მილიონერის პროფილი – ალექსანდრე ებრალიძე

მილიონერის პროფილი – ალექსანდრე ებრალიძე post thumbnail image

მილიონერის პროფილი – ალექსანდრე ებრალიძე

დაბადების თარიღი: 20/06/1955 წელი

ჯამური ქონება: 300 მილიონი დოლარი

ალექსანდრე ებრალიძე დაიბადა 1955 წლის 20 ივნისს. ის არის ეროვნებით ქართველი, თუმცა მისი ბიზნეს საქმიანობის უმეტესი ნაწილი რუსეთთან არის დაკავშირებული. ის არის ჰუმანიტარიანული ცენტრისა და ბიზნეს გაერთიანება ”OJSC”-ის გენერალური დირექტორი. გარდა ამისა, ის მართავს რამდენიმე ბიზნესს რუსეთში, კერძოდ კი სანკტ-პეტერბურგში. ალექსანდრე ებრალიძესთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს ის, რომ მას ჰქონდა იმის ამბიცია, რომ გამხდარიყო საქართველოს პრეზიდენტი 2009 წლის მაისში, რამაც გამოიწვია ის, რომ იგი, როგორც პოლიტიკური მოღვაწე, დიდი დავის საგანი გახდა იმჟამინდელ ქართულ პოლიტიკურ წრეებში.

ალექსანდრე ებრალიძის ბიოგრაფიიდან მნიშვნელოვანია ის, რომ ის დაიბადა საბჭოთა კავშირის საქართველოში, კერძოდ კი ბათუმში. თავდაპირველი წლები მან მშობლიურ ქვეყანაში გაატარა, თუმცა შემდეგ უკვე, 15 წლის ასაკში ლენინგრადში, ახლა უკვე სანკტ-პეტერბურგად ცნობილ ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად. რაც შეეხება განათლებას, მან დაამთავრა რუსეთის ჰერზენის პედაგოგიური სასწავლებელი. ალექსანდრე ებრალიძემ თავისი ბიზნეს საქმიანობა ჯერ კიდევ 1989 წელს დაიწყო. სამწუხაროდ, ამ დროს იგი ორჯერ იქნა დაპატიმრებული, ერთი და იგივე წელს. პირველად ქურდობის ბრალდებით, ხოლო მეორედ ხულიგნობისთვისა და პოლიციასთან შეწინააღმდეგების გამო.

აღსანიშნავია, რომ ებრალიძეს იმ დროისთვის რუს მმართველობასთან ახლო კავშირები ჰქონდა, შესაბამისად, ამ ფაქტმა მან ხელი შეუწყო, რომ გამხდარიყო წარმატებული მოვაჭრე და ქონების დეველოპერი ადრეულ 90-იან წლებში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2009 წლისთვის ის უკვე იყო გენერალური დირექტორი და თანამფლობელი კომპანიისა სახელად ”ტალეონ ჯგუფი”, ის ასევე ფლობდა ფეშენებელურ კლუბსა და მდიდრულ სასტუმროს სანკტ-პეტერბურგის ერთ-ერთ ისტორიულ უბანში. გარდა ამისა, ალექსანდრე ებრალიძე იყო რამდენიმე ელიტარული მაღაზიის მფლობელი და დამფუძნებელი.

ალექსანდრე ებრალიძის პოლიტიკური მოღვაწეობა

აღსანიშნავია ისიც, რომ ალექსანდრე ებრალიძე გარდა ბიზნეს საქმიანობისა, ასევე ეწეოდა პოლიტიკურ საქმიანობებსაც. 2009 წლის მაისში ებრალიძე დაესწრო ”საქართველოს ხალხთა ასსამბლეას” რუსეთის ქალაქ სოჭში. ეს უკანასკნელი ორგანიზებული იყო საქართველოს ხელისუფლების მოწინააღმდეგეების მიერ. სწორედ ამ დროს, მან განაცხადა, რომ მას ჰქონდა ამბიცია, გამხდარიყო საქართველოს პრეზიდენტი. მისმა ამ ხმამაღალმა განცხადებამ გამოიწვია თბილისიდან ჩამოსული სხვადასხვა დელეგატების მხრიდან პროტესტი, რომლებმაც პროტესტის ნიშნად დატოვეს სხდომათა დარბაზი. ებრალიძემ თქვა, რომ იგი მხარს უჭერდა საქართველოს ნეიტრალიტეტში და ამასთან, ამყარებდა მჭირდრო კავშირს რუსეთთან. გარდა ამისა, ალექსანდრე ებრალიძემ ისიც აღნიშნა, რომ იგი მხარს უჭერდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მეგობრულ დამოკიდებულებას რუსეთთან. სწორედ ეს ორი წარმოადგენდა მის მთავარ მიზნებს მისი პოლიტიკური მოღვაწეობის პერიოდში.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გივი თარგამაძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიის წევრმა, დაადანაშაულა ებრალიძე 2009 წელს საქართველოში არსებული ამბოხების წამოწყებაში, ამ ყველაფრის მიზეზად კი მან დაასახელა ებრალიძის სურვილი, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები შემოსულიყვნენ თბილისში. ებრალიძე თარგამაძის ამ განცხადებას ძალიან უარყოფითად შეხვდა და მოითხოვა საჯარო ბოდიში მისგან.

ალექსანდრე ებრალიძე აპირებს საქართველოს მოქალაქეობის მიღებას, თავის სამშობლოში აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას, მათ შორის გაზეთის გამოშვებას, რადიოსადგურისა და ტელევიზიის გახსნას საქართველოში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის, რომ ის არის რუსეთის ისტორიულ-ლიტერატურული პრემიის ”ალექსანდრე ნეველის” დამფუძნებელი, სანქტ-პეტერბურგის ცენტრში პეტრე ბაგრატიონისათვის ძეგლის დადგმის ინიციატორი და სპონსორი.

როგორც ვხედავთ, ალექსანდრე ებრალიძემ მოახერხა, რომ თავისი პოლიტიკური თუ ბიზნეს მოღვაწეობით ძალიან დიდი წარმატებისთვის მიეღწია არა მხოლოდ რუსეთში, არამედ მშობლიურ ქვეყანაში საქართველოში. ამ ფაქტს ცხადად მოწმობს ისიც, რომ ამჟამად მისი ჯამური ქონება დაახლოებით 300 მილიონ დოლარს შეადგენს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *