მთავრობის შეხვედრა ბიზნესის წარმომადგენლებთან
ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მთავრობის წარმომადგენლება გამართეს შეხვედრა ბიზნეს ოპერატორებთან საქართველოში. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ბიზნესის არსებული გამოწვევები, კორონავირუსის გავრცელება საქართველოში და მისი გავლენა ბიზნესის წარმოამდგენლებზე.
შეხვედრა განხორციელდა საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას დავალებით. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა, მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით. ბიზნესის მხრიდან, შეხვედრას ესწრებოდნენ სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები.
ეკონომიკის მინისტრმა და ფინანსთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერთან ერთად, ბიზნესის წარმომადგენლებთან განიხილეს არსებული რეგულაციები. შეხვედრისას დრო ასევე დაეთმო ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, კორონავირუსის გვარცელების სწრაფ დინამიკას და არსებული რეგულაციებისა და შეზღუდვების გავლენას ბიზნეს სექტორზე.
როგორც შეხვედრისას აღინიშნა, ვირუსის სწრაფი გავრცელების გამო, საკმაოდ რთული გახდა არსებული რეგულაციების დაცვა. შეხვედრისას კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ე.წ. სრული “ლოქდაუნი” ამ ეტაპზე არ იგეგმება. როგორც მთავრობის წარმომადგენლება განაცხადეს, ამ ეტაპზე, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი მთავრობისთვის გახლავთ სწორედ სამუშაო ადგილების შენარჩუნება.
ასევე, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა შეხვედრა, სადაც განიხილეს კორონავირუსის გავრცელების შემცირების მხრივ არსებული შეზღუდვები. ასევე, საკოორდინაციო საბჭომ იმსჯელა შეზღუდვების გამკაცრებაზეც. როგორც აღნიშნეს, არ იგეგმება სრული “ლოქდაუნი”, მაგრამ იქნება მცირე შეზღუდვები.
შეზღუდვების სიმკაცრე
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებების თანახმად, სპეციალურმა უწყებამ იმსჯელა სამომავლო შეზღუდვებზე საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის მიმდინარეობისას. როგორც ის აცხადებს, ძირითადად სამი სახის შეზღუდვებზე ისაუბრეს. ესენია, მსუბუქი, საშუალო და ძლიერი შეზღუდვები.
როგორც ტიკარაძემ განაცხადა საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ, შეზღუდვების ამოქმედება ძირითადად დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე და ინფექციის გავრცელების სიმძიმეზე.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, შეზღუდვებზე საუბრისას, გაითვალისწინეს ქვეყანაში არსებული მდგომარეობა როგორც კორონავირუსის მხრივ, ისე ეკონომიკურად. მისი განცხადებით, საბჭო ითვალისწინებს ბიზნესისა და ქვეყნის მოსახლეობის სოციალურ ინტერესებს.
სწორედ აქედან გამომდიანრე, მისი განცხადებით, აქცენტი ძირითადად გაკეთებულია იმაზე, სადაც ყველაზე მეტადაა ინფექციის გავრცელება და ყველაზე ნაკლებადაა შესაძზლებელი ინფექციის კონტროლი.
ასევე, მინისტრი აცხადებს რომ კერძო სექტორთან კოსულტაციები მიმდიარეობს აქტიურად. სწორედ ამ შეხვედრების შედეგად მიიღებს საბჭო გადაწყვეტილებას თუ რა სახის შეზღუდვების დაწესებაა აუცილებელი ქვეყანაში.
არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ბიზნესის წამრომადგენლებსა და მთავრობას შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ამის გამო, მთავრობის წარმომადგენლები შეხვდნენ სავაჭრო ცენტრებისა და მსხვილი ქსელური მაღაზიების წარმოამდგებლს.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე აღნიშნეს, იმისთვის რომ მოხდეს კორონავირუსული ინფექციის გავრცელების შეფერხება, აუცილებელია შემცირდეს მობილობა ქვეყანაში.
როგორც განაცხადეს, ეპიდემიულოგების რეკომენდაციებიდან გამომდინარე, მთავრობა აგრძელებს აქტიურ მუშაობას წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოების კუთხით. ეს ყველაფერი კი იგეგმება ბიზნესის წარმომადგენლებთან მჭიდრო კომუნიკაციის შედეგად.
შეხვედრისას განაცხადეს რომ დღეს, მთავრობის ყველაზე დიდ პრიორიტეტს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მოხდეს სამუშაო ადგილების შენარჩუნება. ამასთან, აუცილებელია ის, რომ გლობალური კრიზისით გამოწვეული ნეგატიური გავლენა ეკონომიკაზე იყოს მაქსიმალურად შემცირებული.
ყურადღება ასევე გამახვილდა არსებული რეგულაციებისა და შეზღუდვების კონტროლზე. როგორც შეხვედრაზე განაცხადეს, აუცილებელია მთავრობის მხრიდან მოხდეს ბიზნესის მხარდასაჭერი დამატებითი ღონისძიებები. არსებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
ამ სიტუაციაში ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის სექტორის პასუხისმგებლობაც. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს, რომ აუცილებელია ბიზნესის წარმომადგენლებმა გააკეთონ ყველაფერი რათა დაიცვან რეგულაციები, და ვირუსის გავრცელება შეკავდეს მაქსიმალურად.
რაც შეეხება სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებს, მათ განაცხადეს, რომ იზიარებენ არსებულ გადაწყვეტილებას წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ. ისინი ასევე გამოთქვამენ მზადყოფნას მქასიმალურად შეუწყონ ხელი ობიექტებში უსაფრთხოების წესებისა და ნორმების დაცვას.
შეხვედრაში ბიზნეს წარმომადგენლებთან მონაწილეობა მიიღეს როგორც ფინანსთა მინისტრმა, ისე ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
წერტილოვანი შეზღუდვები
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ, ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობას სისტემური “ლოქდაუნის” და შეზღუდვების გამკაცრების შესახებ კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. როგორც ის აცხადებს, აუცილებელია მოხდეს გადაწყვეტილებების მიღება აქტიური კონსულტაციების გზით.
ის ასევე აცხადებს, რომ რასაც დღეს მთავრობა ახორციელებს არის სწორედ ეს – აქტიური კომუნიკაცია ბიზნესის წარმომადგენლებთან. მან ასევე განაცხადა, რომ მედია საშუალებების მიერ ხდება არასწორი ინფორმაციის გავრცელება შეზღუდვებთან დაკავშირებით. როგორც ის განმარტავს, ქვეყანაში არ არსებობს საბოლოო გადაწყვეტილება “ლოქდაუნის” შესახებ, და ყველა ინფორმაცია, რომელიც ამისკენ მოიწოდებს, არის მცდარი.
მეორეს მხრივ, მედიცინის წარმომადგენლები აცხადებენ რომ ქვეყანაში აუცილებელია მოხდეს ახალი რეგულაციების მიღება. როგორც ისინი აცხადებენ, ვირუსი საკმაორ სწრაფი ტემპით ვრცელდება ქვეყანაში. როგორც New York Times-ის მიერ გამოქვყნებულ სტატისტიკაში ვხედავთ, საქართველო ყოველ 100,000 მოსახლეზე ვირუსის გავრცელების მხრივ მოწინავე პოზიციას იკავებს.
დღეისთვის ქვეყანაში ჯამში 100,000-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, დაახლოებით 1,000 ადამიანი კი უკვე ემსხვერპლა კორონავირუსს. Covid-19-ი განსაკუთრებით სწრაფად ვრცელდება თბილისში, სადაც ყოველდღიურად 2,000-მდე შემთხვევა ვლინდება.
მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ რომ ქვეყანაში შესაძლოა გამკაცრდეს არსებული შეზღუდვები, მაგრამ სრულ ჩაკეტვაზე საუბარი არ არის.