მილიონერის პროფილი – ივანე ჩხარტიშვილი
მილიონერის პროფილი – ივანე ჩხარტიშვილი
დაბადების თარიღი: 30/01/1964 წელი
ჯამური ქონება: 100 მილიონი დოლარი
ივანე ჩხარტიშვილი დაიბადა 30 იანვარს, 1964 წელს გურიაში. 1987 წელს მან დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და განათლების მიღება განაგრძო ეკონომიკური მეცნიერების მიმართულებით. დღეს ის არის ეკონომიკური მეცნიერების დოქტორი. მან განათლების მიღების პერიოდში დაახლოებით 18 თვე გაატარა ჯარში. მან თავისი კარიერის პირველი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო თბილისის მერიაში, სადაც მუშაობდა ახალგაზრდული ორგანიზაციის ”ახალგაზრდათა გაერთიანების” თავმჯდომარედ. 1995 წელს ვანო ჩხარტიშვილი დაინიშნა მსოფლიო ბანკის ეკონომიკის სპეციალისტად პატრიკ კოვეის მიერ.
1999 წელს ჩხარტიშვილი დაინიშნა სახელმწიფოს მოადგილედ. იგი ამ პოზიციაზე წლების განმავლობაში იმყოფებოდა, სადაც მან ძალიან დიდი როლი ითამაშა საერთაშორისო მონეტარულ ფონდთან მოლაპარაკებებში 1999 წლის სექტემბრიდან 2000 წლის იანვარმდე. ეს მოლაპარაკებები ძირიადად ეხებოდა იმჟამად მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებს. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ ის იყო იმ ეკონომიკური გუნდის ნაწილი, რომელიც სათავეში ედგა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის კონტრაქტის დასრულებას. ეს უკანასკნელი დამტკიცებული იყო საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის პრეზიდენტების მიერ 1999 წლის ნოემბერში.
ეკონომიკაზე ზრუნვის პერიოდი
1999 დან 2000 წლებში ვანო ჩხარტიშვილი მეთვალყურეობდა საქართველოს ეკონომიკური გაუმჯობესების პროცესებს. მისი წყალობით მაღალი ინფლაციის მაჩვენებელი, რომელიც 19%-ს შეადგენდა შემცირდა 4.1%-მდე. გარდა ამისა, მოსახლეობის ის წილი, რომელიც იმყოფებოდა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, 60%-დან 54%-მდე შემცირდა 2001 წელს. 2000 წლის აპრილში ჩხარტიშვილი იყო იმ საქართველოს დელეგაციის წევრი, რომელიც გაემგზავრა მოსკოვში იმისათვის, რომ ეწარმოებინა მოლაპარაკებები გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით საქართველოში მას შემდეგ, რაც რუსულმა გაზის კომპანიამ, იტერამ, შეწყვიტა ამ უკანასკნელის მიწოდება ქვეყანაში.
პოზიცია მთავრობაში
ამის შემდეგ, ივანე ჩხარდიშვილი დაინიშნა ეკონომიკის მინისტრად (შემდეგ უკვე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების) იმჟამინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მიერ. 2001 წლის ივნისსში ჩხარტიშვილი ემსახურებოდა პროექტს იმისათვის, რომ განევითარებინა ქართულ-იტალიური კომპანია, რომელიც საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესების ზრდას ისახავდა მიზნად. ამ ყველაფრისთვის თავდაპირველი ინვესტიცია იყო 350 ათასი აშშ დოლარი, რომელიც მიღებული იყო იტალიის ბანკისგან და სხვა იტალიელი ინვესტორებისგან.
2001 წლის სექტემბერში ვანო ჩხარტიშვილმა ხმა აიმაღლა ისეთ მნიშვნელოვან პრობლემაზე, როგორიც არის კორუფცია და წვლილი შეიტანა ქვეყნის ბიუჯეტის გაზრდაში. ჩხარტიშვილის თქმით, საშუალო ქართველი ბიზნესმენის მიერ ყოველთვიურად ქრთამის სახით გადახდილი თანხა შეადგენდა 233 ლარს (იმჟამად 115$).
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2004 წლიდან 2008 წლამდე ვანო ჩხარტიშვილი იყო საქართველოს პარლამდენტის წევრი. არჩევნების შემდეგ, ის არჩეული იქნა საპარლამენტო კრების თავმჯდომარეთ, როგორც დამოუკიდებელი მაჟორტარი. 2004 წლის აპრილში ის იყო იმ დელეგაციის წევრი, რომელსაც ბადრი პატარკაციშვილი მეთაურობდა და რომელიც იბრძოდა იმისთვის, რომ აჭარის რეგიონში არსებული დაძაბულობები განემუხტა.
არხი “მზე”-ს დაფუძნება
როგორც ვხედავთ, მისი პოლიტიკური კარიერა საკმაოდ წარმატებული იყო წლების განმავლობაში. ამას მისი მაღალი თანამდებობებიც ადასტურებს. თუმცა, მიხედავად მისი პოლიტიკური საქმიანობისა, ვანო ჩხარტიშვილზე საუბრისას ასევე აუცილებლად უნდა აღინიშნოს მისი ბიზნეს საქმიანობაც, რომელიც ასევე არანაკლებ წარმატებულია.
1995 წლიდან 2002 წლამდე ის იყო თავდაპირველად დამფუძნებელი, ხოლო შემდეგ კი თავმჯდომარე საქართველოს (UGB). 2003 წელს ჩხარტიშვილმა დააფუძნა ყველასათვის ნაცნობი სატელევიზიო არხი ,,მზე”. ამის შემდეგ მისი კონკურენტი ტელევიზია რუსთავი-2 მის წინააღმდეგ კამპანიებს აწყობდა, რომლის წინააღმდეგად აქტიურად გამოიოდა ვანო ჩხარტიშვილი. 2006 წლიდან 2011 წლამდე ჩხარტიშვილი იყო SOCAR Energy Georgia-ს აქციების მფლობელი, ეს არის კომპანია, რომელიც ახდენს ნავთობ პროდუქტების მიწოდებას აზერბაიჯანიდან საქართველოში.
გარდა ამისა, აღანიშნავია ის, რომ ვანო ჩხარტიშვილი შესულია რეგიონის 48 ყველაზე მდიდარ ბიზნესმენებს შორის. მისი ქონება შეფასებულია დაახლოებით 100 მილიონ აშშ დოლარად. ვანო ჩხარტიშვილი ამჟამად ცხოვრობს ბრიტანეთში, ლონდონთი. მისი ბიზნეს პორტფოლიო შეიცავს ისეთ მნიშვნელოვან სექტორებს, როგორებიც არის დამოუკიდებელი მედია, ენერგო ბიზნესი, კომერცია და სხვადასხვა საცხოვრებელი საკუთრება.