საქართველომ 500 მილიონი დოლარის ევროობლიგაციები განათავსა ლონდონის საფონდო ბირჟაზე

საქართველომ 500 მილიონი დოლარის ევროობლიგაციები განათავსა ლონდონის საფონდო ბირჟაზე post thumbnail image

2021 წლის 13 აპრილის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველო 500 მილიონი დოლარის ევროობლიგაციების განათავსებს ლონდონის საფონდო ბირჟაზე. მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არჩეულ როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ საინვესტიციო ბანკებთან ერთად (ისეთი, როგორიცაა JP Morgan, Goldman Sachs, ICBC Standard, TBC კაპიტალი და Galt & Taggart) და საერთაშორისო ფისკალური აგენტთან ერთად (Citi) წარმატებით განახორციელეს 500 მილიონი დოლარის ევროობლიგაციები განათავსების შესარჩევი ეტაპი ლონდონის საფონდო ბირჟაზე. აღსანიშნავია, რომ ეს ტრანზაქცია ოფიციალურად სულ რამდენიმე დღის წინ გაცხადდა სავაჭრო პლატფორმის- Bloomberg-ის საშუალებით.

საგულისხმოა ასევე ის ინფორმაციაც, რომ ონლაინ შეხვედრა საერთაშორისო ინვესტორებთან 13 და 14 აპრილს დაიგეგმა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის თქმით, ეს პროცესი უახლოეს დღეებში დასრულდება ფინანსთა სამინისტროს მიერ, რომლის საშუალებითაც, საბოლოო ჯამში მივიღებთ იმას, რომ საქართველოს 500 მილიონ დოლარის ღირებულების ევროობლიგაციები ექნება განთავსებული მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ბირჟაზე- ლონდონის საფონდო ბირჟაზე.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ საერთაშორისო ფინანსური ბაზრების ამჟამინდელი არასახარბიელო მდგომარეობის გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ ევროობლიგაციებს ექნებათ ბევრად დაბალი საპროცენტო განაკვეთი იმ ობლიგაციებთან შედარებით, რომლებიც 2011 წელს გამოიცა და დაახლოებით 7%-ს მიუახლოვდა, უფრო ზუსტად კი 6.875% შეადგინა.

რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ ფაქტს საქართველოს ეკონომიკაზე?

როგორც ვიცით, დღემდე ყველაზე მსხვილი ბირჟაა ევროპაში. ეს უკანასკნელი ბაზრის საერთო ღირებულებით,, ვაჭრობის მოცულობითა და ლიკვიდურობით მსოფლიოში წამყვან ადგილს იკავებს და შეიძლება ითქვას, რომ სიდიდით მეორე ადგილზეა ნიუ იორკის საფონდო ბირჟის შემდეგ. აქედან გამომდინარე, მსგავსი მნიშვნელობის საფონდო ბირჟაზე ევროობლიგაციები განათავსება მნიშვნელოვანი სიახლეა, რომელსაც ცხადია, თავისი გავლენები ექნება ქვეყნის ზოგად ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ეს ყველაფერი კონკრეტულ ციფრებშიც აისახება.

ერთი შეხედვით, შეიძლება ნაკლებად საზიანო სიახლე ჩანდეს, თუმცა მეორე მხრივ, ევროობლიგაციების ყიდვა, ერთგვარი ვალის აღებაა, რომელიც ბუნებრივია, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის შეუძლებელია წინ გადადგმულ ნაბიჯად ჩაითვალოს. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ობლიგაციები განთავსება არ არის ტიპური ვალი, რადგანაც მას ბევრად ნეგატიური გავლენა შეიძლება ჰქონდეს შორეულ მომავალში, ვიდრე უბრალო ვალს. ობლიგაციებზე საუბრისას, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ყოველთვის არის შანსი, განთავსებული თანხა ან საერთოდ ვერ დაიბრუნოს ქვეყანამ, ან ბევრად უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდეს, ვიდრე აქამდე იყო. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარია ისეთი დიდი ოდენობით თანხაზე, როგორიცაა 500 მილიონი დოლარი.

თუ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ ფაქტს შორეულ მომავალში საქართველოს ეკონომიკაზე, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს ყველაფერი ნეგატიურად იმოქმედებს ქვეყნის ეკონომიკაზე, კერძოდ კი მნიშვნელოვნად შეაფერხებს მის განვითარებას, რადგანაც დიდი არის იმის შანსი, რომ ქვეყანას საგრძნობლად დიდი ფინანსური ზარალი მიადგეს. გარდა ამისა, ეს ასევე შესაძლოა უარყოფითად აისახოს ეროვნული ლარის კურსზე, რომელიც ამჟამად ისედაც ანტირეკორდს ამყარებს და დოლართან მიმართებაში 3.45-ს, ხოლო ევროსთან მიმართებით 4.13-ს შეადგენს. ამიტომაც, ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ფაქტების გაანალიზება, რადგანაც ამ უკანასნკელს ხშირ შემთხვევაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ხოლმე საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

დასკვნა

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველო 500 მილიონი დოლარის ევროობლიგაციების განათავსებს ლონდონის საფონდო ბირჟაზე. ეს ტრანზაქცია ოფიციალურად სულ რამდენიმე დღის წინ გაცხადდა სავაჭრო პლატფორმის- Bloomberg-ის საშუალებით. გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ მოსალოდნელია, რომ ევროობლიგაციებს ექნებათ დაბალი საპროცენტო განაკვეთი იმ ობლიგაციებთან შედარებით, რომლებიც 2011 წელს გამოიცა და დაახლოებით 7%-ს მიუახლოვდა, უფრო ზუსტად კი 6.875% შეადგინა. მიუხედავად ამისა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ფაქტი დადებით შედეგებს მოუტანს საქართველოს, რადგანაც დიდია იმის შანსი, რომ ქვეყანას ამ ობლიგაციების სახით საგრძნობლად დიდი ფინანსური ზარალი მიადგეს, რაც შემდეგ, უარყოფითად აისახება როგორც ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ასევე ფინანსურ სტაბილორობასა და ეროვნულ ვალუტაზე.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *