თბილისში ახალი ავტობუსები და სამარშუტო ტაქსები იმოძრავებს
როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, ხვალიდან, 24 ოქტომბრიდან, საქართველოს დედაქალაქში ახალი ავტობუსები და მიკროავტობუსები იმოძრავებენ. როგორც მერიაში აცხადებენ, ახალი სატრანსპორტო საშუალებების მთავარი მიზანი იქნება, რომ თბილისში მობილობა მოსახლეობისთის გამარტივდეს და საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფრო მეტად კომფორტული და მოსახერხებელი გახდეს თბილისის მოსახლეობისათვის.
პირველი სწრაფი სატრანზიტო დერეფანი, რომელიც თბილისში ამოქმედდება, მგზავრობას დედაქალაქში უფრო კომფორტულს გახდის. თბილისის მერიის მიერ გამართულ პრეზენტაციაზე საზოგადობას ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ მიმართა. როგორც ის აცხადებს, ამ დროისთის 10 სწრაფი სატრანზიტო დერეფნის მოწყობა მიმდინარეობს. ვიცე-მერმა განიხილა ზემოთ ხსენებული დერეფნის თითოეული მარშრუტი. მისი განცხადებით, მარშრუტების გადანაწილება შემდეგნაირად მოხდება:
- N301 სწრაფი სატრანზიტო მარშტრუტი იმოძრავების პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მიმართულებით. ამ მარშუტზე ჯამში 11 ავტობუსი იმოძრავებს, ხოლო თითოეულ მათგან შორის 15 წუთი იქნება
- N332 საქალაქო მარშრუტი ნუცუბიძის IV მიკრო რაიონიდან თბილისი ცენტრალის მიმართულებით იმოძრავებს. ჯამში 10 ავტობუსი მოემსახურება ამ მიმართულებას, და თითოეულ მათგანს შორისო არსებული დრო იქნება 12 წუთი
- N385 მარშრუტი ერთმანეთთან დააკავშირებს ვაკესა და საბურთალოს. ის წრიული პრინციპით იმოძრავებს, 7 ავტობუსითა და 6 წუთიანი სხვაობით
- N334 ავტობუსი წყნეთსა და მეტრო სადგურ დელისს დააკავშირებს. 15 წუთიანი სხვაობით, მიმართულებას მოემსახურება 8 ავტობუსი
- N401 საუბნო მარშრუტი განხორციელდება 3 მიკროავტობუსის გამოყენებით, რომლებიც 4 წუთიანი ინტერვალით იმოძრავებენ. აღნიშნული მარშრუტი დააკავშირებს მეტროსადგურ სახელმფიწო უნივერსიტეტს და პოლიტკოვსკაიას ქუჩას
- N402 მიკროავტობუსი იმოძრავებს ვაკეში, სხვადასხვა ქუჩებზე. 2 მიკროავტობუსი 15 წუთიანი ინტერვალით გადაადგილდება ვაკის რაიონში
- N404 მარშუტიც საუბნოა. ის ერთმანეთთან სახელმწიფო უნივერსიტეტის მეტროსა და უნივერსიტეტის ქუჩას დააკავშირებს. 3 მიკროავტობუსი 7 წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს დედაქალაქში
- N405 მარშრუტი კი აკავშირებს ნუცუბიძის V მიკრორაინს მეტროსადგურ დელისთან. 5 წუთიანი ინტერვალით, 7 მიკროავტობუსი გადაადგილდება
- N446 ასევე საუბნოა, და ის გადაადგილდება შაბერაშვილის ქუჩიდან თბილისი ცენტრალის მიმართულებით. ამ მარშრუტის ინტერვალიც იქნება 4 წუთი და იმოძრავებს 12 მიკროავტობუსი
- N447 მარშრუტი ერთმანეთთან დააკავშირებს აბულაძის ქუჩას უნივერსიტეტის ქუჩასთან. ეს მარშრუტი შესრულდება 7 მიკროავტობუსით, 6 წუთიანი ინტერვალით
ქალაქში გადაადგილების გაუმჯობესება
როგორც ხმალაძე აცხადებს, მერიის მთავარი მიზანი არის ის, რომ ქალაქში მოსახლეობისთის ყველანაირი პირობა იყოს შექმნილი მარტივი გადაადგილებისთის. როგორც ის ამბობს, სწრაფ სატრანზიტო დერეფანზე 12 მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ. შემდეგი წლიდან კი, როგორც მან განაცხადა, მერია 18 მეტრიანი ავტობუსების ჩამოყვანას გეგმავს.
საქალაქო მარშრუტები დაკომპლექტებული იქნება, ძირითადად, 8 და 10 მეტრიანი ავტობუსებით, ხოლო, რაც შეეხება საუბო მნიშვნელობის მარშრუტებს, აქ გამოყენებული იქნება ძირითადად 6 მეტრიანი მიკროავტობუსები. 6 მეტრიანი მიკროავტობუსები მერიამ ამ მიმართყლებებისთის ახლახანს შეიძინა.
როგორც ვიცე-მერი აღნიშნავს, საშუალოდ, მოცდის დრო, ახალი დერეფნების წყალობით, 7 წუთამდე შემცირდება. რაც შეეხება ტევადობას ავტობუსებში, მისი მატება 2.5-ჯერ მეტი იქნება.
როგორც ცნობილი ხდება, ახალ მარშრუტებზე თანხის გადახდა მხოლოდ ბარათის საშუალებით იქნება შესაძლებელი. დღიესთვის, ჯამში, საქართველოში ავტობუსების პარკის განახლების მიზნით 550 ახალი ავტობუსი შემოვიდა. როგორც მერიაში ამბობენ, შემდეგ წელს არესბული რიცხვი 150 12 მეტრიანი ავტობუსებით გაიზრდება. 2021 წელს ასევე იგეგმება 18 მეტრიანი 200 ავტობუსის დამატებაც.
ასევე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ, განაცხადა რომ შემცირდება ქალაქში არსებული მიკროავტობსების რაოდენობა. როგორც მან განაცხადა, 3000 მიკროავტობუსის ნაცვლად, თბილისში იმოძრავებს 1200-1500 მიკროავტობუსი.
გადაადგილების პრობლემა თბილისში
დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უკვე დიდი ხანია რაც დიდ პრობლემას წარმოადგენს. საზოგადოების უმეტეს ნაწილს, როგორც ექსპერტები ამბობენ, არ აქვს წვდომა სწრაფ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. ბოლო წლებია, როგორც თბილისის მერიაში ამბობენ, წინ წამოიწია საზოგადოებრივი ტრანსპორტის თემამ.
გასულ წლებში გატარებული ცვლილებების შედეგად, თბილისის მერია აქტიურად ცდილობს არსებული პრობლემების აღმოფხვრას. დღეს გაკეთებული განცხადებებიდან ასევე ირკვევა ისიც, რომ შეიცვლება მიკროავტობუსების მძღოლების ანაზღაურების წესიც. ნაცვლად იმისა, რომ მათ ანაზღაურება მიიღონ გამომუშავებით, მათ გამოეყოფათ ფიქსირებული ხელფასი. როგორც მერიაში ამბობემ, მერია არ ჩაერევა ხელფასის რაოდენობის განსაზღვრაში, და ხელფასი დაწესებული იქნება კომპანიის მიერ, რომელიც აკონტროლებს მიკროავტობუსების ბაზარს დედაქალაქში.