ყველაფერი ტრეიდინგის შესახებ

ყველაფერი ტრეიდინგის შესახებ post thumbnail image

ტრეიდინგი საკმაოდ ფართე ცნებაა და მარტივად რომ ვთქვათ, ეს პროცესი შეიცავს ისეთ ოპერაციებს სადაც საკვანძო ქმედება ვაჭრობაა. თუმცა ტრეიდინგის ვაჭრობასთან გაიგივება არც ისე მართებულია. ვაჭრობა, ეს ბევრად უფრო მრავლის მომცველი ტერმინია რომელიც მეტ წილად დამკვიდრებულია, როგორც ფიზიკურ სივრცეში წარმართულ სავაჭრო აქტივობებთან. ვაჭრობის მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს პროცესი, როცა მომხმარებელი სუპერმარკეტში ყიდულობს პროდუქტს. განსხვავებით ამისგან, ტრეიდინგი გაიგივებულია ისეთ სავაჭრო ოპერაციებთან, რომელიც ხორციელდება ფინანსურ სექტორში და ვირტუალურ სივრცეში. შესაბამისად ტრეიდინგი უკავშირდება აქციებით ვაჭრობა საფონდო ბირჟებზე, სხვადასხვა აქტივების გამოყენებას, კრიპტო თუ ფორექს ვაჭრობას.

ტერმინი სრულიად უკავშირდება საბანკო სისტემას და ვრცელდება ნებისმიერ ვირტუალურ ფინანსურ მარკეტზე. რაც შეეხება მიზანს, ტრადიციული ვაჭრობის მსგავსად, აქაც მთავარი ამოცანაა სარგებლის მიღება. ძირითადად ტრეიდერები შერჩეული აქტივის ფასთა ცვლილების შედეგად ღებულობენ სარგებელს. შესაბამისად ეს არასტაბილური პროცესია. ვალუტის, ფაისანი ქაღალდების, ოქროსა თუ გაზის ფასები მუდმივად ცვალებადია. ტრეიდინგში გამოყენებული სავაჭრო აქტივები გლობალური გამოყენებისაა და მათზე უამრავი გავლენის მქონე ფაქტორი მოქმედებს. შესაბამიად, ფასები ხშირად იცვლება. ტრეიდერების მთავარი ამოცანა კი ფასთა ცვლილების დეტალური დაკვირვება და იმ შანსების მაქსიმალურად გამოყენებაა, რომლებიც მას ფინანსურ სარგებელს მოუტანს. სწორედ აქ იკვეთება ერთ–ერთი საკვანძო განსხვავება ტრადიციულ ვაჭრობასა და ტრეიდინგის ცნებას შორის. მაგალითისთვის ავიღოთ ოქროს აქტივი. ჩვეულებრივი მოვაჭრე ამ შემთხვევაში ფლობს ოქროს გარკვეულ მარაგს, რომლის დამუშავებასა და საბოლოო სახემდე მიყვანაზე თვითონვეა პასუხუსმგებელი. ის ეცნობა მოთხოვნის დონეს და ბაზარზე არსებულ ფასს და სთავაზობს პოტენციურ მომხმარებელს საკუთარ პროდუქტს.

ტრეიდერი კი რომელიც ოქროს ატივებით ვაჭრობს საფონდო ბაზარზე არაა დაინტერესებული ზემოთხსენებულით. პირიქით ის დაინტერესებულია თუ როგორ და რა სიხშირით იცლვება ოქროს ფასი ბაზარზე, რათა მიიღოს ფინანსური სარგებელი ფასთა შორის სხვაობიდან.

დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ ზოგადად, ტრეიდინგის გარშემო არსებულ საკვანძო მოვლენებზე, მონაწილეებსა და იმ მნიშვნელოვან საკითხებზე რაც ტრეიდინგის დაწყებისთვის არის საჭირო. იმისთვის, რომ იპოვოთ თქვენთვის საინტერესო ფინანსური მარკეტი, ტრეიდინგის დასაწყებად, ასევე განვიხილავთ ფორექსის, აქციების და აქტივებით ვაჭრობის მარკეტებს. ეს უფრო ნათელ წარმოდგენას შეგიქმნით იმაზე, თუ რომელი ალტერნატივა შეიძლება შეესაბამებოდეს თქვენს მიზნებსა და ფინანსურ რესურსებს უფრო მეტად.

მთავარი, რაც ტრეიდინგზე უნდა იცოდეთ

გარდა ტრეიდერებისა და მსხვილი საფინანსო კომპანიებისა, რომლებიც ასე ვთქვათ, ტრეიდინგისთვის საჭირო აქტივების წყაროა, პროცესში მონაწილეობენ შუამავლებიც. ძირითადად ესენი არიან სადილინგო ცენტრები, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა ტიპის პლატფორმებს და ტრეიდერებს აძლევენ შესაძლებლობას ჰქონდეთ წვდომა ფინანსურ ბაზარზე. მაგალითისთვის, თუ თქვენ გინდათ დაიწყოთ ვაჭრობა ფორექს ბაზარზე, ამისთვის დაგჭირდებათ პლატფორმა, სადაც დარეგისტრირდებით, განათავსებთ ინვესტიციას და სწორედ ამის შემდეგ მიიღებთ ბაზარზე წვდომას. პლატფორმაზე ტრეიდერს შეუძლია გააკეთოს ბაზრის ანალიზი, დააკვირდეს სხვადასხვა ტრენდებს, თავისთავად აწარმოოს ვაჭრობა და სხვა. თითოეული შუამავალი პლატფორმა განსხვავებულია, თავისი მოთხოვნებით, შესაძლებლობებითა და შეთავაზებებით.

კონკრეტულად, განსხვავებულია მათი დაცულობის დონე. სანამ ონლაინ ფინანსურ ვაჭრობას გადაწყვეტთ, აუცილებელია დააზუსტოთ რომ თქვენს მიერ შერჩეული შუამავალი არის სანდო და ლიცენზირებული. სხვა შემთხვევაში, ტქვენი პირადი ინფორმაცია და ფინანსები საფრთხის ქვეშაა. ასევე საჭიროა გაეცნთ შუამავლის მოთხოვნებს. მაგალითად, რა ტიპის ანგარიშებს გთავაზობთ, რამდენად მრავალფეროვან ფინნსურ აქტივებზე გექნებათ წვდომა, როგორია მათი დეპოზიტის მოთხოვნები, რა დრო და ლიმიტებია განსაზღვრული ფინანსური ტრანზაქციებისთვის და თანხის განაღდებისთვის, აქვს თუ არა პლატფორმას რაიმე დამატებითი ბონუს შეთავაზება და ასე შემდეგ. რათა ამ ყოველივეში დრო დაზოგოთ, ერთ-ერთ კარგ ალტერნატივას წარმოადგენს პრესტიჟული საბროკერო კომპანიების არჩევა, როგორიცაა XM გასაოცარი ბონუსებით და თქვენზე მორგებული შეთავაზებებით. ყოველივე ამაზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად კი დააჭირეთ ღილაკს ქვემოთ:

იმისთვის, რომ დაიწყოთ ტრეიდინგი, საჭიროა გარკვეული ცოდნა და გამოციდლება ფინანსურ სექტორში. ეს არ მოითხოვს უმაღლესი სასწავლების პროგრამებს და დიპლომებს, თუმცა ბაზრის ანალიზის სწორად გაკეთებისთვისა და ტრენდების გამოყენებისთვის, საჭიროა გარკვეული გამოცდილება და განათლება.

ქართველი მოხმმარებლებისთვის ბევრი შუამავლის პლატფორმაა ხელმისაწვდომი და მათი უმეტესობა უცხოური კომპანიებია. საქართველოში მცირეა პლატფორმები რომლებიც რამდენიმე ფინანსურ ბაზარზე ერთდროულად გაძლევენ წვდომას. ამ მხრივ ქვეყანაში მეტ წილად კრიპტო ვალუტით ვაჭრობა უფროა პოპულარული ვიდრე ფორექსით ან ფირმის სავაჭრო აქციებით.

ფინანსური ბაზრები – როგორ შევარჩიოთ ტრეიდინგისთვის?

არსებობს სხვადასხვა სახის ფინანსური ბაზარი და მათგან ყველაზე მეტად პოპულარულია ფორექსით, აქციებით და აქტივებით ტრეიდინგი. დავიწყოთ ფორექსით, რომელიც გულისხმობს სავალუტო წყვილებისა და მათი ფასთა ცვლილების მიხედვით განხორციელებულ სავაჭრო ტრანზაქციებს. კონკრეტულად, ტრეიდერი შუამავლ პლატფორმაზე ირჩევს სასურველ სავალუტო წყვილს, როგორიცაა მაგალითად აშშ დოლარი და ევრო. შემდეგ იწყებს ფასთა დაკვირვებას, აწარმოებს ბაზრის ანალიზსს და სასურველი საფასო მდგომარეობის შემთხვევაში ყიდულობს ან ყიდის არსებულ აქტივს. ფორექს ბაზარი გამოირჩევა მაღალი ლიკვიდურობის კუთხით, რაც მას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის დაინტერესებული საზოგადოებისთვის. ფორექსით ვაჭრობსითვის განსაკუთრებით პოპულარობით სარგებლობს საბროკერო XM რომელიც მრავალფეროვანი შეთავაზებებით გამოირჩევა.

ასევე საკმად პოპულარულია აქციებით ვაჭრობა. ეს ბაზარი განსაკუთრებული დატვირტვით გამოირჩევა, ვინაიდან საქმე ეხება სხვადასხვა საფონდო ბირჟაზე, ათასობით კომპანიის აქციებს, რომელთა ფასები შიდა თუ გარე ფაქტორების გავლენით იცვლება. თუ ფორექს მარკეტზე, ფასთა ცვლილება მეტ წილად მაკროეკონომიკურ ფაქტორებს ეხებოდა, აქციათა ბაზარზე საქმე შიდა გადაწყვეტილებებს ეხება. არსებობს კომპანიათა სია, რომელთა აქციები შედარებით სტაბილურ აქციებად არის მიჩნეული. თუმცა ფასები მათი წლიური შედეგების მიხედვითაც იცვლება, ამიტომ აქ განსაკუთრებული ყურადღება კომპანიის და მისი საქმიანობის კარგად ცოდნას ეხება, ბაზართან მიმართებით.

რაც შეეხება სხვა სახის აქტივებით ვაჭრობას, ეს მოიცავს ისეთი აქტივების ფასთა სხვაობიდან მიღებულ სარგებელს, როგორიცაა ოქრო, ვერცხლი, გაზი, ლითონები და სხვა. ჩამოთვლილილი აქტივები ამ ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადია, რადგან თითოეული მათგანი საერთაშორისო წარმოების და გამოყენებისაა. ფორექსის მსგავსად პოლიტიკურ და მარკოეკონომიკურ ფაქტორებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ აქტივების ბაზარზე ფასის განსაზღვრის კუთხით. დღესდღეისობით ყველაზე აქტიური ნავთობითა და ოქროთი ვაჭრობაა, თუმცა 2023 წლის ახალ ტენდენციად მიჩნეულია აგროკულტურული პროდუქციის ფასებით ტრეიდინგი.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *