რა გავლენა იქონია COVID-19-მა საქართველოს უმუშევრობის მონაცემზე?

რა გავლენა იქონია COVID-19-მა საქართველოს უმუშევრობის მონაცემზე? post thumbnail image

2020 წელი მრავალმხრივ იყო საქართველოსთვის განსაკუთრებით კრიტიკული. ცხადია ყველა მიზეზის საწყისი იყო კოვიდ-19-სგან გამოწვეული პანდემია, რომელმაც სრულიად შეცვალა არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელს მსოფლიოში არსებული რეალობა.

კოვიდ-19-მა გამოიწვია ის, რომ საქართველოს მთავრობამ 2020 წლის მარტის თვიდან დაიწყო მნიშვნელოვანი შეზღუდვების დაწესება, რომელთა შორისაც იყო კომენდანტის საათი, ქვეყნის საზღვრების ჩაკეტვა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოში არსებული თითქმის ყველა ბიზნესის (მცირე, საშუალო თუ დიდის) დროებითი შეჩერება. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ამ ყველაფერმა ხანგრძლივი დროის განმავლობაში განსაკუთრებულად დიდი ზიანი მიაყენა ქვეყნის ეკონომიკას მრავალი თვალსაზრისით.

ამ ყოველივეს შედეგად მოიმატა ინფლაციის მაჩვენებელმა, ლარის კურმა დოლართან და ევროსთან მიმართებით ყველა დროის ანტირეკორდი დააფიქსირა, ეკონომიკის განვითარება ჯერ შენელდა, შემდეგ კი საერთოდ გაჩერდა. ეს გახდა იმის მიზეზი, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა მასობრივად დაკარგა შემოსავლის წყარო, რადგანაც მათი სამსახური ფიზიკურად აღარ ფუნქციონირებდა. ეს შეეხო არა მხოლოდ სოციალურად დაბალ ფენაზე მყოფ ადამიანებს, არამედ შეიძლება ითქვას, რომ განურჩევლად ყველა ადამიანს. პანდემიამ ყველა სფერო თუ სოციალური ფენა მოიცვა, სწორედ ამიტომ ითვლება ეს უკანასკნელი გლობალური მასშტაბის პრობლემად, რომელიც სამწუხაროდ, დღემდე მძვინვარებს და ჯერ კიდევ არ აღმოფხვრილა ყველა ის პრობლემა, რომელიც კოვიდ-19-სგან არის წარმოშობილი ქვეყანაში.

მოცემულ სტატიაში დაწვრილებით ვისაუბრებთ იმის შესახებ, თუ რა გავლენა იქონია კოვიდ-19-მა საქართველოს მოსახლეობის უმუშევრობის მაჩვენებელზე, რა რეალობაა ამ თვალსაზრისით ამჟამად ქვეყანაში და როგორ შეიძლება მოვლენები შეიცვალოს უახლოესი მომავლისთვის.

უმუშევრობის ზოგადი ფონი საქართველოში 2020 წლის შემდეგ

2020 წელს საქართველოში ძალიან ბევრმა ადამიანმა დაკარგა სამსახური. ბევრ ასეთ თანამშრომელს, სავარაუდოდ, არ აქვს არავითარი გეგმა, რომელიც ასეთ გაუთვალისწინებელ შემთხვევებში გამოადგებოდა.  ასეთი გეგმის შემუშავება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ასეთ პერიოდში, რათა მძიმე სიტუაცია ყველამ გადალახოს და როგორმე შეძლოს, თავი დააღწიოს არსებულ რეალობას.

პირველი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არის ის, რომ კომპანიამ რომელმაც ეს ადამიანები სამსახურიდან გაათავისუფლა, მოეთხოვებათ, რომ მათ დაუნიშვნონ დროებითი ხელფასი, ერთგვარი სტიმულის პაკეტი, რომელიც მომდევნო რამდენიმე თვეს ასე თუ ისე გადაგატანინებთ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს. ეს უკანასნკელი არსებული მდომარეობიდან საუკეთესო გამოსავალია, თუმცა ბუნებრივია, ისეთ განვითარებად ქვეყანაში, როგორშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ამის ფუფუნება ყველა კომპანიას არ აქვს, განსაკუთრებით კი ისეთებს, რომლებსაც ისედაც არ აქვს დიდი შემოსავალი. თუმცა ბაზარზე ბევრია ისეთი კომპანა, რომლებსაც ნამდვილად აქვთ ამის შესაძლებლობა.

მეორე გამოსავალი არსებული კრიტიკული მდომარეობიდან შეიძლება იყოს ის, რომ უმუშევრად დარჩენილმა ადამიანებმა კომპენსაცია მოთხოვონ მთავრობას. როგორც უკვე ვიცით, მსგავსი პრაქტიკა უკვე არსებობს საქართველოში. 2020 წელს, უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისთვის მთავრობამ გარკვეული ფინანსები გამოყო მოსახლების ასეთი ნაწილისთვის. ეს რესურსი ისეთ ადამიანებზე გადანაწილდა, რომლებსაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საბანკო ანგარიშზე არ უფიქსირდებოდათ სახელფასო ჩარიცხვა. მიუხედავად ამ დახმარებისა, შეიძლება ითქვას, რომ მთავრობის მიერ გამოყფილი ეს რესურსი, რომელიც სულ რაღაც 200 ლარს შეადგენდა, იმდენად მცირედია, რომ ვერ უზრუნევლყოფს მოსახლეობის მინიმალურ საჭიროებებსაც კი. შესაბამისად, რთულია იმის თქმა, რომ რაიმე მხრივ მთავრობამ შეცვალა უმუშევრობისგან გამოწვეული ზოგადი ფონი ქვეყანაში.

ბევრმა ადამიანმა პანდემიის პერიოდში დაკარგული სამსახურის გამო დაიწყო დროებითი სამსახური, რომლის კეთებაც მათ სახლიდავე შეეძლოთ. ამ ყოველივემ უმრავლესობას ძალიან შეუმსუბუქა უმუშევრობის პერიოდი და ფინანსურადაც დაგეხმარათ. ზოგჯერ ყველაზე რთული სწორედ რუტინის დარღვევა და ის გაურკვევლობაა, რომელიც ასეთ კრიზისს მოსდევს ხოლმე. შესაბამისად, ადამიანემა, რომლებმაც ასეთი გამოსავალი იპოვეს პანდემიის პირობებში, შეიძლება ითქვას, რომ ოდნავ უფრო მსუბუქ პირობებში იმყოფებოდნენ, რადგანაც საარსებო მინიმუმის შოვნის საშუალება ჰქონდათ მსოფლიოში ყველაზე მძიმე დროს.

უმუშევრობის მონაცემების ზრდა პანდემიის პირობებში

უმუშევრობა საქართველოშიმნიშვნელოვანია აღინიშნოს ის, რომ 2020 წლის მეოთხე მეოთხედში უმუშევრობის მაჩვენებელი საქართველოში 33.8%-ით გაიზარდა წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით და ამასთან და ჯამში ამ მაჩვენებელმა 20.4%-ს შეადგინა. ამ ინფორმაციას სატატისტიკის ეროვნული ოფისი (ჯეოსტატი) აქვეყნებს. მოცემულ პერიოდში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა ჯამური მოსახლეობის მხოლოდ 50%-ს შეადგენდა. (მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც 15-ზე მეტი წლისაა).

ჯეოსტატის განცხადებით ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებელი 0.5%-ით დაეცა, მაშინ, როდესაც ზოგადი უმუშევრობის მაჩვენებელი 2.3%-ით შემცირდა. ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებელი განსაკუთრებით შემცირდა გარეუბნებში, და ამ უკანასკნელმა 2.2%-ით ნაკლები მაჩვენებელი დააფიქსირა 2020 წლის ბოლოს. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ ტრადიციულად მამაკაცებში უფრო დიდია უმუშევრობის მაჩვენებელი, ვიდრე ქალებში. 2020 წლის მე-4 მეოთხედში ეს ინდიკატორი ქალებში 2.5%-ით გაიზარდა მაშინ, როდესაც კაცებში 4.7%-ით მოიმატა. ინფორმაციას ამის შესაცებ სატატისტიკის ეროვნული ოფისი (ჯეოსტატი) აქვეყნებს. საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ წინა წელს უმუშევრობის მაჩვენებელმა თბილისში 3.8%-ით მოიმატა, ქვემო ქართლში 2.8%-ით, ხოლო აჭარის რეგიონში 1.1%-ით.

დაიწყო უცხოეთში დასაქმების წახალისება

საქართველოში უმუშევრობის მონაცემების მკვეთრი ზრდას ადასტურებს მრავალი ფაქტი, მათ შორის ისიც, რომ მთავრობამ სწორედ ამ პერიოდში მოახდინა უცხოეთში სეზონური დასაქმების წახალისება მოსახლეობაში. გარდა ამისა, ქვეყანაში არსებულ კრიზისს ადამიანების ის რაოდენობაც მოწმობს, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს აღნიშნულ პროგრამებში მიეღოთ მონაწილეობა.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, განაცხადა, რომ საქართველო სეზონურ დასაქმებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს აწარმოებს სამ ქვეყანასთან, კერძოდ, საბერძნეთთან, ისრაელთან და საფრანგეთთან. მინისტრის მიხედვით, სახელმწიფო მუშაობს იმისთვის, რომ ხელი შეეწყოს როგორც ადგილობრივ სექტორში დასაქმებას, ასევე საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ დროებით და ლეგალურ დასაქმებასაც. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ სამი ქვეყნის გარდა, მოლაპარაკებების წარმოების პროცესი ცირკულარულ მიგრაციასთან დაკავშირებით ასევე მიმდინარეობს კვიპროსთან.

როგორც ვიცით, მსგავსი შეთანხმება უკვე გაფორმდა გერმანიასთან 15 თებერვალს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოსახლეობას საშუალება ეძლევა დასაქმდეს ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო სექტორში. გერმანიის ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა, რომ სეზონური დასაქმება საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ 90 დღის განმავლობაში. სეზონური დასაქმების მთავარი მიზანია დააკავშიროს ისეთი ქვეყნები ერთმანეთთან, რომლებიც იზიარებენ შრომითი ბაზრის პრინციპებს, განსაკუთრებით, თუ ეს პრინციპები კანონთან მოდიან შესაბამისობაში. ეკატერინ ტიკარაძის განცხადებით, დასაქმების პირობები მოაზრებს საკმაოდ კარგ შემოსავალს და ჯანსაღ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას.

გარდა ამისა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გერმანიაში ლეგალური დასაქმების პროგრამაში რეგისტრაციის სურვილი საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდმა ნაწილმა გამოთქვა, კერძოდ, 86 395 ადამიანმა. მოცემული რიცხვი მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში დაუსაქმებელი ადამიანების რიცხვმა პანდემიის განმავლობაში განსაკუთრებით იმატა. ამიტომაც, გასაკვირი არ არის, რომ ამ შესაძლებლობას ამხელა რეზონანსი მოჰყვა ქვეყანაში.

სპეციალიზაცია სექტორებში

როგორც ვიცით, ჩვენი ქვეყანა სასოფლო-სამეურნეო სექტორში საკმაოდ წარმატებულია. გარდა ამისა, იქიდან გამომდინარე, რომ პროგრამა საშუალოზე მაღალ ანაზღაურებას ითვალისწინებს, საზღვარგარეთ დასაქმების შემოთავაზება ამ სექტორის წარმომადგენლებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება.

ბოლო დროინდელი ტენდენცია გვიჩვენებს, რომ ასეთი ტიპის დასაქმებები საქართველოში მომავალში კიდევ უფრო იმატებს, რაც მრავალი თვალსაზრისით იქნება სასარგებლო ჩვენი ქვეყნისთვის. ამას მოწმობს ისიც, რომ საქართველოს განვითარებისა და დასაქმების სააგენტოს განცხადებით, საქართველოს 1427 მოქალაქე დარეგისტრირდა ისრაელის დასაქმებით პროგრამაში. მნიშვნელოვანია, რომ ისრაელის დასაქმებითი პროგრამა საქართველოს დიდი ნაწილისთვის იქნება საკმაოდ მიმზიდველი შემოთავაზება, რადგანაც ეს პროგრამა homecare სექტორს ითვალისწინებს, ამ სფეროში დასაქმების მსურველთა რაოდენობა კი 2020 წლის შემდეგ განსაკუთრებით დიდია.

დღევანდელი რეალობა საქართველოში აჩვენებს იმას, რომ ადამიანების ეს ნაწილი დღითიდღე უფრო იზრდება, განსაკუთრებით კი კოვიდ-19-ისგან გამოწვეული პანდემიის შემდეგ, რაც ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი დაიწყო და უფრო და უფრო მეტი ადამიანი კარგავს სამსახურს, რომელიც მათი შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენდა. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ისრაელის მიერ შემოთავაზებული ეს შესაძლებლობა ძალიან ბევრ ქართველ მოქალაქეს მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ თავიანთი ყოველდღიური საქმიანობა შემოსავლის წყაროდ აქციონ სამწუხაროდ, არა სამშობლოში, არამედ მის საზღვრებს გარეთ.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ დადებითი მხარე  უცხოეთში ლეგალური სეზონური დასაქმების არის ის, რომ ეს პროგრამები განკუთვნილია არა მხოლოდ ერთი სექტორისთვის, არამედ შესაძლებლობი სხვადასხვა სფეროებს ეხება და პერპექტივა იმისა, რომ კიდევ უფრო მეტი სექტორი დაემატოს, დღითიდღე იზრდება. ამიტომ, ბუნებრივია, უმუშევრობიდან გამომდინარე, მოთხოვნა ამ პროექტებზე განსაკუთრებით დიდია. ეს გასაკვირი არ არის, რადგანაც ისინი საშუალებას აძლევს ადამიანებს, რომ მიიღონ როგორც კარგი ფინანსური სარგებელი, ასევე განვითარდნენ კარიერული თვალსაზრისითაც.

საქართველოში უმუშევრობის გამომწვევი მნიშვნელოვანი ფაქტორები

ეკონომიკური პრობლემების გამოწვევის ფაქტორებისაქართველოს ეკონომიკური განვითარების ტემპი 2020 წელს მნიშვნელოვნად შემცირდა და ამას არაერთი სტატისტიკური მონაცემი ადასტურებს, მაგრამ ამ ფაქტის ყველაზე ნათელი მაგალითი მაინც მოსახლეობის ფინანსური და ეკონომიკური მდგომარეობაა, რომელიც ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებლის ზრდის გამო განსაკუთრებით გაუარესდა. ეროვნული ვალუტა – ლარი, ბოლო წლების განმავლობაში თანდათან უფრო და უფრო უფასურდება.

დოლართან და ევროსთან მიმართებით ამ უკანასკნელმა 2020 წლის ბოლოს და 2021 წლის დასაწყისში თავისი ისტორიის ანტირეკორდს მიაღწია. ასევე უმუშევრობის გამო ქვეყანაში იმატა სესხების რაოდენობამაც, რომლის დაფარვის რესურსები ჯერჯერობით ბუნდოვანია. გარდა ამისა, ქვეყანაში გაკოტრების პირას იმყოფება ძალიან ბევრი მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელებიც ბუნებრივია, მოცემული კრიზისის პირობებში ვერ ახერხებენ დასაქმებული ადგილებით უზრუნველყონ მოსახლეობა.

ეს ზემოთ ჩამოთვლილი ის მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რომლებიც უმუშევრობასთან ერთად თან დაერთო პანდემიით გამოწვეულ კრიზისს და დიდი გავლენა მოახდინა ქვეყნის ეკონომიკურ სიდუხჭირეზე. თითოეული მათგანის განხილვა ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომაც სტატიის შემდეგ ნაწილში მოკლედ მიმოვიხილავთ იმ მნიშვნელოვან ფაქტორებს, რომლებმაც ქვეყანაში გამოიწვიეს უმუშევრობა, და იმათაც, რაც უმუშევრობის შემდეგ წამოიშვა.

ქვეყანაში არსებული მძიმე შეზღუდვები

როგორც ვიცით, როგორც კი პირველი დაინფიცირებული ადამიანი დაფიქსირდა ქვეყანაში, სახელმწიფომ მალევე გადაწყვიტა, რომ მკაცრი ზომები მიეღო და მასიურად ჩაეკეტა ქვეყანა. მთავრობამ ჩაკეტა ქვეყნის საზღვრები, რაც იმას ნიშნავდა, რომ ტურისტებს აღარ შეეძლოთ ქვეყანაში შემოსვლა. ამან ძალიან ცუდად იმოქმედა ქვეყნის ეკონომიკაზე და ბუნებრივია, დააზარალა საქართველოში არსებული ძალიან ბევრი ბიზნესი.

მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ზამთრის სეზონი, რომელმაც განსაკუთრებულად იზარალა საზღვრების ჩაკეტვისა და ტურისტების არ არსებობის გამო. ადამიანები, რომლებიც აქირავებნენ თხილამურებს ან ეწეოდნენ სხვა მსგავსი ტიპის საქმიანობას, დარჩნენ ყოველგვარი შემოსავლის წყაროს გარეშე. ამასთან მნიშვნელოვანია ის, რომ მოსახლეობის ასეთი ნაწილი არც თუ ისე მცირეა, რადგანაც დაზარალდა როგორც გუდაურის, ასევე ბაკურიანისა და გოდერძის კურორტების ადგილობრივი მოსახლეობა და იქ არსებული მცირე თუ საშუალო ბიზნესი. უმუშევრად დარჩენილი ეს ადამიანები მხოლოდ სახელმწიფო დახმარების იმედად იყვნენ, რომელიც, როგორც უკვე აღინიშნა, მხოლოდ და მხოლოდ 200 ლარს შეადგენდა, რაც ცხადია, ვერ დააკმაყოფილებდა ამ ადამიანების მინიმალურ საჭიროებებსაც კი. ამ ყველაფერმე ბუნებრივია უმძიმედ მდგომარეობაში ჩააგდო ქვეყნის ზოგადი ეკონომიკური მდგომარობა და მნიშვნელოვნად დაწია მისი განვითარების მაჩვენებელი.

აღსანიშნავია ის, რომ მთავრობის ეს შეზღუდვები ითვალისწინებდა სკოლების, უნივერსიტეტების, სავაჭრო ცენტრებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის შეჩერებას, რაც ფაქტობრივად, ქვეყნის მასობრივ გაჩერებას გულისხმობს. ამის გამო, სლოგანით #სოცაფეთქება, მთავრობის კანცელარიასთან კოვიდშეზღუდვების საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია აქცია გაიმართა.

მათ მოთხოვნებში იყო ისეთი მნიშვნელოვანი შეზღუდვების მოხსნა, როგორებიცაა ზამთრის კურორტებზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნა, სკოლებისა და ბაღების გახსნა, შშმ პირებისთის თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობის მიცემა, საქართაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის განახლება, სახელოვნებო სივრცეების გახსნა და საათობრივი შეზღუდვის შემცირება. ეს სწორედ ის შეზღუდვებია, რომლებიც განსაკუთრებულად დიდ გავლენას ახდენს საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებლის ზრდაზე.

როგორც საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს, საქართველოში 2020 წელს მოსალოდნელი უმუშევრობის ზრდა 4 პროცენტით მოხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში უმუშევრობის დონე გაიზრდება 16.3%-მდე. რაც შეეხება 2022 წელს, უმუშევრობა შესაძლოა 2%-ით შემცირდეს. საქართველოში 2020 წლის 9 თვის მდგომარეობით ფიქსირდება 5%-იანი რეცესია.

გაუფასურებული ლარი და ეკონომიკური ზრდის კლება

როგორც უკვე აღვნიშნეთ, პანდემიამ ზეგავლენა მოახდინა არაერთ ეკონომიკური პარამეტრებზე, ქვეყნის ბიუჯეტსა და ასევე მის საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილზე. ეს კი მარტივად აიხსნება იმ ფაქტით, რომ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო შეიზღუდა მთელი რიგი ეკონომიკური აქტივობები და საქმიანობები. 2020 წლის მარტის თვის შემდეგ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მაჩვენებელი, ისევე როგორც ინფლაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შესუსტდა. ფაქტობრივად, ამ პერიოდში ქვეყანა საერთოდ ვეღარ ახერხებდა ეკონომიკური ზრდის დაფიქსირებას, რაც კატასტროფული მაჩვენებელია ქვეყნისთვის. ამას მოწმობს ისიც, რომ ლარის კურსმა დოლართან მიმართებით თავის ანტირეკორდს მიაღწია, ბოლო დროინდელი მაჩვენებლით ეს უკანასკნელი 3.41-ს შეადგენს ხოლო ევროსთან მიმართებით კი 4.14-ს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ლარი ასეთი გაუფასურებული არასდროს ყოფილა, ამის მიზეზი კი ცხადია პანდემიია და გლობალური კრიზისია, რომელიც დღემდე არსებობს მსოფლიოში.

დასკვნა

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოში კოვიდ-19-სგან გამოწვეულმა პანდემიამ ძალიან ბევრი უარყოფითი შედეგი მოუტანა ქვეყანას. მოიმატა ინფლაციის მაჩვენებელმა, ლარის კურმა დოლართან და ევროსთან მიმართებით ყველა დროის ანტირეკორდი დააფიქსირა, ეკონომიკის განვითარება ჯერ შენელდა, შემდეგ კი საერთოდ გაჩერდა. ეს გახდა იმის მიზეზი, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა მასობრივად დაკარგა შემოსავლის წყარო. პანდემიის შედეგად გამოწვეული შეზღუდვები შეეხო ძალიან ბევრ მცირე თუ საშუალო ბიზნესს, რესტორანსა თუ სხვა ყოველდღიური ცხოვრებისთვის მნიშვნელოვან დაწესებულებებს.

უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლის გამო მთავრობამ გარკვეული ფინანსები გამოყო მოსახლების უმუშევარი ნაწილისთვის. ეს რესურსი ისეთ ადამიანებზე გადანაწილდა, რომლებსაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საბანკო ანგარიშზე არ უფიქსირდებოდათ სახელფასო ჩარიცხვა. თუმცა მთავრობის მიერ გამოყფილი ეს რესურსი, რომელიც სულ რაღაც 200 ლარს შეადგენდა, იმდენად მცირედია, რომ ვერ უზრუნევლყო მოსახლეობის მინიმალური საჭიროებებიც კი.

მთავრობის მიერ დაწესებული მძიმე შეზღუდვები ითვალისწინებდა სკოლების, უნივერსიტეტების, სავაჭრო ცენტრებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის შეჩერებას, რამაც ფაქტობრივად მთლიანად ქვეყნის ყველა ბიზნესის შეჩერება გამოიწვია. ამას უმუშევრად დარჩენილი საზოგადოების ცხარე პროსტი გამოიწვია, რაც ბუნებრივია, რადგანაც ადამიანებს საარსებო მინიმუმის წყაროც კი წაერთვათ. თუმცა ბოლო პერიოდში მთავრობა ნელ-ნელა ცდილობს გაითვალისწინოს ქვეყნის ეს მძიმე მდგომარეობა უმუშევრობის თვალსაზრისით და აამოქმედოს ქვეყნის ეკონომიკა იმისათვის, რომ მოსახლეობამ შეძლოს დაუბრუნდეს იმ ჩვეულ რიტმს, რომელიც კოვიდ-19მდე არსებობდა ქვეყანაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *