Როგორი იქნება ლარი 2023 წელს?
2022 ქართული და მსოფლიო ეკონომიკისთვის ძალიან დატვირთული წელი იყო. პანდემიამ ყველა ქვეყნის ეკონომიკაზე მოახდინა ნეგატიური გავლენა. სახელმწიფოებმა ვალები აიღეს კოვიდთან საბრძოლველად, რამაც გაზარდა ინფლაცია, რადგან ძალიან დიდი რაოდენობით ფული დაიბეჭდა, მაშინ როცა პროდუქტიულობა არ გაზრდილა.
ლარის კურსი საქართველოში ყოველთვის იყო განხილვის თემა. განსაკუთრებით კი მას შემდეგ რაც მსოფლიო კრიზისების ფონზე ძალიან გაიზარდა ფასები. ინფლაციას ასევე ზრდის მიმდინარე ომი უკრაინაში და რუსეთიდან და ბელორუსიდან გაზრდილი შემომსვლელების რიცხვი, ამ თემაზე უფრო ვრცლად ვისაუბრებთ.
Როგორია ლარის კურსის პროგნოზი 2023 წელს? Რას უნდა ველოდოთ და რა მსყიდველუნარიონობა ექნება ჩვენს ვალუტას? იმისათვის რპმ ვუპასუხოთ ამ მთავარ შეკითხვებს, ერთად განვიხილოთ ის მოვლენები რაც პირდაპირ გავლენას მოახდენს ლარზე 2023 წელს.
Რა ზოგადი მოვლენები ახდენს გავლენას ლარის კურსზე?
Მსოფლიოში ვალუტებზე სხვადასხვა რამ ახდენს გავლენას. Მაგალითად ისეთი ქვეყნების ვალუტები როგორებიცაა, კანადა, ახალი ზელანდია და ავსტრალია დიდად დამოკიდებულნი არიან წიაღისეულის ფასებზე. Კანადა ნავთობის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია და ნავთობის ფასის ცვლილება პირდაპირ აისახება კანადურ დოლარზე. Ქართულ ვალუტაზე ნავთობი არაპირდაპირ გავლენას ახდენს რადგან მომხმარებლები ვართ და ჩვენი შემოსავალი სხვა ფაქტორებზეა გადანაწილებული.
Ვალუტებზე ასევე მოქმედებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ფულადი გზავნილები, სავაჭრო დეფიციტი, სამშენებლო ნებართვები და ცენტრალური ბანკების პოლიტიკა.
ლარის კურსის პროგნოზის კეთებისას არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ქართულ ვალუტაზე დამატებით მოქმედებს ისეთი ფაქტორები როგორიცაა: ტურიზმი, სატრანსპორტო გადაზიდვები და სახელმწიფო სესხები.
ფულადი გზავნილები
Ფულადი გზავნილები ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელია ქართული ლარის სიძლიერის, რადგან ქართული ეკონომიკა დიდწილად დამოიდებულია ემიგრანტების გადმორიცხულ თანხებზე.
Საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის მხოლოდ ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობამ 502 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1 398,5 მილიარდი ლარია. Ამასთან, 2022 წლის ოქტომბრის მაჩვენებელი 142.9%-ით (295.3 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის ოქტომბრის მაჩვენებელზე. Გრაფიკზე შეგიძლიათ ნახოთ გზავნილების მზარდი დინამიკა.
Ქართველების ემიგრაციის მაჩვენებელმა იმატა, რაც იმას ნიშნავს რომ უფრო მეტი ადამიანი მიდის საზღვარგარეთ ოჯახის სარჩენად, შედეგად უფრო მეტი უცხოური ვალუტა შემოდის ქვეყანაში, რასად დადებითი ეფექტი აქვს ლარზე.
Მოსალოდნელია რომ მზარდი დინამიკა 2023 წელსაც შენარჩუნდება.
Სავაჭრო დეფიციტი
Სავაჭრო დეფიცი ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია ვალუტის კურსის პროგნოზის გასაკეთებლად. Საქართველო პროდუქციის დიდ ნაწილს უცხოეთიდან იღებს.
Ბევრს ჰგონია რომ იმისათვის რომ ეკონომიკა გაიზარდოს, აუცილებელია ქვეყანაში ყველაფერი ვაწარმოოთ და თვითკმარი საზოგადოება გავხდეთ. Რაც არასწორი მიდგომაა. Მაგალითად საქართველოში ადვილად შეიძლება ღვინის წარმოება. Თუ ვაზს გავჩეხავთ და ბანანის ხეებს დავრგავთ თვითკმარობის მოტივით, შედეგი უარყოფითი იქნება. Მსგავსად, თუ ბანანის მწარმოებლები ვენახებს ჩაყრიან, შედეგი არ ექნებათ. Გამოსავალი იმაშია რომ ყველამ ის აწარმოოს რაც ეხერხება და შემდეგ პროდუქტი გაცვალონ ვაჭრობის დახმარებით. Როგორც ადამ სმიტი იტყოდა, ვაჭრობა ყველას მდგომარეობას აუმჯობესებს.
Პრობლემა ის არ არის რომ ყველაფერს არ აწარმოებთ, ეს არც უნდა იყოს მიზანი. Პრობლემა ისაა რომ ნეგატიური სავაჭრო ბალანსი გვაქვს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმაზე მეტ პროდუქტს მოვიხმართ ვიდრე ვაწარმოებთ.
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის პირველ 9 თვეში 5.4 მილიარდი აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.8 % შეადგინა. Აღსანიშნავია რომ, 2021 წლის 9 თვის მონაცემთან შედარებით, სავაჭრო დეფიციტი 1.32 მილიარდი ამერიკული დოლარით არის გაზრდილი.
Სავაჭრო ბალანსის გაზრდაში წვლილი რუსეთიდან და ბელორუსიდან მომატებულმა შემომსვლელებმაც შეიტანეს. Ამ ახალგაზრდების უმეტესობა მიეკუთვნება ისეთი ადამიანების კატეგორიას რომელსაც სურს ომში გაზვევას თავი აარიდოს, ამასთან შეუძლია გამოიმუშაოს თანხა ონლაინ. Უმეტესობა ოფიციალურ სტატისტიკაში არ ფიქსირდება როგორც საშემოსავლოს გადამხდელი, თუმცა, ყოველ ჯერზე როცა მაღაზიაში პროდუქს ყიდულობს, ქართულ ბიუჯეტში შეაქვს თანხა.
Პროდუქციის გაყიდვები გაზრდილია, მიუხედავად გაზრდილი ფასებისა, რაც იწვევს სავაჭრო დეფიციტის გაზრდას.
ტურიზმი
Ტურიზმი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ქართულ ეკონომიკაში. Საერთაშორისო ვიზიტორები ხელს უწყობენ რეგიონების განვითარებას. Ამასთან, საქართველო უნიალურია იმითაც რომ გვაქვს ზამთრის ისევე როგორც საშემოდგომო და საზაფხულო ტურიზმი. Თუ პროდუქციის ადგილზე გაყიდვა გაიზრდება, ნეგატიური სავაჭრო ბალანსი ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდება.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემების თანახმად, 2022 წლის ნოემბერში, საქართველოში 471,165 საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა,, ზრდა წინა წლის ნოემბერთან შედარებით +160.4%-ია. Აღსანიშნავია რომ კოვიდის დროს შეჩერებული ტურიზმის ინდუსტრია აღდგენის პროცესშია და 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემომსვლელთა ვიზიტები 70%-ით აღდგა.
Პირველი 11 თვის მონაცემებით საქართველოში 5 მილიონ ტურისტამდე შემოვიდა. Მოსალოდნელია რომ 2023 წელს აღდგენის დინამიკა გაგრძელდება. Შემომსვლელების გაზრდილი მაჩვენებელი ლარის კურზე დადებითად იმაქმედებს და მეტად გამყარების წინაპირობა გაჩნდება.
Ამასთან უნდა გვახსოვდეს რომ ტურიზმი, სავაჭრო ბალანსი და ფულადი გზავნილები მხოლოდ ერთი ასპექტია და სხვა ფაქტორების განხილვაც მოგვიწევს სრულფასოვანი ვალუტის კურსის პროგნოზირებისათვის.
Რა დამატებითი მოვლენები მოქმედებს ლარზე?
Ტრადიციულ ფაქტორებზე დამატებით 2023 წელს ახალი ფაქტორები განაგრძობს მოქმედებას. Ეს ფაქტორებია ომი უკრაინაში, გაზრდილი მიგრაცია რუსეთიდან და ბელორუსიდან და საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკა.
Მიგრანტები რუსეთიდან და ბელორუსიდან
Როგორც უკვე აღვნიშნეთ, რუსეთიდან და ბელორუსიდან შემომავალი ადამიანები იმ კატეგორიას მიეკუთვნებიან, რომელთაც აქვთ გარკვეული დანაზოგი ან შეუძლიათ იმუშაონ ონლაინ. Ის ადამიანები ვისაც ფინანსურად არ შეეძლო ქვეყნის დატოვება, დარჩა.
Ამასთან, უნდა ითქვას რომ ისეთ ქვეყნებში როგორიცაა საქართველო, სომხეთი და ყაზახეთი, საშუალო შემოსავლის მქონე პირები შემოდიან. Მაღალი შემოსავლის პირები ევროპის და ამერიკის კონტინენტის ქვეყნებში მიგრირდებიან.
Მიგრანტები რუსეთიდან არ არიან ტურისტები და შესაბამისად სხვა ეფექტი აქვს ამ პროცესს ეკონომიკაზე. Ისინი უფრო დიდი პერიოდით რჩებიან საქართველოში და უფრო ხანგრძლივად ქირაობენ ან სულაც ყიდულობენ ბინებს. Გაზდილი მიგრანტების რიცხვი ზრდის ინფლაციას, განსაკუთრებით საკვებსა და სახლებზე.
Ასევე, უნდა აღინიშნოს რომ გაზრდილი მიგრაცია ამყარებს ქართულ ლარს და ზრდის საქართველოს ბიუჯეტს. Როგორც უკვე ავღნიშნეთ, შესაძლოა მიგრანტების უმეტესობა არ იბეგრება საშემოსავლო გადასახადით, თუმცა ყოველ ჯერზე როდესაც ისინი მაღაზიაში პროდუქტს ყიდულობენ, იხდიან გადასახადს ბიუჯეტში.
Ისიც უნდა აღინიშნოს რომ უამრავი კომპანია ფუძნდება შემოსული მიგრანტების მიერ. Საბოლოოდ შეიძლება ითქვას რომ ქართული ეკონომიკისთვის დადებითი ეფექტი აქვს და ლარის გამყარებას უწყობს ეს პროცესი ხელს. Სავარაუდოა რომ ამ საქართველოში ომს თუ სანქციებს გამოქცეულ მიგრანტებს 2023-შიც დადებითი ეფექტი ექნება ქართულ ვალუტაზე.
Კოვიდი, ომი უკრაინაში და მსოფლიო ინფლაცია
ვალუტის კურსის პროგნოზის გაკეთებისას, არ უნდა დაგვავიწყდეს ფართო სურათი. Უკრაინაშ ომამდე კოვიდმა მნიშვნელოვნად დააზარალა მსოფლიო ეკონომიკა, მათ შორის საქართველო.
Კოვიდმა გამოიწვია დიდი ჩაკეტვები, რამაც შეაფერხა პროდუქციის წარმოება. Კოვიდთან საბრძოლველად ქვეყნებმა დაიწყეს ვალის აღება. Არ დაგვავიწყდეს რომ დღევანდელი ფული არაფრით არის მხარდაჭერილი. Ბანკებს შეუძლიათ უსასრულო რაოდენობის ფულის ბეჭვდა, თუმცა თუ საკმარისი პროდუქტი არ არის ბაზარზე, ფული საშინლად გაუფასურდება.
Კოვიდის შემდგომმა ფულის ხარჯვამ და შემცირებულმა წარმოებამ გამოიწვია მაღალი ინფლაცია. Რასაც მოჰყვა ომი უკრაინაში.
Ომი ზრდის ფასებს უფრო მეტად რადგან რუსეთიც და უკრაინაც ძალიან აქტიური მონწილეები არიან მსოფლიო ეკონომიკის. Რუსეთი ნომერ მეორე ქვეყანაა მსოფლიოში ნავთობ პროდუქტების წარმოებით და ძალიან მდიდარია ბუნებრივი რესურსებით.
Უკრაინა აწარმოებს დიდი რაოდენობით ხორბალს და აგრო პროდუქტებს. Ომმა ორივე მიმართულებით პრობლემები შექმნა. Გაიზარდა სსასუქების და ხორბლის ფასები. Რუსეთი სასუქების ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელია.
Ასევე ძალიან გაიზარდა დიზელის ფასი, რადგან ტანკები და მძიმე ტექნიკა ძირითადად დიზელზე მუშაობს. Დიზელზე მუშაობს სოფლის მეურნეობაც, იგულისხმება ტრაქტორები და ტრანსპორტირება, რაც ასევე აძვირებს საკვებს.
Საქართველო ამ პროცესებიდან განყენებული ვერ იქნება. Როგორც უკვე აღინიშნა, საქართველო ძლიერ დამოკიდებულია უცხოეთიდან შემოტანილ პროდუქციაზე და ამასთან გაზრდილი ნეგატიური სავაჭრო ბალანსი გვაქვს.
2023 წელს მოსალოდნელია ინფლაციური პროცესების გაგრძელება, თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა ისეთი აგრესიული ტემპებით მოხდეს ეს როგორც 2022-ში.ზამთარი ტრადიციულად დიდი დატვირთვით გამოირჩევა ენერგო რესურსებზე, შესაბამისად, სავარაუდოა რომ გაზაფხულის დადგომასთან ერთად, გაზისა და ნავთობის ფასიც დარეგულირდება.
2023 წელს კოვიდი გაცილებით ნაკლებად იქნება ფაქტორი ვიდრე წინა წლებში. Პერიოდულად ვხედავთ ავადობის ზრდას, თუმცა ეკონომიკური აქტივობის შეჩერება და პროდუქტიულობის დაზიანება ნაკლებად სავარაუდოა. კოვიდი ლარზე ეფექტის თვალსაზრისით ნაკლებად იქნება ფაქტორი 2023 წელს.
საქართველოს ეროვნული ბანკის რეაქცია
Ინფლაციაზე ბევრი ვისაუბრეთ. Რაც ლარის კურსის პროგნოზის გასაკეთებლად აუცილებელი პირობაა, რადგან ინფლაცია განსაზღვრავს ეროვნული ბანკის პოლიტიკას.
Საქართველოს ეროვნული ბანკი იმისთვის არ შექმნილა რომ გაგვამდიდროს, გაგვაღარიბოს, ხელფასები მოგვიმატოს ან ბიუჯეტი შეავსოს. Საქართველოს ეროვნული ბანკი შეიქმნა იმისთვის რომ ინფლაციის დონე შეინარჩუნოს მიზნობრიობის ფარგლებში და შესაბამისად უზრუნველყოს ეროვნული ვალუტის სტაბილურობა.
Როგორ ასრულებს ბანკი თავის ფუნქციას, გამოიყენება თუ არა პოლიტიკური მიზნებით და საერთოდ ღირს თუ არა მისი შენარჩუნება, წალკე თემაა.
Საქართველოს ეროვნული ბანკის მიზნობრივი გრძელვადიანი ინფლაციის დონე 3%-ია. Რიც ნიშნავს რომ თუ ფასები წელიწადში 3%-ზე მეტად იზრდება, ბანკი შეეცდება ვალუტა გაამყაროს და ინფლაცია შეამციროს, ხოლო თუ 3%ზე ნაკლებია ინფლაცია, მეტ ლარს უშვებს მიმოქცევაში.
Ქართული ლარი დიდი ხანია ამოვარდნილია მიზნობრივი ინფლაციიდან. Ლარის კურსზე პოლიტიკოსები საუბრობენ უფრო ხშირად ვიდრე პროფესიონალები. Როცა ეროვნული ვალუტა მყარდება, მთავრობა საკუთარ დამსახურებად მიიწერს, როცა უფასურდება, მცურავ კურსს აბრალებენ.
Ამასთან უნდა ითქვას რომ ეროვნული ბანკი შესამჩნევ ჩარევებს ახორციელებს და 2023 წელს მისი პოლიტიკა ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი იქნება ვალუტის კურსის.
Ქართულ ლარზე ბევრი პოზიტიური ზემოქმედება ქონდა გადმორიცხვების ზრდას, ტურიზმის აღდგენის ტენდეციასა და რუსი/ბელორუსი მიგრანტების შემოსვლას. Თუმცა, ლარის გამყარება რადიკალურად მძაფრი არ ყოფილა. Ამის მიზეზი ისაა რომ ეროვნულმა ბანკმა მეტი ლარის გამოშვება და მიმოქცევიდან დოლარისა და ევროს შესყიდვა დაიწყო.
2022 წლის 31 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. Რეზერვებმა 4.385,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
Ეროვნულ ბანკს რომ დოლარის შესყიდვა არ დაეწყო, ლარი უფრო მყარი იქნებოდა. Ბევრმა შესაძლოა ეს მტრულ ნაბიჯად მიიღოს და იფიქროს რომ ცენტრალურ ბანკს ჩვენი გაღარიბება უნდა, თუმცა, სინამდვილეში, როგორც უკვე აღინიშნა, ბანკს არც ჩვენი გაღარიბება და არც გამდიდრება სურს.
Ცენტრალური ბანკი ცცდილობს სავალუტო რყევები შეამციროს. Ეკონომიკისთვის მთავარი სტაბილური ვალუტაა და არა მერყევი. Როცა ვალუტა მიზნობრივი ინფლაციის დონეშია მოქცეული, ბიზნესი ადვილად გეგმავს მომავალს. Ბიზნესი კი ჯანსაღი ეკონომიკის უმთავრესი მონაწილეა.
Წარმოიდგინეთ რომ გაქვთ ბიზნესი. Გამოგაქვთ სესხი, როცა ვალუტა სტაბილურია შეგიძლიათ ადვილად დათვალოთ 5,10, 15 წლის რისკები და დასახოთ განვითარების გეგმები. Ნედლეულის ყიდვისას პრობლემები არ გექმნებათ, მოსახლეობას თქვენი პროდუქტის ყიდვისას პრობლემა არ ექმნებათ, რადგან ყველაფერი სტაბილურია, მათი შემოსავლების და ხელფასების ჩათვლით.
Ახლა კი ვნახოთ მეორე სცენარი, როდესაც ინფლაცია მაღალია და გარემო არასტაბილური. Გიწევთ ნედლეულის ერთ ფასში შეძენა, შემდეგ ფასების ხშირი ცვლა, ვერ გეგმავთ მომავალს, რადგან არ ხართ დარწმუნებული როგორი მსყიდველუნარიანობა ექნება მყიდველს.
Ეროვნული ბანკი ცდილობს სტაბილურობა შეინარჩუნოს. Როცა ლარის მსყიდველუნარიანობა მკვეთრად იზრდება, ბანკის ლარის მიწოდებას ზრდის. Ძირითადად ამას საპროცენტო განაკვეთის დაწევით და სესხებზე ხელმისაწვდომობის გაზრდით აღწევს. Ასევე, ხდება უცხოური სავალუტო რეზერვების შევსება, როგორც 2022 წლის მაგალითში მრავლად შეგვხვდა.
Როდესაც ლარი მკვეთრად უფასურდება, ეროვნული ბანკი იწყებს რეზერვების გაყიდვას და საპროცენტო განაკვეთი გაზრდას.
Თუ 2023 წელს ეროვნული ბანკი საკუთარ ფუნქციას ნორმალურად შეასრულობს და არ ეცდება სიტუაციის გამოყენებას რეზერვების უფრო მეტად გასაზრდელად, შესაძლოა ლარის გამყარების ტენდენცია გაგრძელდეს, რაც მოსალოდნელ ინფლაციურ შოკებს შეუმცირებს მოსახლეობას.
Არ უნდა დაგვავიწყდეს რომ 2023-ში მაღალი ინფლაცია კვლავ მოსალოდნელია. Სანამ უკრაინაში ომია, ინფლაცია შენარჩუნდება, თუმცა, ომის დასრულებასაც არ მოჰყვება მყისიერი დეფლაცია. Უკრაინის დიდ ნაწილ აღდგენა დასჭირდება, რასაც მსოფლიო რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა. Არ უნდა დაგვავიწყდეს რომ დედამიწაზე რესურსები ლიმიტირებულია, გარდილი მოთხოვნა იწვევს ფასების მატებას.
Რატომ არის მცირე ინფლაცია მისაღები?
Მსოფლიოს ყველა ცენტრალური ბანკი ცდილობს მცირე ინფლაციის დონე შეინარჩუნოს. Ძირითადად ეს დონე წლიურ 2-4% პროცენტში მერყეობს. Რატომ არ ცდილობენ ბანკები დეფლაციას? Და რატომ მაინცდამაინც 2-4%?
Წარმოვიდგინოთ რომ მსოფლიოში არსებობს სულ 100 სახლი და ადამიანებს ვისაც სახლის ყიდვა უნდათ სულ აქვთ 100 ლარი. Თითო სახლი ღირს 1 ლარი. Ამ შემთხვევაში ადამიანები მოახერხებენ სახლების ყიდვას. Მაგრამ რა მოხდება თუ გამოჩნდება მშენებლების ბრიგადა და მეორე წელს ააშენებს კიდევ 100 სახლს? Გაჩნდება მეტი პროდუქტი, მაგრამ თანხა დარჩება სასრული.
Შესაძლოა ბუნებრივი რესურსები სასრულია დედამიწაზე, მაგრამ ადამიანის კრეატიულობა და სიმდიდრის შექმნის უნარი არ არის სასრული. Ადამიანი მუდმივად ზრდის ქონებას და იმისათვის რომ სხვა ადამიანებს შეეძლოთ ამ ქმნილებების ყიდვა, სასურველია არსებობდეს მცირე, სტაბილური ინფლაცია.
Პრობლემა ჩნდება მაშინ როდესაც მთავრობები თუ ეროვნული ბანკები არასწორად იყენებენ მონეტარულ პოლიტიკას. Ბეჭდავენ დიდი რაოდენობით თანხას, იწვევენ დიდ ინფლაციას და ძარცვავენ მოსახლეობას. Ბევრის აზრით, ის დადებითი რაც ეროვნულ ბანკებს შეუძლიათ მოიტანონ ანულირებულია იმ ზიანით რაც მათ მოაქვთ.
ლარის კურსის დინამიკა სხვა ვალუტებთან მიმართებაში
Ლარის პროგნოზზე საუბრისას, ლარი როგორც ცალკე მდგომი ვალუტა არ უნდა განვიხილოთ. Საქართველოში მთავარი სავალუტო წყვილებია ლარი დოლართან და ლარი ევროსთან მიმართებაში.
დოლარის კურსი
Იმისათვის რომ დავადგინოთ როგორი იქნება დოლარის კურსი ლართან, აუცილებელია გავაკეთოთ დოლარის კურსის პროგნოზი. Გრაფიკზე ნაჩვენებია დოლარის ინდექსი.
Დოლარის კურსის ინდექსი იგივე DXY, მიიღება დოლარის მიმართების გაზომვით სხვადასხვა მთავარი ვალუტების კალათასთან. Ეს კალათა მოიცავს ისეთ ვალუტებს როგორიცაა: ევრო, ბრიტანული ფუნტი სტერლინგი, კანადური დოლარი, შვეიცარული ფრანკი, შვედური კრონა და იაპონური იენი. Ფორმულაში მთავარ როლს ევრო დოლარის დამოკიდებულება ასრულებს.
Გრაფიკზე ვხედავთ რომ 2022 წელი გამოირჩეოდა დოლარის გამყარებით მსოფლიოში, თუმცა, წლის ბოლოსთვის გაუფასურება დაიწყო. Სავარაუდოა რომ 2023-ში დოლარი გამყარების ტენდენციაში ნაკლებად იქნება და უფრო გარკვეულ დონეებს შორის იმოძრავებს. Შესაძლოა დოლარის 2022-ის ბოლოს დაწყებული მცირედი გაუფასურების ტენდენცია 2023-შიც გაგრძელდეს.
Შესაბამისად, სავარაუდოა რომ ამას დადებითი ეფექტი ექნება ჩვენს ვალუტაზე და დოლარის კურსი ლართან მიმართებაში მეტად დასუსტდება.
დოლარის კურსი ლართან მიმართებაში – ქვემოთ გრაფიკზე შეგიძლიათ ნახოთ დოლარისა და ლარის 10 წლიანი ურთიერთობის დინამიკა. 2020-დან 2022-მდე ლარი მაქსიმალურად იყო გაუფასურებული, თუმცა, 2022-ის ბოლოს გამყარება დაიწყო. Ზემოთ მოყვანილმა ფაქტებმა, როგორიცაა ტურიზმის აღდგენის დინამიკა, გზავნილების გაზრდა და რუსული და ბელორუსული ფულის ქვეყანაში შემოსვლა დადებითად აისახა ეროვნულ ვალუტაზე.
Სავარაუდოა რომ 2023-ში, თუ ეს ტენდენციები გაგრძელდა, ლარის კურსი დოლართან მოექცეს 2.50 – 2.8-ის ფარგლებში.
ევროს კურსი
Დროა ვისაუბროთ როგორი იქნება ევროს კურსი ლართან მიმართებაში. Ბევრი ქართველი მუშაობს ევროპაში და 2022-ში ევროს გაუფასურებამ დოლართან და სხვა მთავარ ვალუტებთან მიმართებაში ძალიან დააზარალა მათი შემოსავალი. Გაზრდილ ინფლაციას დაემატა დასუსტებული ევროს ვალუტის დინამიკა.
Გასაკვირი არარის რომ ევრო ასე დასუსტდა. Რუსეთი და უკრაინა ევროპის კონტინენტის ორი უდიდესი ქვეყანაა. Მათ შორის ბრძოლები აისახება პირველ რიგში ევროზე, რადგან ევროკავშირი მჭიდროდ იყო ჩართული რუსეთთან ვაჭრობაში. Ამასთან ომის მიმდინარეობისას ევროპა ფინანსურად ეხმარება უკრაინას. Ინვესტორებს ჰქონდათ მოლოდინი რომ გაზის და ნავთობის მოთხოვნის დაკმაყოფილება გაუჭერდებოდა ევროკავშირს და დაიწყეს ევროს მასიური გაყიდვა. Შედეგად ევრო დოლარზე ნაკლებად ივაჭრებოდა მსოფლიოში.
Გრაფიკზე ხედავთ ევროს ინდექსს, რომელიც დათვილია ევროს მთავარ ვალუტებთან: ამერიკულ დოლართან, ინგლისურ სტერლინგთან, იაპონურ იენასთან და შვეიცარიულ ფრანკთან მიმართებაში.
Გრაფიკზე ჩანს დაღმავალი ვალუტის კურსის დინამიკა, თუმცა, 2022 წლის ბოლოს, ვალუტამ გამყარების ტენდენცია აჩვენა. Სავარაუდოდ ევრო ზამთრის პერიოდში დოლარის ღირებულებასთან ახლოს დარცება, თუმცა, გაზაფხულის მოსვლასთან ერთად, უნდა ვერლოდეთ ევროს გამყარებას. Მიზეზი ისაა რომ სითბოს მოსვლასთან ერთად იკლებს გაზზე დამოკიდებულება. Ევროპა გათხევადებულ გაზზ ყიდულობს მას შემდეგ რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში. Ეს ენერგო რესურსი კი უფრო ძვირი ჯდება რადგან გათხევადება, ტანკერებში ჩატვირთვა და ტრანსპორტირება დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული.
ევროს კურსის პროგნოზი 2023 წლისათვის არის პოზიტიური, იქიდან გამომდინარე რომ ევროპამ მოახერხა ყველაზე რთული მომენტის გადალახვა. Მათ ააშენეს გაზის და ნავთობის საცავები და შეამცირეს რუსეთზე დამოკიდებულება.
Სავარაუდოა რომ ზამთრის შემდეგ, თუ ვსაუბრობთ რომ დოლარი მოექცევა 2.50 – 2.80 -ის ფარგლებში, ევროს კურსი საქართველოში მოექცეს 2.70 – 3.20 -ის ფარგლებში.
ამასთან , უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინაში ომის პოზიტიური განვითარება ევროს გაძლიერებას შეუწყობს ხელს. Რაც უფრო გაიწელება ომი, მით მეტი რესურსების დახარჯვა მოუწევს ორივე მხარეს. Ბიუჯეტის დიდი ნაწილი მიემართება სამხედრო აღჭურვაზე და ჰუმანიტარულ დახმარებაზე, რასაც მოჰყვება სოციალური უკმაყოფილება ევროპის ქვეყნებში.
Ომი რესურსების და საბრძოლო სულისკვეთების დაპირისპირებაა. Დასავლეთის შეიარაღება გაცილებით დიდია რუსულზე, თუმცა, მიმდინარე კონფლიქტი ძირითადად ისეთი ტიპის იარაღის გამოყენებას ითხოვს, როგორიც არის არტილერია, რისი დიდი მარაგებიც დასავლეთს არ აქვს. Უკრაინისთვის მხარდაჭერის გასაგრძელებლად, მათ დიდი ფულადი რესურსების დახარჯვა მოუწევთ.
Მეტი რესურსი ომზე ნიშნავს ნაკლებს ეკონომიკურ ზრდაზე. Საბოლოოდ, ევროსა და დოლარის სიძლიერე დამოკიდებულია რამდენად მალე დასრულდება უკრაინაში ომი და დაიწყება ქვეყნის აღდგენა.
Რა მოუვა ლარს თუ ომი 2023-ში დასრულდა?
Პირველ რიგში უნდა ითქვას რომ ომის დასრულება სასურველი შედეგი იქნება ყველასთვის, რადგან სანამ ომია, არა მარტო უამრავი ადამიანი იღუპება, მსოფლიოში მაღალია ინფლაცია.
Თუ ომი 2023 წელს დასრულდა, ლარზე მოიხსნება ის პოზიტიური ეფექტი რაც მოჰყვება რუსული ფულის შემოსვლას, თუმცა ომის დასრულება ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს საქართველოს.
Უკრაინის აღდგენის პროცესი ახალ განვითარებას მოიტანს ჩვენს სამეზობლოში. Გაიზრდება წარმოება და ვაჭრობა.
2022-ში ლარს მხოლოდ ინფლაცია შეეხო. Ევროპას კი ევროს გაუფასურებასთან ერთად მაღალ ინფლაციასთან უწევს გამკლავება. Თუ მსოფლიო ინფლაცია შეჩერდება, ქართული ლარის მსყიდველუნარიანობაც აიზრდება.
Შეჯამება
Რომ შევაჯამოთ, ლარის კურსი დღეს დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე. Იმის გარდა რომ არსებობს ისეთი ტრადიციული ფაქტორები როგორებიცაა: სავაჭრო ბალანსი, ინვესტიციები, გადმორიცხვები, ტურიზმი, სამთავრობო სესხების ათვისება და ეროვნული ბანკის პოლიტიკა, 2023 წელს ლარის კურსი დამოკიდებული იქნება ისეთ მოვლენებთან როგორიცაა ომი უკრაინაში და მსოფლიო ინფლაცია.
Ომი ქართულ ლარზე მრავალი გზით ახდენს გავლენას. Საქართველოში გაზრდილია ომს და სანქციებს გამოქცეული შემომსვლელების რიცხვი რუსეთიდან და ბელორუსიდან. Მათი ხარჯები ეხმარება ლარს გამყარებაში.
Იმ ფაქტორების გათვალისწინებით რომ გაზრდილია გადმორიცხვები და ქართველების უცხოეთში წასვლის სტატისტიკა, ტურიზმი 70%-ით დაუბრუნდა კოვიდის წინანდელ პერიოდს 2022-ში და ეროვნულმა ბანკმა უკვე დააგროვა ეკორდული რეზერვები, 2023 წელს დოლარის კურსი საქართველოში იმოძრავებს 2.50 – 2.80 – ის ფარგლებში. Ამასთან, აუცილებელი პირობაა რომ ეროვნულმა ბანკმა ხელოვნურად არ შეაფერხოს ლარის გამყარების პროცესი და არ დაიწყოს ლარის დიდი რაოდენობით ბეჭვდა.
Რაც შეეხება ევროს, სავარაუდოა რომ ზამთრის განმავლობაში ევრო და დოლარი დაახლოებით მსგავსი ღირებულების იქნება. Გაზაფხულის მოსვლასთან ერთად კი ევროს გამყარებაა მოსალოდნელი. Ევროს შეუძლია დოლარზე 15-30 თეთრით მეტი ღირდეს. Სავარაუდოა რომ ზამთრის გავლის შემდეგ, ევრო ლართან მიმართებაში მოექცევა 2.70 – 3.20 -ის ფარგლებში.
Უკრაინაში ომის დასრულებას შესაძლოა მოჰყვეს რუსეთიდან და ბელორუსიდან შემოსული მოსახლეობის უკან დაბრუნება და შესაბამისად, ლარის გამყარებაზე პოზიტიური ეფექტის მოხსნა.