1427 ქართველი მოქალაქე დარეგისტრირდა დროებით სამუშაოზე ისრაელში

1427 ქართველი მოქალაქე დარეგისტრირდა დროებით სამუშაოზე ისრაელში post thumbnail image

საქართველოს განვითარებისა და დასაქმების სააგენტოს განცხადებით, ჯამში უკვე 98,443 ქართველი მოქალაქე დარეგისტრირდა დროებით სამუშაოზე გერმანიაში, ხოლო 1427 მოქალაქე კი ისრაელის დასაქმებით პროგრამაში. აღსანიშნავია, რომ გერმანულ პროგრამაზე რეგისტრაცია ჯერ კიდევ 2021 წლის 15 თებერვალს დაიწყო, ხოლო ისრაელის პროგრამისთვის კი 12 აპრილს. როგორც უკვე ვიცით, მოცემული სეზონური დასაქმება დაკავშირებულია გერმანიის აგრარულ სექტორთან, სადაც დაახლოებით 5 ათასი ადამიანი შეძლებს, რომ ლეგალურად დასაქმდეს სამი თვის განმავლობაში და შესაბამიად, მიიღოს როგორც კარგი ფინანსური სარგებელი, ასევე განვითარდეს კარიერული თვალსაზრისითაც იმ შემთხვევაში, თუ მისი მთავარი მოღვაწეობის სფერო სწორედ აგრარული სექტორია.

ისრაელის პირობები

რაც შეეხება ისრაელს, ქვეყანა გერმანიასთან შედარებით ნაკლებ, ათას ქართველ მოქალაქეს სთავაზობს დროებითი სეზონური ლეგალური დასაქმების შესაძლებლობას. ამ შემთხვევაში არა აგრარულ სექტორში, არამედ homecare სფეროში, რომელიც სახლის მოვლას და სხვა დიასახლისურ საქმიანობებს ითვალისწინებს. ეს უკანასკნელი შესაძლებლობა განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვისაც ხანგრძლივად სურს მუშაობის დაწყება საზღვარგარეთ, რადგანაც მოცემული პროგრამა ერთ წლიან სამუშაო ვადას ითვალისწინებს.

ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ისრაელის დასაქმებითი პროგრამა საქართველოს ძალიან დიდი ნაწილისთვის იქნება ძალიან მიმზიდველი შემოთავაზება, რადგანაც როგორც ვიცით, ქვეყანაში საკმაოდ დიდი რაოდენობის დიასახლისია, რაც ნიშნავს ადამიანების იმ კატეგორიას, რომლებმაც ვერ შეძლეს დასაქმებულიყვნენ რომელიმე სფეროში და ამის გამო, შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილები. დღევანდელი რეალობა საქართველოში აჩვენებს იმას, რომ ადამიანების ეს ნაწილი დღითიდღე უფრო იზრდება, განსაკუთრებით კი კოვიდ-19-ისგან გამოწვეული პანდემიის შემდეგ, რაც ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი დაიწყო და უფრო და უფრო მეტი ადამიანი კარგავს სამსახურს, რომელიც მათი შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენდა. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ისრაელის მიერ შემოთავაზებული ეს შესაძლებლობა ძალიან ბევრ ქართველ მოქალაქეს მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ თავიანთი ყოველდღიური საქმიანობა შემოსავლის წყაროდ აქციონ სამწუხაროდ, არა სამშობლოში, არამედ მის საზღვრებს გარეთ.

რაც შეეხება კონკრეტულ ანაზღაურებას, ის ქართველი მოქალაქეები, რომლებიც დარეგისტრირდებიან და საბოლოოდ, აირჩევიან ისრაელის სეზონური დასაქმების პროგრამაში მიიღებენ მინიმუმ  1610 დოლარს ყოველთვიურად, ანაზღაურების სახით იმ პირობით, თუ ისინი კვირაში 42 საათს იმუშავებენ, ხოლო მეორე მხრივ, მათ ეძლევათ შესაძლებლობა, რომ გაიზარდონ სამუშაო საათები, თუკი ისინი 58 საათს იმუშავებენ კვირაში, თვიურად 2440 დოლარის ანაზღაურების მიღების საშუალება ექნებათ. ეს ინფორმაცია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით გახდა ცნობილი ბოლო პერიოდის განმავლობაში.

დასკვნა

როგორც ვხედავთ,  საქართველოს მოქალაქეებისთვის უცხოეთში დასაქმების შესაძლებლობები დღითიდღე იზრდება.  საქართველოს განვითარებისა და დასაქმების სააგენტოს განცხადებით, ჯამში უკვე 98,443 ქართველი მოქალაქე დარეგისტრირდა დროებით სამუშაოზე გერმანიაში, ხოლო 1427 მოქალაქე კი ისრაელის დასაქმებით პროგრამაში. ეს მზრდადი მოთხოვნა გასაკვირი არ არის, რადგანაც ეს პროგრამები საშუალებას აძლევს ადამიანებს, რომ მიიღონ როგორც კარგი ფინანსური სარგებელი, ასევე განვითარდნენ კარიერული თვალსაზრისითაც.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ დადებითი მხარე  უცხოეთში ლეგალური სეზონური დასაქმების არის ის, რომ ეს პროგრამები განკუთვნილია არა მხოლოდ ერთი სექტორისთვის, არამედ შესაძლებლობი სხვადასხვა სფეროებს ეხება და პერპექტივა იმისა, რომ კიდევ უფრო მეტი სექტორი დაემატოს, დღითიდღე იზრდება. გერმანიის პროგრამა აგრარული სექტორისთვის არის განკუთვნილი, მაშინ, როდესაც ისრაელის პროგრამაში დასაქმებული ადამიანები იმუშავებენ homecare სფეროში, რომელიც სახლის მოვლას და სხვა დიასახლისურ საქმიანობებს ითვალისწინებს.

რაც შეეხება ანაზღაურებას, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს ნაწილიც საკმაოდ მიმზიდველია ქართველი მოქალაქეებისთვის, რადგანაც ანაზღაურება 1610დან 2440 დოლარამდე მერყეობს, რაც ქართული ბაზრისთვის საკმაოდ მაღალ შემოსავლად ითვლება, განაკუთრებით კი თუკი გავითვალისწინებთ ამჟამინდელი ლარის კურსს, რომელიც დოლართან მიმართებაში სამწუხაროდ, ძალიან გაუფასურებულია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *