საქართველო სიღატაკის გლობალურ რეიტინგში
ქვეყნის რეიტინგი ჰანკეს ყოველწლიურ ინდექსში ბევრ რამეს განსაზღვრავს. ჰანკეს ინდექსი აჩვენებს თუ რამდენად მწვავედაა წარმოჩენილი ქვეყანაში სიღარიბე, უმუშევრობა, ინფლაცია, საპროცენტო განაკვეთების მაჩვენებელი და ამ ყოველივეს გაერთიანებით ადგენს, სიღატაკის დონეს სახელმწიფოში. 2023 წელს მსოფლიოს 157 ქვეყნის აღრიცხვა მოხდება ამ მონაცემების მიხედვით. 2022 წელს კი რეიტინგში 147 ქვეყნის ანალიზი გაკეთდა, სადაც გამოიკვეთა მათი რეიტინგი, სიღატაკის დონე და ამის გამომწვევი მთავარი პრობლემური მიზეზი. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ჰანკეს ინდექსის მნიშვნელობაზე გლობალურ ასპექტში და საქართველოს, 2022 წლის რეიტინგზე.
საქართველოს რეიტინგი ჰანკეს 2022 წლის სიაში
ჰანკეს წლიურ ინდექსში საქართველოს არც ისე სახარბიელო შედეგი აქვს. გასულ წელს, 147 ქვეყნიდან, ქვეყანა სიღატაკის ნიშნულით, სულ რაღაც 36-ე ადგილზეა. ცენტრალური კავკასიის რეგიონში, ანუ სომხეთთან, აზერბაიჯანთან შედარებით, საქართველოს ყველაზე ნეგატიური შედეგი აქვს დაფიქსირებული. 36-ე ადგილზე მყოფი ქვეყნისთვის ჰანკეს ინდექსი 52.5-ით განისაზღვრა და მთავარ პრობლემად დასახელდა უმუშევრობა. საქართველო წინ უსწრებს მხოლოდ ისეთ განვითარებად ქვეყნებს, როგორიცაა მოლდოვა, იორდანია, ბრაზილია, მადაგასკარი, ირანი, ტონგა, განა, კუბა და სხვა. აღსანიშნავია, რომ საქართველო საკმაოდ წინ უსწრებს მეზობელ თურქეთის რესპუბლიკასაც, რომელიც სიაში მეათეა, ინდექსით 101.601, თუცმა აქ პრობლემის მთავარ გამომწვევ მიზეზად მაღალი ინფლაცია სახელდება, რაც ბოლო წლების აქტუალური თემაა თურქეთისთვის.
საქართველოში უმუშევრობის დონე შიდა სტატისტიკის მიხედვით შემცირებულია, საშუალო ხელფასი გაზრდილი და ეკონომიკა გამყარებული, თუმცა სრულიად საპირისპირო შედეგს აჩვენებს საერთაშორისო კვლევა, რომელიც 3 მილიონიანი ქვეყნისთვის საგანგაშო რეიტინგს აჩვენებს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში სამსახურის პოვნა რთულია, ანაზღაურება დაბალი, ხოლო ცხოვრების ხარჯი მაღალი. ის რომ უმუშევრობა საკვანძო პრობლემად არის დასახელებული ჰანკეს რეიტინგში, მიუთითებს საქართველოს სამუშაო ბაზრის ხარისხის დეფიციტზეც. რაც მოიცავს კვალიფიციური კადრის სიმცირეს, სამუშაო ადგილების რაოდენობასთან შეუსაბამობას და ამ ყოველივესგან წარმოქმნილ პრობლემებს.
რაც შეეხება გამოსავალს ინდივიდებისთვის, ეს დამატებითი შემოსავლის წყაროების ძებნაშია. ამისთვის კი ყველაზე ეფექტური გზაა იმუშაოთ სახლიდან გაუსველელად, ყოველგვარი გრაფიკის გარეშე. რაც იმას ნიშნავს რომ პასუხისმგებლობა და შრომის ინტენსივობა სრულიად თქვენზეა დამოკიდებული. ამის ერთ-ერთი ტრენდული საშუალება ტრეიდინგია. არსებობს ბევრი ფინანსური მარკეტი რაც უსაზღვრო შესაძლებლობებს გაძლევთ. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ისეთი ცნობილი ბროკერული პლატფორმები, როგორიცაა XM, სხვადასხვა ბონუსებითა და ხელშეწყობის პირობებით. რეგისტრაციისთვის დააჭირეთ ქვემოთ.
როგორ აისახება ჰანკეს რეიტინგი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე?
ის, რომ ევროინტეგრაციის აქტიურ პროცესში მყოფი ქვეყანა ჰანკეს რეიტინგის პირველ 50 ქვეყანაში შედის, არასახარბიელო შედეგია. ბუნებრივია ეს მეტად წარმოაჩენს ქვეყანაში არასათანადო ცხოვრების ხარისხის პრობლემას, რაც ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია ევროკავშირში შესვლის შანსების წარმოქმნაში. ის რომ უმუშევრობა მაღალია, შემოსავალი დაბალი, ხოლო ცხოვრების ხარჯი მაღალი, აუცილებლად მიუთითებს არაჯანსაღ ეკონომიკასა და არათანაბარ მდგომარეობაზე.
ასევე საფრთხეს უქმნის შიდა კვლევითი დაწესებულებების სანდოობისა და გამჭვირვალობის საკითხს, რადგან შიდა კვლევები სრულიად ეწინააღმდეგება საერთაშორისო შედებს. მეტი ნდობა კი ბუნებრივია საერთაშორისო კლევებს აქვთ, მათ შორის ჰანკეს ინდექსის ყოველწლიურ შედეგებს, ვიდრე არაგამჭირვალედ ჩატარებულ კვლევებს საქსტატის თუ ქვეყნის სხვა კვლევითი დაწესებულებების მიერ.
ევროინტეგრაციის პროცესი უკუგანვითარების ეტაპზეა და ეს არა მარტო ინდექსის მსგავსი რეიტინგით, არამედ ბოლოდროინდელი მოვლენებითაა განპირობებული. ჰანკეს რეიტინგთან მიმართებით, კი ქვეყნის ტოპ მოწინავე სიაში ყოფნა არასასიამოვნო და მომავლის ნეგატიურ პროგნოზებსაც ნიშნავს. უმუშევრობის დაძლევა ხანგრძლივი და დროში გაწელილი პროცესია, რომლის გადაჭრა საქართველომ ათწლეულებია ვერ ან არ მოახერხა. შესაბამისად, მოსალოდნელია რომ ჰანკეს ინდექსის ტოპ 50-ში საქართველოს 2023 წლის შედეგებშიც ვიხილავთ.