საგადასახადო შეღავათების ახალი პაკეტი ბიზნესს

საგადასახადო შეღავათების ახალი პაკეტი ბიზნესს post thumbnail image

კორონავირუსის პანდემიის პირობებში საქართველოში, და არამხოლოდ საქართველოში, კერძო სექტორის ბევრი წარმომადგენელი დაზარალდა. არსებულ სიტუაციაში ბიზნესის უდიდესი ნაწილი დაკეტილია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ შეზღუდვების უდიდესი ნაწილი ზაფხულის პერიოდში მოხსნა, კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, საჭირო გახდა ახალი შეზღუდვების მიღება.

დღეს, სადღესასწაულო დღეების შემდეგ, შეზღუდვები ისევ სრული სიმკაცრითაა ძალაში. ეს გულისხმობს იმას, რომ კერძო სექტორის უდიდესი ნაწილი გაჩერებულია. სწორედ ამიტომ, გასული თვეების განმავლობაში, მთავრობის წარმომადგენლები აქტიურად ხვდებოდნენ ბიზნესის წარმომადგენლებს.

ორმა მხარემ ბევრ შეთანხმებას მიაღწია, მაგრამ პრობლემები კიდევ არსებობს. დღეს, საქართველოს პარლამენტმა, ბიზნესისთვის საგადასახადო შეღავათების ახალი პაკეტი დაამტკიცა. პაკეტი მიზნას ისახავს არსებული პრობლემების გამო ქართული ბიზნესის წახალისებასა და დახმარებას.

81 მომხრე და არცერთი წინააღმდეგი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებლს კენჭისყრაში მონაწილე ყველა დეპუტატმა დაუჭირა მხარი და ის ოფიციალურად დამტკიცებულია. კანონპროექტი პარლამენტს დეპუტატებმა, დავით სონღულაშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, გოჩა ენუქიძემ და მარიამ ქვრივიშვილმა წარუდგინეს.

წარდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს გარკვეული გადასახადების გადავადებას. ძირითადად, კანონპროექტი ეხება საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ანტიკრიზისული ღონისძიებების მეოთხე ტაპის გარკვეული აქტივობების საკანონმდებლო მხარდაჭერას.

კერძონ, აღნიშნული ცვლილებების თანახმად, კიდევ ექვსი თვის განმავლობაში, რაც მოიცავს პირველი დეკემბრიდან 6 თვის განვალობაში პერიოდს, გაგრძელდება საშემოსავლო გადასახდში დაწესებული შეღავათის მოქმედება. ეს გულისხმობს იმას, რომ დამქირავებელი უფლებამოსილია ბიუჯეტში არ გადაიხადოს დაქირავებულისთის გაცემული 750 ლარამდე ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახდი.

ასევე, თუ ამ დაქირავებულის მიერ ამავე დამქირავებლისგან 1 კალენდარული თვის განმავლობასი მიღებული ხელფასი 1500 ლარს არ აღებატება. აქ საუბარია 42 ათასზე მეტ კომპანიაში დასაქმებული ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს. საგადასახდო შეღავათის ჯამობრივი ოდენობა საშემოსავლო გადასახდში შეადგენს 270 მილიან ლარს.

როგორც კანონპროექტში ვკითხულობთ, 2020 წლის 1 დეკემბრიდან მომდევნო 6 თვის განვალობაში ასევე გაგრძელდება იჯარის/ლიზინგის მომსახურების დღგ-ით დაბეგვრის შესაძლებლობა შესაბამისი თანხის ფაქტობრივად გადახდის საანგარიშო პერიოდში.

როგორც ირკვევა, აღნიშნული ცვლილებები დაეხმარება კომპანიებს თავიდან აიცილონ დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების წარმოება, რაც შეამსუბუქებს მათ ფინანსურ მდგომარეოაბს.

ასევე, 2021 წლის ქონების გადასახადისგან განთავისუფლდებიან პირები, რომლებიც ეწევიან ეკონომიკური საქმიანობის სახეებს საქართველოს ეროვნული ლასიფიკატორის კოდებით, (006-2016), რაც მოიცავს ტურისტულ სექტორს, სასტუმროებს, რესტორნებსა და მსგავს დაწესებულებებს. ეს შეღავათი შეეხება ჯამში 1000-ზე მეტ კომპანიას, რომლებიც ასაქმებენ 30 ათასზე მეტ ადამიანს. ქონების გადასახადში ეს შეღავათი წარმოადგენს 45 მილიონ ლარს.

ასევე, როგორც ირვკევა კანონპროექტიდან, ტურისტულ სექტორში დასაქმებულ ადამიანებს შეუძლიათ ბიუჯეტში არ გადაიხადოს საგადასახდო კოდექსის 309-ე მუხლის 114-ე ნაწილის შესაბამისად გადავადებული საშემოსავლო გადასახადი.

კანონპროექტის თანახმად, ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირების საქმიანობის უწყვეტობას და სამუსაო ადგილების შენარჩუნებას. ეს შეღავათი ჯამში ეხება 1000-მდე კომპანიას, რომლებშიც 40 ათასი ადამიანია დასაქმებული. ჯამში, ამ შეღავათის საშემოსავლო გადასახდში ოდენობა შეადგენს 20 მილიონ ლარს.

ასევე, კანონპროექტის თანახმად, იქნება შესაძლებლობა იმ სასტუმროებს, რომლებიც განლაგებულია ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურში, ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარე კურორტ გოდერძიზე და მესტიის მუნიციპალიტეტის დაბა მესტიაში განლაგებულ სასტუმროებს, საურავის დარიცხვის გარეშე გადაუვადდეთ 2020 წლის ნოემბრის და დეკემბრის საშემოსავლო გადასახდის გადახდის ვადა 2021 წლის 1 ივლისამდე.

როგორც უკვე ცნობილია, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის “იზოლაციისა და კარანტისის წესების დამტკიცების შესახებ” N322 დადგენილების მე-6 მუხლის 7’1 პუნტქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურში, ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ გოდერძიზე და მესტიის მუციპალიტეტის დაბა მესტიაში არსებული სასტუმროების საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ და მხოლოდ საკარანტინე სივრცეების მოწყობის მიზნით.

ეს იმას გულისხმობს, რომ არსებულ ადგილებში სასტუმროებს ფუნქციონირების უფლება არ აქვთ. სწორედ ამიტონ, გადასახადის გადავადება დადგენილ სგადასახდო შეღავათთან ერთად აღნიშნულ პერიოდში დაეხმარება კომპანიებს შეინარჩუნონ თანამშრომლები. ეს შეღავათი ეხება 100-ზე მეტ კომპანიას და ჯამში შეადგენს ნახევარ მილიონ ლარს.

ასევე კანონპროექტშია ნახსენები, რომ 2023 წლამდე იმპორტისას დღგ-თი დასაბეგრი თანხის გაანგარიშება განხორციელდება მაში დამატებით კომპონენტების შეტანის გარეშე. შედეგად, საბაჟო პროცედურები გამარტივდება, კერძოდ კი, შესაბამისი საბაჟო პროცედურების განხორციელებლისთის საგადასახდო ორგანოს მიერ ადეკვატური მექანიზმების დანერგვის უზრუნველყოფა მოხდება.

არსებული გადაწყვიტილებები ძალიან მნიშნელოვანია ადგილობრივი ბიზნესისთვის. განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც მუშაობენ ტურიზმის სექტორში. ქვეყანაში ტურიზმის სექტორი უკვე 10 თვეა შეჩერებულია, რამაც ბევრი პრობლემები გამოიწვია.

კორონავირუსი საქართველოში

არსებული შეღავათების შედეგი კორონავირუსის სტატისტიაკზე უკვე აისახა. ქვეყანაში იანვარში კორონავირუსის ყოველდღიური მაჩვენებელი 5 ათასს აჭარბებდა, დღეისთვის, ეს რიცხვი ორი ათასასის ფარგლებშია. ქვეყანაში შეზღუდვები უკვე ერთ თვეზე მეტია მოქმედებს.

ამ პერიოდში გამონაკლისი იყო 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე პერიოდი, როდესაც სავაჭრო ცენტრებს გახსნის საშუალება მიეცათ. როგორც ექსპერტები ამბობენ, ქვეყანაში ძელ კიდევ მძიმე სიტუაციაა, რის გამოც აუცილებელია გაგრძელდეს შეზღუდვების ზედმიწევნით დაცვის აუცილებლობა.

ოფიციალური მონაცემებით ქვეყანაში ჯამში 232,097 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან ბოლო 24 საათში 2316. გამოჯანმრთელებულების რიცხვი 222,787-ს შეადგენს, ხოლო გარდაცვლილების 2646-ს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *