24 დეკემბრიდან 2 იანვირს ჩათვლით ეკონომიკის ნაწილი გაიხსნება
დღეს გაიმართა უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა, სადაც განიხილეს შეზღუდვების მოხსნის საკითხი 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით. როგორც საბჭომ გადაწყვიტა, შეზღუდვების მოხსნა სრული მოცულობით არ განხორციელდება.
საბჭომ, პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას მეთაურობით, მიღებული გადაწყვეტილება შეხვედრის დასრულების შემდეგ გამოაცხადა. მედიის წარმომადგენლებს ესაუბრა ვიცე-პრემიერი, მაია ცქიტიშვილი. მისი განცხადებით, გასული დღეების განმავლობაში, საკოორდინაციო საბჭო აქტიურად მუშაობდა როგორც ექსპერტ ეპიდემიოლოგებთან, ასევე, ბიზნესის წარმომადგენლებთან.
როგორც მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, 28 ნეომბრიდან დაწესებულმა შეზღუდვებმა იქონია პირდაპირი გავლენა ინფიცირების გავრცელების შენელებაზე და ეპიდვითარების დასტაბილურებაზე. მისი განცხადებით, ინფიცირების დღიური მაჩვენებლის შემცირების მიუხედავად, მისი დონე მაინც საკმაოდ მაღალია ქვეყანაში. ცქიტიშვილმა აღნიშნა რომ ყველას ვალდებულებაა გაუფრთხილდეს ამ შედეგს, რის გამოც, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქება არ განხორციელდეს სრული მოცულობით.
საბჭოს გადაწყვეყილებით, ძალაში რჩება შეზღუდვა მუნიციპალური ტრანპოსრტის შესახებ თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში. ასევე, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება იქნება შეზღუდული მთელი ქვეყნის მასშტაბით. რაც შეეხება კერძო მანქანებით გადაადგილებას, ეს ისევ ნებადართული იქნება.
საბჭოს გადაწყვეტილებით, არ გაიხსნება ბაზრობები. მუშაობას მხოლოდ აგრარული ბაზრები განაგრძობენ, წესების სრული დაცვის პირობით. იმ შემთხვევაში თუ სავაჭრო ობიექტები შეძლებენ წესების სრულად დაცვას, ისინი განაახლებენ მუშაობას 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით. საბჭოზე ასევე მიიღეს გადაწყვეტილება სპეციალური რეგულაციების შესახებ, რომლებიც წინასწარ იყო გახილული ბიზნესთან კონსულტაციებისას.
საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, სამუშაო საათები განისაზღვრება დილის 7 საათიდან საღამოს 7 საათამდე. მომხმარებლები სავაჭრო სივრცეში დაიშვებიან მხოლოდ ნაკადების მაკცრი მართვის გზით, რისთვისაც მაღაზიის ფართის ყოველ 20 კვადრატულ მეტრზე დაიშვება მხოლოდ 1 მომხმარებელი. მაღაზიების შიდა და გარე სივრცეებში უნდა მოხდეს მომხმარებელთა ნაკადების მართვა.
რაც შეეხება ფასკადლებებსა და აქციების, ისინი მხოლოდ დილის საათებში უნდა გამოცხადდნენ, ან ონლაინ გაყიდვების შემთხვევაში. ტანსაცმლის მაღაზიებს რაც შეეხება, საბჭოს განცხადებით, მათ არ ექნებათ გასახდელების ფუნქციონირების უფლება. ამასან, როგორც საბჭოზე განაცხადეს, მომხმარებლების ინტერესების დაცვის მიზნით, მაღაზიებმა უნდა დაუშვან პროდუქციის დაბრუნება ან გადაცვლა ერთი თვის განმავლობაში. როგორც განცხადებიდან ირკვევა, ეს უნდა მოხდეს მხოლოდ 1 თებერვლის შემდეგ.
ასევე, ყველა სავაჭრო ცენტრში იკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის, გადატანის სერვისით. ყველა მაღაზიამ უნდა უზრუნვეყლოს რიგებში სოციალური დისტანცია და პირბადეების სწორად ტარების მოთხოვნებიც უნდა დააკმაყოფილოს. ამ თემაზე სრული პასუხისმგებლობა ენიჭება სავაჭრო ობიექტების ადმინისტრაციას. იმ შემთხვევაში თუ ობიექტები ვერ შეასრულებენ ამ მოთხოვნებს, მოხდება მათი დაჯარიმება და საქმიანობის შეჩერება.
რაც შეეხება სასტუმროებს, აქამდე, საბჭოს განცხადებით, სათხილამურო კურორტების გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაშვებული იყო სასტუმროების და მათთან არსებული რესტორნების ფუნქციონირება მხოლოდ სასტუმროების სტუმრების მომსახრებისთის. რაც შეეხება კულტურულ კულტურულ და სხვა გასართობ ღონისძიებებს, ეს იყო აკრძალული.
ეს აკრძალვა ისევ იქნებ აძალაში. ამასთან, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება რომ სასტუმროების რესტორნები იმუშავებენ მხოლოდ 21:00 საათამდე, ხოლო, 21:00 საათის შემდეგ, დაშვებული იქნება მხოლოდ ნომერში მომსახურების სერვისები. რესტორნები და კვების ობიექტები ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ გატანის სერვისებზე იმუშავებენ.
ასევე, როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, გადაადგილება მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნება აკრძალული 21:00 საათიდან 5:00 საათამდე, როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით. მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, გამონაკლისი იქნება 31 დეკემბრის ღამე, და ასევე შობის ღამე, 6 იანვრის.
მიუხედავად ამ გამონაკლისისა, ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ უკეთესი იქნება მოსახლეობამ ახალი წელი ვიწრო, ოჯახურ წრეში აღნიშნონ.
სავაჭრო ცენტრების პასუხისმგებლობა
როგორც ეკონომიკის მინისტრომის კანდიდატმა, ნათია თურნავამ განაცხადა, შეზღუდვებისა და წესების უდიდესი ნაწილი სავაჭრო სექტორიდან მოდის. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საჭბოს სხდომის შემდეგ განაცხადა. მისი განცხადებით, სავაჭრო ცენტრები, მზად არიან, საკუთარ თავზე აიღონ პასუხისმგებლობა.
როგორც თურნავამ განაცხადა, ეს შეზღუდვები და წესები არ არის მხოლოდ საბჭოს მიერ მოგონილი და ‘თავს მოხვეული’ წესები. როგორც ის ამბობს, ესენია სავაჭრო ობიექტების მიერ შემოთავაზებული წესები, რაც მათ შეიმუშავეს და შეხვედრებზე წარადგინეს.
“სავაჭრო ცენტრები მზად არიან, რომ ეს პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღონ. ეს ეხება სამუშაო საათებს, რიგებს, მართვის სისტემას. გარდა ამისა, ეს ეხება ძალიან მნვიშვნელოვან გადაწყვეტილებას და მიგნებას, რაც თვითონ შემოგვთავაზა სავაჭრო სექტორმა, რომ ფასდაკლებები გავრცელდეს ძირითადად ონლაინ გაყიდვებზე, რათა ამით წახალისდეს დისტანციური ვაჭრობა და მოხდეს ძირითადად დღის პირველ ნახევარში,” განაცხადა თურნავამ.
შეზღუდვები საკოორდინაციო საბჭომ 28 ნოემბერს მიიღო, რათა ქვეყანაში კორონავირუსის მზარდი რიცხვები შეეჩერებინა. დღეში საშუალოდ 4-5000 ახალი შემთხვევა ვლინდებოდა რამდენიმე კვირის წინ, რაც გახდა საფუძველი ახალი შეზღუდვების მიღებისა.
საბჭო შეზღუდვების მიღებისთანავე საუბრობდა იმაზე, რომ განიხილებოდა შეზღუდვების გარკვეულ წილად შემსუბუქება ახალი წლის პერიოდში, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით. რაც შეეხება 2 იანვრიდან 15 იანვრამდე პერიოდს, ეს პერიოდი მთელი ქვეყნის მასშტაბით უქმედაა გამოცხადებული.