ლარი ისევ გაუფასურდა – რას უნდა ველოდეთ 2023 წლის მეორე ნახევარში?

ლარი ისევ გაუფასურდა – რას უნდა ველოდეთ 2023 წლის მეორე ნახევარში? post thumbnail image

ეროვნული ვალუტის ფასის ცვლილება ბუნებრივი პროცესია. შესაბამისად, არც ქართული ლარია გამონაკლისი. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ 2023 წელი კრიტიკულად რთულია, სტაბილურობის ჩამოყალიბებისთვის, რადგან გარე, გლობალური ფაქტორების ზეწოლა გაზრდილი და რთულად პროგნოზირებადია. გასულ წელს, 2023 წლის პროგნოზები, ლარის ფასთან და სტაბილურობასთან მიმართებით პოზიტიური იყო. მიმდინარე წლის დასაწყისი მართლაც გამოირჩეოდა გაძლიერებული ეროვნული ვალუტით, თუმცა უახლესი შედეგების მიხედვით, ქართული ლარი მცირედით, თუმცა კვლავ გაუფასურდა დოლართან მიმართებით. სწორედ ამ ყოველივეზე ვისაუბრებთ ქვემოთ.

რა ფაქტორები მოქმედებს ლარის ფასზე და რას უნდა ველოდეთ წლის ბოლომდე?

ლარის ფასზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს, თუმცა ამ ფაქტორთა რიცხვი, 2023 წელს განსაკუთრებით მაღალია. საქმე ეხება გლობალურ მოვლენებს, რომლებიც კიდევ უფრო ართულებს ნებისმიერი ეროვნულ ვალუტის ფასის პროგნოზსა და საფასო სტაბილურობის შენარჩუნებას. აქ, ყველაზე რთულად პრგონოზირებადი და მაღალი გავლენის მქონე ფაქტორი რუსეთსა და უკრაინას შორის ომია, რომელსაც დასასრული არ უჩანს.

ამასთან ევროკავშირის სანქციები რუსეთის მიმართ, საქართველოს პოზიცია ამ ყოველივეზე და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ლარის კურსზე 2023 წელს, გამომდინარე იქედან რომ ყოველივე ეს უკავშირდება და განსაზღვრავს ქვეყანაში ფულადი ნაკდების შემოდინებასა და ინვესტიციების რაოდენობას.

ამასთან, ზაფხულის სეზონი უკვე დაწყებულია, რაც საქართველოს ტურისტული სექტორის ყველაზე აქტიური ფაზის დაწყებასაც ნიშნავს. შესაბამისად, მოსალოდნელია ფულადი ნაკადების შემოდინების ზრდა და ახალი ინვესტიციების დაწყების პერიოდი. აქედან გამომდინარე, საქართველოს პროგნოზი ლარის სტაბილურობასთან მიმართებით 2023 წლის მეორე ნახევარში ჯერ კიდევ პოზიტიურია. ამასთან თან ერთვის უკვე გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, რაც უდიდეს როლს თამაშობს ლარის სტაბილურობის ტენდენციაში.

ის, რომ მეტნაკლებად სტაბილურობის ტრენდი შენარჩუნება, პროგნოზირებული იყო ჯერ კიდევ 2022 წელს, გამომდინარე გლობალური და მაკროეკონომიკური ფაქტორებიდან. შესაბამისად, არც ისაა გამორიცხული, რომ ევროსთან ან დოლართან მიმართებით, კვლავ ვიხილავთ ლარის მცირედ გაუფასურებას.

ეს ყოველივე თითოეულ ინდივიდსა და მათ შემოსავლის უნარიანობაზე არსებით გავლენას ახდენს. ეს ასევე ეხება ტრეიდერებს, რომლებიც ლართან მიმართებით ვაჭრობენ. აღსანიშნავია, რომ ტრეიდინგს საქართველოში სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი მიმართავს, რათა თავი დაიზღვიოს გაუფასური ლარის მიერ გამოწვეული მაღალი ინფლაციისგან და ეკონომიკური პრობლემებისგან. თუ მსგავს საშუალებას თქვენც ეძებთ, შეგიძლიათ დეტალებს ქვემოთ გაეცნოთ.

ივნისში ლარი მცირედით გაუფასურდა

გაუფასურების ნიშნული საგანგაშო არ არის და ამიტომ ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაშიც კი, ეფექტი მცირე და უმნიშვნელო იქნება. 13 ივნისის ვაჭრობის ფონზე, დაფიქსირდა რომ ოლართან მიმართებით, ვალუტის გაუფასურება 0.23 თეთრი შეადგინა. დღეს ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური კურსი კი 2.6057 ლარია.

აღნიშნულზე განცხადება გააკეთა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რომელმაც განაცხადა რომ მათი დასკვნით ეროვნული ვალუტის გაუფასურების ნიშნული 0.92 თეთრია ევროსთან მიმართებით. აქედან გამომდინარე, ერთი ევროს შესაძენად, დღეს თქვენ 2.8136 ლარი დაგჭირდებათ. შედარებით მცირეა გაუფასურების სხვაობა გირვანქა სტერლინგთან მიმართებით, რომლის დღევანდელი კურსი, 3.2748 თეთრი. ლარი აქ 0.08 თეთრით გაუფასურდა. ამ ყოველივე პარალელურად შენარჩუნებულია თურქული ლირის გაუფასურების ტენდენცია, რომლის კურსი 11.01 თეთრია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *