მილიონერის პროფილი – კახა კალაძე
მილიონერის პროფილი – კახა კალაძე
დაბადების თარიღი: 17/02/1978
ჯამური ქონება: $1 მილიონი – $5 მილიონი
კახა კალაძე დაიბადა 1978 წლის 27 თებერვალს სამტრედიაში. ის არის ქართველი პოლიტიკოსი და ფეხბურთელი. 2017 წლის ნოემბრიდან არის თბილისის მერის თანამდებობაზე. ის თამაშობდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 1996 წლიდან 2011 წლამდე. 2001-2003 წლებში კახა კალაძე არჩეული იქნა საქართველოს წლის ფეხბურთელად და 2011 წლამდე საქართველოში ყველაზე ცნობილ და ამავდროულად, წარმატებულ ფეხბურთელად ითვლებოდა მთელს ქვეყანაში. კახა კალაძემ თავისი საფეხბურთო კარიერა დაიწყო, როგორც თავმდამსხმელი ადგილობრივი ლოკომოტივის კლუბში სამტრედიაში, სადაც მამამისი იყო პრეზიდენტი. ის ლოკომოტივში თამაშობდა მანამ, სანამ ძველმა გამოჩენილმა ფეხბურთელმა დავით ყიფიანმა არ შესთავაზა მას თბილისის დინამოში თამაში.
კალაძემ თავისი პირველი მეგობრული მატჩი მოიგო კვიპროსთან 1996 წლის 27 მარტს. ამავე წელს მოგვიანებით, მან დაიწყო საერთაშორისო საფეხბურთო კარიერა, როდესაც ითამაშა ლიბანის წინააღმდეგ მეგობრულ მატჩში. მან მონაწილეობა მიიღო FIFA World Cups-ის შესარჩევ ტურირში 1998, 2002, 2006 და 2010 წლებში და ამასთან უეფას ევროპის ჩემპიონატზე 2004 და 2008 წლებში. მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ საქართველო ვერ შეძლო აღნიშნულ ჩემპიონატებზე კვალიფიკაციის გავლა.
2001 წლის იანვარში კახა კალაძე გახდა საქართველოს ისტორიაში ყველაზე მდიდარი ფეხბურთელი, მაშინ, როდესაც მილანმა მას 16 მილიონი ევრო გადაუხადა იმისვის, რომ ის იტალიაში წასულიყო. მისი გადაწყვეტილება, რომ შეერთებოდა ევროპის ტოპ საფეხბურთო გუნდს იყო მის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. კახა კალაძე არის პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც მოიგო ჩემპიონთა ლიგის ტიტული. კალაძემ 2011 წლის 11 დეკემბერს გამოაცხადა საფეხბურთო კარიერიდან წასვლის შესახებ.
ბიზნესები და კომპანიები
საფეხბურთო კარიერის გარდა აღსანიშნავია ის, რომ კახა კალაძე ფლობს კალა კაპიტალს და ორგანიზაციას სახელად ,,Kala Foundation”. ის დაქორწინებულია დიზაინერ და მოდელ ანუკი არეშიძეზე, რომელთანაც მას 4 შვილი ჰყავს.
კახა კალაძის მიერ დაფუძნებული კომპანია ,,კალა კაპიტალი” ფლობდა საქართველოს ჰიდროენერგიის სამშენებლო კომპანიის ,,საქჰიდროენერგომშენის” 45%-ს. კახა კალაძის პოლიტიკური კარიერა დაიწყო 2012 წელს, როდესაც მისი კანდიდატურა წარდგენილი იყო ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პოზიციაზე.
კალაძე პოლიტიკაში ჩაერთო 2011 წლიდან და ამავე წლიდან ის არის პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, რომელიც დააფუძნა მილარდელმა ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის თებერვალში. ის აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრა 2012 წლის 1 ოქტომბერს. კახა კალაძის პოლიტიკურ კარიერაში განსაკუთრებული აღმასვლა დაიწყო სწორედ ამ წელს, როდესაც 5 ოქტომბერს პარლამენტმა ის ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე დაამტკიცა. ამ ამბავს კრიტიკოსები საკმაოდ დიდი სკეპტიციზმით შეხვდნენ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კალაძის ამ თანამდებობამ ინტენსიური დეპატები და კონფლიქტები გამოიწვია. ,,კალა კაპიტალმა” მიჰყიდა თავისი აქციები GMC ჯგუფს 2012 წლის ნოემბერში, თუმა მისი კომერციული ინტერესები ისევ ეჭვის ქვეშ დარჩა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ,,ქართული ოცნების;; მეორე კაბინეტის დამტკიცებასთან ერთად, კახა კალაძე აირჩიეს საქართველოს ვიცე-პრემიერად. ის ამ თანამდებობაზე იმყოფებოდა ენერგეტიკის მინისტრობის პერიოდში. 2016 წელს იგი ხელახლა იქნა არჩეული ამ ორივე თანამდებობაზე. თუმცა ერთი წლის შემდეგ, 2017 წლის 10 ივლისს მან თვითმართველობის არჩევნებში თბილისის მერობისთვის კენჭისყრის გამო ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობა დატოვა. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მან თვითმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა და 13 ნოემბერს გახდა თბილისის მერი. როგორც ვიცით, ამ სტატუსს კახა კალაძე დღემდე ინარჩუნებს.