საქართველო იღებს მხარდაჭერას საზღვრების გასახსნელად

საქართველო იღებს მხარდაჭერას საზღვრების გასახსნელად post thumbnail image

კოვიდ-19-ის პანდემიის გამო მსოფლიოს უმეტესმა ქვეყანამ დროებით ჩაკეტა საზღვრები და სრულიად შეწყდა საერთაშორისო ტურიზმი. თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ სიტუაცია ასე თუ ისე დალაგდა, ქვეყნები იწყევებ საზღვრების კვლავ გახსნაზე ზრუნვას და ტურიზმის ერონულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მხარი დაუჭირა იმაში, რომ ის იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც გახსნის საზღვრებს უცხოელი ტურსტებისთვის.

ევროკომისიის რეკომენდაციების თანახმად, მესამე ქვეყნებიდან შენგენის სივრცეში მგზავრობის შეზღუდვა მიმდინარე წლის 15 ივნისიდან 30 ივნისამდე გაგრძელდა, რის შესახებაც ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. მათი განცხადება კი გულისხმობს იმას, რომ შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება. თუმცა, ეს შეზღუდვები მოიხსნება მხოლოდ გარკვეული ქვეყნებისთვის, რომელთა სიასაც შეადგენენ წევრი ქვეყნები. შერჩევა კი მოხდება წინასწარ განსაზღრული კრიტერიუმების მიხედვით. ეს კრიტერიუმები შეიცავს ეპიდემიოლოგურ სიტუაციას, დანერგლი უსაფრთხოების ნორმებს და მრავალ სხვას. შერჩევის პროცესის დროს გამოყენებულ იქნება ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (ECDC) და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემები.

”წევრი ქვეყნები კოორდინირებულად შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებენ. პირველ ეტაპზე შეზღუდვა მოიხსნება იმ ქვეყნებისთვის, სადაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ევროკავშირის მსგავსი ან უკეთესია. ქვეყნების სია რეგულარულად განახლდება, რაც ქვეყნების დამატებას, ასევე ამოღებას გულისხმობს, შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების თანახმად“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ტურიზმის ადმინისტრაციაში ასევე განმარტავენ, რომ პარტნიორ ქვეყნებთან ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებული მოლაპარაკებისას საქართველომ ევროკავშირის ქვეყნებიდან მყარი მხარდაჭერა მიიღო, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი იქნება, ვისთვისაც ევროკავშირის საზღვრები გაიხსნება.

„აღნიშნული განაპირობა, როგორც საქართველოს წარმატებულმა ბრძოლამ კოვიდთან, ასევე ტურიზმის ინდუსტრიაში დანერგილმა უსაფრთხოების მკაცრმა რეგულაციებმა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს მზაობას ტურისტების მისაღებად და ქვეყნის, როგორც უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებად აღიარებას, რაც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საქართველოს როგორც უსაფრთხო ქვეყანას, რომელიც მზადაა, ყველა საერთაშორისო ნორმებისა და სტანდარტების დაცვით უმასპინძლოს ტურისტებს. არაერთმა გავლენიანმა და მაღალრეიტინგულმა საერთაშორისო პლატფორმამ მათ შორის: „ვაშინგტონ პოსტი“,  „სიენენი“, „ფორბსი“,„კონდე ნასტ თრეველი“ და სხვა. ვრცელი სტატია და უმაღლესი შეფასება მიუძღვნა საქართველოს, როგორც წარმატებულ ქვეყანას ვირუსთან ბრძოლის მიმართულებით. გავლენიანი გამოცემა „თაიმი“ ევროპაში საზღვრების გახსნას ეხმაურება. გამოცემის ინფორმაცით, ევროპის ბევრმა ქვეყანამ ერთმანეთში საზღვრების გახსნა დაიწყო, თუმცა გარკვეული სახის შეზღუდვები არ გაუქმებულა.” – აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

ამ თემაზე ასევე გამოაქვეყნა სტატია მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ჟურნლმაც.„ტურისტებს ამერიკიდან, აზიიდან, ლათინური ამერიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ევროპაში სამოგზაუროდ მოცდა მოუწევთ. ევროპა საზღვარს ზოგიერთი ქვეყნისთვის მომავალი თვიდან გახსნის, მაგრამ დეტალები უცნობია“,- წერს „თაიმი“.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ასვე განაცხადებს რომ: ”გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირის შიგნით ქვეყნებისთვის სხვადასხვა რეგულაციებია დაწესებული და გარკვეული ტიპის შეზღუდვები კვლავ ძალაში რჩება, რომელიც გულისხმობს, როგორც 2 კვირიან კარანტინს, ასევე ტესტირებას და სხვა საჭირო პროცედურებს. ამ ეტაპზე ევროკავშირს ჯერ არ გამოუქვეყნებია რეკომენდაციები და რეგულაციები, თუ როგორ უნდა მოხდეს საზღვრის გახსნა მესამე ქვეყნებთან და რა მოთხოვნები ექნებათ ტურისტებთან ევროკავშირის ქვეყანაში საზღვრის კვეთისას“

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *