S&P: საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელია

S&P: საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელია post thumbnail image

მიუხედავად იმისა, რომ გასული 2020 წელი მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის კი, საქართველოსთვის, გამოწვევებით სავსე იყო, S&P-ის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელია და ისევ BB დონით არის შესაფებული.

პანდემიის და გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, უცვლელია ასევე სარეიტინგო კომპანია Fitch-ის მიერ მინიჭებული რეიტინგი საქართველოსთის.

მიუხედავად იმისა, რომ S&P Global-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელ BB დონეზე დატოვა, მან ასევე გააუარესა რეიტინგის მოლოდონი. ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოს რეიტინგის მოლოდინი შეფასებულია ნეგატიურად, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეული დროის შემდეგ მოსალოდნელია რეიტინგის ნეგატიური ცვლილება.

S&P-ის მოლოდინები

S&P-ის თუ დავუჯერებთ, საქართველოს ეკონომიკა მოსალოდნელია რომ 2021 წლის განმავლობაში 4 პროცენტით გაიზარდოს. მიუხედავად ამისა, განცხადების თანახმად, ზრდაზე კვლავ შესამჩნევი იქნება უარყოფითი გავლენა პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებებით არსებული პრობლემების გამო. როგორც S&P-ის განცხადებიდან ირკვევა, ქვეყანაში არსებული პოლოტიკური კრიზისი სავსებით შესაძლებელია საინვესტიციო მიმზიდველობაზე ცუდად აისახოს.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, გადაუჭრელმა პოლიტიკურმა დაძაბულობამ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შესაძლოა შეასუსტოს რეფორმების მომენტუმი და ავნოს საერთაშორისო ინვესტორების აღქმას საქართველოს სტაბილურობიასთან დაკავშირებით.

2020 არჩევნები

ისინი ასევე საუბრობენ 2020 წლის არჩევნებზეც, მათი განცხადებით, ოპოზიციის ბოიკოტის მიზეზი არის ის, რომ მათ სჯერათ რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდა სხვადასხვა დარღვევებით. ასევე, განცხადებაში ნახსენებია საერთაშორისო პარტნიორების როლი ამ პროცესის გადასალახად.

S&P-ის განცხადებით, არჩევნების შემდეგ არსებულ არეულობაში, ამერიკამ ერთგვარი მედიატორის როლი შეითავსა. კომპანიის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ S&P-ი მიიჩნევს, რომ საქართველოში რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება მმართველი გუნდის მიერ. მაგრამ, ისინი ასევე ამბობენ, რომ პოლიტიკური კონსესუსით შესაძლებელია გაირღვეს ჩაკეტილი წრე.

ისინი ასევე საუბრობენ გიორგი გახარიას გადადგომის შესახებენ და ამბობენ, რომ მისი გადადგომა საკმაოდ ართულების საქართველოში უახლოესი პოლიტიკური ვითარების წინასწარმეტყველებას. მაგრამ, ისინი ასევე ამბობენ, რომ მაკროეკონომიკური თვალსაზრისით ახალი მთავრობის შეხედულებები უცვლელი ჩანს.

S&P Global-ის განცხადებით, ასევე საკმაოდ რთულ ვითარებას ქმნის საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული გაყინული კონფლიქტები. S&P Global-ი ხედავს სხვადასხვა სირთულეებს გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე. ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების სტატუსი კვლავ გაყინული კონფლიქტების სახით ნარჩუნდება საქართველოსა და რუსეთს შაროსი, რაც, კომპანიის შეფასებით, ახლო მომავალშიც იგივე სახით განაგრძობს არსებობას.

სხვა შეფასებები

რაც შეეხება სხვა რეიტინგებს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გასული თვის განვალობაში განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა Fitch Ratings-მაც. მათი შეფასებით, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კვლავ BB დონეზე რჩება.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2020 წლის ოქტომბერ-ნოემბერში, მსოფლიოს გარშემო მიმდინარე გამოწვევების გამო, კომპანიამ შეამცირა სომხეთის საკრედიტო რეიტინგი B+ დონემდე, ხოლო სლოვაკეთის, ლატვიისა და ბელარუსის რეატინგი ნეგატიური პერსპექტივით შეაფასა.

სწორედ ამიტომ, ასევე, მიმდინარე გამოწვევებისა და პრობლემების გამო, რომელსაც საქართველო უმკლავდება, ექსპერტების ნაწილი მიიჩნევდა რომ რეიტინგი შეიცვლებოდა. მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მიუხედავად უდიდესი გამოწვევებისა, Fitch-მა, S&P-ის მსგავსად, გადაწყვიტა შეენარჩუნებინა BB დონე.

როგორც სარეიტინგო კომპანიის შეფასებიდან ირკვევა, საქართველოს სუვერენული რეიტინგი მხარდაჭერილია BB კატეგორიის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით უფრო მაღალი მართველობის ხარაისხითა და ბიზნეს გარემოთი.

როგორც ისინი ამბობენ, საქართველოში გატარებული თანმიმდევრული და სანტო პოლიტიკა უდიდეს როლს თამაშობს ქვეყნის შედარებით მდტრადობაში სხვადსხვა შოკების მიმართ. თუ Fitch-ის რეიტინგებს დავეყრდნობით, ქვეყანა 2021 წელს უნდა ელოდოს 4.3 პროცენტიან ზრდას, ხოლო, რაც შეეხება 2022 წელს, ეკონომიკის ზრდა მოსალოდნელია 5.8 პროცენტით. თუ ანგარიშს დავეყრდნობით, საქართველოს ეკონომიკის გაჯანსახების ტემპი ამ კატეგორიის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით საკმაოდ მაღალია.

კომპანიის განცხადების მიხედვით, ის ფაქტი, რომ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა ქართულმა ოცნებამ, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ქვეყანაში ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების გატარების უწყვეტობას. ასევე, მიუხედავად სხვადსხვა პოლიტიკური პრობლემებისა, როგორიცაა, მაგალითან, ოპოზიციის ბოიკოტი, კომპანია ვერ ხედავს პრობლემას ქვეყანაში სხვადასხვა რეფორმების გატარების უწყვეტობის მიმართულებით.

რატომაა მნიშვნელოვანი ეს შედეგები?

ქვეყნისთვის ორივე სარეიტინგო კომპანიის შეფასება საკმაოდ მნიშვნელოვანია. ორივე კომპანია წარმოადგენს მსოფლიოს მასშტაბით ლიდერ კომპანიების რეიტინგების კუთხით, მათი განცხადებები და შეფასებები ზუსტად აჩვენებს სხვადსხვა კუთხით ქვეყნის პერსპექტივებსა და ინვესტორების განწყობებს.

Fitch Ratings-ის გახლავთ საერთაშორისო კომპანია, რომელიც ნიუ იორკიდან და ლონდონიდან ფუნქციონირებს. ორივე მათგანი, Fitch Ratings-ი და Standard & Poor’s (S&P’s) ძალიან დიდ როლს თამაშობენ ინვესტორების კეთილგანწობაზე სხვადსხვა მარკეტების მიმართ. ის ფაქტი, რომ არსებულ რთულ ეკონომიკურ ვითარებაში საქართველოს რეიტინგი ორივე კომპანიამ უცვლელი დატოვა საკმაოდ დიდი მონაპოვარია. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც, სხვადსხვა ქვეყნების რეიტინგი საკმაოდ დაიწია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *