ლარი ისევ გამყარდა – რა ხდება სავალუტო ბაზარზე?

ლარი ისევ გამყარდა – რა ხდება სავალუტო ბაზარზე? post thumbnail image

ბოლო წლების მანძილზე ეროვნული ვალუტის სიმყარე საქართველოში აქტუალურად განხილვადი თემაა. თუმცა ბოლო პერიოდის მანძილზე, ლართან მიმართებით საკმაოდ პოზიტიური და სტაბილური ტენდენციები იკვეთება. ეს მიუთითებს ქვეყნის ეკონომიკურ და საფინანსო ინდუსტრიაში კონკრეტულ სწორ მიმართულებებსა და ქმედებებზე, როგორც საერთაშორისოდ მიმდინარე მხარდამჭერ მოვლენებზე. დღეს კონკრეტულად ვისაუბრებთ ლარის ამჟამინდელ მდგომარეობაზე, მის სტაბილურობასა და მოლოდინებზე, ევროსთან და დოლართან მიმართებით.

ქართული ლარი დღეს – რა უნდა ვიცოდეთ?

20 ნომებრის მონაცემების მიხედვით საქართველოს ეროვნული ვალუტა, ლარი კვლავ ინარჩუნებს ბაზარზე პოზიტიურ სტაბილურობას. ლარი დღეს ამერიკულ დოლართან მიმართებით მცირედით თუმცა არსებითად, 0.04 თეთრით გამყარდა. დღევანდელი მონაცემებით, ერთი აშშ დოლარის ღირებულება დაახლოებით 2.698 ლარს შეადგენს.

მიუხედავად დოლართან მიმართებით გამყარებისა, კვლავ არასტაბილური მდგომარეობაა ევროსთან მიმართებით, თუმცა ამაში ზემოქმედი ფაქტორები უფრო მსოფლიოსა და ევროკავშირში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება ვიდრე უშუალოდ ადგილობრივი საფინანსო ბაზრის პროცესებს. ევროსთან მიმართებით, დღეს ქართული ლარი, მცირედით, 1.55 თეთრით გაუფასურდა და ამის შედეგად ოფიციალურმა კურსმა 2.948 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ბრიტანულ სტერლინგს, აქაც დღეს სახეზე გვაქვს ლარის მცირედით გაუფასურება. კერძოდ, ამ შემთხვევაში ლარი 1.08 თეთრით გაყფასურდა და სტერლინგთან მიმართებით ლარის კურსი 3.365-ს შეადგენს.

რას უნდა ველოდეთ ქართული ლარისგან 2024 წელს?

2023 წლის ბოლო ახლოვდება რაც იმას ნიშნავს რომ კიდევ უფრო ვალიდური და დასაბუთებული ხდება 2024 წელთან მიმართებით გამოთქმული ვარაუდები ლარის სტაბილურობასა და საფასურზე. 2023 წლის ოქტომბრის შედეგებზე დაკვირვების შედეგად, გამოიკვეთა რომ ლარი შედარებით დასტაბილურდა, განსაკუთრებით დოლართან მიმართებით. დღევანდელი სტაბილურობა არსებითად მეტია იმ მაჩვენებელზე რაც წლის დასაწყისში გვქონდა.

სტაბილურობა ბევრ ჩვენგანზე აისახება პოზიტიურად. ეს განსაკუთრებით ხელსაყრელია მათთვის ვინც საფინანსო ბაზრებზე და ტრეიდინგის ინდუსტრიაში საქმიანობს. სტაბილური ლარი ვალუტით მოვაჭრეებს დაეხმარება მიიღონ უფრო რაციონალური გადაწყვეტილება და მთავარ ვალუტებთან: დოლართან და ევროსთან მიმართებით გააკეთონ სწორი ინვესტიციები. თუ ამ ყველაფერზე მეტი დეტალი გაინტერესებთ, გაეცანით სანდო ბროკერის შემოთავაზებებს ვალუტით ვაჭრობასთან დაკავშირებით ქვემოთ:

დაიწყე ვაჭრობა XM-თან ერთად!

ექსპერტების განცხადებით, მიუხედავად იმისა რომ 2023 წელი დაძაბული გეოპოლიტიკური კონტექსტით გამოირჩეოდა, რომლის პროცესები დღესაც მძიმედ მიმდინარეობს, 2024 წელი საკმაოდ პოზიური იქნება ლარის სტაბილობასთან მიმართებით. ამას რამდენიმე ისეთი ფაქტორი განაპირობებს, რომლებიც საერთაშორისო პროცესებს უკავშირდება და ამ შემთხვევაში საქართველოს სავალუტო ბაზარზე პოტენციურად ზრდის ძლიერი ფუნდამენტური ფაქტორების გავლენას და სავალუტო შემოდინებების ზრდას. ეს კი თავისთავად ნიშნავს უფრო მაღალ მაჩვენებებლებს ეკონომიკურ ზრდაში და საქართველოს სავალუტო მარკეტის გაჯანსაღებასაც.

მოსალოდნელია რომ 2024 წლის მანძილზე ლარი დოლართან მიმართებით საშუალოდ 2.7-ის ფარგლებში იქნება შენარჩუნებული და მცირე რხევების მიუხედავად, შეინარჩუნებს 2023 წლის მსგავს სტაბილურობის დონეს.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *