მსოფლიო ბანკი €85 მლნ-ს გამოუყოფს დაზარალებულ ქართულ კომპანიებს
საქართველოში დაახლოებით ექვსი ათასი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესი დაზარალდა კოვიდ-19-სგან გამოწვეული პანდემიის შედეგად. ამიტომაც, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, 85 მილიონი ევროს რაოდენობის ფინანსური დახმარება გამოიყოფა სწორედ ასეთი კომპანიებისთვის, იმისათვის, რომ ხელი შეეწყოს დაზარალებული ბიზნესების გაჯანსაღების პროცესს.
ეს არის პროექტი სახელწოდებით ”დახმარება და გაჯანსაღება მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის” (‘Relief and Recovery for Micro, Small and Medium Enterprises’ (MSMEs), რომლის მიზანიც არის ის, რომ დაეხმაროს ასეთი ტიპის ფირმებს სამუშაო ადგილების შექმნასა და გაფართოვებაში და ამასთან, ხელი შეეწყოს საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებისა და დიჯიტალიზაციის პროცესს.
აღნიშნული პროექტის მიზანია, რომ შეამსუბუქოს სხვადასხვა კომპანიის ფინანსური შეზღუდვები და დაეხმაროს მათ, იმაში, რომ მათ უკეთ შეძლონ კოვიდ-19-თან და მის თანმხლებ გარემო-პირობებთან მორგება. ამ პროექტის ერთ-ერთი კომპონენტი არის ის, რომ ეს უკანასკნელი გააძლიერებს და გაზრდის MSMEs-ს ნაირ მსგავს პროგრამებს, რომლებიც დანერგილია ,,აწარმოე საქართველოში”-ს მიერ. ეს არის პირდაპირი დახმარება მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რომელიც გრანტის სახით არის შეთავაზებული მსოფლიო ბანკის მიერ, აწარმოე საქართველოშის მხარაჭერის პროგრამის ფარგლებში.
გრანტის სარგებელი ქართული კომპანიებისთვის
ასევე აღსანიშნავია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესები (SMEs), უფლებამოსილნი იქნებიან დაეხმარონ ,,აწარმოე საქართველოშის” პროგრამას თანადაფინანსების თვალსაზრისით, რაც საბოლოო ჯამში, შეამცირებს მათი სესხების ხარჯებს და შეამსუბუქებს ლიკვიდურობის მიერ წარმოშობილ შეზღუდვებს.
გარდა ამისა, საყურადღებოა ისიც, რომ მცირე და საშუალო ბიზნესები სარგებელს მიიღებენ იმითაც, რომ მათ ფინანსური ინსტიტუტებისგან ექნებათ წვდომა ნაწილობრივ საკრედიტო გარანტიებზე, რომელიც თავის მხრივ, შექმნილია იმისთვის, რომ თანხვედრაში მოვიდეს მაღალი დამატებითი უზრუნველყოფის მოთხოვნებთან და ფინანსური ინსტიტუტების მაღალ რისკის ავერსიასთან.
ასევე უნდა ითქვას ისიც, რომ ეს პროექტი დაეხმარება ქვეყნის ფინანსური ინფრასტრუქტურის გაძლიერებას და გაზრდის ციფრული ფინანსური სერვისების გამოყენებას მოსახლეობაში. ამასთან, პროექტი ასევე მხარს დაუჭერს ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფას კომპანიებისთვის, რომლებიც ცდილობენ, რომ მოერგონ ახალ რეალობას. ეს ყველაფერი კი მოხდება რელევანტური მენეჯერულიი, ციფრული და სხვა პრაქტიკების დანერგვის საშუალებით, რომლებიც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს კომპანიებს თავი დააღწიონ კოვიდ-19-სგან გამოწვეულ პანდემიას და იმ სუსტ ეკონომიკურ გარემოს, რომელში ფუნქციონირებაც მათ უკვე დიდი ხნის განმავლობაში უწევთ.
შესაბამისად, ამ ყველაფრიდან გამომდინარე ბუნებრივია, რომ მსოფლიო ბანკის მიერ 85 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი ნამდვილად ძალიან დიდი წინ გადადმული ნაბიჯია როგორც ქვეყანაში არსებული მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, ასევე ზოგადად, საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღებისთვისაც.