მსოფლიო ბანკის მიხედვით მსოფლიო ეკონომიკას რეცესია ელის
კოვიდ-19-მა სრულიად შეცვალა ჩვენი რეალობა და დაგვაძალა ამ ახალ ცხოვრების სტილთან ადაპტირება. პანდემიის გამო უამრავი სექტორი თუ ინდუსტრია კრიტიკულ სიტუაციაშია, რადგან ყველა მათგანს არ ჰქონდა ონლაინ სივრცეში გადანაცვლების და ამ პერიოდის მომგებიანად გამოყენების საშუალება.
იქედან გამომდინარე, რომ თვეების მანძილზე ფუნქციონირება ნახევრად ან სრულიად შეეჩერებინათ ბიზნესებს, მათ შორის რესტორნებს, კაფეებს, თეატრებს და მრავალ სხვა დაწასებილებას, ამან მოაკლო ქვეყნის ეკონომიკას ამ ბიზნესების მიერ შეტანილი წვლილი. ასევე ერთ-ერთო უდიდესი პრობლემა მსოფლიოში, ეს გახდა საზღვრების ჩაკეტვა, რამაც ტურიზმის მიერ შემოტანლი თანხის არნახული შემცირება გამოიწვია.
ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, ნავარაუდებია ეკონომიკის შემცირება. მაგალითად იმის მაგივრად, რომ ეკონომიკა გაზრდილიყო, ისე როგორ ნავარაუდები ჰქონდათ წლის დასაწყსში, ეკონომიკა შემცირდება 4 %-ით. მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პლანეტის მოსახლეობა ახლა ჯანდაცვისა და ეკონომიკური უპრეცედენტო კრიზისის წინაშეა. მათი პროგნოზით, გლობალურ ეკონომიკას უდიდესი შოკი ელოდება, რომელიც კაცობრიობას ბოლო 70 წელია, არ ახსოვს. „ესოშიეტიდ პრესის“ ცნობით, მსოფლიო ბანკი ვარაუდობს, რომ პანდემიის შედეგად, მილიონობით ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩნდება. ამის გამომწვევი მიზეზებიც, სწორედ ბიზნესების დროებით დახურვა და სერვისების ფუნქციონირების შეწყვეტაა. მსოფლიოს ბანკის პროგნოზით, მოქალაქეების შემოსავლები მკვეთრად დაიკლებს, რასაც განვითარებადი ბაზრების მქონე ქვეყნების 90 პროცენტი იგრძნობს. მსოფლიოს ბანკის სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ წელს პლანეტაზე მცხოვრები 100 მილიონამდე ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩნდება.
განახლებული ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს მსოფლიო ეკონომიკა 5,2 პროცენტით შემცირდება. ეს საკმაოდ ამაღელვებელი მაჩვენებელია თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს მეორე მსოფლიო ომის შემდგომი რეცესიის დროიდან ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. თითო სულ მოსახლეზე შემოსავალი გლობალური მასშტაბით 6,2 პროცენტით შემცირდება, რაც 2009 წლის ფინანსური კრიზისის შემდგომ დაფიქსირებულ ვარდნაზე უარესია. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ მთელი დედამიწის ეკონომიკური მდგომარეობა სავალალო სიტუაციაშია და საჭიროებს სწრაფად დახმარებას.
მსოფლიო ბანკმა გააკეთა პროგნოზი კონკრეტულად საქართველოს ეკონომიკური მომვლის შესახებაც. მათ გამოთვლების გამოყენებით ჩამოაყალიბეს თეორია, რომლის მიხედვით საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს 4,8 პროცენტით შემცირდება, ხოლო 2021 წელს ნავარაუდებია ოთხპროცენტიანი ზრდა.
აღსაღნიშნავია ასევე ისიც, რომ საქართველოს მიერ პანდემიის გამო მიღებული ფისკალური ზომები მომდევნო წლებში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის სამ პროცენტს უტოლდება. „ეს მოიცავს დამატებით სამედიცინო ხარჯებს, ტურიზმის სექტორის დახმარებას, დამატებითი ღირებულების გადასახადის დაბრუნებას, დაბალშემოსავლიანი ადამიანებისთვის გადასახადებზე დაწესებულ მორატორიუმს, კომუნალური გადასახდების სუბსიდირებას და ღარიბი მოქალაქეების სუბსიდიებს“, – აცხადებენ მსოფლიო ბანკში.
ანგარიშის მიხედვით, პანდემიის გამო ტურისტული ნაკადის შემცირებით გამოწვეულ ნეგატიურ შედეგებს ევროპისა და ცენტრალური აზრიის რეგიონში ყველაზე მეტად იგრძნობენ ალბანეთი, ხორვატია, საქართველო, მონტენეგრო და თურქეთი. „სამხრეთ კავკასიის რეგიონში ეკონომიკა, პანდემიის და პროდუქციაზე შემცირებული ფასის გამო, 3,1 პროცენტით შემცირდება. 2021 წელს ეკონომიკის აქტივობა სავარაუდოდ სამ პროცენტამდე გაიზრდება“, – ნათქვამია ანგარშში. ეს კი მიგვანიშნებს იმაზე, რომ ეკონომიკის მსგავს განვითარება მომავალ 2 წელიწადში საკმაოდ ხშირი მოვლენა იქნება.
თუმცა, რეალურად არავინ იცის თუ რა მოხდება მომავალში და თუ რას გვიმზადებს კორონავირუსული ინფექცია. დაბრუნდება თუ არა ის მეორე ტალღის სახით? ამ კითვაზე პასუხი არავის აქვს, ამიტომ ეროვნული ბანკის ეს ვარაუდები ჯერ მხოლოდ ვარაუდებია და შესაძლებელია ყველაფერი სულ სხვანაირად განვითარდეს. თუმცა, ერთი რამ რაც ვიცით, ეს არის ის, რომ სიტუაცია ნავარაუდებზე უკეთესი ნამდვილად ვერ იქნება. სამწუხაროდ, მას მხოლოდ გაუარესება შეუძლია.