სეზონურ დასაქმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკები კიდევ სამ ქვეყანასთან

სეზონურ დასაქმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკები კიდევ სამ ქვეყანასთან post thumbnail image

1 კვირის წინ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, განაცხადა, რომ საქართველო სეზონურ დასაქმებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს სამ ქვეყანასთან, კერძოდ, საბერძნეთთან, ისრაელთან და საფრანგეთთან. მინისტრის მიხედვით, სახელმწიფო მუშაობს იმისთვის, რომ ხელი შეეწყოს როგორც ადგილობრივ სექტორში დასაქმებას, ასევე საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ დროებით და ლეგალურ დასაქმებასაც. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ სამი ქვეყნის გარდა, მოლაპარაკებების წარმოების პროცესი ცირკულარულ მიგრაციასთან დაკავშირებით ასევე მიმდინარეობს კვიპროსთან.

როგორც ვიცით, მსგავსი შეთანხმება უკვე გაფორმდა გერმანიასთან 15 თებერვალს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოსახლეობას საშუალება ეძლევა დასაქმდეს ქვეყნის სასოფლო სამეურნეო სექტორში. გერმანიის ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა, რომ სეზონური დასაქმება საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ 90 დღის განმავლობაში. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ეს არ არის იმიგრაციის პროექტი უცხო ქვეყნებში, არამედ ეს არის დროებითი დასაქმების პროგრამა. აღსანიშნავია, რომ გერმანიისთვის საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელთანაც მსგავსი ტიპის ხელშეკრულება გააფორმა. სწორედ ამ შეთანხმების შემდეგ გამოხატა სხვა ქვეყნებმაც საქართველოს მიმართ ინტერესი მსგავსი მიმართულებით.

საზღვარგარეთ დასაქმების პირობები და მიზნები

როგორც უკვე აღვნიშნე, საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ დასაქმდებიან დროებით, დღეების მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს 90-ს.  საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის მიხედვით, ლეგალური დროებითი დასაქმება გერმანიაში, საფრანგეთში, საბერძნეთსა თუ სხვა, ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, მთავრობის მთავარი პრიორიტეტია. საზღვარგარეთ დასაქმების პირობები მკაცრად გამორიცხავს არალეგალურ ცხოვრებასა და მუშაობას ქვეყნის გარეთ. საქართველოს მთავრობა აღიარებს, რომ არალეგალური მიგრაცია მწვავე პრობლემაა  როგორც საქართველოსთვის, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის, ამიტომაც ეს უკანასკნელი ფაქტი აუცილებლად იქნება რეგულირებული ცირკულარულ მიგრაციასთან დაკავშირებული ხელშეკრულების შესაბამისად.

სეზონური დასაქმების მთავარი მიზანია დააკავშიროს ისეთი ქვეყნები ერთმანეთთან, რომლებიც იზიარებენ შრომითი ბაზრის პრინციპებს, განსაკუთრებით, თუ ეს პრინციპები კანონთან მოდიან შესაბამისობაში. ტიკარაძის განცხადებით, დასაქმების პირობები მოაზრებს საკმაოდ კარგ შემოსავალს და ჯანსაღ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას. გარდა ამისა, მისი თქმით, ეკონომიკური სარგებლის გარდა, რომელიც უმთავრესი პრიორიტეტია, მოქალაქეებს აქვთ შანსი გაეცნონ ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანას, მიიღონ სოციალური თუ კულტურული გამოცდილებები და გაეცნონ ევროპული ქვეყნების სისტემის მახასიათებლებს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, მათ უკვე საკმაო გამოცდილება ექნებათ დაგროვილი აგრარულ სექტორში და ისინი შეძლებენ, რომ ამ კუთხით განაგრძნონ საქმიანობა თავიანთ ქვეყანაშიც.

აღსანიშნავია, რომ ცირკულარული მიგრაციის პროგრამა უნდა დაწყებულიყო ჯერ კიდევ 2020 წელს, თუმცა გლობალური პანდემიის გამო და კოვიდ-19-ისგან გამოწვეული შეზღუდვების შესაბამისად, შეუძლებელი გახდა მოცემული პროექტის ამოქმედება. ამიტომაც, ბუნებრვია, რომ შეთანხმებები გადაიდო და 2021 წლის თებერვლიდან დაიწყო ამოქმედება. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ გერმანიაში ლეგალური დასაქმების პროგრამაში რეგისტრაციის სურვილი საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდმა ნაწილმა გამოთქვა, კერძოდ, 86 395 ადამიანმა. აღნიშნული რიცხვი მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში დაუსაქმებელი ადამიანების რიცხვმა პანდემიის განმავლობაში განსაკუთრებით იმატა. ამიტომაც, გასაკვირი არ არის, რომ ამ შესაძლებლობას ამხელა რეზონანსი მოჰყვა ქვეყანაში. საქართველო სასოფლო-სამეურნეო სექტორში საკმაოდ წარმატებული ქვეყანააა. გარდა ამისა, იქიდან გამომდინარე, რომ შემოთავაზება საშუალოზე მაღალ ანაზღაურებასაც მოიაზრებს, საზღვარგარეთ დასაქმების შემოთავაზება ამ სექტორის წარმომადგენლებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება.

შეჯამება

როგორც უკვე აღვნიშნე, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, გერმანიის შემდეგ, საქართველო კიდევ სამ ქვეყანასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს საზღვარგარეთ სეზონურ დასაქმებასთან დაკავშირებით. ეს ქვეყნებია საბერძნეთი, საფრანგეთი და ისრაელი. აღნიშნული პროგრამა ლეგალური დასაქმების საშუალებას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს, ამასთან, სთავაზობს ჯანსაღ გარემოში მუშაობის შესაძლებლობასა და კარგ ანაზღაურებას. ბოლო დროინდელი ტენდენცია გვიჩვენებს, რომ ასეთი ტიპის დასაქმებები საქართველოში მომავალში კიდევ უფრო იმატებს, რაც მრავალი თვალსაზრისით იქნება სასარგებლო ჩვენი ქვეყნისთვის. პირველ რიგში, ცირკულარული მიგრაციის პროგრამა ხელს შეუწყობს ადგილობრივ მუშაკს გამოცდილება დააგროვოს ევროპასა თუ სხვა განვითარებულ ქვეყნებში, გამოიმუშავოს ახალი უნარები და შემდეგ, წარმატებით განაგრძოს მუშაობა თავის სამშობლოში. მიგვაჩნია, რომ ეს ყველაფერი გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს საქართველოს როგორც ეკონომიკურ, ასევე სოციალურ განვითარებას და კარგად აისახება ქვეყნის შრომით ბაზარზეც.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *