სსფ: საქართველო ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლით პირველია ევროპაში

სსფ: საქართველო ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლით პირველია ევროპაში post thumbnail image

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი დუნდუას განცხადებით საერთაშორისო სავალუტო ფონმა ევროპის ქვეყნების ეკონომიკური განვითარების პროგნოზი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოში დაახლოებით 34.5%-იანი ეკონომიკური ზრდა არის მოსალოდნელი 2021 დან 2026 წლამდე. ამ მაჩვენებლით ქვეყანა ევროპაში მოწინავე ადგილს იკავებს. დუნდუამ დეტალურაად განიხილა სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული ეს ანგარიში და დაასახელა მეორე და მესამე ქვეყანა, რომლებიც საქართველოს მოსდევს ამ სიაში, ესენია მალტა – ასევე 34,5%-იანი მაჩვენებლით და მონტენეგრო- 31%-ით.

გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განაცხადა, რომ 2021 დან 2026 წლებში  საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ერთ სულ მოსახლეზე გაიზრდება დაახლოებით 52%-ით ამჟამად არსებულ ფასებში და მიაღწევს $22,695 დოლარს 2026 წლისთვის.  ეს ყოველივე მსყიდველობითი უნარის პარიტეტი ინდექსის მიხედვითაა დაანგარიშებული. როგორც ვიცით, მსყიდველობითი უნარის პარიტეტი ინდექსი არის თეორია, რომელიც ზომავს ფასებს სხვადასხვა ქვეყნებში და იყენებს კონკრეტული პროდუქტის ფასებს იმისათვის, რომ შეადაროს ქვეყნების ვალუტების აბსოლუტური მსყიდველობითი უნარიანობა.  სწორედ ამ უკანასკნელი ზრდის ტეპმის მიხედვით საქართველო მსოფლიოში მე-12 ადგილს იკავებს- განაცხადა გიორგი დუნდუამ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი პროგნოზს აკეთებს, რომ საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველობითი უნარის პარიტეტი ინდექსზე დაყრდნობით 2021 წელს $15,709 დოლარს მიაღწევს. ეს მაჩვენებელი კი, ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით, ახალი ისტორიული მაქსიმუმია საქართველოსთვის.

შესაძლო გამომწვევი მიზეზები

როგორც ვხედავთ, საქართველოში დაახლოებით 34.5%-იანი ეკონომიკური ზრდა არის მოსალოდნელი 2021 დან 2026 წლამდე. ეს ციფრი ნამდვილად რეკორდული მაჩვენებელია და სწორედ ამიტომაც ვიკავებთ პირველ პოზიციას ევროპაში, თუმცა ცხადია, ამ ყოველივეს თავისი ახსნა აქვს. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2020 წელს ზოგადი სუსტი ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე საქართველომაც ძალიან დიდი ფინანსური თუ ეკონომიკური ზარალი მიიღო, რაც თავის მხრივ, კოვიდ-19 ისგან გამოწვეული პანდემიის ბრალია. ამ უკანასკნელმა ფაქტორმა განაპირობა ის, რომ ქვეყანაში დაიკეტა ყველა ბიზნესი, აღარ ფუნქციონირებდა არც ტურიზმი და საბოლოო ჯამში, აღარ არსებობდა გზა, რისი საშუალებითაც საქართველო შეძლებდა ეკონომიკურ განვითარებასა და ზრდას.

აქედან გამომდინარე, ქვეყანაში ლარის კურსი ძალიან გაუფასურდა როგორც დოლართან, ასევე ევროსთან მიმართებითაც და ამ მხრივ, საქართველომ ანტირეკორდიც კი დაამყარა ბოლო პერიოდის განმავლობაში. შესაბამისად, ქვეყანას იმდენად არასახარბიელო ეკონომიკური ზრდის ტემპი აქვს ახლა, რომ ნებისმიერი ტიპის ზრდა მომავალში, ნებისმიერ შემთხვევაში არსებითად და მნიშვნელოვნად აღემატება ამჟამინდელს. ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც პანდემია დასრულდება, ბუნებრივია ქვეყანაში ყველა ბიზნესი გაიხსნება და ტურიზმიც ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება, რაც მისცემს საქართველოს შესაძლებლობას, მეტი ნაბიჯი გადადგას წინ ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით და შეძლოს ეროვნული ვალუტის გამყარება და დასტაბილურებაც. ეს ყველაფერი კი ცხადია, ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, პანდემიის დასრულებაზეცაა დამოკიდებული.

დასკვნა

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი დუნდუას განცხადებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, საქართველოში 2021 დან 2026 წლამდე დაახლოებით 34.5%-იანი ეკონომიკური ზრდა არის მოსალოდნელი. ამ მაჩვენებლით კი ქვეყანა ევროპაში პირველ ადგილს იკავებს. სამეულში შედიან ასევე ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა მალტა და მონტენეგრო. 2020 წელს ზოგადი სუსტი ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე საქართველომაც ძალიან დიდი ფინანსური თუ ეკონომიკური ზარალი მიიღო, რაც ნიშნავს იმას რომ, ნებისმიერი ტიპის ზრდა მომავალში ძალიან დიდ ციფრებამდე მიგვიყვანს. თუმცა, ეს ცხადია არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა უსწრაფესი ტემპებით დაიწყებს ეკონომიკურ განვითარებას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *