ეკონომიკის სამინისტროს თქმით, ნოკია საქართველოს ბაზარზე შემოდის

ეკონომიკის სამინისტროს თქმით, ნოკია საქართველოს ბაზარზე შემოდის post thumbnail image

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განაცხადა, რომ ფინურმა კომპანია ნოკიამ დიდი ინტერესი გამოთქვა საქართველოს ბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით. საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი შეხვდნენ კომპანიის რეგონალურ ვიცე-პრემიერს მიკო ლავანტის 16 აპრილს იმისათვის, რომ განეხილათ ის ძირითადი პროექტები და სფეროები, რომლებშიც ნოკიას ინვესტიცია არის შესაძლებელი და ეს უკანასკნელი ღირებული იქნება საქართველოში.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს თქმით, ის მთავარი სფეროები, რომლებშიც ფინური კომპანია ფულის დაბანდებას აპირებს არის ფართო საკომუნიკაციო ქსელის ინფრასტრუქტურის განვითარება, ხელოვნური ინტელექტი და ზოგადად, ციფრული ეკონომიკა. სწორედ ეს არის ის მთავარი მიმართულებები, რაც ბრენდ ნოკიასთვის განსაკუთრებით მიმზიდველია საქართველოში ინვესტიციის ჩადების თვალსაზრისით.

კომპანიის რეგონალურმა ვიცე-პრემიერმა ლავანტიმ განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან შეხვედრაზე კომპანიამ განიხილა თუ რა ტიპის სერვისების მოწოდება იქნება შესაძლებელი და ხელსაყრელი საქართველოს მთავრობისთვის და საქართველოს მოსახლეობისთვის. მისი თქმით, საქართველოში მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი იგეგმება სამომავლოდ, რომელიც ციფრული სერვისების როლს ქვეყანაში კიდევ უფრო გაზრდის და მნიშვნელოვნად განავითარებს ქვეყანას ამ თვალსაზრისით.

საქართველოს ამჟამინდელ მდგომარეობა ციფრული სერვისების განვითარების კუთხით

საქართველოში ციფრულ სერვისებზე საუბრისას, მნიშვნელოვანია ასევე ვახსენოთ ის ფაქტი, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა ფინური კომპანიის წარმომადგენლებთან შევედრისას ასევე ისაუბრეს ამჟამად ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) განვითარების კუთხით. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს ამბიცია, რომ გახდეს მთავარი ციფრული ჰაბი რეგიონში. ამ ყველაფრისთვის კი ქვეყანა უკვე მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს და არაერთ პროექტის განხორციელებას აპირებს უახლოესი მომავლისთვის.

ამასთან ერთად, საგულისხმოა ასევე ისიც, რომ ნოკიას წარმომადგენლებთან შეხვედრისას ხაზი გაესვა ქვეყნის კარგ საკანონმდებლო და ბიზნეს გარემს, რომელიც მიზნად ისახავს, რომ მოიზიდოს ქვეყანაში საერთაშორისო ტექნოლოგიების კორპორაციები, რათა მათ გახსნან საქართველოში რეგიონალური ოფისები და შემოვიდნენ ჩვენს ბაზარზე. მნიშვნელოვანია, რომ ეს ყოველივე დიდ მიზნებს ემსახურება, კერძოდ, ახალი გიგანტი კომპანიების მოზიდით ქვეყანა შეძლებს, რომ ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას წინ, ამასთან ახალი ოფისები ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს და ახალ შესაძლებლობას მოსახლეობისთვის, რომ განვითარდნენ კარიერულად ისევე, როგორც ფინანსურად. ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად საქართველოს მდგომარეობა ციფრული სერვისების განვითარების კუთხით არც ისე სახარბიელოა, ქვეყნის მომავალი საკმაოდ კარგ პროექტებს გვიქადის და შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსთვის ეს ყველაფერი მნიშვნელოვან პოზიტიურ გავლენას მოახდეს შორეულ პერსპექტივაში.

დასკვნა

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებით საქართველოს ბაზარზე უახლოეს მომავალში ფინური კომპანია- ნოკია შემოვა. კომპანიის რეგონალური ვიცე-პრემიერთან მიკო ლავანტთან შეხვედრისას ეკონომიკის მინისტრის მოადგილეებმა განიხილეს ის ძირითადი პროექტები და სფეროები, რომლებშიც ნოკიას ინვესტიცია არის შესაძლებელი.

გარდა ამისა, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს ამბიცია, რომ გახდეს მთავარი ციფრული ჰაბი რეგიონში, რისთვისაც კი ქვეყანამ უკვე დაიწყო მზადება და მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ამ სფეროში განვითარების თვალსაზრისით. ეს ყველაფერი ქვეყნის მომავალი ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგანაც გაზრდის როგორც ეკონომიკას, ისე სამუშაო ადგილებს ქვეყანაში და დიდ გავლენას მოახდენს ქვეყნის ფინანსური დასტაბილურების კუთხით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *