საქართველოში რეგულარული ფრენები ნოემბრიდან აღდგება

საქართველოში რეგულარული ფრენები ნოემბრიდან აღდგება post thumbnail image

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოში რეგულარული ფრენები სხვა ქვეყნების მიმართულები პირველი ნოემბრიდნ აღდგება. როგორც განცხადებიდან ირკვევა, ფრენები შეზღუდული მიმართულებებით გაიმართება და მხოლოდ 14 მიმართულებით აღდგება.

როგორც ირკვევა, სხვა მიმართულებების შემთხვევაში შეზღუდვები 2020 წლის ნოემბრის ბოლომდე გასტანს. ეპიდსიტუაციის გაუარესების შემთხვევაში კი, შესაძლებელია, შეზღუდვები კიდევ რამდენიმე თვეს გაგრძელდეს.

შეზღუდვა არ ეხება რეისებს, რომლებიც სამოქალაქო ავიაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია თავმოყრილი. როგორც განცხადებიდან ირკვევა, თბილისიდან ფრენები გაიმართება 10 მიმართულებით, ხოლო ქუთაისიდან – 4.

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები განახლდება შემდეგი მიმართულებებით: დოჰა, მიუნხენი, ათენი, რიგა, პარიზი, ვარშავა, ამსტერდამი, ვენა, მილანი და ბერნილი. რაც შეეხება ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტს, აქედან ფრენები გაიმართება ვილნიუსის, რიგის, დორტმუნდის და კატოვიცეს მიმართულებით.

როგორც განცხადებაში ირკვევა, რეგულარულ მიმოსვლებზე შეზღუდვა მოიხსნება პირდპირ საერთაშორისო რეისებზე თბილისიდან მიუნხენის, პარიზისა და რიგის მიმართულებით. ასევე, შეზღუდვები მოიხსნება ფრენზებზე ქუთაისიდან რიგის მიმართულებით.

ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, რამდენიმე დღის წინ განაცხადა რომ ნოემბრიდან ფრენები ქუთაისის აეროპროტიდანაც განახლდება, რაც გულისხმობს იმას რომ საქართველოში დაბალბიუჯეტიანი კომპანიებიც განაახლებენ ფრენებს.

თურნავას განცხადებით, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი თუ რომელი მიმართულებებით აღდგება ფრენები ქუთაისიდან. ასევე, როგორც თურნავა ამბობს, გადაწყვეტილების მიღებამდე ეკონიმიკის სამინისტროს ჰქონდა დიალოგი ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებთან, რის შედეგადაც მიიღეს არსებყლი გადაწყვეტილება.

კორონავირუსი და შეზღუდული მობილობა

კორონავირუსის მასობრივი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მთავრობამ მარტში გადაწყვიტა გაუქმებინა საერთაშორისო ფრენების უდიდესი ნაწილი. გადაწყვეტილება თავიდან მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას ეხებოდა იქ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მაგრამ, სიტუაციის გაუარესებასთან ერთად, შეზღუდვები სხვა ქვეყნებსაც შეეხო.

საერთაშორისო პოლიტიკის მსგავსად, საქართველომაც, ვირუსის გავრცელების პირველ ეტაპზე გადაწყვიტა ქვეყანაში მაქსიმალურად მკაცრი შეზღუდვები დაეწესებინა, რის გამოც, ქვეყნის უდიდესი ნაწილი ჩაკეტილი იყო. არსებული შეზღუდვების გამო, საერთაშორისო ფრენების აბსოლიტური უმრავლესობა შეჩერებული იყო თვეების განმავლობაში.

პირველად, ევროპის ქვეყნების მსგავსად, საქართველო ავია სივრცის გახსნას ივნისში აპირებდა. არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ზემოთხსენებული გადაწყვეტილება რამდენჯერმე შეიცვალა და საბოლოოდ მთელი ზაფხულის განმავლობაში არ მომხდარა რეგულარული ფრენების აღდგენა. ამ პერიოდში, საქართველოში საერთაშორისო ფრენები მხოლოდ სპეცრესიების სახით არსებობდა.

ევროპის ქვეყნების უმეტესმა ნაწილმა, თავის მხრივ, საქართველოს საზღვრები ზაფხულში გაუხსნა ქვეყანაში არსებული სტაბილური ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე. მაგრამ, იმისთის, რომ პანდემიის გავრცელება კონტროლს დაქვემდებარებოდა, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა შეზღუდვები საერთაშორისო ფრენებზე გაეგრძელებინა.

შედეგად, დაბალბიუჯეტიანი კომპანიები, როგორიცაა ვიზეარი და რაინეარი საქართველოს მარკეტიდან დროებით გავიდნენ. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მოლარაპაკებები ამ კომპანიებთან გრძელდება და ისინი, ისევე როგორც სხვა კომპანიები, საქართველოში ფრენებს უახლოეს მომავალში განაგრძობენ.

Covid-19 საქართველოში

პირველ ეტაპზე, არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, საქართველომ მოახერხა წარმატებით ებრძოლა კორონავირის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, მიმდინარე მოვლენები კორონავირუსის გარშემო გვიჩვენებს რომ სიტუაცია საკმაოდ დამძიმებულია ქვეყანაში. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოეღო.

დღევანდელი მდგომარეობის მიხედვით, საქართველოში ჯამში 22803 კორონავირუსის დადასტრურებული შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 178 გარდაიცვალა, ხოლო 9401 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში ქვეყანაში 4408 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 3155 ადამიანია. ე.წ კოვიდ სასტუმროებში კი, რომელიც მსუბუქი ან ასიმპტომური პაციენტებისთვის შეიქმნა, 1848 ადამიანი მკურნალობს.

გასულ 24 საათში საქართველოში 1600-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათგან დიდი ნაწილი თბილისში, აჭარასა და იმერეთში დაფიქსირდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *