რა უჯდება საქართველოს ვაქცინაციის ჩამოტანა?

რა უჯდება საქართველოს ვაქცინაციის ჩამოტანა? post thumbnail image

როგორც ვიცით, 2020 წლის მარტში კოვიდ-19-ით საქართველოში პირველი ადამიანი დაავადდა. მას შემდეგ 1 წელზე მეტი გავიდა და დაავადებული ადამიანების რიცხვმა რამდენიმე ათას ადამიანს მიაღწია. სამწუხაროდ ბევრი იყო ლეტალური შედეგიც. ეს ყველაფერი საზოგადოებაში ამ წლის განმავლობაში შიშსა და უიმედობას თესავდა, რადგანაც გამოსავალი არსაიდან ჩანდა. თუმცა საბედნიეროდ, პირველი დაინფიცირებული ადამიანიდან 1 წლის შემდეგ ვაქცინაციის პროცესი საქართველოშიც დაიწყო. ამ ფაქტმა კი ბუნებრივია განაპირობა ის, რომ უამრავი მსურველი გამოჩნდა, რომელიც მზად იყო დაუყოვნებლივ აცრილიყო კოვიდ-19-ის წინააღმდეგ.

პირველი ვაქცინა, რომელიც შემოვიდა საქართველოში იყო AstraZeneca / Oxford ვაქცინა, ჯამში 43 200 დოზა. ბუნებრივია ეს პირველი პარტია იყო, ამიტომაც დოზა საკმაოდ მცირე აღმოჩნდა იმისთვის, რომ მოსახლეობის მოთხვნა დაემკაყოფილებინა. შესაბამისად, თავდაპირველად ქვეყანაში შემოტანილი ვაქცინით მხოლოდ სამედიცინო პერსონალი და ხანდაზმულები აიცრნენ.

საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა ეროვნული ვაქცინაციის გეგმა. მოცემულ გეგმაში წერია, რომ მთავრობა განიხილავს 4 სხვადასხვა სცენარს იმისათვის, რომ მათ შეძლონ, მოსახლეობის უმეტესი ნაწილის, 60% -ის აცრა, რაც ჯამში 1.7 მილიონ ადამიანს ნიშნავს. რაც შეეხება იმას, თუ რა ჯდება ვაქცინა, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შეფასებით ვაქცინაციის კამპანია დაჯდება 64 დან 158 მილიონ ლარამდე. ამხელა განსხვავება ციფრებში გამოწვეულია იმით, რომ მთავრობამ ჯერ-ჯერობით ზუსტად არ იცის, თუ რომელი კომპანის ვაქცინა შემოვა ქვეყანაში განსაკუთრებულად დიდი დოზით. მოცემულ დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ თითოეული ვაქცინისთვის დადგენილ ფასებს, რომელიც შემდეგნაირადაა გადანაწილებული:

  1. ასტრა ზენეკა – ფასი თითო დოზაზე მერყეობს 3 დოლარიდან 7.5 დოლარმდე.
  2. ფაიზერი / ბიოტექი – ფასი თითო დოზაზე მერყეობს 18.34 დოლარიდან 19.50 დოლარამდე.
  3. მოდერნა – ფასი თითო დოზაზე მერყეობს $25-დან $ 34.50-მდე.

საქართველოს მთავრობის მიერ გამოქვეყნებული გეგმის მიხედვით, ქვეყანაში არსებობს რამდენიმე სცენარი იმისა, თუ როგორ შეიძლება წარიმართოს ვაქცინაციის პროცესი ისე, რომ მოხერხდეს მოსახლეობის უმეტესი ნაწილის, 60-%ს აცრა. მოცემულ სცენარებს შემდეგ თავებში განვიხილავთ დეტალურად.

სცენარი 1

პირველი სცენარის შემთვევაში ქვეყანა მიიღებს 200,000 დოზას, რომელიც იქნება კომპანია ფაიზერიდან ( Pfizer / BioNTech), ხოლო ასტრაზენეკას დოზების რაოდენობა მიაღწევს მილიონ ოთხასი ათასს კოვაქს პლატფორმიდან, ამასთან ქვეყანა შემოიტანს დამატებითი რაოდენობის დოზებს იმისათვის, რომ დაფაროს მოსახლეობის 60%, რომელიც 1.7 მილიონ ადამიანს შეადგენს. ამ რიცხვში მოიაზრება ის ადამიანები, რომელთა ასაკი არის 18 წელი ან მეტი. პირველი სცენარის შემთხვევაში ქვეყანა შემოტანს ჯამში 3,979,327 რაოდენობის ვაქცინაციის დოზას, რაც სრულიად დამაკმაყოფილებელი იქნება ქართული ბაზრისთვის და მოსახლეობის უმეტესი ნაწილი შეძლებს აღნიშნული მომსახურეობით სარგებლობას.

სცენარი 2

ქვეყანა შამოიტანს მოდერნას ვაქცინის 200,000 დოზას, ხოლო ასტრაზენეკას (კოვაქსის პლატფორმიდან) მილიონზე მეტ, 1,484,400 დოზას და დამატებით დოზებს იმისათვის, რომ უზრუნველყოს მოსახლეობის 60% ის ვაქცინაცია საქართველოში. მეორე სცენარის შემთხვევაშიც აცრების დოზების ჯამური რაოდენობა თითქმის 4 მილიონს, კერძოდ კი 3,979,327  დოზას შეადგენს, რაც ასევე სრულების საკმარისი იქნება ქვეყნის მოსახლეობისთვის და იმისათვის, რომ მოიხნსას შეზღუდვები და თითოეულმა ადამიანმა დაცულად იგრძნოს თავი.

სცენარი 3

მესამე სცენარის შემთხვევაში ქვეყანაში მოხდება ნებისმიერი ტიპის ვაქცინის ჩამოტანა საქართველოში 200,00 დოზით, რომელიც შენახული იქნება 2 დან 80მდე გრადუს ცელსიუსზე, ამასთან საქართველოს მთავრობა აპირებს, რომ შემოიტანოს ასტრა ზენეკას 1,484,400 დოზა კოვაქსის პლატფორმიდან და დამატებითი AstraZeneca ვაქცინის დოზები სხვადასხვა წყაროებიდან, იმისათვის რომ უზრუნველყოს მოსახლეობის მაქსიმალური რაოდენობის ვაქცინაცია. ამ შემთხვევაშიც ვაქცინის დოზების ჯამური რაოდენობა 3,979,327-ს შეადგენს.

სცენარი 4

ვაქცინაციის გაკეთება კოვიდ19მეოთხე სცენარის შემთხვევაში ქვეყანა მოახდენს ასტრაზენეკას ვაქცინის იმპორტს იმისათვის, რომ დაფაროს არამხოლოდ ყველა რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანის საჭიროებები და ასევე მოსახლეობის სხვა ნაწილისაც. სცენარის ამ შემთხვევაშიც დოზების რაოდენობა გათვლილია, რომ იქნება ჯამში დაახლოებით 3,979,327 დოზა.

დოკუმენტში ასევე ნათქვამი იყო, რომ ჯამში 3,979,327 დოზა არის საჭირო იმისათვის, რომ დაფარული იყოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილის საჭიროებები. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ გარანტირებული 1,484,400 რაოდენობის ვაქცინის დოზა მიიღო COVAX პლატფორმიდან 2021 წლისთვის.

მიუხედავად ამისა, ზოგადი ფინანსური შეფასებებითა და გათვლებით, და იმის მიხედვით თუ რა იქნება ვაქცინის ფასი საქართველოში, ათვალისწინებულია, რომ ქვეყანაში კიდევ უნდა შემოვიდეს დამატებითი რაოდენობის ვაქცინის დოზები, რომელიც დაახლოებით 2,494,927 დოზას გულისხმობს სხვადასხვა ალტერნატიული წყაროებიდან. ეს არის რაციონალური რაოდენობა იმისათვის, რომ ქვეყანაში მოხდეს იმ პირობების შექმნა, სადაც უმეტესი ნაწილი მაოხერხებს ვაქცინაციის პროცესში ჩართვას. ეს კი ქვეყანას ძალიან ბევრ სასიკეთო მოვლენას უქადის, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან მოვლენებს, როგორებიცაა ქვეყანაში შეზღუდვების სრულიად მოხსნა, საზღვრების გახსნა, ტურიზმის ხელახალი ამოქმედება და ასე შემდეგ.

გარდა ამისა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, თუ ვის მიენიჭება უპირატესობა ვაქცინაციის პროცესში. პირველ რიგში ჩამოტანილი დოზები გავრცელდება შემდეგი კატეგორიის ადამიანებზე:

• სამეციდინოს სფეროს წარმომადგენლებზე – მიზანი: 71,415, დაფარვა – 60% ან 46,420 ადამიანი.
• ექთნები, ბენეფიციარები და სხვა სამედიცინო თანამშრომლები– მიზანი: 2,600, 60% ან 1,560 ადამიანი.
•75 წელს ზემოთ, ხანდაზმული ადამიანები – მიზანი: 226 800, 60% ან 136 080 ადამიანი.
• ადამიანები შემდეგი ასაკის კატეგორიაში 65-74 – მიზანი: 329 183, 60% ან 197 510 ადამიანი;
• მნიშვნელოვანი (ძირითადი) სერვისის მომწოდებლები– მიზანი: 180 373, 60% ან 108 224 ადამიანი;
• დამიანები შემდეგი ასაკის კატეგორიაში 55-64 – მიზანი: 478,400, 60% ან 287,040 ადამიანი;
• 18დან 54წლამდე ადამიანები, რომლებსაც აქვთ ქრონიკული დაავადება– მიზანი: 89 400, 60% ან 53 640 ადამიანი;

მოსახლეობის სხვა ჯგუფები: მიზანი: 1 434 567, დაფარვა 60% ან 860 740 ადამიანი ;
ჯამში- 1 691 214 ადამიანი.

ვაქცინაციის პროცესი საქართველოში

სულ რაღაც ორი დღის შემდეგ სპეციალურ ვებ-გვერდზე დარეგისტრირებული ვაქცინის მსურველი ადამიანები უკვე 4500-ს შეადგენდა, ხოლო აცრილი ადამიანების რაოდენობა კი 1100-ზე მეტს. ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავდნენ, რომ ეს მაჩვენებალი არ არის დაბალი. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში საკმაოდ სწრაფი ტემპით დაიწყო ვაქცინაციის პროცესი და თუ ამ ტემპს დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნებს ქვეყანა, შევძლებთ, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს ქვეყნის მოსახლეობის უმეტესი ნაწილის აცრა კოვიდ-19-ის წინააღმდეგ. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ასევე ამბობენ იმას, რომ იმ შემთხვევაში თუ ვერ მოხდება მედ პერსონალისთვის განკუთვნილი 43 ათასზე მეტი დოზის გამოყენება სრულიად, ის უკვე გადანაწილდება სხვა რისკ ჯგუფებზე, მაგალითად ისეთზე, როგორებიც არიან მოხუცებულთა თავშესაფარში მყოფი პირები.

გარდა ამისა, აუცილებლად აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჯანდაცვის წარმომადგენლები აქტიურად აკვირდებიან იმუნიზაციის პროცესს და უკვე შეუძლიათ თქვან ისიც, რომ ვაქცინაციის პროცესში გამოვლინდა გარკვეული გვერდითი მოვლენები, რომლებიც ახასიათებს კორონავირუსის ვაქცინა -ს. ეს გვერდითი მოვლენები, როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე განმარტავს, არის ტემპერატურის მატება, ასევე საერთო სისუსტე, ნანემსარის ტკივილი. მიუხედავად ამისა, თამარ გაბუნია ასევე ამბობს იმას, რომ გვერდითი მოვლენების გამოვლენის მაჩვენებელი არის საერთო აცრილების დაახლოებით 10%, რაც არ არის მაღალი მაჩვენებელი და გარდა ამისა, ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ მსგავსი გვერდითი მოვლენები ახასიათებს სხვა ნებისმიერი ვირუსის ვაქცინასაც. შესაბამისად ამ ყველაფერში საგანგაშო სრულებით არაფერია.

გარდა ამისა , საყურადღებოა ისიც, რომ საქართველოში ჩინური წარმოების სინოვაკით ვაქცინაცინაცია უკვე დაიწყო. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლოს ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. ამასთან ერთად, ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობს სინოფარმის ვაქცინიით იმუნიზაცია. საქართველოს ეკონომიკის მინისტრი და ტურისტული ინდუსტრიის 20-მდე წარმომადგენელი აიცრნენ 13 მაისს. მათ კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში გაიკეთეს. ამის შემდეგ, კოორდინირებულად დაიწყება ტურისტულ ობიექტებზე დასაქმებული პერსონალის ვაქცინაცია. ნათია თურნავას განცხადებით,

ვაქცინაცია საქართველოში არის ერთადერთი გზა, რათა სწრაფად აღდგეს ეკონომიკა და ტურიზმი

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ყველამ დაინახოს მსოფლიოში, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო მასპინძელი ქვეყანა. ამიტომაც, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ტურიზმის სექტორის აიყვანონ პრიორიტეტულ სიაში ვაქცინაციის თვალსაზრისით. ეს კი ნიშნავს იმას, რომ დაიწყება კოორდინირებულად ვაქცინაცია ტურისტულ ობიექტებზე დასაქმებული ადამიანების. ბოლო დროინელი მონაცემების მიხედვით, უკვე არსებობს 700-მდე ადამიანის სია, ვინც ნებაყოფლობით ეწერება აღნიშნულ სიაში.

გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ ამირან გამყრელიძე იყო ერთ-ერთი პირველი ადამიანი, რომელიც სინოფარმის ჩინური ვაქცინაციით აიცრა. ის ამბობს, რომ 79%-დან 86%-მდე მერყეობს სინოფარმის ვაქცინაციის ეფექტურობა სხვადასხვა კლევების მიხედვით, თავად ჩინელების კვლევების მიხედვით, ეს არის 79% ეფექტურობა, 86% კი არაბეთის გაერთიანებული ემირატების კვლევის მიხედვით, ბაჰრეინის მიხედვით კი 91%. ეს ყველაფერი არის დაახლოებითი ეფექტი, რომელიც არის იმაზე უფრო მეტი, ვიდრე აქვს გრიპის ვაქცინას გრიპის საწინააღმდეგოდაც. ამირან გამყრელიძის თქმით, ყველა ის ვაქცინა, რომელიც დღესდღეობით საქართველოში გამოიყენება აქვს მაღალი დაცვის მაჩვენებელი ჰოსპიტალიზაციაზე, გართულებაზე, რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვედრაზე და სიკვდილიანობაზე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოს მოსახლეობას სინოფარმის მეორე დარეგისტრირება 12 მაისიდან შეუძლია. დაავადებათა კონტროლოს ეროვნული ცენტრის მიხედვით დარეგისტრირებული მოსახლეობა საღამოს 8 საათიდან შეძლებს ვაქცინაციის პროცესში მონაწილეობის მიღებას.  ვაქცინაციის დაჯავშნა კი შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე ცხელ ხაზზე დარეკვით. ცხელი ხაზის ნომერია: 1522.

რა შედეგებს მოუტანს ვაქცინაცია საქართველოს?

ვაქცინის ჩამოტანა საქართველოში მრავალი მიზეზით იქნება სიკეთის მომტანი. ვაქცინაცია შეეხება თითქმის ყველა სექტორის განვითარებასა და გამოცოცხლებას ქვეყანაში, ამ სექტორებს შორის არის ტურიზმი, ეკონომიკა, განათლება, კულტურა და ა.შ. გარდა ამისა, ის ზოგადად ქვეყნის სოციალურ ფონზეც პირდაპირ პროპორციულად აისახება. სტატიის შემდეგ ქვეთავებში განვიხილავთ თუ რა დადებითი გავლენა შეიძლება იქონიოს ვაქცინაციის პროცესმა თითოეულ ზემოთ აღნიშნულ სექტორზე და როგორ შეუწყობს ხელს ეს უკანასკნელი ქვეყნის ზოგადი მდგომარეობის განვითარებას.

ვაქცინაციის გავლენა ტურიზმზე

რა ღირს ვაქცინა საქართველოსთვისროგორც უკვე აღვნიშნეთ, ვაქცინაციას მრავალი დადებითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს საქართველოს სხვადასხვა სექტორზე. მათ შორის ერთ-ერთი არის ტურიზმიც, რომელიც ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა და პირდაპირ არის დაკავშირებული ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან. რაც შეეხება ვაქცინის გავლენას ამ სფეროზე, უდაოა, რომ რაც უფრო მეტი აცრილი ადამიანი იქნება ქვეყანაში, მით მეტია იმის შანსი, რომ ქვეყნის ზოგადი დაცულობის მაჩვენებელმა უფრო და უფრო მოიმატოს. გარდა ამისა, ასევე აუცილებლად

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ვაქცინაცია პარალელურად მიმდინარეობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, შესაბამისად ის ფაქტი, რომ საქართველოც ამ პროცესის აქტიური ნაწილია ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა სულ მალე შეძლებს საზღვრების გახსნას და უფრო მეტი ტურისტის მიღებას. ამასთან, თუ ადამიანებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნით არაინ დაინტერესებულები ეცოდინებათ, რომ საქართველოში უმეტესობა ადამიანების უკვე ორ ეტაპად აქვთ ჩატარებული კორონავირუსის ვაქცინა, მათ უფრო მეტი მოტივაცია ექნებათ იმისი, რომ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ჩამოვიდნენ საქართველოში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ დიდი რაოდენობით ტურისტი ქვეყანაში პირდაპირ მიუთითებს ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან ზრდაზე, რაც თავის მხრივ, დიდ გავლენას მოახდეს დღევანდელი გაუფასურებული ლარის კურსის გამყარებაზე, რადგანაც უფრო და უფრო მეტი ტურისტი შემოვა ქვეყანაში და მეტი უცხოური ვალუტის მიმოქცევა დაიწყება ამ დროისთვის.

ვაქცინის გავლენა ეკონომიკაზე

გამომდინარე იქიდან, რომ პანდემიის პერიოდში მრავალი რეგულაცია აამოქმედა მთავრობამ, ეს გახდა იმის მიზეზი, რომ კერძო სექტორი სრულყოფილად ვეღარ განაგრძობდა ფუნქციონირებას საქართველოს ბაზარზე. ვაქცინაციის პროცესი მრავალი მიმართულებით შეუწყობს ხელს საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღებას და განვითარებას. პირველ რიგში, ეს მოხდება იმის გამო, რომ თუ უმეტესობა მოსახლეობისა მოახერხებს ვაქცინაციის პროცესში ჩართვას, ქვეყანაში არსებული შეზღუდვების არსებობა აღარ გახდება საჭირო და მთავრობა სრულიად გააუქმებს მათ. ამის შემდეგ კი ფუნქციონირებას დაიწყებს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორი. ამოქმედდება მრავალი ბიზნესი და სრულყოფილ საქმიანობას დაუბრუნდება ეკონომიკის განურჩევლად ყველა სფერო.

გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ 2020 წლის მარტის თვის შემდეგ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მაჩვენებელი, ისევე როგორც ინფლაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შესუსტდა. ფაქტობრივად, ამ პერიოდში ქვეყანა საერთოდ ვეღარ ახერხებდა ეკონომიკური ზრდის დაფიქსირებას, რაც კატასტროფული მაჩვენებელია ქვეყნისთვის. ამას მოწმობს ისიც, რომ ლარის კურსმა დოლართან მიმართებით თავის ანტირეკორდს მიაღწია, ბოლო დროინდელი მაჩვენებლით ეს უკანასკნელი 3.41-ს შეადგენს ხოლო ევროსთან მიმართებით კი 4.14-ს. ბოლო რმდენიმე წლის განმავლობაში ლარი ასეთი გაუფასურებული არასდროს ყოფილა, ეს კი ცხადია ზოგადი ეკონომიკური კრიზისის და კოვიდ-19-სგან გამოწვეული პანდემიის შედეგია, განსაკუთრებით კი იმ მძიმე შეზღუდვების, რომლის დაწესებაც მთავრობამ ჯერ კიდევ 2020 წლის მარტიდან დაიწყო.

აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, თუ რა იქნება ვაქცინის ფასი საქართველოში, შეიძლება თავისუფლად ითქვას, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი ჯანსაღი გამოსავალი მოცემული მძიმე ეკონომიკური თუ სოციალური მდგომარეობიდან. მოსახლეობის იმ დიდმა ნაწილმა, რომელმაც სამსახური დაკარგა, ნელ-ნელა შეძლებს, რომ მოიძიოს დასაქმების შესაძლო ალტერნატივები და იშოვოს შემოსავლის ის წყარო, რომელიც მათ პანდემიამდე ჰქონდათ. შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება აცრილი სხვადასხვა ვაქცინაციით კოვიდ 19-ის წინააღმდეგ, მით უფრო მალე შეძლებს საქართველო აღნიშნული ეკონომიკური თუ სოციალური კრიზისიდან თავის დაღწევას და ეკონომიკური განვითარების მაჩვენებელში ზრდის დაფიქსირებას.

დასკვნა

როგორც უკვე აღვნიშნეთ, პირველი ვაქცინა, რომელიც შემოვიდა საქართველოში იყო AstraZeneca / Oxford ვაქცინა, რომელიც ჯამში 43 200 დოზას შეადგენდა. ბუნებრივია, რომ თავდაპირველად ქვეყანაში შემოტანილი ვაქცინით მხოლოდ სამედიცინო პერსონალი და ხანდაზმულები აიცრნენ. საქართველოს მთავრობის მიერ გამოქვეყნებული გეგმის მიხედვით, მთავრობა განიხილავს ოთხ სხვადასხვა სცენარს იმისათვის, რომ მათ შეძლონ, მოსახლეობის უმეტესი ნაწილის, 60% -ის აცრა.

ბევრი ადამიანი კითხულობს იმას, თუ რა ჯდება ვაქცინა.  საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შეფასებით ვაქცინაციის კამპანია დაჯდება 64 დან 158 მილიონ ლარამდე. ამხელა განსხვავება ციფრებში გამოწვეულია იმით, რომ მთავრობამ ჯერ-ჯერობით ზუსტად არ იცის, თუ რომელი კომპანის ვაქცინა შემოვა ქვეყანაში განსაკუთრებულად დიდი დოზით. გარდა ამისა, აუცილებლად აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ვაქცინა უფასოა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ არანაირი დაბრკოლება არ შეექმნებათ დაჯავშნის პროცესის დროს და არც ფულის გადახდა მოუწევთ იმისათვის, რომ ეს მომსახურეობა მიიღონ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *