მილიონერის პროფილი – ზურაბ წერეთელი

მილიონერის პროფილი – ზურაბ წერეთელი post thumbnail image

მილიონერის პროფილი – ზურაბ წერეთელი

დაბადების თარიღი: 4/01/1934

ჯამური ქონება: $1 მილიონი – $5 მილიონი

ზურაბ წერეთელი დაიბადა საქართველოს დედაქალაქ თბილისში, 1934 წელს.  ის არის ეროვნებით ქართველი, თუმცა უმეტესად რუსეთში მოღვაზე მხატვარი, მოქანდაკე და არქიტექტორი, რომელიც რუსული ხელოვნების აკადემიის პრეზიდენტად იქნა არჩეული. რაც შეეხება განათლებას, მან დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და შემდეგ საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. ზურაბ წერეთელი ითვლება როგორც საქართველოში, ასევე რუსეთში, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ, წარმატებულ და გამოჩენილ ხელოვანად. ამასთან, ის არის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი, ეროვნებით ქართველი მოქანდაქე.

ჯილდოები და მიღწევები

აღსანიშნავია ის, რომ ზურაბ წერეთელი არის უამრავი ჯილდოსა თუ პრემიის მფლობელი, მაგალითად ისეთების, როგორებიცაა სახელმწიფო პრემია, ლენინური პრემია, საქართველოს და რუსეთის სახელმწიფო პრემია, საფრანგეთის “ვერბეერის”, გაბრიელ მისტრალის, იუნესკოს ოქროს ორდენის კავალერი და ა.შ, ეს სია ძალიან გრძელია. მას არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი სკულპტურა აქვს შექმნილი როგორც საბჭოთა კავშირისთვის, ასევე საქართველოსთვის, შესაბამისად გასაკვირიც არ არის, რომ ის იყო პირველი ადამიანი, რომელიც ხელოვნების სფეროში დიდი ოდენობის თანხის დაგროვება შეძლო და მილიონერად იქცა. მის ნამუშევრებს შორის შედის ისეთი მნიშვნელოვანი სკულპტურები და მონუმენტები, როგორებიცაა: პეტრე პირველის ძეგლი, მემორიალი “მწუხარების ცრემლები” (აშშ), ახალი სამყაროს დაბადება (პუერტო რიკო, 2016 წელი), ახალი სამყაროს დაბადება (პუერტო რიკო, 2016 წელი), საუკუნო მეგობრობა (რუსეთი, მოსკოვი), გამარჯვების მონუმენტი (რუსეთი, მოსკოვი), (ახალი ადამიანის დაბადება” (ესპანეთი) და ასე შემდეგ.

ამ ჩამონათვალიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ამერიკი შეერთებულ შტატებში მდებარე მემორიალური ქანდაკება, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარი ტერაქტის დროს გარდაცვლილთა პატივსაცემად აჩუქა ზურაბ წერეთელმა ამერიკელებს. ეს ქანდაკება 30 მეტრი არის სიმაღლეში და სახელად ჰქვია – „გლოვის ცრემლი“. ჯამში ეს უკანასკნელი 175 ტონას იწონის. ამერიკელებისთვის ამ ქანდაკებას რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ამაზე მიუთითებს ისიც, რომ ზურაბ წერეთელის ეს მემორიალური სკულპტურა ყველასათვის ცნობილი „თავისუფლების ქანდაკების“ მოპირდაპირე მხარეს დგას, მდინარე ჰუდსონის სანაპიროზე.

გარდა ამისა, ზურაბ წერეთელის შემოქმედებაზე საუბრისას აუცილებელია აღინიშნოს ისიც, რომ სწორედ მას ეკუთვნის თბილისის შემოსასვლელში არსებული „წმინდა ნინოს მონუმენტი“. ასევე ზურაბ წერეთელს ეკუთვნის თავისუფლების მოედანზე მდგარი „წმინდა გიორგი“, რომელიც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ აჩუქა მან თავის ქალაქს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ზურაბ წერეთელი წევრია მრავალი ორგანიზაციისა თუ ასოციაციის. ამ ჯგუფების სიაშია ბროკპორტის (აშშ) ნატიფი ხელოვნების უნივერსიტეტი, სადაც ის საპატიო პროფესორის სტატუსით სარგებლობს. ამასთან ის არის მსოფლიო ელიტის აკადემიის წევრი 1997 წლიდან. ის არის ასევე აკადემიკოსი რუსეთის ინფორმატიკის აკადემიისა და რუსეთის სამხატვრო აკადემიის. არის ვიცე პრეზიდენტი რუსეთის შემოქმედებითი აკადემიის და ესპანეთში, მადრიდში მდებარე სან-ფერდინანდის ნატიფი ხელოვნების სამეფო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი 1998 წლიდან. ეს ყველაფერი უკვე ნათლად აჩვენებს ზურაბ წერეთლის სიდადეს და წარმატებას, შესაბამისად გასაკვირი არაა, თუ რატომ ითვლება ის ხელოვნების სფეროში მოღვაწე ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანად.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *