რა ზეგავლენა მოახდინა პანდემიამ საქართველოს ეკონომიკაზე

რა ზეგავლენა მოახდინა პანდემიამ საქართველოს ეკონომიკაზე post thumbnail image

2019 წლის განმავლობაში ბევრი პოზიტიური ტენდენცია დაფიქსირდა საქართველოს ეკონომიკის სხავდასხვა მიმართულებით განივთარებაში და მის ზოგად მდგომარეობაში. თუმცა, ეს ყველაფერი შეცვალა ახალი კორონავირუსის გავრცელებამ, რამაც გამოიწვია უამრავი ბიზნესისა და ინდუსტრიის ფუნქციონირების შეფერხება და ამასთან ერთად ეკონომიკური სიტუაციის გაუარესებაც. სწორედ პანდემიის რეჟიმმა დაამტკიცა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისთვის საგარეო ფაქტორები და თუ რამხელა წვლილი შეაქვთ მათ ეკონომიკის განვითარებაში.

2019 წელს ქვეყანაში დაფიქსირდა 5.1 პროცენტიანი ზრდა. ეს განაპირობა მრავალმა ფაქტორმა. უპირველეს ყოვლისა, საერთაშორისო ტურიზმიდან ქვეყნის ეკონომიკაში გენერირებულმა შემოსავალმა შეადგინა 3.3 მილიარდი აშშ დოლარი, რაც მშპ-ს 18.4 პროცენტს შეადგენდა. საქონლის ექსპორტიდან მიღებული იყო შემოსავალი 3.8 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით, რაც მშპ-ს 21.2 პროცენტი იყო, ხოლო წმინდა ფულადმა გზავნილებმა ქვეყანას მოუტანა მოგება 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით, რაც მშპ-ს 8.4 პროცენტს შეადგენდა.

სამწუხაროდ, დღეს ამ ყველაფრის საპირისპირო მდომარეობა სუფევს ქვეყანაში, სადაც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. ეკონომისტთა პროგნოზის მიხედვით, ეკონომიკა საქართველოში 2020 წელს 4 პროცენტით შემცირდება. ეს გამოწვეულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არის ბაზარზე მოთხოვნის შემცირება. ეს ეხება ყველაფერს დაწყებული ელექტროენერგიიდან, დამთავრებული მომსახურეობის სფეროში კლიენტთა დეფიციტით. ეს ყველაფერი იქედან გამომდინარეობს, რომ გლობალურმა პანდემიამ გამოიწვია საგანგებო მდგომარება და ეკონომიკური კრიზისი, რის გამოც ქვეყანაში ბიზნესპროცესების შენელება და გარკვეულწილად, საერთოდ შეჩერებაც კი გახდა საჭირო.

პანდემიამ ზეგავლენა მოახდინე ეკონომიკური პარამეტრების პროგნოზებზე, ქვეყნის ბიუჯეტსა და ასევე მის საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილზე. ეს კი მარტივად აიხსნება იმ ფაქტით, რომ 21 მარტიდან 22 მაისამდე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო შეიზღუდა მთელი რიგი ეკონომიკური აქტივობები და საქმიანობები. აუცილებელი გახდა ჯანმრთელობის დაცვისა და ვირუსით ინფიცირებულთა მკურნალობისა და დიაგნოსტიკისთვის შესაფერისი ხარჯების გამოყოფა. ასევე იყო საჭირო სხვადასხვა ღონისძიების გატარება მოსახლეობის სოციალურად დასაცავად და ბიზნესების დასახმარებლადაც.

ამ ყველაფერთან გასამკლავებლად საქართველოსთვის აუცილებელი იყო გარეგანი დახმარების მიღება. სწორედ ამიტომ, მთავრობამ მოახერხა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებების წარმატებულად დასრულება და ახალ ფისკალურ ჩარჩოზე შეთანხმება, საერთაშრისო დონორი ორგანიზაციებიდან დამატებითი 1.5 მილიონი აშშ დოლარის მობილიზება და სათანადო რეაგირების მოხდენა ანტიკრიზისული გეგმის შემუშავებით.

საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული ჩარჩო ითვალისწინებდა მშპ-ს ზრდის პორგნოზს, რომელიც -4%-ია. ასევე გათვლილი იყო მიმდინარე კაპიტალური ხარჯების შემცირება 600 მილიონი ლარით. გათვალისწინებული იყო ასევე ყველა ის ხარჯიც, რომელიც საჭირო იქნებოდა ანტიკრიზისული გეგმის შემუშავებასა და გათვლილი ღონისძიებების დასაფინანსებლად. ამ ყველაფრის შედეგად ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის საპორგნოზო მაჩვენებელი 8.5 პროცენტით განისაზღვრება.

ამ თემასთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი მონაცემია ხელმისაწვდომი ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ პარლამენტისთვის წარდგენილ საინფორმაციო დოკუმენტებში. ამ ინფორმაციის მიხედვით, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში მშპ-ს მაჩვენებლი შემცირდა საპროგნოზო პერიოდში, ხოლო პანდემიაზე რეაგირების ღონისძიებებიდან გამომდინარე გაიზარდა მიმდინარე ხარჯები, 2020 წლის წარმოდგენილი პროგნოზის მიხედვით, სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტი გაზრდილია მშპ-ს 8.2 პროცენტით და 2023 წლისთვის ჩამოვა 3 პროცენტიან ნიშნულიზე.

თუმცა, დარწმუნებით ჯერ კიდევ ვერავინ მოახდენს იმის პროგნოზირებას, თუ  რა გველოდებ ჩვენ მომავალში, რადგან დაზუსტებით არავინ იცის, რეალურად გადავიტანეთ პანდემიის ყველაზე რთული პერიოდი, თუ ჯერ კიდევ წინ გველოდება ის ჩვენ. ამის მიუხედავად ეკონომისტები მსჯელობენ იმ სცენარის მიხედვით, რომლის განხორციელების ალბათობაც ყველაზე მაღალი არის, მაგრამ ისინი იმის იგნორირებასაც არ აკეთებენ, რომ ყველაფერი შეიძლება სცენარზე ბევრად უარესად წავიდეს, რის გამოც, მთავრობა ცდილობს შეიმუშაოს გეგმები სხვადასხვა მოსალოდნელ სიტუაციებთან გასამკლავებლად.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *