ჩინეთსა და საქართველოს შორის ახალი სატრანზიტო სავაჭრო ხელშეკრულება გაფორმდა

ჩინეთსა და საქართველოს შორის ახალი სატრანზიტო სავაჭრო ხელშეკრულება გაფორმდა post thumbnail image

საქართველოს საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვს ჩინეთთან, განსაკუთრებით როცა საქმე სავაჭრო ინდუსტრიას ეხება. ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სხვადასხვა ტიპის პროდუქციის ექსპორტი და იმპორტი საქართველოსა და ჩინეთს შორის. ახლახანს კი ქვეყნებმა სატვირთო გადაზიდვების შესახებ ახალი შეთანხმება გააფორმეს. სწორედ ამ ყოველივეზე ვისაუბრებთ ქვემოთ.

ჩინეთისა და საქართველოს ახალი სავაჭრო შეთანხმება

რამდენიმე დღეა რაც საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის გაფორმდა ახალი ხელშეკრულება, სახელწოდებით მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ. ეს შეთანხმება ორივე ქვეყანაში, ჩინეთსა და საქართველოში რეგისტრირებული გადამზიდებისთვის ახალი ტრანზიტული კვოტების შემოღებას ითვალისწინებს. როგორც საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, ახალი შეთანხმებით და განახლებული კვოტებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება და გამარტივდება ქართული ლოგისტიკური კომპანიებისთვის ოპერირება ჩინეთში, რაც ამასთანავე ამ ქვეყანაში ბიზნესის წარმოებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის.

აღსანიშნავია, რომ ახალი შეთანხმება მხოლოდ სახმელეთო გზით შესრულებულ გადაზიდვებს ეხება. კერძოდ, შეთანხმებით იქმნება ახალი შესაძლებლობა რომ ქართულმა ლოგისტიკურმა კომპანიებმა პირდაპირ ჩინეთის ტერიტორიაზე განახორციელონ სატრანსპორტო ოპერაციები რაც თავისთავად გულისხმობს შუა დერეფნის პირობების გაუმჯობესებას. ეს ასევე იმუშავებს როგორც წამახალისებელი ფაქტორი ჩინური და ქართული ლოგისტიკური კომპანიებისთვის.

თუმცა ლოგისტიკურ სფეროში ოპერირებადი კომპანიების გარდა ახალი შეთანხმება მომგებიანი იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის. ეს ყველაფერი დადებითად აისახება საქართველოსთვის, როგორც საერთაშორისო მარშრუტების განვითარების შესაძლებლობა და ამასთან დამატებითი ფინანსური გზების მოძიების შანსი. საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გურამ გურამიშვილის განცხადებით, საქართველოსთვის ამ კონკრეტულ მომენტში პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია ახალი შეთანხმების საფუძველზე ხელი შეუწყოს სატრანსპორტი მარშრუტების განვითარებას და ჩინეთსა და საქართველოს შორის შეუფერხებელი მიმოსვლის განვითარებას, რაც მოიცავს მეტი ტვირთნაკადის მოზიდვასაც. ეს კი ბუნებრივად გაზრდის ინვესტიციების მოზიდვის პერსპექტივასა და რაოდენობას საქართველოში, და ქვეყანაში მოქმედი გადამზიდველებისთვის.

ჩინეთისა და საქართველოს შორის არსებული სატრანზიტო ქსელი 2023 წელს

რაც შეეხება შეთანხმებამდე არსებულ მდგომარეობას, თუ 2023 წლის ბოლო მონაცემებს გადავხედავთ, საქართველოსა და ჩინეთს შორის სახმელეთო ისევე როგორც საზღვაო გზით განხორციელებული სატრანსპორტო გადაზიდვების რაოდენობა გაზრდილია და ტრანსპორტირებული საქონლის საერთო ჯამი დაახლოებით 529 ათას ტონას მოიცავს.

ეს კი 2022 წლის მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით 4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ახალი შეთანხმებით კი მოსალოდნელია ამ მაჩვენებლის ზრდა და კიდევ უფრო მეტი ქართული თუ ჩინური ლოგისტიკური კომპანიის ჩართვა ამ ინდუსტრიაში. დადებითი მაჩვენებლები ისახება ექსპორტისა და იმპოტის მხრივ, რომელიც 2023 წლის მსგავსად პოზიტიური ცვლილებებით გამოირჩეოდა წინა წლებშიც, არა მარტო სატრანზიტო არამედ სხვა პროდუქციის კუთხითაც, მათ შორის ადგილობრივი საქონლის მხრივ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *