განვითარდება როგორც სოციალური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისითაც.
მნიშნველოვანია ის ინფორმაცია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით 2022 წელს, უმუშევრობა შესაძლოა 2%-ით შემცირდეს. გარდა ამისა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით საერთაშორისო სავალუტო ფონმა ევროპის ქვეყნების ეკონომიკური განვითარების პროგნოზი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოში დაახლოებით 34.5%-იანი ეკონომიკური ზრდა არის მოსალოდნელი 2021 დან 2026 წლამდე. ამ მაჩვენებლით კი ქვეყანა ევროპაში მოწინავე ადგილს იკავებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რომელიც დიდ იმედს გვიტოვებს, რომ საქართველო სულ მალე აღიდგენს ძალებს და მალე შეძლებს პანდემიის დროს არსებული გამოწვევების გადალახვას.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მოლოდინები პანდემიის შემდეგ
2020 წლის განმავლობაში საქართველომ თავისი ანტირეკორდი დააფიქსირა ეკონომიკური განვითარების მხრივ. ამ თვალსაზრისით ქვეყანამ უარყოფითი მაჩვენებელიც კი დააფიქსირა, რაც ცალსახად გლობალურ კრიზისისის გამოვლინებაა. პანდემიის ფონზე ბუნებრივია, რომ როგორც მსოფლიოს ბევრმა სხვა ქვეყანამ, საქართველომაც ძალიან შეანელა ეკონომიკური განვითარების პროცესი, რადგანაც ქვეყანაში მთელი რიგი შეზღუდვები არსებობდა, რაც ხელს უშლიდა მცირე თუ საშუალო ბიზნესების ნორმალურ ფუნქციონირებას.
მიუხედავად ამისა, 2021 წლიდან ქვეყანაში აქტიურად დაიწყო ვაქცინაციის პროცესი. თუ საქართველო ვაქცინაციის ამ ტემპს დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნებს, შევძლებთ, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს ქვეყნის მოსახლეობის უმეტესი ნაწილის აცრა კოვიდ-19-ის წინააღმდეგ. საქართველოს ეკონომიკის მინისტრის თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ყველამ დაინახოს მსოფლიოში, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო მასპინძელი ქვეყანა.
შედგა პრიორიტეტების სია
მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ტურიზმის სექტორი აიყვანონ პრიორიტეტულ სიაში ვაქცინაციის თვალსაზრისით. ეს კი ნიშნავს იმას, რომ დაიწყება კოორდინირებულად ვაქცინაცია ტურისტულ ობიექტებზე დასაქმებული ადამიანების. ბოლო დროინელი მონაცემების მიხედვით, უკვე არსებობს 700-მდე ადამიანის სია, ვინც ნებაყოფლობით ეწერება აღნიშნულ სიაში. აღსანიშნავია ის, რომ ვაქცინაცია შეეხება თითქმის ყველა სექტორის განვითარებასა და გამოცოცხლებას ქვეყანაში, ამ სექტორებს შორის არის ტურიზმი, ეკონომიკა, განათლება, კულტურა და ა.შ. გარდა ამისა, ის ზოგადად ქვეყნის სოციალურ ფონზეც პირდაპირ პროპორციულად აისახება.
თუ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნით არიან დაინტერესებულები შეიტყობენ, რომ საქართველოში უმეტესობა ადამიანების უკვე ორ ეტაპად არიან ვაქცინირებულები, მათ უფრო მეტი მოტივაცია ექნებათ იმისი, რომ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ესტუმრონ საქართველოს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ დიდი რაოდენობით ტურისტი ქვეყანაში პირდაპირ მიუთითებს ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან ზრდაზე, რაც თავის მხრივ, დიდ გავლენას მოახდეს გაუფასურებული ლარის კურსის გამყარებაზეც.
პოზიტიურ მოლოდინებს ადასტურებენ უცხოეთშიც
საქართველოს ეკონომიკური განვითარების შესახებ პოზიტიურ მოლოდინებს ადასტურებს საერთაშორისო სავალუტო ფონდიც, რომელმაც განაცხადა, რომ 2021 დან 2026 წლებში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ერთ სულ მოსახლეზე გაიზრდება დაახლოებით 52%-ით ამჟამად არსებულ ფასებში და მიაღწევს $22,695 დოლარს 2026 წლისთვის. საერთაშორისო სავალუტო ფონდი პროგნოზს აკეთებს, რომ საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველობითი უნარის პარიტეტი ინდექსზე დაყრდნობით 2021 წელს $15,709 დოლარს მიაღწევს. ეს მაჩვენებელი კი, ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით, ახალი ისტორიული მაქსიმუმია საქართველოსთვის.
გარდა ამისა, ასევე საყურადღებოა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაკეთებული ეკონომიკური პროგნოზი, რმომლის მიხედვითაც, საქართველოს ეკონომიკა დაახლოებით 4%-ით უნდა გაიზარდოს 2021-2022 წლებში დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით. აღსანიშნავია ისიც, რომ ცენტრალური ბანკის თქმით, ინფლაციის წნეხი ძირითადად განპირობებულია საერთაშორისო პროდუქტებზე ფასების ზრდის გამო უცხოურ ბაზრებზე და ამასთან, ეკონომიკის მაღალი დოლარიზაციის გამო, რომელიც ასევე გარკვეულწილად რისკის შემცველია ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის თვალსაზრისით. ამას ემატება ისიც, რომ ქვეყანაში ლარი მდგომარეობა ძალიან სუსტია, რაც ნიშნავს იმას, რომ დაკარგულია მისი მსყიდველობითი უნარი. ეს ყველაფერი კი ბუნებრივია, პანდემიის პერიოდში ეკონომიკური კრიზისის გამო არის გამოწვეული, თუმცა, მიუხედავად ამისა, დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა დასტაბილურდება და ქვეყანა მართლაც შეძლებს გაამართლოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაკეთებული ეკონომიკური განვითარების პროგნოზი.
დასკვნა
საქართველო ჯერ კიდევ განვითარებადი ქვეყანაა, ეს ნიშნავს იმას, რომ პანდემიამ მასზე ბევრად უფრო დიდი გავლენა იქონია, რაც ქვეყნის ეკონომიკაზეც პირდაპირ ნეგატიურად აისახა. 2020 წლის მარტის თვიდან მოყოლებული ქვეყანაში აღარ ფუნქციონირებდა თითქმის არცერთი მცირე თუ საშუალო ბიზნესი, ჩაიკეტა ქვეყნის საზღვრები, ფუნქციონირება შეწყვიტა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმაც კი, გამოცხადდა კომენტანტის საათი. ეს ყველაფერი პირდაპირ პროპორციულად ნიშნავდა ქვეყნის ეკონომიკის ერთბაშად შეჩერებას, რამაც ბუნებრივია, ძალიან ცუდი გავლენა იქონია საქართველოს ზოგად მდომარეობაზე, მათ შორიც მოსახლეობის სოციალურ ფონზეც უარყოფითად აისახა. ამას მოწმობს ისიც, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვნად შემცირდა დასაქმებული ადამიანების რაოდენობა. ეს ბუნებრივიცაა, რადგანაც დაიკეტა თითქმის ყველა სახის ბიზნესი და ფუნქციონირება შეწყვიტა თითქმის ყველა სექტორმა. სწორედ ქვეყანაში არსებული ამ მასობრივი უმუშევრობის გამო 2020 წელს, უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისთვის მთავრობამ გარკვეული ფინანსები გამოყო მოსახლების ასეთი ნაწილისთვის, თუმცა ეს უკანასკნელი ვერ აკმაყოფილებდა მოსახლეობის მინიმალურ მოთხოვნებსაც კი.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გასაკვირი არაა რომ ჩვენი ქვეყანა განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა პანდემიის დროს. მიუხედავად ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ 2021 წლის დასაწყისიდან ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, ეს ყოველივე გვაძლევს იმის იმედს, რომ ქვეყანა სულ მალე დაუბრუნდება ეკონომიკური განვითარების ჩვეულ რიტმს და კვლავ შეძლებს გაჯანსაღებას. ამ ეკონომიკურ პოზიტიურ მოლოდინებს ადასტურებს საქართველოს ეროვნული ბანკიც, რომლის განცხადებითაც 2022 წელს, უმუშევრობა შესაძლოა 2%-ით შემცირდეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს არაა ძალიან მაღალი მაჩვენებელი, მაინც გვაძლევს მომავალში იმედების დამყარების საშუალებას.