ელექტროენერგიის მომხმარება 2024 წელს შემცირდება

ელექტროენერგიის მომხმარება 2024 წელს შემცირდება post thumbnail image

ელექტროენერგია საქართველოს ბაზრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სექტორია. აქ განვითარების მაჩვენებლები მუდმივად მზარდია, ინერგება ახალი პროექტები, ინიციატივები და ხშირია ცვლილებებიც. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ უკვე განაცხადა ელექტროენერგიის მოხმარებისა და სხვა საკითხების პროგნოზი 2024 წლისთვის.

ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებლის პროგნოზი 2024 წლისთვის

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს უახლესი განცხადების მიხედვით, მომავალ 2024 წელს, ქვეყანააში ელექტროენერგიის სიმძლავრის მოხმარება არსებითად შემცირდება. კონკრეტულად, საპროგნოზო ბალანსის მიხედვით მოსალოდნელი მოხმარების ნიშნული იქნება 14.5 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგია. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის პროგნოზი, რომელიც 2022 წლის ბოლოს ივარაუდა სამინისტრომ იყო 15.398 მლრდ კვტ.სთ.

რაც შეეხება განაწილებას და თანაფარდობას, თუ როგორ გამოიმუშავებს ქვეყანა აღნიშნული მოცულობის ენერგიას, საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, ყველაზე დიდი წილი კვლავ საქართველოში მდებარე თბოსადგურებზე იქნება, რომლებიც ნავარაუდებია რომ საშუალოდ 3 მლრდ. კვტ.სთ ენერგიას გამოიმუშავებენ ჯამურად. ასევე დიდი მოცულობით იქნება ჩართული ქარის სადგურები და ჰესები, ჯამში დაახლოებით 100 მლნ. კვტ.სთ ენერგიით. ასევე დიდი იქნება იმპორტული ელექტროენერგიის წილი, რომელიც ნავარაუდებია რომ გაუტოლდება 991 მლნ. კვტ.სთ-ს.

რაც შეეხება მიზეზს, თუ რატომ არის ნავარაუდები ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება 2024 წელს, ეს ყველაფერი პირდაპირ მომხმარებლებს, კერძოდ კი მსხვილ კომპანიებს უკავშირდება. ბოლო პერიოდში მსგავს კომპანიებში შემცირდა ელექტროენერგიის მოხმარება. სწორედ ამიტომ თუ მსხვილი კომპანიებისთვის საჭირო ენერგიის პროგნოზი 2023 წლისთვის დაახლოებით 4 მილიარდი კვტ.სთ იყო, მომავალი წლის ვარაუდით, ნიშნული 3 მლრდ კვტ.სთ-მდე შემცირდება.

2024 წლის პროგნოზი ელექტროენერგიის იმპორტისთვის

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, ელექტროენერგიის ექსპორტი 2024 წელსაც მზარდი ნიშნულით იქნება გამორჩეული. კონკრეტულად, ნავარაუდებია რომ საექსპორტო ბაზარზე საქართველო მომავალ წელს დაახლოებით 775 მლნ კვტ.სთ ენერგიას გაიტანს. თუმცა ბუნებრივია ეს მაჩვენებელი შესაძლოა მცირე პერიოდში კლავ შეიცვალოს. აქ მთავარი მოქმედი ფაქტორი მოთხოვნასთან და მოხმარების ნიშნულებთან ერთად, თურქეთის ბაზარზე არსებული ფასი იქნება რომელიც რთულად პროგნოზირებადია.  რაც შეეხება ექსპორტის წარმატებას მიმდინარე 2023 წელს, საქართველო აქ დიდი წარმატებით და რეკორდული შედეგით გამოირჩეოდა. კონკრეტულად, 9 თვის მანძილზე, ქვეყანამ ჯამურად 1.4 მლრდ კვტ.სთ-ზე მეტი ენერგიის ექსპორტირება მოახდინა რითიც 103 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალიც მიიღო. ეს კი საგრძნობლად აღემატება 2022 წელს ელექტროენერგიის ექსპორტიდან მიღებულ შემოსავალს, რომელიც 84 მლნ დოლარი იყო.

რაც შეეხება საქართველოს მიერ ენერგიის მოხმარების განაწილებას, საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, ლიდერია, აფხაზეთი, დაახლოებით 3 მილიარდი კვტ.სთ ენერგიით. შემდეგია თელასის და თელმიკოს წილი რომელიც 3 მილიარდს აჭარბებს. მაღალია ენერგო პრო და ეპ ჯორჯიას მიწოდებაც, რომელიც 4 მილიარდ კვტ.სთ-ს აჭარბებს.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *