რომელ ვალუტაში გამოვიტანოთ სესხი?

რომელ ვალუტაში გამოვიტანოთ სესხი? post thumbnail image

სესხები ბევრისთვის საკამათო თემაა და ამ საკითხის მიმართ მიდგომებიც რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. დღესდღეობით რთულია იპოვო ადამიანი, რომელსაც სეხსებთან შეხება არ ჰქონდა და დიდია ალბათობა იმისა, რომ ყოველ მათგანს განსხვავებული გამოცდილობა ჰქონდა სხვადასხვა ბანკებთან. ბევრი რამ რაც ბანკის სესხებზე უნდა იცოდეთ თავად ბანკების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშიც შეგიძლიათ მოძებნოთ.

მაგალითისთვის, ის თუ რამდენ პროცენტიანი სესხი ან რამდენად გრძელვადიანი სეხსი გსურთ დამოკიდებულია თქვენს სიტუაციაზე და ხშირ შემთხვევაში ბანკებთან მუშაობისას თქვენ საკმაოდ დიდი არჩევანი გექნებათ. ხშირ შემთხვევაში ბანკებს სხვადასხვა პირობები აქვს სხვადასხვა ვალუტის სესხებისთვის და სწორედ ეს პირობები ხდება მთავარი გადამწყვეტი ფაქტორი მათთვის ვისაც სესხის გამოტანა ყველაზე მომგებიანი პირობებით სურს, თუმცა სესხის გამოტანა სხვა ვალუტაში შეიძლება მეტად რისკიანი იყოს ვიდრე ლარში გამოტანილი სესხი.  როდესაც ასეთ მნიშვნელოვან გადაწვეტილებებს ვიღებთ, რა თქმა უნდა, აცუილებელია ვიცოდეთ ყველა პირობა და ყველა დეტალი და აქედან გამომდინარე  მივიღოთ გადაწყვეტილბეა, თუმცა ხშირ შემთხვევაში ბანკების პირობები ვერ ფარავს ყველა მოთხოვნილებას, რომელიც სესხის გამომტანს აქვს და ასეთ შემთხვევასი გადაყვეტილების მიღება რთულდება. მარტივი იქნება, რომ ვთქვათ, რომ  ყოველ შემთხვევაში ლარში გამოტანილი სესხია ნაკლებად რისკიანი, თუმცა ვალუტები და მათი ღირებულებების ცვლილება, შიდა ეკონომიკა და კიდევ მრავალი სხვა მსგავსი ფაქტორი გადაწყვეტილების მიღებას უფრო ართულებს.  ამ ჩამონათვალში განვიხილავთ, თუ რა ფაქტორები უნდა გაითვალისწინოთ სესხის გამოტანისას და რომელ ვალუტაში აჯობებს სესხს გამოტანა თქვენი მოცემულობიდან გამომდინარე.  ბანკებთან თანამშრომლობა ხშირად გაუთვალისიწნებელ გართულებებს ნიშნავს, მაგრამ თუ თქვენ წინასწარვე იცით თუ რა რისკები არსებობს ნებისმიერ ვალუტაში სესხის გამოტანის შემთხვევაში, ასეთი გართლებების თავიდან აცილება უფრო მარტივია და თქვენც ნაკლებად მოგიწევთ გაუთვაისწინებელი შემთხვევების გამო სტრესულ სიტუაციაში ყოფნა. თუმცა სანამ თითოელი სესხის ტიპის დეტალურად განხილვას დავიწყებდეთ მნიშვნელოვანია ითქვას რომ არ არსებობს ერთი სწორი პასუხი კითხვაზე თუ რომელი ვალუტაში სჯობს ფულის გამოტანა. ასეთი პასუხი რომ არსებობდეს, ბუნებრივია ასეთი კითხვებიც აღარ იქნებოდა. თითოელ არჩევანს მოჰყვება თავისი პასუხისმგებლობები, რისკები და უარყოფით მხარეები, თუმცა დადებითი მხარეც ყოველ მათგანს აქვს.  განსხვავებულ მოცემულობებს სხვადასხვა სესხი ერგება და ჩვენც სწორედ ამ დეტალებზე ვისაუბრებთ, რათა მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა ის დადებითი თვისელა რომელიც ამ სამი ძირითადი ტიპის სესხს აქვთ.

სესხის გამოტანა ლარში

სესხის ლარში გამოტანა ნიშნავს იმას, რომ ეს სესხი მთელი მისი აქტიური პერიოდის განმავლობაში ყოველთვის პროგონოზირებადი იქნება. ეს არის მეტწილად რისკებისგან თავისუფალი არჩევანი, რადგან მიუხედავად იმისა, თუ როგორ განვითარდება ეკონომიკა, თქვენ ყოველთვის ფიქსირებული თანხა გექნებათ გადასხდელი და მოულოდნელობებისგან თავისუფალი იქნებით. იმ შემთხვევაშიც თუ კი სხვა გადასახადები გაძვირდება თქვენი სესხი დარჩება სტაბილური. ერთი შეხედვით ეს მოცემულობა საკმარისი უნდა იყოს გადაყწვეტილების მისაღებად თუმცა მხოლოდ ის, რომ სესხი შედარებით პროგნოზირებადია მისი მთავარი დადებითი თვისებაა. როგორც წესი ლარში სესხის გამოტანის პირობები ნაკლებად შეღავათიანია და ხშირად ბევრად მაღალი პროცენტიც აქვს სხვა ვალუტებთან შედარებით. ნებისიმერ ბანკთან მუშაობისას მოსალოდნელია, რომ ლარში სესხი უფრო მაღალი პროცენტით გაიცემა. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ იხდით დამათებით გადასახდას იმის გარანტიისთვის, რომ თქვენს მიერ გადასახდელი თანხდა არ გაიზრდება და სტაბილური დარჩება. თუ თქვენ არ გინდათ გარისკოთ და მუდმივად ლარის კურსისთვის თვალის დევნაც არ გეხალისებატ , მაშინ თქვენთვის სესხის ლარში გამოტანა უკეთესია,რადგანაც ის არ იცვლება და დამატებით არაპროგროზირებად გადასახადებზე ნერვიულობაც არ მიგიწევთ, თუმცა ეს პირობები ასევე ნიშნავს, რომ პროცენტული მაჩვენებელიც უფრო მაღალია და თქვენ ასევე უფრო მაღალი პროცენტის  გადახდა მოგიწევთ, ვიდრე მათ ვისაც სესხი დოლარში ან ევროში აქვს გამოტანილი. ეს არის ის მოცემულობა რომელიც ხშირად არჩევანი გაკეთებას ართულებს, რადგან თქვენ არ იცის აჯობებს თუ არა სესხის ევროში ან დოლარში გამოტანა, რადგან დაბალ პროცენტთან ერთად, ვალუტამ შეიძლება დაიწიოს და საბოლოო ჯამში თქვენ ნაკლები თანხის გადახდა მოგიწიოთ, მაგრამ რადგან ეს მოცემულობა გარანტირებული არ არის, ბევრი სესხის ლარში გამოტანას ამჯობინებს, იმის მაგივრად რომ ვალუტის ცვლილებაზე იყოს დამოკიდებული. რეალურად ლარში სესხის გამოტანა შედარებით ნაკლებად რისკიანია და იმათთვის არის უფრო მომგებიანი, ვისაც რისკების თავიდან აცილება სურს, იმ შემთხვევაშიც კი თუ სხვა გდაწყვეტილების შემთხვევაში შანსია, რომ ნაკლების გადახდა მოგიწიოთ ვიდრე ამას თავიდან გეგმავდით. ეს არჩევანი თქვენ ყველა მოულოდნელობას აგარიდებთ და მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე გეცონიდებათ, რომ უფრო მაღალ პროცენტს იხდით ვიდრე ევროს ან დოლარის შემთხვევაში, თქვენ დაზღვეული ხართ მოულოდნელობებისგან და წინასწარ იცით თუ რა თანხდა უნდა გადაიხადოთ.

სესხის გამოტანა დოლარში

სესხის დოლარში გამოტანა საკმაოდ პოპულარული პრაქტიკაა. ხშირად ამ არჩევანს ის ხალხის აკეთებს, რომელიც იმედს იტოვებს რომ დოლარის კურსი არ გაიზრდება, პირიქით შემცირდება და მათაც ნაკლების გადახდა მოუწევთ, გარდა ამისა დოლარში სესხის გამოტანა თავისთავად გულისმხობს იმას რომ დამატებითი პროცენტებიც ნაკლები იქნება და შესაბამისად საბოლოო ჯამში ბანკი წაგებაში დარჩება, ხოლო სესხის გამომტანი მარტივად გადაიხდის თავის სესხს. უარეს შემთხვევაში დოლარი იგივე დარჩება და პროცენტული მაჩვენებელი იქნება ის მთავარი მოგება, რომელიც სესხს მომგებიანად აქცევს. ეს გადაწყვეტილება ამავდროულად უფრო რისკიანიც არის. ძალიან ხშირია ის შემთხვევები როცა, სესხის დოლარში გამოტანის შემდეგ ლარის კურსი ეცემა და ადამიანებს ხშირად ორმაგის გადახდაც კი უწევთ. ამიტომ სესხის სხვა ვალუტაში გამოტანისას, მუხედავად დაბალი პროცენტისა და უფრო შეღავათიანი პირობებისა, შანსი იმისა რომ საბოლოო ჯამში მეტის გადახდა მოგიწევთ ბევრად მაღალია. ზოგისთვის, ვინც არ არის მზად მაღალი პროცენტზე დათანხმდეს და რისკისთვის მოემზადოს სესხის დოლარში გამოტანა უფრო რეალისტური მიდგომაა, რომელიც ნაკლებად პროგნოზირებადი, თუმცა მოკლე ვადაში უფრო მომგებიანია. სესხის დოლარში გამოტანის შემთხვევაში, შეგვიძლია ეს არჩევანი ფორექს ვაჭრობასა და საფონდო ბირჟაზე ვაჭრობას შორის არჩევანს დავუკავშიროთ. მართალია საფონდო ბირჟა უფრო სანდო და სტაბილურია, ფორექსით ვაჭრობა მოგების მიღების მეტ შანსს იძლევა. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ადგილობრივ ვალუტასა და უცხოურ, უფრო ძლიერ ვალუტაში სესხი გამოტანასთან დაკავშირებით.  ბევრისთვის ამ მცირედი მოგების ნახვა უფრო მნიშვენლოვანია ვიდრე სტაბილურობა და ამიტომ როდესაც ამ თემაზე ვსაუბრობთ და ვცდილობთ თქვენთვის ყველაზე სარგებლიანი არჩევანი გააკეთოთ აუცილებელი დაფიქრდეთ თუ რა წარმოადგენს თქვენთვის პრიორიტეტს და ამაზე არ არსებობს ერთი სწორი პასუხი.

თუ თქვენთვის გადასახადის შემცირების შანსი სტაბილუტობაზე ბევრად მნიშვნელოვანია მაშინ სესხის დოლარში გამოტანა თქვენთვის უფრო შესაფერისი არჩევანი იქნება. გარდა იმისა, რომ ამის შანსები ბევრად მეტია დოლარის შემთხვევაში,  არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე შედარებით დაბალი პროცენტები, რომლებიც დოლარის დაცემის შემთხვევაში თქვენ საქმეს კიდევ უფრო გააიოლებს. თუმცა აქ სხვა ფაქტორებიც მნიშვენლოვანი, მაგალითად გააჩნია თუ რისთვის გამოგაქვს სესხი და რამდენად შეგიძლიათ ეს საკითხი თუ საქმე რისკის ქვეშ დააყენოთ. თუ საქმე დიდ პროექტებს ეხება, მაგალითად როგორებიცაა უძრავი ქონება, სახლის აშენება და მსგავსი ცხოვრებიუსეული პროექტები მაშინ ნაკლებად შეიძლება თამამად გამოიტანოთ გრძელვადიანი სესხი, ხოლო მოკლევადიანი სესხების შემთხვევაში არჩევანი სჯობს ისევ ადგილობრიც ვალუტაზე გააკეთოთ. ამის მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ გრძელვადიან პერიოდში დოლარმა შეიძლება ბევრი ცვლილება განიცადოს, თუმცა საბოლოო ჯამში დიდი შანსია იმისა, რომ ყველაფერი გათანაბრდეს. იქნება თვეები, როდესაც თქვენ მეტის გადახდა მოგიწევთ, მაგრამ ასევე იქნება თვეები როცა ბევრად ნაკლებს გადაიხდით, თან დიდი პროცენტების გარეშეც. ეს რამდენიმე ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილები მიღებისას, ასე რომ თუ თქვენ მზად ხართ ასეთი რისკისთვის და თქვენი სესხის საკმაოდ გრძელვადიანია მაშინ სესხის დოლარში გამოტანა ბევრად ნაკლებად რისკიანია ვიდრე მოკლევადიანი სესხების დროს. ხოლო თუ მნიშვენლოვანი პროექტები მხოლოდ 1-3 წლიანი სესხით გსურთ დაფაროთ, არის შანსი რომ ცლილება დოლარის მდგომარეობაში მალევე მოხდეს და თქვენ სრულიად სხვანაირი ფინანსური სურათი მიიღოთ, რომელიც სულ არ გავს თქვენს ჩანაფიქრს. სესხის დოლარში გამოტანა შედარებით მოკლევადიანი სესხებში სჯობია ისეთ საქმეებს მოახმაროთ, რომლებიც ნაკლებად მოახდენს თქვენ ცხოვრებაზე გავლენას. დოლარში სესხები უმჯობესია ისეთ პროექტებს დავუთმოთ, რომელშიც მზად ხართ ცოტაოდენ წაგებაზეც  წახვიდეთ და ეს რისკი თქვენს საქმიანობას დიდს ვერაფაერ დააკლებს. ასეთ შემთხვევაში ეს გადაწყვეტილებ შეგიძლიათ ბევრად უპრობლემოდ მიიღოთ და ეცადოთ მაქსიმალურად გაიმარტივოთ ცხოვრება.

სესხის გამოტანა ევროში

შეიძლება ფიქრობთ, რომ დოლარსა და ევროში სესხის გამოტანა დიდწილად ერთსა და იმავეს ნიშნავს, თუმცა ამ ორ ვალუტას შორის ბევრი განსხვავებაა. განსხვავებით დოლარისგან, ევრო ნაკლებად იცვლება, მიუხედავად იმისა რომ დროთა განმავლობაში შეიძლება გაძლიერდეს და შესუსტდეს. ევროს შემთხევაში, პროცენტები ხშირ შემთხვევაში კიდევ უფრო დაბალი არის, რადგან ევრო დოლარზე ძლიერია და მაინც არის განსხვავება ევროსა და ლარს შორის სესხის გამოტანას და შემოთავაზებულ პირობებს შორის. ევრო შედარებით სტაბილურია, რასაც ვერ ვიტყვით დოლარზე და  თუმცა ამჟამინდელი პოლიტიკური კლიმატის გათვალისწინებით არის შანსი, რომ ცლილებები მაინც მოხდეს და საბოლოო ჯამში ევროში გამოტანილი სესხი თვენს სასარგებლოდ შემობრუნდეს, თუმცა დოლართან შედარებით ასეთი ცვლილებები ამ ვალუტას ნაკლებად ახასიათებს, თუმცა ბევრი ამ ვალუტაში სესხს იმიტომ იღებს, რომ სწორედ მისის სტაბილუტობა ხიბლავს და შესაძლოა კონკრეტული დანიშნულებისთვის, რომელიც მეტ სტაბილურობას საჭიროებს და სადაც ცვლილებების ადგილი ნაკლებად არის სწორედ ეს იყოს სწორი არჩევანი.  თუმცაღა დიდწილად დოლარსა და ევროზე ერთნაირი რისკები და შესაძლო მოგებები ვრცელდება და მათ შორის გადაყვწტილების მიღება ძირითადად ბანკზე და მათ შემოთავაზებებზე არის დამოკიდებული, რაც ძალიან ცვალებადია სხვადასხვა ბანკების შემთხვევაში.

გამომდინარე ჩამოთვლილი ფაქტორებისგან არჩევანის გაკეთება შეიძლება მხოლოდ პიროვნულ თვისებებსა და მოცემულობაზე დაყრდობით. თუ თქვენი მიზანი ზედმეტად მნიშვენლოვანია იმისთვის, რომ ის ნებისმიერი სახის რისკს დაუთმოთ მაშინ უმჯობესია სესხი ლარში გამოიტანოთ. თუ თქვენი მიზანი არც ისე მასშტაბურია და შეგიძლიათ თავს მეტის უფლება მისცეთ მაშინ სესხის გამოტანა ევროსა ან დოლარში სჯობს, რადგან უკეთესი პირობების და გადასახადის შემცირების ფუფუნება ყველა სესხზე არ გექნებათ, ამიტომ როდესაც მოცემულობა ამის საშუაება იძლევა შეგიძლიათ ეს შანსიც გამოიყენოთ.

როდესაც საქმე სესხებს ეხება ასევე მნიშვნელოვანია, რომ იცოდეთ როგორი მხარჯველი ხართ და რა სახის სესხები იქნება თქვენთვის უფრო მარტივად გადასახდელი და არჩევანი ვალუტებს შორის ამ კრიტერიმებითაც შეგიძლიათ გააკეთოთ. გამომდინარე იქიდან თუ როგორი დამოკიდებულება გაქვს ფინანსებთან და რამდენად ახერხებთ ფულის კარგად გაკონტროლებას, შეგვიძლი დასკვნები სესხებთან დაკავშირებითაც გავაკეთოთ, რათა არჩევანის გაკეთება თქვენთვის უფრო იოლი გახდეს. ამ საკითხზე იშვიათად თუ ნახავთ ინფორმაციას ბანკებში და სხვადასხვა ფინანსურ ბლოგებზე და რაც მთავარია, ამაზე საუბარი ჯერ კიდევ ცუდ ტონად ითვლება ან მისი საერთოდ იგნორირება ხდება მთელი საგოზადოების მიერ. მაშინ როდესაც სესხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებისას ეს ერთ-ერთი უმთავრესი კრიტერიუმი უნდა იყოს თქვენთვის, რომელიც განსაზღვრავს თუ რამდენად ერგება ამა თუ იმ სესხის პირობების თქვენს ფინანსურ ისტორიას.

გრძელვადიანი სესხები

შეიძლება თქვენ გირჩევნიათ გრძელვადიანი სესხი გამოიტანოთ და თანხის გადახდა წლებზე გადაანაწილოთ იმ შემთხვევაში თუ ფინანსებს კარგად ვერ აკონტროლბეთ. ამის მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ ასეთი მხარჯველები ვერ ახერხებენ სწორად გადაანაწილონ თავიანთი თანხა, რათა ხარჯები პრიორიტებების მიხედვით დაფარონ. მათ ვისაც არ შეუძლია კარგად მართოს ბიუჯეტი, მოკლევადიანი სესხი რომელიც მართალია მალე მთავრდება, თუცა თვიურად ბევრად მეტ თანხას გაჭრით თქვენ დავალებას, რომ ფინანსები მომგებიანად მართოთ კიდევ უფრო გაართულებს და იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი მხარჯველები უკვე ბევრ წინაღობას ხვდებიან თავიანთი ფულის განკარვის პროცესში ეს დამატებითი თავსატეხია, რომლის დრო და საშუალება ბევრს არ აქვს. სესხებს, რომლებსაც დიდი ხნის განამვლობაში იხდით პროცენტიც უფრო მაღალი აქვს თუმცა, თუ თქვენ არ შეგიძლიათ ფინანსების მაქსიმალურად მომგებიანად გამოყენება, ან შეიძლება თქვენ უბრალოდ ფინანსურად რთული პერიოდი გაქვთ და ამჟამად არ შეგიძლიათ სესხის ვადის შემოკლება მაშინ ეს მიდგომა თქვენთვის არის განკუთვნილი. ამ ტიპის სესხებით სარგებლობისას უფრო მაღალი პროცენტის გადახდასაც გულისხმობს, თუმცა თუ ასეთი მეთოდით სარგებლობა ამ პროცესს გაგიმარტივებთ მაშინ ღირს ამ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც გავლენასაც თვიდან თვემდე ნაკლებად იგრძნობთ და რომელიც მოგცემთ საშუალებას თქვენი ცხოვრების სტილი დაახლოებით იგივე დატოვოთ,როგორიც ის სესხის აღებამდე იყო.

მოკლევადიანი სესხი

ხოლო მათთვის ვისაც აქვს შესაძლობელობა, რომ სესხი რაც შეიძლება მალე გადაიხადოს და მოტივაციასაც სწორედ ამ ფინანსური წნეხისგან გათავისუფლება აძლევს მათთვის ბევრად უმჯობესია სესხი მალევე გადაიხადონ რადგან დიდ დროის მანძლიზე ამ დამატებითი პასუხისმგებლობის ტარება მათთვის ბევრად უფრო რთული იქნება ვიდრე მეტი თანხის გადახდა სესხისგან მალე გათავისფულების მიზნით.

ყოველი ამ ტაქტიკის მთავარი მიზანია, რომ რაც შეიძლება უმტკივნეულოდ მოხდეს სესხის გასტუმრების პროცესი და სწრედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ადამიანმა, რომელიც ფიქრობს სესხის აღება ან უკვე აქვს აღებული სესხი იცოდეს თუ როგორი ფინანსური ფსიქოტიპი აქვს და რომელი მოცემულობა იმუშავებს უფრო უმტკივნეულოდ მის შემთხვევაში და ეს ვრცელდბეა ასევე ვალუტის კურსის არჩევანზე. თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს პასუხისმგებლობა რაც შეიძლება მალე მოგეხსნათ, და მზად ხართ სესხის გადახდის პროცესი  შედარებით უფრო რადიკალურად აისახოს თქვენს ფინანსებზე იმის ხარჯზე, რომ მას მალე გადაიხდით თქვენთვის პროცესი ბევრად უმტკივნეულო იქნება მოკლევადიანი სესხის აღების შემთხვევაში. თუ თქვენთვის ფინანსური სტაბილურობა უფრო, მაშინ გაერიდეთ დიდ ფინანსურ სირთულეებს და სესხი დიდი პერიოდის განმავლობაში გადაიხადეთ და ამ სისტემის მეშვეობით სესხის ხარჯები თქვენ ყოველდღიურ ცხოვრებაზე ნაკლებად აისახება. იგივე მიდგმომა შეიძლება გამოვიყენოთ ვალუტის არჩევისას და წინასწარ განსაზღვროთ გიღირთ თუ არა ყოველთვე ვალუტის დაცემასა თუ გაძლიერებაზე ნერვიულობა იმის იმედად, რომ დოლარი თქვენს სასარგებლოდ დაიწევს, თუ გირჩევნიათ იყოთ მშვიდად თუმცა დათმოთ იმის შანსი, რომ სესხითვის ნაკლები ხარჯების გაღება მოგიწევთ. ეს არის ის ძირითადი მოცემულობები, რომელბიც ყველამ უნდა გაითვალისწინოს სესხთან დაკავშირებით არჩევანის გაკეთებისას და მნიშვნელოვანია, რომ უპირველეს ყოვლისა პირობები იყოს თანხვედრაში თქვენს ფინანსურ ფსიქოტიპტან, რათა სესხის გადასხდა თქვენი ცხოვრების ყველაზე უსიამოვნო ნაწილი არ გხდეს.

რა თქმა უნდა, არავინ ფიქრობს რო სესხების გადახდა ვინმესთის სასიამოვნო შეიძლება იყოს, რადგან დამატებითი პასუხისმგებლობა არავის სიამოვნებს. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სესხის გადახდისას ყველა პირობა და ყველა ტიპი თანასწორია. როდესაც სესხის აღებაზე ფიქრობთ, სწორედ ამიტომ არის მნიშვენლოვანი რომ კარგად გაეცნოთ ყველა შემოთავაზებას . რადგან განსხვავებით იმ რეალობისგამ, რომელსაც სკეპტიკოსები ხატავენ არის შესაძლებელი რომ სესხის გამოტანა და გადახდა რაც შეიძლება ნაკლებად მტკივნეულად გადაიტანოთ, ისევ თქვენ პიროვნებაზე და მახასიათებლებზე დაყრდნობით. იმის მაგივრად, რომ მუდმივად სხვების არჩევანზე იყოთ დამკიდებული გადაწყვიტეთ თქვენითვითონ, თუ რომელი სესხის ტიპი ერგება ყველაზე მეტად თქვენს პიროვნებას და თქვენს მიზანს, საბოლოო ჯამში კი გადაწყვეტილება ამ ორი უმთავრესი ფაქტორის გათვალისწინებით მიიღეთ და ისეთი სესხზე გააკეთეტ არჩევანი, რომელიც ოქროს შუალედში იქნება თვენს პიროვნულ სურვილებთან და იმ საჭირობებეთან რომლებიც თქვენ მიზანს ახასიათებს.

შეიძლება ამ გადაწყვეტილების მიღება მარტივად მოგეჩვენოთ, თუმცა სინამდვილეში ეს ბევრ ფიქრსა და განსჯას საჭიროებს,რაშიც ჩვენი დეტალური ახსნა-განმარტება დაგეხმარებათ. ასეთ საკითხებზე ფიქრისას, მნიშვენლოვანია გქონდეთ სტრუქტურა და გეგმა, რათა არცერთი დეტალი არ დარჩეს უყურადღებოდ.

ამიტომ როდესაც შემდეგში დაფიქრდბით სესხის აღებაზე გაითვალისწინეთ, რომ არ არსებობს ერთი სწორი პასუხი იმაზე, თუ რომელი ტიპის სესხი არის უფრო მომგებიან. ეს გადაწყვეტილება ყველა მსესხებელმა ინდივიდუალურად უნდა მიიღოს იმ მახასიათებლების გათვალისწინებით, რომლებიც ზემოთ ჩამოვთალეთ.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *