მილიონერის პროფილი – დავით იაკობაშვილი

მილიონერის პროფილი – დავით იაკობაშვილი post thumbnail image

მილიონერის პროფილი – დავით იაკობაშვილი

დაბადების თარიღი: 02/03/1954 წელი

ჯამური ქონება: 2.7 მილიარდი ლარი.

დავით მიხეილის ძე იაკობაშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რუსული კომპანიების დამფუძნებელი, რომელთა შორისაცაა  ,,JSC Wimm-Bill-Dann”, რომელიც არის რძინს ნაწარმის, წვენების და სასმელების მწარმოებელი კომპანია. 2001 დან 2010 წლებში მას ეკავა ისეთი მნიშვნელოვანი პოზიცია, როგორიც არის აღნიშნული კომპანიის საბჭოს თავმჯდომარე. 2010 წელს დავით იაკოფაშვილმა გაყიდა ეს გიგანტი კომპანია და ის მიჰყიდა ამერიკულ ფირმას PepsiCo-ს. იქიდან გამომდინარე რომ დავით იაკობაშვილი ამ კომპანიის აქციების 10.5%-ს ფლობდა მან ამ გაყიდვით მიიღო 600 მილიონ დოლარზე მეტი ქონება.

დავით იაკობიშვილს დამთავრებული აქვს თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტების სამრეწველო და სამშენებლო ფაკულტეტი, თუმცა მას აღნიშნული მიმართულებით აღარ გაუგრძელებია თავისი კარიერული მოღვაწეობა. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ დავით იაკობიშვილი იყო რუსეთის მეწარმეთა და ბიზნესმენთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი. ის აგრეთვე იკავებს მრავალ მნიშვნელოვან პოზიციას, მათ შორის უნდა აღინიშნოს, რო არის ეთიკის გაერთიანებული კომისიის თავმჯდომარე, და აქტიურად მუშაობს ახალგზარდებისთვის ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ინვესტიციები შესაძლებლობზე.

გარდა ამისა, საყურადღებოა ისიც, რომ დავით იაკობაშვილი ასევე აქტირად არის ჩართული რუსეთსა და ამერიკას შორის სავაჭრო ურთიერთობები მოგვარების პროცესებში და შეიძლება თავისუფლად ითქვას, რომ ძალიან დიდი როლი აქვს რუსეთის ეკონომიკურ სექტორში, რადგანაც გავლენიან პიროვნებად ითვლება. იაკობაშვილი არის რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მმართველი ორგანოს წევრიც.

ჯილდოები და მიღწევები

რაც შეეხება ჯილდოებს, დავით იაკობაშვილს თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში მრავალი პრიზი თუ ჯილდო აქვს მიღებული. ამ ჯილდოების ჩამონათვალში შედის ისეთ მნიშვნელოვანი პრიზები, როგორცებიც არის მაგალითად მედალი „მოსკოვის 850 წლისთავის აღსანიშნავად“, ასევე მადლიერების სიგელი, რომელიც რუსეთის მთავრობამ დავით იაკობაშვილს გადასცა ქვეყნის ეკონომიკის მოდერნიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისათვის. მას ასევე ევროპის საბჭოსგან მიღებული აქვს დამსახურების მედალი (Pro Merito Medal). ამ სიის ჩამონათვალი ძალიან დიდია და მასზე საუბარი შორს წაგვიყვანს. მნიშვნელოვანი ის ფაქტია, რომ დავით იაკობაშვილი არა მხოლოდ საქართველოში არის დამსახურებული და წარმატებული პიროვნება, არამედ იგი მშობლიური ქვეყნის საზღვრებს გარეთაც ძალიან დიდი პოპულარულობითა და პატივისცემით სარგებლობს, ამას მისი ძალიან ბევრი ჯილდოც ადასტურებს, რომელიც სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებისგან აქვს მიღებული სხვადასხვა წლებში.

აღსანიშნავია ის, რომ დავით იაკობაშვილი გამოირჩევა თავისი საქველმოქმედო საქმიანობითაც, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ მასშტაბურია.  იაკობაშვილი აქტიურად არის ჩართული საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვადასხვა ტიპის ქველმოქმედებაში. ის ასევე თბილისშიც ეწევა საქველმოქმედო საქმიანობებს და მონაწილეობს ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა პროექტში, რომელიც მათი უნარების განვითარებას ემსახურება. მისი საქველმოქმედო საქმიანობა ვრცელდება სპორტის სფეროზეც, სადაც მრავალი პროექტი დააფინანსა სხვადასხვა წლების განმავლობაში. ის ასევე არის ხელოვნებს დიდი მოყვარული და ამ კუთხითაც არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება თუ პროექტი დაუფინანსებია. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ მისი წარმატება მხოლოდ პირადი მიზნებისთვის არაა შემოფარგლული.

საბოლოო ჯამში, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გასაკვირი არაა რომ წარმატებულმა ბიზნესმენმა თავისი კარიერის განმავლობაში ძალიან დიდი ქონების დაგროვება შეძლო, რომელიც დღეს 2.7 მილიარდ ლარს შეადგენს ჯამურად.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *