მიმდინარე მოვლენები სტოკ მარკეტზე – რედიტორების გავლენა

მიმდინარე მოვლენები სტოკ მარკეტზე – რედიტორების გავლენა post thumbnail image

ბოლო რამდენიმე დღეა ინტერნეტსივრცე სრულიად მოიცვა სტოკ მარკეტზე მიმდინარე მოვლენებმა. ალბათ წააწყდით არაერთ მიმსაც, რომლებიც უოლ სტრიტზე შექმნილ სიტუაციას აშარჟებდნენ. იმისათვის, რომ გავიგოთ თუ რამ გამოიწვია ასეთი უჩვეულო ვითარება სტოკ მარკეტზე, საჭიროა განვიხილოთ რამდენიმე უმნიშვნელოვანესი დეტალი, რომელიც ნათელს მოჰფენს თუ როგორ მოახერხა სოციალურ ქსელ Reddit-ის (რედიტის) მომხმარებლების მცირე ჯგუფმა თავდაყირა დაეყენებინათ სტოკ მარკეტზე სტაჟიანი ჰეჯ-ფონდების საქმიანობა.

ყველაფერი რამდენიმე დღის წინ დაიწყო, როდესაც რედიტის მომხმარებელმა მოყვარულმა ბროკერებმა შენიშნეს, რომ კომპანია GameStop-ის (გეიმსტოპი) გარშემო საგრძნობლად ბევრი shortseller-ები (შორთსელერები) გროვდებოდნენ. რედიტორთა ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ შეეძინათ გეიმსტოპის წილები და ხელოვნურად გაეზარდათ მასზე მოთხოვნა, იმის იმედით, რომ შორთსელერებს მოუწევდათ წილების უფრო ძვირად შესყიდვა და მოგება მოყვარულ ბროკერებს დარჩებოდათ. ჩანაფიქრმა გაამართლა და სულ რამდენიმე საათში გეიმსტოპის ყულაბა 24 მილიარდით გაიზარდა და უოლ სტრიტის 500 უმსხვილეს კომპანიაში აღმოჩნდა. ჰეჯ-ფონდები კი სერიოზულ წაგებაში აღმოჩნდნენ.

მას შემდეგ, რაც მომხდარის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ისეთმა ცნობილმა სახეებმა, როგორიცაა კომპანია ტესლას მეპატრონე ილონ მასკი, გამოეხმაურნენ მიმდინარე მოვლენებს, რამაც, ბუნებრივია, კიდევ უფრო გაზარდა მოთხოვნა გეიმსტოპის აქციებზე.

იმისათვის, რომ ნათელი მოვფინოთ მომხდარს, განაგრძეთ კითხვა. მოდით, დეტალურად განვიხილოთ რას ნiშნავს თითოეული ტერმინი და როგორ მოახერხეს მოყვარულმა ბროკერებმა სულ რამდენიმე საათში უდიდესი ზარალი მიეყენებინათ მათთვის, ვინც დეკადების მანძილზე თამაშის წესებს აწესებდა.

თუ გსურთ, რომ დაიწყოთ ვაჭრობა სტოკ ან ფორექს სამყაროში, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადსხვა ბროკერები. ჩვენ გირჩევდით, რომ ნახოთ რას გთავაზობთ XM ბროკერი, რომელიც ერთ-ერთი მოწინავეა ტრეიდინგ სამყაროში. დააკლიკეთ ქვემოთ რათა გაიგოთ მეტი XM-ის შემოთავაზებებზე!

დაიწყე ვაჭრობა XM-თან ერთად!

რა არის გეიმსტოპი და რატომ მაინცდამაინც მისი აქციები?

გეიმსტოპი ვიდეო თამაშებისა და ელექტრონიკისა და მსხვილი, ამერიკული მაღაზიათა ქსელია. დღეის მონაცემებით, კომპანიას 5,000-ზე მეტი მაღაზია აქვს მთელი აშშ-ს, ევროპის, კანადის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მასშტაბით.

გეიმსტოპის ისტორია 1984 წელს, ტექსასის პატარა ქალაქში დაიწყო. მაღაზიას თავდაპირველად „ბაბაჯის“ ერქვა, ჩარლზ ბაბაჯის, თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების ერთ-ერთი ფუძემდებლის საპატივსაცემოდ. მაღაზია თავდაპირველად „ატარი 2600“ კონსოლებს ყიდდა, რომელიც ერთ-ერთ უპირველეს სათამაშო კონსოლს წარმოადგენდა ბაზარზე.

1987 წლიდან მაღაზიამ კომპანია ნინტენდოს თამაშების გაყიდვაც დაიყწო. 1991 წლისათვის, ვიდეოთამაშებით მიღებული შემოსავალი მაღაზიის მთლიანი მოგების ორ მესამედს წარმოადგენდა.

ვიდეოთამაშების პოპულარობის წყალობით, გეიმსტოპი საკმაოდ წარმატებულ კომპანიად იქცა. ნელ-ნელა საერთაშორისო ბაზარიც მოიცვა და მრავალი ათასი ფილიალი გახსნა მსოფლიოს გარშემო.

რა ქენს რედიტორებმა?

თუმცა, უკანასკნელ დღეებში განვითარებული მოვლენები გეიმსტოპის უკუსვლის ერთგვარ კულმინაციად შეიძლება მივიჩნიოთ, რომელიც ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო.

თუ ვიდეოთამაშების კონსოლების ბაზარს აქამდე მხოლოდ ფიზიკური დისკები და კასეტები იკავებდა, 2016 წლიდან, ნელ-ნელა წინ წამოიწია ვიდეოთამაშების ციფრული ვერსიები, რომლის ინტერნეტიდან გადმოწერასაც სულ რამდენიმე წუთი სჭირდება.

ვიდეოთამაშების გიგანტებმა, როგორებიცაა იქსბოქსი, ფლეისთეიშენი და ნინტენდო, მომხმარებელს შესთავაზეს თამაშების ციფრული ვერსიები, რომლებიც უფრო მოსახერხებელი იყო და არ საჭიროებდა ფიზიკურად მაღაზიაში მისვლას ან დისკისა თუ კარტრიჯის შეძენას.

ვიდეოთამაშების გაციფრულების ტენდენციამ, ცხადია კარგი გავლენა არ იქონია გეიმსტოპის ბიზნეს მოდელზე. უკვე 2017 წლისათვის, კომპანიის მოგება 16.4%-ით დაეცა წინა წელთან შედარებით. სამწუხაროდ, ეს ამ კომპანიის დასასრულის მხოლოდ დასაწყისი იყო.

რაც უფრო მეტი და მეტი კომპანია მიმართავდა თამაშების ციფრულ გამოშვებას, გეიმსტოპის ძირითადი მოგების მთავარი წყაროც მცირდებოდა.

კოვიდ-19 პანდემიამ გეიმსტოპის ისედაც წარუმატებელი მცდელობები რომ გადაერჩინათ ბიზნესი, საბოლოოდ შეაფერხა. მთავრობების მცდელობებმა, რომ შეეკავებინათ ვირუსის გავრცელება, გეიმსტოპი აიძულა რომ დაეკეტათ მაღაზიები. მიუხედავად ფიზიკური მაღაზიების დაკეტვისა, კომპანია ონლაინ-ვაჭრობით განაგრძობდა მოგების მიღებას.

მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ-ვაჭრობა 519%-ით გაიზარდა, კომპანიამ მაინც ვერ მოახერხა რომ სრულად ჩაენაცვლებინა ფიზიკური მაღაზიებიდან მიღებული შემოსავალი და საერთო ჯამში გაყიდვებმა 30%-ით იკლო. მაღაზიათა ქსელის განცხადებით, ზარალმა 165 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც სერიოზულ ვარდნას წარმოადგენს წინა წლის იმავე კვარტლის მონაცემებთან შედარებით, რომელიც მხოლოდ 6.8 მლნ აშშ დოლარის კლებას წარმოადგენდა.

შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, გეიმსტოპი მარტივ სამიზნეს წარმოადგენდა ჰეჯ-ფონდებისათვის, რომელიც (საკმაოდ სწორად) ვარაუდობდნენ, რომ ვიდეოთამაშების დისტრიბუტორი კომპანიის ფასი კლებას განაგრძობდა. ამიტომაც, გეიმსტოპის აქციების გარშემო, ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე, ბევრი შორთსელერი გამოჩნდა, რაც რედიტორების ყურადღებას არ გამოპარვია.

რა არის შორთსელინგი?

რედიტორების მოყვარული ბროკერების ჯგუფმა როდესაც შეამჩნია შორთსელერების მომრავლება გეიმსტოპის აქციების გარშმეო, გადაწყვიტეს სწრაფად, ერთიანი ძალებით შეეძინათ აქციები და კომპანიაზე მოთხოვნა ხელოვნურად გაეზარდათ.

შორთსელინგი რეალურად ძალიან მარტივი კონცეფციაა. შორთსელინგის დროს, უოლ სტრიტზე არსებული საფონდო კომპანიები, ე.წ. ჰეჯ-ფანდები ახდენენ ისეთი კომპანიების წილების იდენტიფიცირებას, რომელთა ფასებიც ახლო მომავალში დაიწევს. შემდეგ, კომპანიების წილებს „თხოულობენ“, ყიდიან და შემდეგ უკან ყიდულობენ რომ დაუბრუნონ ვისგანაც ითხოვეს. შორთსელინგის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ჰეჯ-ფანდები იმედოვნებენ რომ კომპანიის ფასები დაეცემა და ყიდვა-გაყიდვის პროცესში მოგებას ნახავენ.

სწორედ ასე იქცეოდნენ ჰეჯ-ფანდები გეიმსტოპის აქციების შემთხვევაშიც. თუმცა, ვიდრე „ნათხოვარი“ წილების დაბრუნებას შეძლებდნენ, ისინი რედიტორებმა იყიდეს. გაზრდილ მოთხოვნასთან ერთად, წილების ფასებიც შესაბამისად გაიზარდა და ჰეჯ-ფანდებმა უდიდესი ზარალი განიცადეს.

როგორ მოახერხეს რედიტორებმა სტოკ მარკეტის ასეთი მანიპულირება?

გეიმსტოპის წილები ჯერ კიდევ იანვრის დასაწყისში 18 აშშ დოლარად იყიდებოდა. გასულ ოთხშაბათს კი, თითო წილის ფასმა 350 აშშ დოლარი შეადგინა. ანუ, გეიმსტოკის წილებმა 2000 პროცენტიანი ზრდა განიცადეს სულ რამდენიმე საათში.

მოყვარულმა ბროკერებმა რედიტზე, როდესაც შენიშნეს გეიმსტოკის წილების გარშემო შორთსელერების მომრავლება, ერთობლივი ძალებით დაიწყეს წილების შეძენა. მცირე ინვესტორებმა გამოიყენეს სხვადასხვა აპლიკაციები, როგორიცაა „რობინჰუდი“, რომლებიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს განახორციელონ პირდაპირი ინვესტიციები, ჰეჯ-ფონდების გვერდის ავლით.

რედიტის მომხმარებლებმა „რობინჰუდისნაირი“ აპლიკაციების წყალობით შეიძინეს ისეთი კომპანიების წილები, რომლებიც ფასის ვარდნისათვის იყვნენ განწირულები. რედიტორები გეიმსტოკის წილებზე არ შეჩერდნენ და თრეიდინგ აპლიკაციების გამოყენებით სხვა კომპანიების წილებიც შეიძინეს, მათ შორის „ნოკიასი“ და „ბლექბერის“. ერთობლივი ძალით რედიტორებმა შეძლეს შორთსელერების გაწბილება.

შედეგად, არაერთმა ჰეჯ-ფონდმა განიცადა დიდი დანაკარგები. სხვადასხვა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მხოლოდ გეიმსტოკის წილებში დანაკარგი 23.6 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს. მეორეს მხრივ, რედიტორებმა დიდი თანხა მოიგეს, ვინაიდან წილები სულ რაღაც 20 აშშ დოლარად იყიდეს.

„რობინჰუდის“ და სხვა მსგავსი აპლიკაციების რეაქცია მიმდინარე მოვლენებზე

როდესაც „რობინჰუდმა“ გაიაზრა თუ რა მოხდა, მათ შეზღუდეს მომხმარებლების წვდომა სხვადასხვა წილებზე, მათ შორის გეიმსტოპზე, ნოკიაზე, ბლექბერიზე და სხვ. ამ ნაბიჯმა მომხმარებელთა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და კომპანიას ბრალი დასდეს ჰეჯ-ფანდების მხარდაჭერაში.

რედიტორების ასეთი ქმედება არ ყოფილა მხოლოდ გამდიდრებისაკენ მიმართული, არამედ, მათ სურდათ დაემტკიცებინათ უოლ სტრიტისთვის, რომ თამაშის წესები მხოლოდ მათთვის არ არის და ჩვეულებრივ „მოკვდავებსაც“ ისევე შეუძლიათ სტოკ მარკეტის მანიპულირება, როგორც მათ.

რობინჰუდის გადაწყვეტილება, რომ წვდომა შეეზღუდათ მცირე ინვესტორებისთვის, შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს აპლიკაციისათვის. მათ წინააღმდეგ უკვე არაერთი საჩივარი შევიდა აშშ-ს სასამართლო სისტემაში. სიტუაცია იმდენად სერიოზულია, რომ თეთრი სახლი და ფინანსური მარეგულირებლები ყურადღებით აკვირდებიან მიმდინარე მოვლენებს.

Robinhood-ის გადაწყვეტილება

რედიტორებისა და უოლ სტრიტის დაპირისპირება იმდენად მნიშვნელოვან მოვლენად იქნა აღქმული, რომ აშშ-ს პოლიტიკური სპექტრის ორი პოლუსის ერთ აზრზე დადგომაც კი გამოიწვია.

წარმომადგენელთა პალატის წევრი დემოკრატიული პარტიიდან, ალექსანდრია ოკასიო-კორტესი, რომელიც აშშ-ს ახალგაზრდებში დიდი პოპულარობით სარგებლობს მემარცხენე იდეების წყალობით, სოციალურ ქსელ ტვიტერის მეშვეობით გამოეხმაურა მიმდინარე მოვლენებს და განაცხადა, რომ მზადაა კონგრესში სპეციალურ მოსმენას მხარი დაუჭიროს „რობინჰუდის“ გადაწყვეტილების შესახებ.

ოკასიო-კორტესის ტვიტს რესპუბლიკელი სენატორი ტედ კრუზი გამოეხმაურა და სრულიად დაეთანხმა მის პოლიტიკურ ოპონენტს, მიუხედავად რამდენიმეწლიანი პაექრობისა.

საზოგადოების გამოხმაურება

ჰეჯ-ფონდების დაზარალებასა და რედიტორების გამარჯვებას სოციალურ მედიაში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. მოვლენას გამოეხმაურა არაერთი პოლიტიკოსი თუ ცნობილი ფიგურა. მიმების დიდმა ტალღამაც არ დააყოვნა და სოციალური მედია სრულად მოიცვა გეიმსტოპის წილებისა და ჰეჯ-ფანდების გაშარჟებულმა ფოტოებმა.
ტვიტერის ერთმა მომხმარებელმა დაწერა: „გეიმსტოპი, მას შემდეგ, რაც რედიტორებმა უოლ სტრიტის 500 ყველაზე წარმატებულ კომპანიას შორის მოახვედრეს, ტესლასა და ამაზონის გვერდით“.

ტვიტერზე გეიმსტოკი რამდენიმე საათის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე გამოყენებული ტერმინი იყო მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

რედიტორების ახალი სამიზმნე

რედიტის ფორუმზე გაერთიანებულ ადამიანებს სხვა სამიზნეებიც აქვთ. აუცილებელია აღვნიშნოთ ის, რომ ამ ადამიანებისთვის ეს მხოლოდ “ფულის შოვნის” გზა არ არის. ექსპერტების უმეტესობა ამბობს, რომ ამ ყველაფრის უკან დგას უფრო ღრმა განძრახვები, ერთგვარი შურისძიება ვოლსტრიტის მილიარდელებზე, რომლებიც უკვე წლებია რაც ტექნიკურად იგივეს აკათებენ.

ტრეიდერების ამ ჯგუფმა მხოლოდ GameStop არ მოიღე სამიზნეში, არამედ, მათ დაიწყეს სხვა მრავალი კომპანიის სთოქების ყიდვაც. ეს კომპანიებია ისეთები, როგორებიც არიან AMC, Nokia, BlackBerry, და სხვა მრავალი.

ბოლო კვირების განმავლობაში ძალიან ბევრი საინტერესო რამ მოხდა. ბოლო დღეების განმავლობაში, ინვესტორებმა ყურადღება მიაპყრეს “სახალისოდ” შექმნილ კრიპტოვალუტას, DogeCoin-ს, რომლის შესყიდვაც აქტიურად დაიწყეს. დიდი მოთხოვნის გამო, Robinhood-მა და მსგავსმა კომპანიებმა აწ უკვე კარგად ნაცნობ პრაქტიკას მიმართეს – შეზღუდეს წვდომა კრიპტოვალუტებზე.

მიზეზი კვლავ უცვლელია. ეს კომპანიები ამბობენ, რომ ისინი ცდილობენ ინვესტორები დაიცვან ‘არაორდინალური’ სიტუაციისგან.

Robinhood-ი ერთადერთი არაა ვინც მსგავსი პრაქტიკა გამოიყენა. მოწინავე ბროკერებმა და სერვისების პროვაიდერბმა ამერიკაში შეზღუდვეს წვდომა ისეთი კომპანიების სტოქებზე, რომლებიც რედიტორებს ჰქონდათ სამიზნეში ამოღებული.

მიუხედავად ამისა, ფორუმის წევრების ბრძოლა თამაშის წესების შეცვლისთვის მაინც გრძელდება. რამდენიმე მათგანმა ნიუ იორკში, თაიმს სქუერზე სპეციალური ბანერიც კი შეისყიდეს გეიმსტოპის სტოკების პოპულარიზაციის მიზნით.

ეს მართლაც უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც ათასობით და ათი ათასობით უბრალო, ჩვეულებრივი ტრეიდერი გაერთიანდა დიდი კომპანიების წინააღმდეგ. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ადამიანები, რომლების ერთ მხარეს დანახვა ერთ დროს შეუძლებელი იყო, ერთმანეთს ეთანხმებიან.

ძალიან საინტერესოა თუ როგორ განვითარდება მოვლენები სტოკ მარკეტზე მომავალში. ერთი რამ ცხადია, მიუხედავად იმისა, თუ როგორი გავლენა ექნება მიმდინარე მოვლენებს მარკეტის მომავალზე, ეს პერიოდი ისტორიაში შევა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი პერიოდი სტოკ მარკეტში.

თუ თქვენ გინდათ ამ მარკეტის ნაწილი გახდეთ, ჩვენ გირჩევდით, რომ რომელიმე ბროკერს მიმართოთ. ერთ-ერთი საუკეთესო დღევანდელი სტანდარტებით, ვფიქრობთ, არის XM-ი. ქვემოთ მოცემული ლინკით თქვენ შეძლებთ დაათვალიეროთ სპეციალური საჩუქრები, რომელიც XM-ს თქვენთვის აქ გამზადებული!

მიიღე XM-ის ბონუსი!

რა მოხდება ახლა?

მომხდარმა შესაძლოა მეტად გაუხსნას გზა მცირე ინვესტორებს, რომ თავისუფლად მიიღონ მონაწილეობა სტოკ მარკეტში. ზოგი ექსპერტი კი მიიჩნევს, რომ შესაძლოა მომხდარმა საპირისპირო ეფექტი გამოიწვიოს და ბაზარი შეიზღუდოს მსგავსი სიტუაციებისაგან თავის არიდების მიზნით.

გეიმსტოპის ფასი

ერთ-ერთი მილიარდელი ინვესტორი, მარკ კუბანი აცხადებს, რომ რედიტორებმა გააკეთეს ის, რასაც ჰეჯ-ფონდები წლებია აკეთებენ. მისი თქმით, შორთსელინგის საპასუხო ქმედება უბრალოდ მოულოდნელი სუბიექტებისაგან წამოვიდა.

„მრავალი ჰეჯ-ფონდი არსებობს, რომელთაც წლების განმავლობაში უამრავი ფული იშოვეს მსგავსი მანიპულაციებით. არამგონია მომხდარი ამისაგან რამით განსხვავდებოდეს. მე ის მომწონს, რომ ის ხალხი, ვინც მონაწილეობას იღებს, ისინი არ არიან ვისაც ველოდით,“ განაცხადა კუბანმა.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ გეიმსტოპის წილების გარშემო შექმნილი მანია შესაძლოა არც თუ ისე სახარბიელოდ დასრულდეს მცირე ინვესტორებისათვის.

მიუხედავად იმისა, რომ ჰეჯ-ფანდები ამჯერად წაგებულ მხარეს არიან, მათ აქვთ საკმარისი თანხები და ძალაუფლება, რომ გაუძლონ დარტყმას. თუმცა, ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ არსებული ბაზრის მდგომარეობა დიდხანს არ გასტანს და როდესაც გეიმსტოპის წილების ფასები ჩვეულ ნიშნულებს დაუბრუნდება, ბევრი მცირე ინვესტორი დაზარალდება.

გამომცემლობა „ნიუ იორკ თაიმსის“ ანალიტიკოსები იუწყებიან, რომ განსაკუთრებულად ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ინვესტორები, რომლებიც წილებით მანიპულირებას ბოლო დღეების შემდეგ შეუერთდნენ.

აშშ-ს კანონმდებლებმაც არ დააყოვნეს მოვლენებისათვის ფეხის აწყობა და უკვე დააანონსეს მოსმენები შორთსელინგის პრაქტიკის გადახედვასთან დაკავშირებით. წარმომადგენელთა პალატის ფინანსური სერვისების კომიტეტის თავმჯდომარე მაქსინ უოთერსმა უკვე ჩანიშნა მოსმენა საკითხთან დაკავშირებით. სენატის ბანკინგის კომიტეტის თავმჯდომარემაც დააანონსა სტოკ მარკეტის წესების გადახედვა.

საინტერესოა, თუ როგორ დამთავრდება უოლ სტრიტისა და რედიტორების დაპირისპირება და მართლაც თუ მოხდება ძირეული ცვლილებები მარკეტის ფუნქციონირებაში.

მიუხედავად იმისა თუ ვინ მოიგებს ან წააგებს ბრძოლას და ვინ ნახავს დიდ მოგებას, ამ მოვლენამ უკვე გააკეთა მთავარი – შეიქმნა პრეცენდენტი, როდესაც მცირე ინვესტორებმა შეძლეს და დაწესებული თამაშის წესები სათავისოდ გამოიყენეს. ვერანაირი ახალი კანონმდებლობა და რეგულაციები ამას ვეღარ შეცვლის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *