ფულის გათეთრება საქართველოში – ახალი საქმე ათობით მილიონი დოლარის გათეთრებას ეხება

ფულის გათეთრება საქართველოში – ახალი საქმე ათობით მილიონი დოლარის გათეთრებას ეხება post thumbnail image

ფინანსური ტრანზაქციების უსაფრთხოება საქართველოში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ბოლო პერიოდში, გლობალური მოვლენების ფონზე, ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ფულადი ნაკადების შემოსვლის სიხშირე და ოდენობა. შესაბამისად, მათი ლეგალურობისა და სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგი საკმაოდ გართულდა. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული მარეგულირებელი ზომები არსებობს, 2023 წლის პირველივე გახსნილი საქმე საკმაოდ სკანდალური აღმოჩნდა. კონკრეტულად საქართველოს პროკურატურის ოფიციალური განცხადების მიხედვით, საქართველოში, უძრავი ქონების ბაზარზე, გაათეთრეს 113 მილიონი აშშ დოლარი. ამ ყოველივეზე დეტალურად ქვემოთ ვისაუბრებთ.

როგორ მოხდა 113 მილიონი დოლარის გათეთრება – დაკავებულია 3 პირი

საქართველოს პროკურატურამ აქტიური თანამშრომლობა აწარმოა უცხოელ სამართალდამცავებთან ერთად, რის ფონზეც დამნაშავედ ცნეს 3 ფიზიკური და 13 იურიდიული პირი. მასშტაბური საქმე უცხოეთში ჩამოყალიბებულ დანაშაულებრივ ჯგუფს ეკუთნის, რომელიც საკმაოდ დიდი პერიოდის მანძილზე, უძრავი ქონების ბაზარზე აქტიურად ახდენდა ფულის გაეთრებას და არაკანონიერი გზით, ფინანსური სარგებლის მიღებას. საქმე რამდენიმე კატეგორიის დანაშაულის კუთხით აღიძრა, რაც მოიცავს, როგორც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, ასევე კიბერდანაშაულს, პერსონალური მონაცემების მოპარვას, დოკუმენტების გაყალბებასა და მრავალეპიზოდიან თაღლითობას.

რაც შეეხება დანაშაულის ორგანიზების სქემას, აღნიშნული ეყრდნობოდა იურიდიული პირების გამოყენებას და უკანონო შემოსავლის დაფარვას, საქართველოში არსებულ სხვადსხვა საბანკო დაწესებულებაში ანგარიშების გახსნის მეშვეობით. გარკველი პერიოდის მანძილზე, ისინი ახორციელებდნენ აქტიურ საბანკო ტრანზაქციებს ფიქტიური დანიშნულებით და მიღებულ შესავალს უძრავ ქონებაში აბანდებდნენ. შესაბამისად, უცხოური საბანკო ანგარიშებიდან ისინი თანხის აკუმულირებას ქართულ საბანკო ანგარიშებზე ახდენდნენ და მრავალჯერადი ტრანზაქციებით, სხვადასხვა ფიქტიურ გზავნილებს ახორციელებდნენ. ჯამურად დამნაშავეებმა უკანონო გზით მიიღეს 111 მილიონი აშშ დოლარი და 2.5 მილიონი ევრო.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ერთ-ერთი ბრალდებულის ანგარიშზე შედარებით დიდი ოდენობის დაბანდება აღინიშნება. კონკრეტულად, ერთ-ერთ ფიზიკური პირის საქმეზე დაფიქსირდა 11 მილიონ ლარად, ქობულეთში შეძენლი მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა ნაგებობები, რომელთა საერთო ფართობი 21 000 კვადრატული მეტრია.

საქმის გახსნის შედმეგ, გამოძიების საფუძველზე ყველა საბანკო ანგარიშზე არსებულ თანხას, საინვესტიციო დაბანდებებს, მათ შორის ბინებს, ნაკვეთებსა და შენობა ნაგებობებს დაედო ყადაღა. კონკრეტულად, საბანკო ანგარიშებზე დაყადაღებულია დაახლოებით 70 მილიონი აშშ დოლარი და 1.8 მილიონი დოლარი ევრო. ასევე დაყადაღებულია აღნიშნული მიწის ნაკვეთი ქობულეთში და მასზე არსებული ნაგებობები.

გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხება მრავალეპიზოდიან დანაშაულს და ფარავს რამდენიმე საკანონმდებლო მუხლს, ფიზიკურ დამნაშავეებს სასჯელის ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. რაც შეეხება იურიუდიულ პირებს, დაენიშნებათ დიდი ოდენობით ჯარიმა, საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ან ლიკვიდაცია. საბოლოო განაჩენი დამნაშავეების დაჭერისა და სასამართლო პროცესის შემდეგ იქნება ცნობილი.

რამდენად აქტუალური პრობლემაა ფულის გათეთრება საქართველოში?

საკანონმდებლო კუთხით, საქართველო შეესაბამება ყოველ საერთაშორისო სტანდარტს, რაც ფულის გათეთრებისა და მსგავსი უკანონო ქმედების წინააღმდეგ არის ამოქმედებული, თუმცა რამდენად ხდება კანონის შესაბამისი მონიტორინგის განხორციელება საეჭვო საკითხია. საქმეს ართულებს ისიც, რომ მსგავსი საქმეების გახსნისთვის საჭიროა, აქტიური პარტნიორობა სხვადასხვა უცხოელ საერთაშორისო სტრატეგიულ ორგანიზაციებთან. ამ მხრივ, საქართველოს შეფასება მეტ წილად პოზიტურია, თუმცა შეიცავს რეკომენდაციებსაც.

კონკრეტულად, 2020 წელს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენების მიხედვით, საქართველოში მიუხედავად წარმატებული კანონმდებლობისა, მაინც აქტიურად ხორციელდება ფულის გათეთრება. ამ მხრივ დანაშაულის მთავარი გზებად გამოიყენება კიბერდანაშაული და საბანკო თაღლითობა. საკმაოდ მაღალია იურიდიული პირების უკანონო ტრანზაქციებში მონაწილეობის სიხშირეც, რაც ასევე მათი მხრიდან, მარკეტინგული თაღლითობის მასშტაბურ სქემასაც წარმოადგენს. აქვე აღსანიშნავია კაზინოსა და სათამაშო სექტორის საეჭვო ჩართულობის საკითხიც, რაც აშშ-ს განმარტებით, საქართველოში ბევრად მკაცრ რეგულაციას მოითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში რეგულაციები კაზინოების მიმართ საკმაოდ გამკაცრდა, ეს არ გამორიცხავს სექტორის აქტიური მონაწილეობის ალბათობას, უკანონო შემოსავლების მიღების მიზნით განხორციელებულ დანაშაულებში.

საქართველოს მსგავს რეკომენდაციებს აძლევს ევროსაბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტიც. კონკრეტულად, ორგანიზაცია მოუწოდებს ქვეყანას გააძლიეროს მონიტორინგი და გაზარდოს შემზღუდველი კანონების სიძლიერე სხვადასხვა სექტორში განხორციელებულ ფინანსურ ტრანზაქციებთან მიმართებით. რეკომენდაციები ფულის გათეთრების პრობლემასთან ერთად, ასევე ეხებოდა დანაშაულთან კომპეტენტური ორგანიზაციების და უფლებამოსილი პირების პასუხისიმგებლობების ნათლად გამოკვეთას, გამჭვირვალობის მაქსიმიზაციას (იურიდიული პირებისა და მათი მესაკუთრეების მიმართ) და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას, სხვადასხვა ორგანიზაციასთან.

აღსანიშნავია, რომ ფულის გათეთრების პრობლემა და მასიური დანაშაულების გახსნა, საქართველოსთვის ახალი არ არის. მსგავსად მასშტაბური იყო 2011 წელს, ბანკი ქართუს საქმეც, რომელიც მხილებულ იქნა ფულის მასიურ გათეთრებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *