მილიონერის პროფილი – კახა ოქრიაშვილი

მილიონერის პროფილი – კახა ოქრიაშვილი post thumbnail image

მილიონერის პროფილი – კახა ოქრიაშვილი

დაბადების თარიღი: 21/03/1966 წელი

ჯამური ქონება: 300 მილიონი დოლარი

კახა ოქრიაშვილი დაიბადა 21 მარტს, 1966 წელს თბილისში. მან თავდაპირველად განათლება მიიღო თბილისსა და დმანისში. მან სკოლა ღირსეულად დაამთავრა და უმაღლესი განათლების მიღება თბილისის სამედიცინო უნივერსიტტეტში განაგრძო. როგორც კი კახა ოქრიაშვილმა დაამთავრა უმაღლესი განათლება, მან მალევე დაიწყო სამედიცინო სფეროში მუშაობა და ამ მიმართულებით კარიერის შექმნა.

კახა ოქრიაშვილის სამედიცინო კარიერა იწყება 1989 წლიდან. იგი 1989 წლიდან 1992 წლამდე მუშაობდა გინეკოლოგად, თუმცა ამასთან ერთად, უნდა აღინიშნოს, რომ ის ყოველთვის დაინტერესებული იყო ბიზნესით და ამ თვალსაზრისით, თავისი პირველი ნაბიჯები ფარმაციის სფეროში გადადგა. მოცემულ სექტორში კახა ოქრიაშვილმა მალევე მიაღწია წარმატებებს. მისი პირველი წარმატება დაკავშირებულია 1995 წელთან, როდესაც მან ჩამოაყალიბა დღეს უკვე ყველასათვის კარგად ნაცნობი სააფთიაქო ქსელი ”პსპ” (PSP” Ltd.).

უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ეს კომპანია იყო ევროპული წამლებისა და სამედიცინო პროდუქტების პირველი იმპორტიორი საქართველოში. კახა ოქრიაშვილი მალევე გახდა წარმატებული ბიზნესმენი, რომელმაც შექმნა ახალი შესაძლებლობები ქვეყანაში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2000 წელს კახა ოქრიაშვილმა ჩამოაყალიბა ქართული ფარმაცევტული კომპანია სახელად “GM Pharmaceuticals”. მოცემული კომპანია აწარმოებს სამედიცინო პროდუქტებსა და წამლებს, რომლებიც თამამად შეიძლება ითქვას, რომ შეესაბამება საერთაშორისო ფარმაცევტულ სფეროში დაწესებულ სტანდარტებს. GMP არის ის კომპანია, რომელიც ძალიან დიდი წარმატებითა და პოპულარულობით სარგებლობს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მის საზღვრებს გარეთაც, განსაკუთრებით კი გერმანიასა და ესპანეთში.

დომინირება ექსპორტზე

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ კახა ოქრიაშვილის კომპანია არის საქართველოში ყველაზე დიდი ექსპორტიორი კომპანია, ის ქვეყანას ამარაგებს სამედიცინო პროდუქტებითა და წამლებით მსოფლიოს ექვსი ქვეყნიდან. დღეს პსპ ჯგუფი (PSP Group) აერთიანებს რამდენიმე კომპანიას. ისინი უმეტესწილად ოპერირებენს მედიცინის, ფარმაციისა და კოსმეტიკის სფეროებში. აღნიშნული კომპანია არის საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი, პსპ ჯგუფში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 7 ათას ადამიანს. მნიშვნელოვანია ის, რომ ,,პსპ ფარმა ჯგუფი” აერთიანებს ჯამში 202 აფთიაქს მთელი ქვეყნის მასშტაბით. გარდა ამისა, 2019 წლის მონაცემების მიხედვით ,,პსპ ფარმა”-ს ჯამურმა შემოსავალმა 477 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო მოგებამ 33 მილიონზე მეტი. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ მოცემული კომპანია, რომელიც სწორედ კახა ოქრიაშვილის დაარსებულია, ძალიან დიდი წარმატებითა და პოპულარულობით სარგებლობს არა მხოლოდ საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც, რაც გვაძლევს იმის თქმის საბაბს, რომ ოქრიაშვილი ნამდვილად არის ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი წამყვანი ბიზნესმენი.

გარდა ბიზნეს საქმიანობისა, კახა ოქრიაშვილზე საუბრისას ასევე აუცილებელია აღინიშნოს ის, რომ იგი 2003 წლიდან პოლიტიკურ საქმიანობაშიც ჩაერთო და მას შემდეგ აქტიურად მოღვაწეობს ამ სფეროში. იმავე წელსვე მან კენჭი იყარა მაჟორიტარობის დამოუკიდებელ კანდიდატად დმანისის რაიონში და მოიგო კიდეს ეს არჩევნები. თავისი არც ისე მცირე ხნიანი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში, რომელიც 2003 წლიდან 2020 წლამდე გაგრძელდა, კახა ოქრიაშვილი წარდგენილი იყო, როგორც სამაჟორიტარო კანდიდატი  რამდენიმე წამყვანი პარტიების მიერ, თუმცა დღეს ის ინარჩუნებს დამოუკიდებელი პოლიტიკოსის სტატუსს. რაც შეეხება კახა ოქრიაშვილის ოჯახურ მდგომარეობას, ის დაქორწინებულია და ჰყავს შვილი და შვილიშვილები.

დღესდღეისობით თამამად შეიძლება ითქვას, რომ კახა ოქრიაშვილი არის ძალიან წარმატებული არა მხოლოდ ბიზნეს საქმიანობაში, არამედ პოლიტიკურ სექტორშიც. მიუხედავად ამისა, მან ქონების თითქმის მთლიანი ნაწილი სწორედ ბიზნეს საქმიანობიდან, კერძოდ კი პსპ ჯგუფი-დან შეძლო დაეგროვებინა. დღეს კახა ოქრიაშვილის ქონება ჯამში 300 მილიონი დოლარად არის შეფასებული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *