გაიზრდება თუ არა პენსიები ახლო მომავალში?

გაიზრდება თუ არა პენსიები ახლო მომავალში? post thumbnail image

პანდემიის ფონზე ქვეყანა ეკონომიკურ რეცესიას განიცდის. პროგნოზის მიხედვით, 2020 წლის ბოლოსთვის ის 4%-ით შემცირდება. ამის გამო, მთავრობა იძულებული იყო მინიმუმამდე დაეყვანა ბერვი სხვადასხვა სახის ხარჯი, რამაც ბევრი პენსიონერი ააღელვა, რომელიც ელოდა პენსიების გაზრდას. თუმცა როგორც ჩანს, ეს ცვლილება პენსიების გაზრდის პროექტს არ დააზარალებს და მოხუცებულები მიიღებენ იმას, რაც მათ დაპირდნენ.

ამის გაკეთებას კი მთავრობა მოახერხებს ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში. ამ გეგმის ბიუჯეტში კი უდიდეს იწვლილი შეიტანა და ჯერ კიდევ შეაქვს უცხოეთიდან მიღებულ დახმარებას. ,,უცხოეთიდან მისაღები 1.5 მილიარდი დოლარიდან ამ ეტაპზე 850 მილიონზე ხელშეკრულებები ხელმოწერილია, ნაწილი ჩამოსულია, ნაწილი ხელმოწერილია, რატიფიცირებას გადის ამ კვირაში და უახლოეს კვირებში ჩამოვა. დანარჩენის შემთხვევაში ხელშეკრულებებზე მიმდინარეობს მუშაობა. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ უკვე ივნისი-ივლისის განმავლობაში, რაც ხელმოწერილია, ის ჩამოვა. წლის ბოლომდე თითქმის ყველა, მთელი თანხა ჩამოვა” – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ამ თემასთან დაკავშირებით ისაუბრა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, ანტიკრიზისული პროექტის პრეზენტაცის შემდეგ და მან განაცხადა, რომ ,,პენსიების ზრდასთან დაკავშირებული პირობა შენარჩუნებულია”. მისი თქმით, წლის დასაწყისში 20 ლარით გაეზარდა პენსია ყველა პენსიონერს. ეს რა თქმა უნდა, გრანდიოზული ცვლილება არ არის, თუმცა ეს უკანასკნელიც არ არის, რაც იმის იმედს გვაძლევს, რომ პენსია მომავალ თვეებსა თუ წლებში უფრო საგრძნობლადაც გაიზრდება.

„ასევე, ამ წლის ბიუჯეტში ჩადებული იყო, რომ 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის პენსია გაიზრდებოდა კიდევ 30 ლარით. ეს შენარჩუნდა, ანუ ეს პირობა შენარჩუნდა. სხვაგანაც გვქონდა, ზოგან მატება იყო ხელფასების, მაგრამ გავაჩერეთ, როგორც პრემიების გაცემა შევზღუდეთ, ასევე ვაკანსიებზე აყვანაც დავაკონსერვეთ, მაგრამ პენსიებზე, ამ დანაპირებზე უარი არ ვთქვით. პენსიები გაიზრდება პირველი ივლისიდან, როგორც დაგეგმილი იყო“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა. მისი თქმით, ამასთან ერთად, მთავრობამ წარადგინა პენსიების ინდექსაციის კანონი და ინიციატივა.

„აღნიშნული ინიციატივის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ყოველ წელს პენსიების ზრდა მოხდეს შემდეგი პარამეტრით – 70 წლამდე პენსიონერს პენსია გაეზარდოს ინფლაციის გათვალისწინებით, ხოლო 70 წელზე უფროსი ასაკის პენსიონერებს გაეზარდოს ინფლაციით, პლიუს ეკონომიკური ზრდის 80 პროცენტით. თუმცა მინიმუმ, თანხები უნდა იყოს 20 ლარი 70 წლამდე ასაკის პენსიონერისთვის და 25 ლარი მეორე კატეგორიისთვის“, – განაცხადა ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, ეს გაიწერება კანონში და აღარ იქნება მთავრობის, რომელიმე პოლიტიკური ძალის დისკრეცია, როგორ უნდა მოხდეს წლიდან წლამდე პენსიების ზრდა. ამ განაცხადმა, რა თქმა უნდა, ბევრ პენსიონეს მისცა იმედი იმისა, რომ მომავალში სიტუაცია მხოლოდ და მხოლოდ გამოსწორდება.

„ეს იქნება ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი. მინდა, გითხრათ, რომ ეს გაჯანსაღებასაც ხელს უწყობს, ფისკალურად პროგნოზირებადსაც ხდის და რაც ყველაზე მთავარია, პოლიტიკურ შლეიფს, პოლიტიკური პოპულიზმის შლეიფს აშორებს იმ სენსიტიურ თემას, როგორიც არის ჩვენს ქვეყანაში პენსიების ზრდა“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

ამ თემაზე ასევე ისაუბრა ქვეყნის პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამაც. მან ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს ბიუჯეტი იქნება დაყრდნობილი მოქალაქეების საჭიროებებზე და გაითვალისწინებს საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვანი ჯგუფების სოციალურ ინტერესებს. ამ ჯგუფებში იგულისხმებიან პენსიონერები, ბავშვები, ღვაწლმოსლი მოხუცები და ასე შემდეგ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *