როგორ ვივაჭროთ ლაიტკოინით საქართველოში? – ფაქტები რომელიც უნდა იცოდეთ! post thumbnail image

როგორ ვივაჭროთ ლაიტკოინით საქართველოში? – ფაქტები რომელიც უნდა იცოდეთ!

ლაიტკოინი (LTC) არის კრიპტოვალუტა, რომელიც შეიქმნა 2011 წელს, ბიტკოინის შექმნიდან ორი წლის შემდეგ. ლაიტკოინი Google-ის ყოფილმა ინჟინერმა, ჩარლი ლიმ შექმნა. ბიტკოინის მსგავსად, ლაიტკოინი დაფუძნებულია ღია წყაროს გლობალური გადახდის ქსელზე, რომელსაც არ აკონტროლებს რომელიმე ცენტრალური ხელისუფლება.

ლაიტკოინი არის პირველი ალტკოინთა შორის, რომელიც მიღებულია ბიტკოინის ორიგინალი ღია კოდიდან. ლაიტკოინი ბიტკოინისგან ისეთი ასპექტებით განსხვავდება, როგორიცაა ბლოკების უფრო სწრაფი წარმოქმნის სიჩქარე და Scrypt-ის სამუშაოს დადასტურების სქემად გამოყენება.

თავდაპირველად ლაიტკოინი ბიტკოინის ძლიერი კონკურენტი იყო. ლაიტკოინს აქვს მრავალი ფუნქცია, რაც ბიტკოინს, თუმცა ამასთანავე ის ადაპტირებს და ცვლის სხვა ასპექტებს, რომლებიც დეველოპერების გუნდის აზრით, შეიძლება ბიტკოინის გაუმჯობესებად ჩავთვალოთ. ლაიტკოინის შემქმნელის სიტყვების მიხედვით, რომელმაც თავის ქმნილებას ბიტკოინის ლაით ვერსია უწოდა, ეს კოინი სულაც არაა ბიტკოინის კონკურენტი.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კრიპტოვალუტის ბაზარი ბევრად უფრო მრავალფეროვანი და კონკურენტუნარიანი გახდა ბოლო წლებში, რის შედეგადაც ლაიტკოინის პოპულარობა გარკვეულწილად შემცირდა.

ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური კითხვა რაც შესაძლოა მკითხველებს ჰქონდეთ, არის – “რა ღირს 1 ლაიტკოინი?”. 2021 წლის ნოემბრის მდგომარეობით, 1 ლაიტკოინი (1 LTC) დაახლოებით $215 ღირს, რაც მას მე-14 უმსხვილეს კრიპტოვალუტად აქცევს – ამ ეტაპზე მისი საბაზრო კაპიტალიზაცია $15 მილიარდზე ნაკლებია.

ლაიტკოინის შექმნის ისტორია და მოტივები

2011 წლისთვის ბიტკოინის მაინინგს ძირითადად GPU-ები ახორციელებდნენ. ამან ზოგიერთ მომხმარებელში შეშფოთება გამოიწვია. ისინი ფიქრობდნენ რომ მაინინგს მაღალი ბარიერი ჰქონდა შესვლისთვის და CPU რესურსები მოძველებული და უსარგებლო ხდებოდა მაინინგისთვის.

ამ მიზეზების გამო, ბიტკოინის კოდის გამოყენებით, შეიქმნა ახალი ალტერნატიული ვალუტა, სახელწოდებით Tenebrix (TBX). Tenebrix-მა შეცვალა SHA-256 რაუნდები ბიტკოინის მაინინგის ალგორითმში სკრიპტის ფუნქციით, რომელიც სპეციალურად შეიქმნა 2009 წელს. ეს საშუალებას აძლევდა Tenebrix-ს ყოფილიყო “GPU-სადმი მდგრადი” და გამოეყენებინა CPU რესურსები ბიტკოინის მაინერებისგან.

თავად Tenebrix იყო ადრინდელი კრიპტოვალუტის მემკვიდრე პროექტი, რომელმაც შეცვალა ბიტკოინის გამოშვების განრიგი მუდმივი ბლოკის ჯილდოთი (ამგვარად შექმნა ფულის შეუზღუდავი მიწოდება). თუმცა, დეველოპერებმა კოდში შეიტანეს პუნქტი, რომელიც საშუალებას აძლევს მათ მოითხოვონ 7.7 მილიონი TBX საკუთარი თავისთვის უფასოდ, რამაც მომხმარებლების კრიტიკა დაიმსახურა.

ამ პრობლემის გადასაჭრელად ჩარლი ლიმ, Google-ის თანამშრომელმა, რომელიც მოგვიანებით Coinbase-ის ინჟინერიის დირექტორი გახდა, შექმნა Tenebrix-ის ალტერნატიული ვერსია სახელწოდებით Fairbrix (FBX). ლაიტკოინი მემკვიდრეობით იღებს სკრიპტის მოპოვების ალგორითმს Fairbrix-ისგან, მაგრამ უბრუნდება ბიტკოინის შეზღუდული ფულის მიწოდებას სხვა ცვლილებებით.

ლაიტკოინის ისტორია

ლიმ, 2011 წლის 7 ოქტომბერს, გამოუშვა ლაიტკოინის ღია კოდი, კოინის ქსელი კი 2011 წლის 13 ოქტომბერს გააქტიურდა. 2013 წლის ნოემბრის თვის განმავლობაში, ლაიტკოინის მთლიანმა ღირებულებამ განიცადა მასობრივი ზრდა, რომელიც მოიაზრებს 100%-იან ნახტომს 24 საათის განმავლობაში.

2017 წლის მაისში, ლაიტკოინი გახდა პირველი ტოპ 5 კრიპტოვალუტიდან, რომელმაც მიიღო SegWit. SegWit არის პროცესი, რომლითაც იზრდება ბლოკჩეინზე ბლოკის ზომის ლიმიტი, მონაცემების ამოღებით ტრანზაქციებიდან, რომლებიც შედის თითოეულ ბლოკში. მოგვიანებით, იმავე წლის მაისში, Lightning Network-ის პირველი ტრანზაქცია შესრულდა ლატკოინის მეშვეობით, რომელმაც 0.00000001 LTC ციურიხიდან სან-ფრანცისკოში ერთ წამში გადაიტანა.

2020 წელს, PayPal-მა დაიწყო ლაიტკოინის ტრანზაქციების დაშვება. 2021 წლის სექტემბერში, GlobeNewswire-ზე გამოქვეყნდა ყალბი სტატია, რომელიც ირწმუნებოდა, რომ ლაიტკოინი და Walmart პარტნიორები გახდნენ. ამან გამოიწვია ლაიტკოინის ფასი დაახლოებით 30%-ით გაზრდა მანამ, სანამ ამ სტატიის სიყალბე დამტკიცდებოდა. დღეისათვის ლაიტკოინი კვლავ ითვლება ერთ-ერთ ყველაზე საიმედო კრიპტოვალუტად.

როგორ მუშაობს ლაიტკოინი?

სხვა დეცენტრალიზებული კრიპტოვალუტების მსგავსად, ლაიტკოინი არ ექვემდებარება მთავრობას, ეროვნულ ბანკს ან სხვა რომელიმე სუბიექტს, რომელსაც საზოგადოება ფულის გამომუშავებას ანდობს. ცენტრალური ბანკის მიერ რეგულირების, გრავირებისა და ბეჭდვის ბიუროს პრესიდან გამოსვლის ნაცვლად, ლაიტკოინი იქმნება დახვეწილი კრიპტოვალუტის პროცედურით, რომელსაც ეწოდება მაინინგი – ეს პროცესი ლაიტკოინის ტრანზაქციების სიის დამუშავებას გულისხმობს.

ტრადიციული ვალუტებისაგან განსხვავებით, ლაიტკოინების მიწოდება ფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ მიმოქცევაში არასოდეს იქნება 84 მილიონი Litecoin-ზე მეტი. ყოველ 2,5 წუთში, Litecoin-ის ქსელი წარმოქმნის ახალ ბლოკს – ლაიტკოინის ბოლო ტრანზაქციების ჩანაწერს მთელ მსოფლიოში გზავნის.

როგორ მუშაობს ლაიტკოინი

ბლოკი მოწმდება მაინინგის პროგრამული უზრუნველყოფით და ხილული ხდება სისტემის ნებისმიერი მონაწილისთვის (ე.წ. მაინერი), ვისაც მისი ნახვა სურს. მას შემდეგ, რაც მაინერი დაადასტურებს მას, შემდეგი ბლოკი შედის ჯაჭვში, რაც ქმნის ჩანაწერს ყველა ლაიტკოინ ტრანზაქციის შესახებ, რაც კი ოდესმე განხორციელებულა.

ლაიტკონის მაინინგისთვის რამდენიმე სტიმულის მომცემ ფაქტს გადავხედოთ: პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ პირველი მაინერი, რომელიც წარმატებით ამოწმებს ბლოკს, ჯილდოვდება 12.5 ლაიტკოინით. ისევე როგორც ბიტკოინის შემთხვევაში, ასეთი ამოცანისთვის მინიჭებული ლაიტკოინების რაოდენობა დროთა განმავლობაში მცირდება. 2019 წლის აგვისტოში ეს თანხა განახევრდა და ეს შემცირება გაგრძელდება რეგულარული ინტერვალებით 84 მილიონი ლაიტკოინის მოპოვებამდე.

ჯილდოს განახევრების პირველი თარიღი იყო 2015 წლის 25 აგვსიტო, როდესაც ბლოკის წარმატებით შემოწმებისათვის ჯილდო 50 ლაიტკოინიდან 25 ლაიტკოინამდე შემცირდა. შემცირების მეორე თარიღი 2019 წლის ხუთი აგვისტოა, როდესაც 25 ლაიტკოინის ნაცვლად, წარმატებული მაინერის ჯილდო 12.5 ლაიტკოინით განისაზღვრა, ხოლო შემდეგი განახევრების მოსალოდნელ თარიღად 2023 წლის 23 აგვისტოა დასახელებული, რის შემდეგაც იმ მაინერის ჯილდო, რომელიც პირველი მოახერხებს კოდის წარმატებით შემოწმებას, 12.5 ლაიტკოინის ნაცვლად, 6.25 ლაიტკოინს მიიღებს.

რატომ უნდა ჩავდოთ ინვესტიცია ლაიტკოინში?

კრიპტოვალუტის სამყაროში ინვესტორები სულ უფრო მეტად არიან ორიენტირებულნი უამრავ ფაქტორზე, როდესაც განიხილავენ, რომელ ტოკენებში უნდა ჩადონ ინვესტიცია. უპირატესობა ენიჭება ინვესტირებას აქტივების დიაპაზონში, რისკის მიხედვით მორგებული შემოსავლის გაუმჯობესების მიზნით. თუმცა, საუკეთესო პოტენციური ინვესტიციების ჯგუფებს შორის არჩევანის გაკეთება უფრო რთულ საკითხადაა მიჩნეული.

კრიპტო ინვესტორებს შორის მთავარი შეკითვები შემდეგი სახისაა:

  • არის თუ არა მოცემული კრიპტოვალუტა სტაბილური?
  • გამოდგება თუ არა აღნიშნული კრიპტოვალუტა ღირებულების შესანახად?
  • რა სახის სარგებლობას იძლევა მოცემული კრიპტოვალუტა ან კრიპტო ქსელი?
  • რამდენად ეფექტურია ეს კრიპტოვალუტა თავის კონკურენტებთან შედარებით?

ამ თვალსაზრისით, ლაიტკოინი (LTC) შეიძლება შესანიშნავი ინვესტიციის შესაძლებლობა იყოს. როგორც მსოფლიოში მე-14 უმსხვილესი კრიპტოვალუტა საბაზრო კაპიტალის მიხედვით, ლაიტკოინი გახდა მრავალი კრიპტო პორტფოლიოს მთავარი ელემენტი მისი მზარდი პოპულარობის გამო.

litecoin

კრიპტოვალუტების არსებობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ფულის გადარიცხვის ხელშეწყობა დაბალფასიანი, სწრაფი გზით. რაც უფრო სწრაფად შეძლებს მოცემული კრიპტო ქსელი ტრანზაქციების დამუშავებას (და რაც უფრო დაბალია ამ ტრანზაქციებთან დაკავშირებული ხარჯები), მით უფრო დიდია სარგებლობა საბოლოო მომხმარებლისთვის. ლაიტკოინით მაინინგის შემთხვევაში, კრიპტო ქსელი ნამდვილად საუკეთესოდ ასრულებს თავის ფუნქციას.

მიუხედავად იმისა, რომ ის სულაც არ არის ყველაზე სწრაფი ციფრული ვალუტა მეგა-cap კრიპტოვალუტის ქსელებს შორის, ლაიტკოინი რჩება შესანიშნავი ვარიანტად მათთვის, ვისაც სურს მნიშვნელოვანი თანხების გადარიცხვა. მისი კრიპტო ქსელი ამუშავებს ტრანზაქციებს დაახლოებით ოთხჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე ბიტკოინის (BTC) კრიპტო ქსელი.

ბლოკის გენერირების დრო ლაიტკოინის ქსელში არის დაახლოებით 2.5 წუთი, რაც ბიტკოინის შემთხვევაში 10 წუთით განისაზღვრება. ეს საკმაოდ დიდი განსხვავებაა კრიპტო სამყაროში. სინამდვილეში, დაშიფვრის ალგორითმების განსხვავებული არჩევანის გარდა, ეს შესწორება, სავარაუდოდ, ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნიკური განსხვავებაა ორიგინალური ბიტკოინის კოდების ბაზასა და ლაიტკოინის კლონირებულ ბაზებს შორის.

მართლაც, იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთი უმსხვილესი კრიპტოვალუტის ქსელი გადატვირთულ საათებში შეფერხებულად მუშაობს, სავარაუდოა, რომ უფრო პატარა, უფრო მოქნილი ქსელები, როგორიცაა ლაიტკოინის კრიპტო, კვლავაც გაზრდილ ინტერესს გამოიწვევს. გარდა ამისა, შედარებით დაბალი გადასახადები რომელსაც ლაიტკონის ქსელი სთავაზობს მომხმარებლებს მიმზიდველია მათთვის, ვინც ქსელს იყენებს გადარიცხვებისთვის. ლაიტკოინი უფრო მოსახერხებელი და ეკონომიური ვარიანტია მათთვის, ვინც ცდილობს მაქსიმალურად გაზარდოს თავისი სარგებლიანობა ბლოკჩეინის გამოყენებით. მათთვის, ვინც ინვესტიციას ახორციელებს ლაიტკოინში, ეს გასათვალისწინებელი ფაქტორია.

ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, რომლებიც გავლენას ახდენენ კრიპტოსამყაროში ლაიტკოინით მაინინგის ცნობადობის ამაღლებაზე, გასაკვირი არ არის რომ LTC ტოკენების ღირებულება იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ლაიტკოინის ტოკენების დღევანდელი ღირებულება მაისის პიკიდან განახევრებულია, ისინი მაინც აძლევენ ინვესტორს თითქმის ორმაგი ზრდის იმედს, ვინაიდან ისინი სტაბილურობას ინარჩუნებენ წლის დასაწყისიდან დღემდე. შესაბამისად, კრიპტო-ინვესტორებისათვის, რომლებიც ეძებენ ისეთ ტოკენებს, რომლებიც არა მხოლოდ დიდი ზრდის იმედს აძლევენ მათ, არამედ სტაბილურობის ნიშნებსაც აჩვენებენ, ლაიტკოინი იდეალური ვარიანტია.

დღესდღეობით საკმაოდ ბევრი ორგანიზაცია იღებს ლაიტკოინს, როგორც გადახდის საშუალებას, რაც მას აქცევს ერთ-ერთ წამყვან ვალუტად კრიპტო ინვესტორებისთვის, რომლებიც ცდილობენ ინვესტირებას კრიპტოვალუტაში რეალურ სამყაროში გამოყენების შესაძლებლობით.

ლაიტკონის ქსელი რჩება ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და ყველაზე ფართოდ მიღებულ ვალუტად სავაჭრო ობიექტებში. ამ ტენდენციის გაგრძელება დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაზრდის ლაიტკოინის ღირებულებას, რასაც ექსპერტებიც ადასტურებენ.

კრიპტო სამყაროში ინოვაციების რბოლა კვლავ საინტერესოდ სანახაობად რჩება. დეველოპერები სხვადასხვა ქსელებში ცდილობენ თავიანთი ქსელის ღირებულების გაზრდას ნებისმიერი გზით. ტრანზაქციის სიჩქარის გაუმჯობესება, ხარჯების შემცირება და სიმდგრადის (ეკოლოგიურად და ტექნიკურად თვალსაზრისით) გაზრდა არის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რომლის მიღწევასაც დეველოპერები ცდილობენ.

ლაიტკოინსაც, რა თქმა უნდა, დიდი წინსვლა აქვს ამ ფრონტზე. LTC შესანიშნავ სიახლეებს სთავაზობს ინვესტორებს. Litecoin Foundation-მა ცოტა ხნის წინ დააანონსა “OmniLite” ის გამოშვება, რომელიც დეცენტრალიზებული ტოკენების შექმნის პლატფორმა იქნება. OmniLite არის გარკვეული სახის პროტოკოლი ლაიტკონის ბლოკჩეინისთვის, რომელსაც წვდომა აქვს ლაიტკოინის შთამბეჭდავ უსაფრთხოებასა და დაბალ საკომისიოებთან.

OmniLite-ის საშუალებით შესაძლებელი იქნება ლაიტკოინ ბლოკჩეინის ბაზაზე სტაბილური მონეტების მოჭრა. მოსალოდნელია, რომ ამ ინოვაციის საშუალებით დეველოპერებს გაუჩნდებათ სტიმული გამოიყენონ ლაიტკოინის ბლოკჩეინი, ისარგებლონ დაბალი გადასახადებით და დამუშავების უფრო სწრაფი დროით, რათა შექმნან სრულიად ახალი ეკონომიკური სისტემა.

როგორ ვიყიდოთ ლაიტკოინი საქართველოდან?

georgia

ლაიტკონით ვაჭრობა დეცენტრალიზებულია, რაც ნიშნავს იმას, რომ მას არცერთი ფინანსური ინსტიტუტი არ აკონტროლებს, ანუ არ აქვს მნიშვნელობა მსოფლიოს რომელ წერტილში ხართ, თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაიწყოთ ლაიტკოინით ვაჭრობა.

საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ნაწილებში, ლაიტკოინით ვაჭრობა სხვადასხვა ბირჟებისა და გაცვლითი კომპანიების საშუალებითაა შესაძლებელი. პირველ რიგში უნდა იპოვოთ შესაბამისი პლატფორმა და მიუთითოს სასურველი თანხა ლარებში, ამის შემდეგ კი პლატფორმა ავტომატურად დათვლის ლაიტკოინების რაოდენობას რომლის შესყიდვაც ამ თანხის სანაცვლოდაა შესაძლებელი. ამის შემდეგ, რაც უნდა გააკეთოთ მხოლოდ ისაა რომ თვალი ადევნოთ ბაზარს და მოპოვებული თანხა ყველაზე ხელსაყრელ მომენტში გამოიტანოთ – მაშინ, როცა ლაიტკოინის საბაზრო ფასი მაქსიმუმს მიაღწევს.

ლაიტკოინის გაყიდვა ზუსტად ისეთივე მარტივი პროცესია, როგორც მისი შეძენა. ლაიტკოინის გაყიდვისას უნდა მიუთითოთ ის სასურველი რაოდენობა, რომლის გაყიდვაც გსურთ, დანარჩენი კი უბრალოდ ალგორითმს მიანდეთ.

პლატფორმის არჩევისას უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ რამდენად კარგ გადამცვლელ კომპანიას შეარჩევთ ფულის დასაბანდებლად. ეს საკითხი ძალიან საყურადღებოა ვინაიდან დაბალი რეპუტაციის მქონე კომპანიამ შესაძლოა საკმარისად კარგად ვერ დაიცვას თქვენი თანხა ან განხორციელდეს ჰაკერული შეტევა სისტემაზე.

მხედველობაში უნდა მიიღოთ ის ფაქტიც, რომ მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიაში ლაიტკოინის ყიდვა და გაყიდვა ბევრად უფრო მარტივი და კომფორტულია. ისევე როგორც სხვა უცხოური კომპანიები, ქართული საიტებიც სთავაზობენ მომხმარებლებს ელექტრონულ საფულეს, სადაც ისინი თავიანთ მფლობელობაში მყოფი კოინების შენახვას შეძლებენ. საფულე კიდევ უფრო გარანტირებულს ხდის იმას, რომ თქვენი შენაძენი უსაფრთხოდ იქნება, ვინაიდან საფულის დაცვა შესაძლებელია კიდევ ერთი პაროლის საშუალებით, ეს კი საქმეს ურთულებს ჰაკერებს. საგულისხმოა ისიც, რომ ამ შეთავაზებების სანაცვლოდ კომპანიები გადასახადებს უწესებენ მომხმარებლებს, რომლებიც ხშირად შეუსაბამოა, ამიტომ სანამ ვალუტის ყიდვას გადაწყვეტთ, კარგი იქნება თუ წინასწარ გამოიკვლევთ და გადაწყვეტთ რომელი პლატფორმის საშუალებითაა უმჯობესი ფულის დაბანდება.