როგორ გამოიყურება ტურიზმი კოვიდ-19-ის მიერ შეცვლილ სამყაროში

როგორ გამოიყურება ტურიზმი კოვიდ-19-ის მიერ შეცვლილ სამყაროში post thumbnail image

კორონავირუსის გავრცელებამ სრულიად შეცვალა ტურიზმის სექტორი. იქედან გამომდინარე, რომ ბევრი ქვეყნის, მათ შორის საქართველსო საზღვრებიც ჩაკეტილი იყო, ან ჯერ კიდევ არის, მოგზაურობის მსურველებს უბრალოდ ფიზიკურად არ აქვთ სხვა ქვეყანაში ფრენის საშუალება. ამას ემატება ასევე ის ფაქტიც, რომ მგზაურობა ამ პერიოდში უბრალოდ არაგონივრული საქციელი იქნებოდა, რადგან ამით ადამიანი კორონავირუსული ინფექციის შეყრის რისკებს საგრძნობლად იზრდის. ამ ორი მიზეზის გამო, ტურიზმის სექტორი ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში საკმაოდ რთულ სიტუაციაში იყო. საქართველოში 2020 წელს საერთაშორისო მოგზაურობისგან მირებული შემოსავალი 70 პროცენტით შემცირდა, რაც სავალალო მაჩვენებელია. თუმცა, მთავრობა უკვე ემზადება სულ რამოდენიმე კვირაში პირველი ტურისტების მისაღებად და ამ სექტორის კვლავ ასამოქმედებლად.

საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ის სხვა ქვეყნებთან შედარებით გამოირჩეოდეს უსაფრთხოების დონით, რადგან სწორედ ეს იქნება მთავარი გადამწყვეტი ფაქტორი იმ ტურისტებისთვს, რომლებსაც მოგზაურობა მოუნდებათ საზღვრების გახსნის შემდეგ. თუმცა, ეს მოგზაურობა დაკავშირებული იქნება საკმაოდ ბევრ ხარჯთან, რადგან ტურისტებს მოუწევთ ზედმეტი თანხის გადახდა, თუ სურთ უსაფრთხო გარემოში დაისვენონ. ამ მიზეზის გამო 2020 წლის მეორე ნახევარში ტურისტთა უმეტესი ნაწილი, შეძლებული პირები იქნებიან.

საბედნიეროდ, საქართველოს ტურისტულმა ინდუსტრიამ, მათ შორის სასტუმროებმა, რესტორნებმა და აეროპორტებმა ბევრი რამ ისწავლა. ეს იმის წყალობით მოხდა, რომ კარანტინის პროგრამაში ჩართული იყო, ან ჯერ კიდევ არის 90-მდე სასტრუმრო და ათასობით დასაქმებული პირი. ჩვენ სასარგებლოდ მოქმედებს ის ფაქტორიც, რომ ახლა ძალიან მოთხოვნადი გახდება მრავალფეროვანი ტურისტული შეთავაზებები, რაც უკავშირდება ადამიანების ღია ცის ქვეშ, გარე სივრცეში და გაშლილ ტერიტორიაზე ყოფნის უზრუნველყოფას. იქედან გამომდნარე, რომ საქართველოში ძალზედ დივერსიფიცირებულია ტურისტული პროდუქტები და შეგვიძლია უცხოელებს შევთავაზოთ ეკოტურიზმი, აგროტურიზმი, ღვინის ტურიზმი, დაცული ტერტორიები და სათავგადასავლო ტურიზმი, ქვეყანა კიდევ უფრო მოიხვეჭს პოპულარულობას მომდევნო თვეებში. ამ ყვეალფერზე ისაუბრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ. მისი აზრით, ჩვენ ყველაფერი გვაქვს იმისათვის, რათა ,,მსოფლიომ ხელახლა გაგვიცნოს არა მხოლოდ როგორც მდიდარი ისტორიის, უნიკალური ბუნებისა და უძველესი ტრადიციების ქვეყანა, არამედ საქართველო, როგორც უსაფრთხო დანიშნულების ადგილი”. უკვე არსებობს ინფრომაცია იმის შესახებაც, რომ ბევრი ქვეყანა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, აღიქვავს საქართველოს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ ლოკაციად. ამასთანავე, ბევრმა ტურისტმა უკვე გამოთქვა საქართველოს სტუმრების სურვილი 2020 წლის მეორე ნახევარში.

ექსპერტები ჯერ კიდევ მუშაობენ ტურიზმის სექტორისთვის განკუთვნილ გაიდლაინებზე, რომლებიც ახლო მომავალში გასაჯაროვდება. ასევე ხდება მოლაპარაკებები საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებთან, რათა განისაზღროს, თუ რა ტიპის კონტროლი იქნება საჭირო საზღვარზე ან ქვეყნის შიგნით, რათა მაქსიმალურად იქნას დაცული უსაფრთხოება სასტუმროებში, რესტორნებსა და ტურიზმთან დაკავშირებულ სხვა ობიექტებში.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით არ იქნებ მოულოდნელი, თუ 1 ივლისიდან მოყოლებული საქართველოში ძველებურად გაიზრდება ნელ-ნელა ტურისტთა რაოდენობა. თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ დაზუსტები არავინ იცის, თუ რა გველოდება მომდევნო თვეებში, ყველაზე მეტი ყურადღება მიექცევა იმას, რომ თითოეულმა ტურისტმა დაიცვას რეკომენდირებული უსაფრთხოების წესები. ამის კონტროლი კი, საქართველოს მთავრობის მიხედვით, საკმაოდ მარტივად მოხდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *