მილიონერის პროფილი – გოგი თოფაძე

მილიონერის პროფილი – გოგი თოფაძე post thumbnail image

მილიონერის პროფილი – გოგი თოფაძე

დაბადების თარიღი: 18/04/1940 წელი

ჯამური ქონება: 600 მილიონი დოლარი

გოგი თოფაძე დაიბადა 1940 წლის 18 აპრილს. ის არის ქართველი ცნობილი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი. მან 1957 წელს დაასრულა განათლების მიღება თბილისის 51-ე საშუალო სკოლაში და სწავლა გააგრძელა საქართველოს ტექნიკურ ინსტიტუტში, კვებისა და ქიმიური მრეწველობის მიმართულებით. გოგი თოფაძემ 1962 წელს, მას შემდეგ რაც დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი, დაიწყო თავისი კარიერული მოღვაწეობა კვებისა და მრეწველობის სამეცნიერო – კვლევით ინსტიტუტში, მეცნიერ – თანამშრომლის პოზიციაზე.

მნიშნველოვანია ის ფაქტი, რომ 1967 წლიდან გოგი თოფაძემ განათლების მიღება საზღვარგარეთ, კერძოდ კი მოსკოვში განაგრძო, სადაც მან ჩააბარა ორგანული ქიმიის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში. ამის შემდეგ კი 1969 წელს მას მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის წოდება. ამ პერიოდში მისი განსაკუთრებული წარმატება იყო თანამდებობა, როდესაც იგი 1970 წელს დაინიშნა საპნის ქარხნის დირექტორად. ის არის ცნობილი ქართული სასმელების კომპანია ,,ყაზბეგის” დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი.

პოლიტიკური მოღვაწეობა

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ გოგი თოფაძე არა მხოლოდ ცნობილი ქართველი ბიზნესმენი, არამედ ცნობილი პოლიტიკოსიც გახლავთ. იგი 2005 წლიდან არის პოლიტიკური მოძრაობა „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ლიდერი. გარდა ამისა, ამავე წელს ის ასევე დაინიშნა, როგორც ევროპის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი. გოგი თოფაძე საქართველოს პარლამენტში შევიდა, როგორ ბიძინა ივანიშვილის დაარსებული პარტიის ,,ქართული ოცნების” წევრი და დეპუტატი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მან 2010 წელს კენჭი იყარა, როგორც თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი. მან მიიღო ამომრჩეველთა ხმების 5.19%.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ გოგი თოფაძე 50 ყველაზე მდიდარ ქართველებს შორის 33-ე პოზიციას იკავებს. ეს სტატისტიკა 2013 წელს გამოქვეყნდა. გოგი თოფაძემ მოცემული ქონება თავისი ბიზნეს თუ პოლიტიკური საქმიანობების მეშვეობით დააგროვა. ის მართავდა რამდენიმე მნიშვნელოვან კომპანიას თავის პარტნიორებთან ერთად წლების განმავლობაში. გარდა ამისა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, თოფაძე იყო პოლიტიკური მოძრაობა „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ მეთაური, რამაც მისი პოლიტიკური წარმატება განაპირობა.

რაც შეეხება მის დეკლარაციას თოფაძის არსებულ ქონებასთან დაკავშირებით, 2014 წლის მონაცემების მიხედვით, გოგი თოფაძეს აქვს პირადი საცხოვრებელი სახლი მცხეთაში, ასევე საცხოვრებელი სახლი ჭავჭავაძის ქუჩაზე და ვაკის რაიონში, მცხეთის ქუჩაზე. მისი ცოლი, მარინა თოფაძე, ფლობს მიწას წყნეთში. როგორც უკვე აღვნიშნეთ, გოგი თოფაძე იყო კომპანია ,,ყაზბეგის” თანადამფუძნებელი. მისი კომპანიის წილი შეადგენს 584,608 ლარს. ასევე საყურადღებოა ისიც, რომ თოფაძეს აქვს რამდენიმე საბანკო ანგარიში ქართუ ბანკში. საბოლოო ჯამში კი შეიძლება ითქვას, რომ მისი ქონება შეფასებულია 600 მილიონ აშშ დოლარად.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *